ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2008


. . .

იგი არც სივრცეა უსასრულო,
იგი  არც მშფოთვარე ღამეა,
იგი  არც ზღვა არის უნაპირო,
იგი  არც მზეა და მთვარეა.

იგი არც დილაა სხივნათელი,
იგი არც სამოთხის წყალია,
ოღონდ ეგაა, რომ სიცოცხლეა,
ოღონდ ეგაა, რომ ქალია!

. . .
მოირწეოდა ქალი ვით ალი,
გვირილებიან–ცვრიან–იანად,
შემოეპარა კაბის ქვეშ ქარი
და მთელი ღამე მაეჭვიანა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები