შენ ეძიებდი დანისლულ თვალებს, აღსავსეს ფარულ იდუმალებით, შენ ერთგულება გამოიცვალე, დუმილის შიშმა მოგცა ძალები შენ არასოდეს ფანტავდი დარდებს, არც გაწუხებდა ტკივილი სხვათა, შენ ალბათ ფიცსაც გულგრილად დადებ, დაემგვანები დანარჩენ ათასს შენ გწყინდებოდა ჩურჩული ღამის, ელოდებოდი ყოველთვის ახალს, შენ მზერით ფიქრებს მინგრევდი ლამის, ჯერ გამოუთქმელს და დაუნახავს შენ დაფრინავდი ოცნებით მზესთან, სიტყვით ხატავდი ზმანებას ფერადს, შენ არ გჯეროდა ცხოვრების წესთა და ღიმმოსილი ღირდი საცქერად შენ უარყოფდი დინებას დროთა, ჩაკეტილ სივრცეს სარკმელს უხსნიდი, შენ სეირნობდი შენს გულისსწორთან და არ გახსოვდა წარსულის ხიდი შენ სილამაზით ვერ გადამრევდი, მსურს ილუზია სულს ვამყოფინო, შენ დამიტოვე სიჩუმე სევდის, წახველ ნაპოვნით უკმაყოფილო შენ მაგრძნობინე სინათლე ქართა და უმართავი სრბოლა რითმების, შენი ვალი მე დიდხანს მემართა, უშენოდ მშვიდად ვეღარ ვიქნები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. კარგად წერთ!.. კარგად წერთ!..
14. ძალიან კარგია....რა წრფელი გრძნობით არის დაწერილი უშენოდ მშვიდად ვეღარ ვიქნები....არც ის იქნება მშვიდად ამ ლექსის მერე ვისაც მიუძღვენი ჩემო კარგო ძალიან კარგია....რა წრფელი გრძნობით არის დაწერილი უშენოდ მშვიდად ვეღარ ვიქნები....არც ის იქნება მშვიდად ამ ლექსის მერე ვისაც მიუძღვენი ჩემო კარგო
12. ძალიან კარგია ჩემო კარგო ;) ძალიან კარგია ჩემო კარგო ;)
11. შენ ალბათ ფიცსაც გულგრილად დადებ, დაემგვანები დანარჩენ ათასს -ეს ყველაზე მეტად... შენ ალბათ ფიცსაც გულგრილად დადებ, დაემგვანები დანარჩენ ათასს -ეს ყველაზე მეტად...
9. კარგი რამეა :) კარგი რამეა :)
8. ნუ შინაარსი ნაცნობია :)
შესრულება უკეთესიც მინახავს შენი :) ნუ შინაარსი ნაცნობია :)
შესრულება უკეთესიც მინახავს შენი :)
7. "შენ არასოდეს ფანტავდი დარდებს, არც გაწუხებდა ტკივილი სხვათა, შენ ალბათ ფიცსაც გულგრილად დადებ, დაემგვანები დანარჩენ ათასს"
ხოო :)
"შენ არასოდეს ფანტავდი დარდებს, არც გაწუხებდა ტკივილი სხვათა, შენ ალბათ ფიცსაც გულგრილად დადებ, დაემგვანები დანარჩენ ათასს"
ხოო :)
6. ენ არასოდეს ფანტავდი დარდებს, არც გაწუხებდა ტკივილი სხვათა, შენ ალბათ ფიცსაც გულგრილად დადებ, დაემგვანები დანარჩენ ათასს
ეს კარგად არის ნათქვამი... ენ არასოდეს ფანტავდი დარდებს, არც გაწუხებდა ტკივილი სხვათა, შენ ალბათ ფიცსაც გულგრილად დადებ, დაემგვანები დანარჩენ ათასს
ეს კარგად არის ნათქვამი...
5. შენ არასოდეს ფანტავდი დარდებს... შენ არასოდეს ფანტავდი დარდებს...
4. ძალდაუტანებლად იკითხება, ნორმალური რითმებითაა გამართული. იგრძნობა, რომ უკეთესის დაწერაც შეგიძლია... წარმატებებს გისურვებ! ძალდაუტანებლად იკითხება, ნორმალური რითმებითაა გამართული. იგრძნობა, რომ უკეთესის დაწერაც შეგიძლია... წარმატებებს გისურვებ!
3. არა უშავს აგარელო. 4 არა უშავს აგარელო. 4
2. კარგი ხარ დავით ! მე მომეწონა კარგი ხარ დავით ! მე მომეწონა
1. სუსტია, არ მომწონს! სუსტია, არ მომწონს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|