ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2014


ასეც შესაძლებელი ყოფილა, თურმე

თურმე შესაძლებელი ყოფილა ასეც...
"გატყდე",
აიღო "გატეხილი შენი თავი" და წაიღო მისკენ,
თითქოს დაგცალეს რუხი მასისგან,
იჯდე და რობოტივით ახელდე თვალებს,
ნათლად ხედავდე უტალღებო ყვავილების ზღვას,
ერთი მგზავრისთვის გამოწერილ,
უსაჭო და უიალქნო ნავს
და მასში
თვალდახუჭულ, უმუნდირო "გემის კაპიტანს".
მიხვდე, რომ დაშრა,
თხევადი და მარილიანი ის სუბსტანცია,
რომელსაც ზოგჯერ
ქუთუთოებით ვერაფრით იჭერ,
ახლა კი, მისი არგამოჩენა
აღარც გიკვირს, აღარც გაღელვებს...
ფიქრი წარსულში გაბრუნებს ისევ,
"გატეხილ შენს თავს" დაცინვით ურბენს,
რადგან ნაბიჯი გადადგი მისკენ.
ასეც შესაძლებელი ყოფილა, თურმე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები