 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 25 ოქტომბერი, 2010 |
ობლობით გულგასენილი, ოლოლი უხმობს ოლოლსა, დაეძებს, ავსებს გოდებით სევდის ვარცლსა და ორომსა. არავინ ეპასუხება, ჟამი ლოდინმა დალია, უკუნში დაეხეტაება, არა ჩანს გზა-სავალია. ოლოლო, ობლად მფრინავო მთვარეულივით მავალო, ვინ დაგაბედა, ბედშაო, ბნელში ძახილი ამაო? არ იქნა, ვერსად იპოვე მაგ ტკივილების მალამო, გულს დაგიმარხავს საუნჯედ სევდის საგანძურ-სალარო. ნეტავი რა გაქვს სათქმელი, გულში რა ჯავრი აბუდე, რა შეახდინე სამართალს, უგზო დრო-ჟამით ნამრუდებს? დახშულხარ გულის კარებო, აღარა გწადის გულობა, შენთვის სულ ერთი გამხდარა ლხენა-ტკივილის სტუმრობა. ახლა თავქვეზე მიცურავს აღმამდინარი მარხილი, აღარც ბულბულის ხმა გესმის, აღარც ოლოლის ძახილი. წასულა, წლები წასულა ოლოლის სევდით ნათვალი, თვალიდან ამოშრეტილი, გულიდან ამონათალი! ობლობით გულგასენილი ოლოლი უხმობს ოლოლსა, დაეძებს, ავსებს გოდებით სევდის ვარცლსა და ორომსა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. სხვა მადლითა და მარილითაა სავსე თქვენი ლექსები, სნობებისთვის არამოდურად რომ ითვლება, ნამდვილი პოეზიის მოყვარულთათვის კი სუფთა ჰაერად...( მთას ჯერ ვერ წაართვეს ეგ სისუფთავე...) 5 სხვა მადლითა და მარილითაა სავსე თქვენი ლექსები, სნობებისთვის არამოდურად რომ ითვლება, ნამდვილი პოეზიის მოყვარულთათვის კი სუფთა ჰაერად...( მთას ჯერ ვერ წაართვეს ეგ სისუფთავე...) 5
25. კარგი პოეტი! კარგი პოეტი!
24. მომწონს აქ პოეზიაც...+777 მომწონს აქ პოეზიაც...+777
23. ელდარს სალამი!!! როგორც ყოველთვის ერთმანეთზე უკეთესი ლექსები მხვდება აქ!!! გაიხარე შენა!!! ელდარს სალამი!!! როგორც ყოველთვის ერთმანეთზე უკეთესი ლექსები მხვდება აქ!!! გაიხარე შენა!!!
22. ძალიან კარგია, მოგიკითხე... 555 ძალიან კარგია, მოგიკითხე... 555
21. sasiamovno leqsebi gaqvt batono :) sasiamovno leqsebi gaqvt batono :)
19. ობლობით გულგასენილი ოლოლი უხმობს ოლოლსა, დაეძებს, ავსებს გოდებით სევდის ვარცლსა და ორომსა.
ვაი, რომ ყოველთვის არ ცხვება ობლის კვერი.... ობლობით გულგასენილი ოლოლი უხმობს ოლოლსა, დაეძებს, ავსებს გოდებით სევდის ვარცლსა და ორომსა.
ვაი, რომ ყოველთვის არ ცხვება ობლის კვერი....
18.
ძლიერი ლექსია...........
+555555
ძლიერი ლექსია...........
+555555
17. არა, არ ვდარდობ, არც ვნატრობ, კვლავ დაბრუნებას წლებისას, ოღონდაც ამ ტალახიდან როგორმე გასვლა მეღირსა! არა, არ ვდარდობ, არც ვნატრობ, კვლავ დაბრუნებას წლებისას, ოღონდაც ამ ტალახიდან როგორმე გასვლა მეღირსა!
16. არა, არ ვდარდობ, არც ვნატრობ, კვლავ დაბრუნებას წლებისას, ოღონდაც ამ ტალახიდან როგორმე გასვლა მეღირსა! არა, არ ვდარდობ, არც ვნატრობ, კვლავ დაბრუნებას წლებისას, ოღონდაც ამ ტალახიდან როგორმე გასვლა მეღირსა!
15. წასულა,წლები წასულა ნუ დარდობ, მართლა წასულა, იყავ მხნედ, იმედით ცოცხლობს ადამიანი, +555 ჩემგან წასულა,წლები წასულა ნუ დარდობ, მართლა წასულა, იყავ მხნედ, იმედით ცოცხლობს ადამიანი, +555 ჩემგან
14. :)
ახლა თავქვეზე მიცურავს აღმამდინარი მარხილი, აღარც ბულბულის ხმა გესმის, აღარც ოლოლის ძახილი. :)
ახლა თავქვეზე მიცურავს აღმამდინარი მარხილი, აღარც ბულბულის ხმა გესმის, აღარც ოლოლის ძახილი.
13. ლექსს მოწონება და ოლოლი კი შემეცოდა ძალიან ლექსს მოწონება და ოლოლი კი შემეცოდა ძალიან
12. ძალიან კარგად არის დაწერილი ძალიან კარგად არის დაწერილი
11. წასულა, წლები წასულა ოლოლის სევდით ნათვალი, თვალიდან ამოშრეტილი, გულიდან ამონათალი! :) +7 წასულა, წლები წასულა ოლოლის სევდით ნათვალი, თვალიდან ამოშრეტილი, გულიდან ამონათალი! :) +7
9. დახშულხარ გულის კარებო, აღარა გწადის გულობა, შენთვის სულ ერთი გამხდარა ლხენა-ტკივილის სტუმრობა.
კარგი ნათქვამია, ამასთანავე სევდიანი და ტკივილიანი! +2 დახშულხარ გულის კარებო, აღარა გწადის გულობა, შენთვის სულ ერთი გამხდარა ლხენა-ტკივილის სტუმრობა.
კარგი ნათქვამია, ამასთანავე სევდიანი და ტკივილიანი! +2
6. დახშულხარ გულის კარებო, აღარა გწადის გულობა, შენთვის სულ ერთი გამხდარა ლხენა-ტკივილის სტუმრობა...
გაგახარებს მამაზეციერი. წარმატებები. დახშულხარ გულის კარებო, აღარა გწადის გულობა, შენთვის სულ ერთი გამხდარა ლხენა-ტკივილის სტუმრობა...
გაგახარებს მამაზეციერი. წარმატებები.
5. დახშულხარ გულის კარებო, აღარა გწადის გულობა, შენთვის სულ ერთი გამხდარა ლხენა-ტკივილის სტუმრობა. ახლა თავქვეზე მიცურავს აღმამდინარი მარხილი, აღარც ბულბულის ხმა გესმის, აღარც ოლოლის ძახილი. წასულა, წლები წასულა ოლოლის სევდით ნათვალი, თვალიდან ამოშრეტილი, გულიდან ამონათალი!
გაიხარე, ელდარ! რაც კარგია, კარგია! 5 დახშულხარ გულის კარებო, აღარა გწადის გულობა, შენთვის სულ ერთი გამხდარა ლხენა-ტკივილის სტუმრობა. ახლა თავქვეზე მიცურავს აღმამდინარი მარხილი, აღარც ბულბულის ხმა გესმის, აღარც ოლოლის ძახილი. წასულა, წლები წასულა ოლოლის სევდით ნათვალი, თვალიდან ამოშრეტილი, გულიდან ამონათალი!
გაიხარე, ელდარ! რაც კარგია, კარგია! 5
4. ძია ელდარ შემოგევლეთ გულიანი 555 ძია ელდარ შემოგევლეთ გულიანი 555
3. დახშულხარ გულის კარებო, აღარა გწადის გულობა, შენთვის სულ ერთი გამხდარა ლხენა-ტკივილის სტუმრობა. რატომ სევდიანობს ავტორი...:( დახშულხარ გულის კარებო, აღარა გწადის გულობა, შენთვის სულ ერთი გამხდარა ლხენა-ტკივილის სტუმრობა. რატომ სევდიანობს ავტორი...:(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|