ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერაბ ჯიხაძე
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2014


  ჩამოტვირთვა

ბეტი

ათი წლის იყო, როცა ქსოვა ისწავლა,მას შემდეგ საკუთარი ოთახიდან აღარ გამოსულა,
ოთახიდან რომელშიც მდუმარებას დროგამოშვებით იატაკზე ხელჯოხის შეხებით გამოწვეული ხმაური არღვევს.
ტირის ბეტი, მეზობელი ოთახიდან მასზე ნაკლებად მიტოვებული ბავშვის სანახავად მისული მშობლის ხმა ისმის,ბეტი უფრო მეტი შემართებითა და გულმოდგინებით აგრძელებსს ქსოვას.
ქსოვს დედას, მამას, ოჯახს, რომელიც არასოდეს ჰყოლია,
ქსოვს შობიდან შობამდე(გადმოცემით იცის, რომ ამ ღამეს სასწაულები ხდება)...
ბეტის არავინ ყავს ღმერთისა და ჩემს გარდა, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია,
სტუმრად მისულს დერეფანში მესმის ბეტის ოთახიდან ჯოხის იატაკზე შეხების ხმა, კარებში მეგებება, იმ იშვიათი ღიმილით, რომელსაც იშვიათად თუ ნახავ, ისიც მძინარე ბეტის სახეზე, ხელს ჩამკიდებს, ჯოხის იატაკზე რამოდენიმე შეხებით ისე მიმაცილებს საწოლამდე თითქოს...
გვერდით ჩამომიჯენს, პირად ამბებს გამომკითხავს, დამარიგებს, ამის შემდეგ კი ჩვეულებისამებრ მოწყალე ღმერთზე დამიწყებს საუბარს, რომელიც მისი თქმით მუდამ მასთანაა.
ბეტი არასოდეს საყვედურობს ღმერთს, ხშირად მადლობასაც კი უხდის იმის გამო, რომ მას ოცნების უფლება მისცა...
არ ვიცი ფერადის... შავ-თეთრის... ან იქნებ სულაც უფერულის...
ძალდატანებით ვცდილობ თვალის ქუთუთოების ერთმანეთთან მოყრას, ბოლოს როგორც წესი თვალებდახუჭული ვემშვიდობები ბეტის მომავალ შეხვედრამდე.
ხელს ჩამკიდებს ჯოხის იატაკზე რამოდენიმე შეხებით კარებამდე მიმაცილებს თითქოს...
კორიდორში გასვლისას შემაჩერებს და ჩემს მიერ უკვე ბევრჯერ პასუხგაცემულ კითხვას მისვამს:
-რა ფერის თვალები მაქვს?
-მწვანე...
-მწვანე როგორია?
-კეთილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები