- დასნეულებული ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული. იმ დღესაც თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. წვიმიანი დილა გათენდა, მე რა თქმა უნდა ღამე არ მეძინა, ამიტომ კი არ გათენდა, დამათენდა... გარეთ ვერ ვიხედებოდი, არადა მინდოდა კიდევ ერთხელ დამებერა ფილტვები ადრიანი გაზაფხულის ტკბილი და რბილი ჰაერით... ამას ვფიქრობდი და მხოლოდ ჭერს ვუყურებდი. რა კარგად შევისწავლე ამასობაში მისი აგებულება, ყოველი ლაქა მის ზედაპირზე... ოთახში სნეულების მძაფრი სუნი იდგა... ვერც მარცხნივ, ვერც მარჯვნივ ვერ ვტრიალდებოდი, მხოლოდ გულაღმა ვიწექი, ჰორიზონტალზე და ამ წყეულ ჭერს მივშტერებოდი... ერთ წამსაც ჭერი და ზოგადად ყველაფერი ჩემ გარშემო თეთრ, ბლანტ მასად იქცა, რომელიც ნელ-ნელა ნაცრისფერი გახდა, მერე უფრო მუქი, კიდევ მუქი და ბოლოს წყვდიადი დადგა... - თავდაპირველად ვერ მივხვდი რა მოხდა, ჯერ დაღამებამდე ადრე იყო, ამასთან, ასე უცბად არ ღამდება, თვალებიც არ დამიხუჭავს, ნუთუ მხედველობა დავკარგე? მაგრამ არა, სულ სხვა გრძნობაა, ხორცი აღარ მაქვს, რომელიც თურმე როგორ მამძიმებდა(!). ახლა სიმსუბუქეს ვგრძნობ, ერთია პირში ჯერ კიდევ შემომრჩა ზემჟავე დამპალი ლიმნის გემო, რომელსაც მენთოლის საოცრად გრილი და საამური გემო ცვლის. აი ჩემი სხეულიც, რომელიც ერთი დაჟანგული კარაბინივით დევს საწოლზე, ისევ ისე, ჰორიზონტალურად. - უკვე ყუთშიც მომათავსეს. იცი, ერთი საოცარი რამ შევნიშნე, როდესაც ცოცხალი ვიყავი, ამნეზია მჭირდა, ახლა ყველაფერი გამახსენდა. გამახსენდა ჩემი წინა მოვლინებები ამქვეყნად. ვინ არ ვყოფილვარ, მაგრამ იმპერატორიც თუ ვიყავი ოდესმე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. რა სისაძაგლე აღარ ჩამიდენია... - ქაღალდის ფულის სუნი მიყვარდა, ახლაც სად იყო და სად არა, ამ ყუთშიც გაჩნდა ფული, რომელიც დავსუნე, მაგრამ კინაღამ გული ამერია. ადრე ფული აბინძურებდა ადამიანის ხელებს და შემდგომ მთელ მის არსებას, ახლა კი პირიქით, თვით ადამიანია ისე დაბინძურებული, რომ ფულსაც კი, უკვე მისი მყრალი სუნი უდის... - ჰო მართლა, ნეტავ რამდენი დრო მაქვს დარჩენილი თქვენთან სასაუბროდ. მოდი წასვლის წინ ისეთ ადგილზე აღმოვჩნდები, სადაც ცოცხალს ძალიან მინდოდა ყოფნა... და პატარა უკაცრიელ კუნძულზე ვარ, ოკეანე ბორგავს, მეშინია ძლიერმა ქარმა არ წამიღოს, მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძნობ მას. ხელზე რაღაც სიმძიმე ვიგრძენი, დავიხედე და მაჯის საათის მსგავსი რამ მიკეთია, არც ისრები აქვს, არც ციფრებია გამოსახული. მხოლოდ წითელი ნათურა ანათებს. მივხვდი, რომ მალე წავალ და დავტოვებ ჰორიზონტალს... - ყუთში დავბრუნდი, ხომ უნდა გამოვემშვიდობო ჩემს რიგით მე-12 სხეულს, რომელსაც ისევ აქ დავტოვებ, დედამიწაზე, სხვა 11 სხეულთან ერთად. პირობით მაჯის საათს დავხედე და დავინახე, თუ როგორ ჩაქრა მე-12 რგოლიც 13 რგოლიდან და მხოლოდ ერთი დარჩა ანთებული. ეს ალბათ ჩემი მე-13 სიცოცხლეა, რომელშიც ყველაფერი თავიდან დაიწყება, ისევ ეს ამნეზია და წუთისოფლის სატყუარები, რომლებიც, უნდა ვაღიარო შესანიშნავად გართობენ და გავიწყებენ, რისთვის მოხვედი ამ ლურჯ ბურთზე, რომელსაც ადრე, თუ გვიან, ვიღაც ფეხს წამოკრავს, ან დაარტყამს კიდეც და ღმერთმა იცის საით გადააგდებს. - და მაინც, რა მიკეთებია დედამიწაზე, როგორ გამოვიყენე ეს 12 საგზური? ხან მონა ვიყავი, ხან პითაგორა, ხან რომელიღაც იმპერატორი და სისხლის აბაზანებს ვღებულობდი ყოველ დღე... მაგრამ მთავარი ყოველთვის მავიწყდებოდა, ეს სამყარო ხომ ერთი თაბახის ფურცელია, რომელიც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დევს უზარმაზარ მაგიდაზე, სადაც მრავლად მიმოუყრიათ მსგავსი ფურცლები. ამ ფურცელზე როგორც ჩანს პუანტილისტი ხატავდა და დედამიწაც ერთი წერტილია მის მიერ დასმული, მრავალ წერტილთა შორის. - მშია და იცი ვინ დამაპურა? უპოვარმა, რომელსაც ერთხელ უდარდელად გადავუგდე ზედმეტი ხურდა ჯიბიდან. - მივდივარ და ერთს გირჩევ მეგობარო, იცოდე, რომ ყველაზე დიდი სიცოცხლე, სიცოცხლისავე უარყოფით იწყება. არა, არა, ნუ გგონია რომ სუიციდზე ვსაუბრობ. შეიძლება რასაც გეუბნები ახლა ვერ გაიგო, მაგრამ მერწმუნე, როდესაც ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდები, შენც იგივეს გაიმეორებ. - პარადოქსია, 12-ჯერ ვიმოგზაურე აქ და ვერც ერთხელ ვერ ვთქვი უარი საკუთარ თავზე, სიცოცხლეზე... მაშინაც კი, როდესაც მონა ვიყავი. - სულ ჰორიზონტალზე ხომ არ ვიქნები, წასვლის დრო დადგა და ახლა, სწორედ ამ წამს, მე-13 რგოლმა კაშკაში დაიწყო, ალბათ ეს ნიშანია იმისა, რომ მეცამეტეჯერ მაინც შევძლებ ჰორიზონტალურად დადებულ თაბახის ფურცელზე, პუანტილისტის მიერ დასმულ ერთ წერტილზე მოსიარულე წერტილი, დიდ ლაქად გადავიქცე, რომელიც გაარღვევს სამგანზომილებიან სივრცეს და დაადასტურებს იმას, რომ ოდესღაც მხატვარმა, უფრო სწორად შემოქმედმა, შეცდომა არ დაუშვა, როდესაც ეს წერტილი დასვა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
63. ხოხ,, რა კარგი ხარ... გადარეულო.. :))))
ხოხ,, რა კარგი ხარ... გადარეულო.. :))))
62. - მივდივარ და ერთს გირჩევ მეგობარო, იცოდე, რომ ყველაზე დიდი სიცოცხლე, სიცოცხლისავე უარყოფით იწყება. მაგარიაა! - მივდივარ და ერთს გირჩევ მეგობარო, იცოდე, რომ ყველაზე დიდი სიცოცხლე, სიცოცხლისავე უარყოფით იწყება. მაგარიაა!
61. გადარ-ეულო! გადასარევია... :) ;) 5 გადარ-ეულო! გადასარევია... :) ;) 5
60. ყველაზე დიდი სიცოცხლე, სიცოცხლისავე უარყოფით იწყება. ყოჩაღ. 555. მეც მასე ვფიქრობ. ყველაზე დიდი სიცოცხლე, სიცოცხლისავე უარყოფით იწყება. ყოჩაღ. 555. მეც მასე ვფიქრობ.
59. zaan magari ragacaa titqos axlos xar chemtan, ki axlos xar zaan magari ragacaa titqos axlos xar chemtan, ki axlos xar
57. უი, ძალიან შემომეწონა :) მართლა :)
მსჯელობა და დასკვნა : "მეგობარო, იცოდე, რომ ყველაზე დიდი სიცოცხლე, სიცოცხლისავე უარყოფით იწყება"
არ ვიცი .... შეიძლება მე-13-ე სიცოცხლეში გავიგო :) უი, ძალიან შემომეწონა :) მართლა :)
მსჯელობა და დასკვნა : "მეგობარო, იცოდე, რომ ყველაზე დიდი სიცოცხლე, სიცოცხლისავე უარყოფით იწყება"
არ ვიცი .... შეიძლება მე-13-ე სიცოცხლეში გავიგო :)
56. მომეწონა... საინტერესო ფრაზებიც არის და კარგად იკითხება.... წარმატებები... მომეწონა... საინტერესო ფრაზებიც არის და კარგად იკითხება.... წარმატებები...
55. ..."ეს სამყარო ხომ ერთი თაბახის ფურცელია,რომელიც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დევს უზარმაზარ მაგიდაზე......" ....... განსხვავებული ხელწერა და ვფიქრობ უფრო მეტად დიდი და ღრმა შინაგანი სამყარო,ვიდრე აქ ჩანს...(განსხვავებულიც).... ....:) ..."ეს სამყარო ხომ ერთი თაბახის ფურცელია,რომელიც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დევს უზარმაზარ მაგიდაზე......" ....... განსხვავებული ხელწერა და ვფიქრობ უფრო მეტად დიდი და ღრმა შინაგანი სამყარო,ვიდრე აქ ჩანს...(განსხვავებულიც).... ....:)
54. საინტერესოა :) საინტერესოა :)
53. კარგია ხოდა აი წავიკიტხე და მომეწონა ნააზრევი კარგია მე როგორც შენი დაპატიჟებული ამ პროზაზე ვამბობ რომ მომეწონა და კიდე ვამბობ რომ მე და შენ რომ ამ თემაზე ვისაუბროთ შეიძლება ჭეშმარიტებისკენ მიმავალ ბილიკს წავაწყდეთ (მიუხედავად იმისა რომ ყველა გზა ჭეშმარიტებისკენ მიდის)
5 :) კარგია ხოდა აი წავიკიტხე და მომეწონა ნააზრევი კარგია მე როგორც შენი დაპატიჟებული ამ პროზაზე ვამბობ რომ მომეწონა და კიდე ვამბობ რომ მე და შენ რომ ამ თემაზე ვისაუბროთ შეიძლება ჭეშმარიტებისკენ მიმავალ ბილიკს წავაწყდეთ (მიუხედავად იმისა რომ ყველა გზა ჭეშმარიტებისკენ მიდის)
5 :)
52. ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ. გეტყობა რომ განათლებული ხარ .ყოჩაღ ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ. გეტყობა რომ განათლებული ხარ .ყოჩაღ
51. კარგია, მომეწონა5 კარგია, მომეწონა5
50. საინტერესო რამეა, მითუმეტეს, თუ ავტორის მიერ მითითებულ ასაკს გავითვალისწინებთ, საკვირველიცაა:)
''ადრე ფული აბინძურებდა ადამიანის ხელებს და შემდგომ მთელ მის არსებას, ახლა კი პირიქით, თვით ადამიანია ისე დაბინძურებული, რომ ფულსაც კი, უკვე მისი მყრალი სუნი უდის''... _ აქ, ''ასდის'' აჯობებს მგონი. ისე კი, გონიერი ადამიანის ნაფიქრია აშკარად.
ყოჩაღ! კარგად წერ.
საინტერესო რამეა, მითუმეტეს, თუ ავტორის მიერ მითითებულ ასაკს გავითვალისწინებთ, საკვირველიცაა:)
``ადრე ფული აბინძურებდა ადამიანის ხელებს და შემდგომ მთელ მის არსებას, ახლა კი პირიქით, თვით ადამიანია ისე დაბინძურებული, რომ ფულსაც კი, უკვე მისი მყრალი სუნი უდის``... _ აქ, ``ასდის`` აჯობებს მგონი. ისე კი, გონიერი ადამიანის ნაფიქრია აშკარად.
ყოჩაღ! კარგად წერ.
49. მომეწონა!:) მომეწონა!:)
47. კვლავ მოვუბრუნდი...კარგად წერ...მაგ სფეროშიც განათლება იგრძნობა.. .უბრალოდ ჩემთვის ნაკლებსაინტერესო თემაა...შენ კი 5-ზე ნაკლები არ გეკუთვნის ნამდვილად კვლავ მოვუბრუნდი...კარგად წერ...მაგ სფეროშიც განათლება იგრძნობა.. .უბრალოდ ჩემთვის ნაკლებსაინტერესო თემაა...შენ კი 5-ზე ნაკლები არ გეკუთვნის ნამდვილად
46. მართალია აქ არ არის მაიევტიკა, მაგრამ შეიმჩნევა ავტორის ღრმა აზროვნება.. კარგად არის გამოყენებული ჰეგელის უარყოფის უარყოფის კანონი... რაც შეეხება რიცხვი 12-ს მე მაქვს ჩემებურად ახსნილი ჩემს გვერდზე და აქ კი დავამატებ, რომ ,,იდეის წვდომა არ არის ერთი ადამიანის პრეროგატივა", ხოლო რიცხვი 13 აქ შენც და მეც (ჩემს გვერდზე) შემთხვევით გვაქვს ჩართული...
დაბოლოს, კანტის ფილოსოფიის მიხედვით ყოველ ჩვენთაგანს აქვს აპრიორული ცოდნა... ხოლო თუ მის გარეთ გავედით, მაშინ შეგვჩება აპოსტერული ცოდნა...ეს უკანასკნელი კი ამ პორტალზე არავისტან არ შეინიშნება, ამიტომ ნუ ხმარობთ გამოთქმებს: გადაღეჭილი ... არისო.
მთლიანობაში ნამდვილად მოსაწონია...:)
მართალია აქ არ არის მაიევტიკა, მაგრამ შეიმჩნევა ავტორის ღრმა აზროვნება.. კარგად არის გამოყენებული ჰეგელის უარყოფის უარყოფის კანონი... რაც შეეხება რიცხვი 12-ს მე მაქვს ჩემებურად ახსნილი ჩემს გვერდზე და აქ კი დავამატებ, რომ ,,იდეის წვდომა არ არის ერთი ადამიანის პრეროგატივა", ხოლო რიცხვი 13 აქ შენც და მეც (ჩემს გვერდზე) შემთხვევით გვაქვს ჩართული...
დაბოლოს, კანტის ფილოსოფიის მიხედვით ყოველ ჩვენთაგანს აქვს აპრიორული ცოდნა... ხოლო თუ მის გარეთ გავედით, მაშინ შეგვჩება აპოსტერული ცოდნა...ეს უკანასკნელი კი ამ პორტალზე არავისტან არ შეინიშნება, ამიტომ ნუ ხმარობთ გამოთქმებს: გადაღეჭილი ... არისო.
მთლიანობაში ნამდვილად მოსაწონია...:)
45. წავიკითხე. მაღლაც და დაბლაც. უმეტესობა ამბობს რომ კარგია, მაგრამ რატომაა კარგი? რა კრიტერიუმებით აფასებთ??? ჩემს დადებულებშI ერთსიტყვიანი შეფასება არავინ დატოვოთ, ან ქართულად დაწერეთ ის, რასაც ფიქრობთ - რატომ მოგწონთ, ან არ მოგწონთ და ა.ს. ან კიდევ საერტოდ ნურაფერს დაწერთ :)
ამას რაც შეეხება......... საკმაოდ კარგად წერს. მიუხედავად იმისა, რომ გადაღეჭილი თემაა, ბოლომდე თავისუფლად იკითხება. არის ღირებული ფრაზებიც......... გადარეული კარგად წერს. ოღონდ ჯობია ცოტა მეტი იკითხოს რომ უფრო საინტერესო და თავისთავადი თემები ნახოს............ :) წავიკითხე. მაღლაც და დაბლაც. უმეტესობა ამბობს რომ კარგია, მაგრამ რატომაა კარგი? რა კრიტერიუმებით აფასებთ??? ჩემს დადებულებშI ერთსიტყვიანი შეფასება არავინ დატოვოთ, ან ქართულად დაწერეთ ის, რასაც ფიქრობთ - რატომ მოგწონთ, ან არ მოგწონთ და ა.ს. ან კიდევ საერტოდ ნურაფერს დაწერთ :)
ამას რაც შეეხება......... საკმაოდ კარგად წერს. მიუხედავად იმისა, რომ გადაღეჭილი თემაა, ბოლომდე თავისუფლად იკითხება. არის ღირებული ფრაზებიც......... გადარეული კარგად წერს. ოღონდ ჯობია ცოტა მეტი იკითხოს რომ უფრო საინტერესო და თავისთავადი თემები ნახოს............ :)
44. აშკარად კარგია.... საინტერესო ... +5 აშკარად კარგია.... საინტერესო ... +5
43. სამწუხაროდ გუგას "მეგობრულ" რჩევებს ვერ მივიღებ, რადგანაც ვგონებ თავად აქვს ბიბლიის გარდა კიდევ სხვა წიგნებში ჩასახედი. არც მწერლობაზე მაქვს პრეტენზია, ამიტომ გუგას ვურჩევ ჯერ აღმოაჩინოს და მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია მწერლობაში (რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ მის შემოქმედებაში) და მხოლოდ შემდგომ დაიწყოს საუბარი "საკუთარი" სინტაქსის ძიებაზე. ღრმა პატივისცემით გადარ-ეული სამწუხაროდ გუგას "მეგობრულ" რჩევებს ვერ მივიღებ, რადგანაც ვგონებ თავად აქვს ბიბლიის გარდა კიდევ სხვა წიგნებში ჩასახედი. არც მწერლობაზე მაქვს პრეტენზია, ამიტომ გუგას ვურჩევ ჯერ აღმოაჩინოს და მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია მწერლობაში (რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ მის შემოქმედებაში) და მხოლოდ შემდგომ დაიწყოს საუბარი "საკუთარი" სინტაქსის ძიებაზე. ღრმა პატივისცემით გადარ-ეული
42. მომიტევე ჭკუას არ გარიგებ, მაგრამ.... ,,დიდ ლაქად გადავიქეცი''- ეს გადაღეჭილი თემაა.... თან იქნებ ბიბლიაში ჩაგეხედა კიდევ ერთხელ...... ,,ყველაზე დიდი სიცოცხლე, სიცოცხლისავე უარყოფით იწყება''(ცუდია) ...... გინდა გახდე მწერალი? იპოვე ,,საკუთარი'' სინტაქსი.....
მაპატიე.... ეს დარიგება არ არის, მეგობრული რჩევებია.... მომიტევე ჭკუას არ გარიგებ, მაგრამ.... ,,დიდ ლაქად გადავიქეცი``- ეს გადაღეჭილი თემაა.... თან იქნებ ბიბლიაში ჩაგეხედა კიდევ ერთხელ...... ,,ყველაზე დიდი სიცოცხლე, სიცოცხლისავე უარყოფით იწყება``(ცუდია) ...... გინდა გახდე მწერალი? იპოვე ,,საკუთარი`` სინტაქსი.....
მაპატიე.... ეს დარიგება არ არის, მეგობრული რჩევებია....
41. როგორც დაგპირდი, წავიკითხე... რეინკარნაცია საინტერესო თემაა საკმაოდ, თუმცა მე არ მწამს მისი. სტილისტურად შესრულება არ მომეწონა, ალბათ, მაინც წერის პრაქტიკის ბრალია, ანუ დინამიკა ვერ ვიგრძენი. მოკლედ ძალიან ბევრსაც არ მოგთხოვ :) 4-ს დავწერ აქ, იმიტომ რომ უკეთესის იმედით დაგემშვიდობო :) როგორც დაგპირდი, წავიკითხე... რეინკარნაცია საინტერესო თემაა საკმაოდ, თუმცა მე არ მწამს მისი. სტილისტურად შესრულება არ მომეწონა, ალბათ, მაინც წერის პრაქტიკის ბრალია, ანუ დინამიკა ვერ ვიგრძენი. მოკლედ ძალიან ბევრსაც არ მოგთხოვ :) 4-ს დავწერ აქ, იმიტომ რომ უკეთესის იმედით დაგემშვიდობო :)
39. ზალიან კარგია!!! " ახლა ფულს ასდის ადამიანის მყრალი სუნი " განსაკუთრებით მომეწონა. სამწუხაროდ რეინკარნაციის არ მჯერა - ამაში ოშო რაჯნიშმაც კი ვერ დამარწმუნა :) ზალიან კარგია!!! " ახლა ფულს ასდის ადამიანის მყრალი სუნი " განსაკუთრებით მომეწონა. სამწუხაროდ რეინკარნაციის არ მჯერა - ამაში ოშო რაჯნიშმაც კი ვერ დამარწმუნა :)
38. კი,საინტერესო იყო ნამდვილადდდ....:) კი,საინტერესო იყო ნამდვილადდდ....:)
36. შენიც კარგია:) შენიც კარგია:)
35. ხოოო მოვედი:)
საინტერესო აზრებად ალაგებ,მომეწონა
ხოოო მოვედი:)
საინტერესო აზრებად ალაგებ,მომეწონა
34. საკმაოდ კარგი მანერა გაქვს წერის. საინტერესოა;) გაიხარე და წარმატებები საკმაოდ კარგი მანერა გაქვს წერის. საინტერესოა;) გაიხარე და წარმატებები
32. კარგია მე მომეწონა,მეტს ვერაფერს იტყვი გადარ-ეული.! ბრავო! კარგია მე მომეწონა,მეტს ვერაფერს იტყვი გადარ-ეული.! ბრავო!
31. საინტერესოდ წერ, გარკვეულ ადგილებში იაპონური პროზა მომაგონა...კობო აბე, ქენძაბურო ოე... მსოფლმხედველურად უფრო საკუთარ ფეხზე თუ დადგები, დეტალების უფრო ფსიქოლოგიური წვდომასაც თუ შესძლებ, ვხედავ მომავალ ძალიან კარგ პროზაიკოსს. 5 საინტერესოდ წერ, გარკვეულ ადგილებში იაპონური პროზა მომაგონა...კობო აბე, ქენძაბურო ოე... მსოფლმხედველურად უფრო საკუთარ ფეხზე თუ დადგები, დეტალების უფრო ფსიქოლოგიური წვდომასაც თუ შესძლებ, ვხედავ მომავალ ძალიან კარგ პროზაიკოსს. 5
29. უი სამზე დამეჭირა:) მე მაპატიეთ, :) მორალურად 5 :) უი სამზე დამეჭირა:) მე მაპატიეთ, :) მორალურად 5 :)
28. საინტერესოა:) საინტერესოა:)
25. ასაკის კვალობაზე ძალიანაც კარგი ნაწერია. თუ საკუთარ თავთან მუშაობას გააგრძელებ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ 8-10 წლის შემდეგ (ანუ შედარებით მოწიფულ ასაკში) კარგი პროზაიკოსი იქნები :) წარმატებები! ფინალი მომეწონა და აი, დასაწყისსა და შიგადაშიგ წინადადებებს კარგი გადაბმები სჭირდება, ალაგ-ალაგ იგრძნობა მაინც რომ ასაკით უმცროსის დაწერილია. ვხვდები რასაც განიცდი.
ასაკის კვალობაზე ძალიანაც კარგი ნაწერია. თუ საკუთარ თავთან მუშაობას გააგრძელებ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ 8-10 წლის შემდეგ (ანუ შედარებით მოწიფულ ასაკში) კარგი პროზაიკოსი იქნები :) წარმატებები! ფინალი მომეწონა და აი, დასაწყისსა და შიგადაშიგ წინადადებებს კარგი გადაბმები სჭირდება, ალაგ-ალაგ იგრძნობა მაინც რომ ასაკით უმცროსის დაწერილია. ვხვდები რასაც განიცდი.
23. პარადოქსია, 12-ჯერ ვიმოგზაურე აქ და ვერც ერთხელ ვერ ვთქვი უარი საკუთარ თავზე, სიცოცხლეზე... მაშინაც კი, როდესაც მონა ვიყავი
ესაა სიცოცხლისადმი უსაზღვრო ლტოლვა.....საინტერესოდ იკითხება....წერის მსუბუქი სტილია, რეინკარნაცია? მჯერა მე მისი...სული არ კვდება, ის მხოლოდ შორდება სხეულს. პარადოქსია, 12-ჯერ ვიმოგზაურე აქ და ვერც ერთხელ ვერ ვთქვი უარი საკუთარ თავზე, სიცოცხლეზე... მაშინაც კი, როდესაც მონა ვიყავი
ესაა სიცოცხლისადმი უსაზღვრო ლტოლვა.....საინტერესოდ იკითხება....წერის მსუბუქი სტილია, რეინკარნაცია? მჯერა მე მისი...სული არ კვდება, ის მხოლოდ შორდება სხეულს.
22. საინტერსოა...მე რეინკარნაციის თემები ნაკლებად... წერით ცუდად არ წერ... საინტერსოა...მე რეინკარნაციის თემები ნაკლებად... წერით ცუდად არ წერ...
21. მომეწონა ძალიან. 5 მომეწონა ძალიან. 5
20. საინტერესოა :) საინტერესოა :)
19. კარგია ძალიან კარგია ძალიან
18. გადავიკითხე:) გადავიკითხე:)
17. ინტერესით იკითხება. ინტერესით იკითხება.
16. რა გითხრა აბა? რით დაგამშვიდო? სახელი უფრო მომეწონა ვიდრე ნაწარმოები, :)):)) რა გითხრა აბა? რით დაგამშვიდო? სახელი უფრო მომეწონა ვიდრე ნაწარმოები, :)):))
15. აი ჩემი სხეულიც, რომელიც ერთი დაჟანგული კარაბინივით დევს საწოლზე,:) საინტერესოა:) აი ჩემი სხეულიც, რომელიც ერთი დაჟანგული კარაბინივით დევს საწოლზე,:) საინტერესოა:)
14. მომეწონა!!! მომეწონა!!!
13. კარგია, კარგად წერ მართლაც :) თუმცა არ მჯერა რეინკარნაციის :) საინტერესო გადასვლები იყო ნაწერში ;) კარგია, კარგად წერ მართლაც :) თუმცა არ მჯერა რეინკარნაციის :) საინტერესო გადასვლები იყო ნაწერში ;)
12. მე რა თქმა უნდა ღამე არ მეძინა, ამიტომ კი არ გათენდა, დამათენდა... მომეწონა.. დამათენდა... მე რა თქმა უნდა ღამე არ მეძინა, ამიტომ კი არ გათენდა, დამათენდა... მომეწონა.. დამათენდა...
11. :) წარმატებები! :) წარმატებები!
10. ძალიან კარგი იყო მომეწონა და გამიხარდა რომ წავიკითXე :) სხვებსაც წავიკითხავ აუცილებლად :) ძალიან კარგი იყო მომეწონა და გამიხარდა რომ წავიკითXე :) სხვებსაც წავიკითხავ აუცილებლად :)
9. - მშია და იცი ვინ დამაპურა? უპოვარმა, რომელსაც ერთხელ უდარდელად გადავუგდე ზედმეტი ხურდა ჯიბიდან. -------
ჩემის აზრით ძალიან ძლიერი მომენტი ამ ნაწარმოებში, კულმინაცია,,,, არის ეს წინადადება,,
ამ ნაწარმოებმა ჩამაფიქრა,, კიდევ ერთხელ,, ჩვენი ამ ქვეყანაზე მოვლინების მიზანთან,,
გამახსენდა სახარებიდან ნათქვამი: "წინ მდგომნი უკან დადგებიან და უკან მდგომნი წინ" ,,,,
საინტერესოა, დასაწყისი მომეწონა,,,,
აი, მე12-ე სხეული ვერ გავიგე,, აბა თუ დრო გაქვს განმარტე რა იგულისხმე,, ანუ, შენ ტოვებ მე12-ე სხეულს დედამიწაზე, სხვა მე-11 სხეულთან ერთად,,
ნახსენები გაქვს მე13-ე სიციცხლე,,,
ვერ გავიგე,,
წარმატებები გადარ-ეულო!!!!!!
პატივისცემით, განდი. არწივი.
- მშია და იცი ვინ დამაპურა? უპოვარმა, რომელსაც ერთხელ უდარდელად გადავუგდე ზედმეტი ხურდა ჯიბიდან. -------
ჩემის აზრით ძალიან ძლიერი მომენტი ამ ნაწარმოებში, კულმინაცია,,,, არის ეს წინადადება,,
ამ ნაწარმოებმა ჩამაფიქრა,, კიდევ ერთხელ,, ჩვენი ამ ქვეყანაზე მოვლინების მიზანთან,,
გამახსენდა სახარებიდან ნათქვამი: "წინ მდგომნი უკან დადგებიან და უკან მდგომნი წინ" ,,,,
საინტერესოა, დასაწყისი მომეწონა,,,,
აი, მე12-ე სხეული ვერ გავიგე,, აბა თუ დრო გაქვს განმარტე რა იგულისხმე,, ანუ, შენ ტოვებ მე12-ე სხეულს დედამიწაზე, სხვა მე-11 სხეულთან ერთად,,
ნახსენები გაქვს მე13-ე სიციცხლე,,,
ვერ გავიგე,,
წარმატებები გადარ-ეულო!!!!!!
პატივისცემით, განდი. არწივი.
8. გეთანხმები, ახლა ფულს ასდის ადამიანის მყრალი სუნი 5555 გეთანხმები, ახლა ფულს ასდის ადამიანის მყრალი სუნი 5555
7. კარგია. სულ წინსვლა და წარმატებები! კარგია. სულ წინსვლა და წარმატებები!
6. ოდნავ პუნქტუაციაა ჩასასწორებელი. უფრო პროზაულ ესკიზს ვუწოდებდი. თემა თუმცა არ ახალია, კონცეპტუალური თვალსაზრისით,მაგრამ საინტერესოდ არის დამუშავებული და ექსპლიცირებული. საყურადღებოა ზომიერი თვითირონია. განსაკუთრებით დამარწმუნა ავტორის მწერლურ ნიჭიერებაში სუნებსა და გემოებზე აქცენტირებამ. წარმატებები! ოდნავ პუნქტუაციაა ჩასასწორებელი. უფრო პროზაულ ესკიზს ვუწოდებდი. თემა თუმცა არ ახალია, კონცეპტუალური თვალსაზრისით,მაგრამ საინტერესოდ არის დამუშავებული და ექსპლიცირებული. საყურადღებოა ზომიერი თვითირონია. განსაკუთრებით დამარწმუნა ავტორის მწერლურ ნიჭიერებაში სუნებსა და გემოებზე აქცენტირებამ. წარმატებები!
5. საინტერესოა-რეინკარნაციის მეც მჯერა ხო იცი:) ფინალში არის მცდელობა პასუხისა კითხვაზე-რა არის ადამიანია დანიშნულება? მომწონს თქვენი პასუხი. საინტერესოა-რეინკარნაციის მეც მჯერა ხო იცი:) ფინალში არის მცდელობა პასუხისა კითხვაზე-რა არის ადამიანია დანიშნულება? მომწონს თქვენი პასუხი.
3. მომეწონა, დანარჩენს - პირადში მოგწერ! 5 მომეწონა, დანარჩენს - პირადში მოგწერ! 5
2. 5. სხვა ნაწერებს დაველოდები.
გადარეული ერთ ფორუმზე არის ამ ნიკით იუზერი,შარშან დათოსთან იყო ისრაელში სტუმრად.თუ ისაა მიხვდება,ვინ ვარ. თუ არა და სორი:)
5. სხვა ნაწერებს დაველოდები.
გადარეული ერთ ფორუმზე არის ამ ნიკით იუზერი,შარშან დათოსთან იყო ისრაელში სტუმრად.თუ ისაა მიხვდება,ვინ ვარ. თუ არა და სორი:)
1. 2 - ესა ჩემი მაქსიმუმი 2 - ესა ჩემი მაქსიმუმი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|