ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაპერწკალი;
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2009


ჩამომხსენი უფალო

გულს ნაოჭი არააქვსო იტყვიან,
ივსება და არ ხორცდება იარა,
ტკივილს ნახე რა გზით შემოუვლია,
რომ ჩემს სულთან ყოფილიყო ზიარად.

ჯანდაბას და მონატრებად დაგწერე,
ერთი რამე ვერ გავიგე უბრალოდ,
თუ ამ მიწის თრევა მოვინანიე,
ლექსებითაც ხომ შევცოდავ,უფალო.

გავყვები და ჩამოვიჭრი სიცოცხლის
უნაპირო, ლოდინიან ნაპირებს,
აქაც ბევრი ცოდვით თუ ვიბანავებ,
მის სიღრმეში ამ ლექსებით  მატირე.

ივსება და არ ხორცდება იარა,
გრძნობებნაცემი და… მზერა უაზრო,
ამ ცხოვრების  ტვირთით თუ ვერ ვიარე,
ჩამომხსენი,არ მაწვალო უფალო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები