ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული ზორო
ჟანრი: პროზა
27 დეკემბერი, 2012


ჩვენი ცხოვრების ოთხი ეპიზოდი (ეპიზოდი ორი)

ეპიზოდი ორი
-მომაწოდე ეგ კრემი.
-მთელი დღე ასე უნდა იწვე?-ვეუბნები და ვაწვდი.
უჰ, ძალიან ლამაზია ეს გოგო. მზეზე ნებივრად გაწოლილა. მის გარუჯულ სხეულს ვაყოლებ თვალს.
-ნერვებს მიშლი-ვბურდღუნებ და ზღვაში თავით ვეშვები. შორს მივცურავ, ისე რომ არც ერთი ადამიანი არ ჩანდეს ჩემს ირგვლივ, წყალზე ზურგით ვწვები და თვალებს ვხუჭავ. მასზე ვფიქრობ.
      ვიხსენებ ჩვენი გაცნობის პირველ დღეს. იქ, პოეზიის საღამოდან ნაადრევად წამოსული მე,  როგორ შევეჩეხე მას.  ისეთი მიმზიდველი იყო, ისეთი სუფთა და უმწეო, ვერ გადაეწყვიტა შესულიყო ისევ დარბაზში თუ სახლში წასულიყო. სიტუაცია სწრაფად შევაფასე და მასთან მივედი. თავისი გულუბრყვილო, ბავშვური თვალები შემომანათა. როგორ შეიცვალა მას მერე...
    მკითხველი ალბათ მიხვდება, დერეფნის ბოლოში მდგომი გოგონა, ახლა მზის სხივებს ეფიცხება და მისი სილამაზით მონუსხული მე, ვცდილობ გავცდე მას, ძალიან შორს გავცურო მისგან და ვიფიქრო მასზე. აშკარად ტავტოლოგიას ვაკეთებ ხო? არა უშავს.
    წყლის შხეფების ხმა მყუდროებას მირღვევს. გაღიზიანებული თავს მაღლა ვწევ და ვხედავ მას, როგორ სწრაფად მოცურავს ჩემსკენ. ჩვენს შორის მანძილი თანდათან მცირდება. აი წყლის  ბოლო სანტიმეტრებსაც კვეთს მისი სხეული, პირდაპირ მეჯახება და  ისღა დამრჩენია რომ უხმოდ მივიკრა მკერდზე და მის აალებულ ტუჩებს დავეწაფო.
-შენ ხომ ცურვა არ იცოდი?
-იდიოტი ხარ-მეჩურჩულება.
-მე შენგან გავრბოდი...
-სწორედ მაგიტომ ხარ იდიოტი. მეორედ აღარ დაგაკავებ.
-მიყვარხარ...


ადამიანის ფანტაზია განუზომელია, მე კი ყველაზე ადამიანურ გრძნობაზე ვწერ ახლა, გრძნობაზე რომელიც თითოეული თქვენგანის გულში ანთია. იმ დღეს ყველა ჩვენი მეგობარი დავივიწყეთ. ბათუმიდან გონიოში გავიპარეთ და რომელიღაც ღამის კლუბში, როდესაც ცეკვისგან თავდავიწყებამდე მისულს ჩემსკენ ვიზიდავდი, რომ მეკოცნა ვგრძნობდი სიყვარულის მარადისობას.
  გასული იყო წელიწადი და  ხუთი თვე ჩვენი გაცნობიდან. ჩვენ კი იმ დღეს პირველად აღარ გვერქვა მეგობრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები