ამაზე არასდროს მიფიქრია.. თურმე, რა სასიამოვნოა, როდესაც სასწაულის გჯერა. როცა გჯერა, რომ ჩაფიქრებულ სურვილს აუცილებლად აგიხდენს და მფრინავი ირმების მარხილით მოგიტანს თოვლის ბაბუა, ან სანტაკლაუსი... დღეს უცებ მომინდა ზღაპრულ სამყაროში მეცხოვრა. მომეხსნა სახიდან ანტიკური ნიღაბი და მიმეცა მშვიდობისათვის კიდევ ერთი შანსი... მერე ოქროსფერი მტვერი გაიბნეოდა ჰაერში, წკრიალით გავიგებდი სასწაულის ახდენას და 12 საათამდე მეც გავხდებოდი ლამაზი გოგონა... თუნდაც.. თუნდაც მერე ყველაფერი დამთავრდებოდეს, თორმეტჯერ ხომ მაინც გავიგონებდი სამყაროთა გამყოფი საათის ხმას...
ამაზე ადრე არასდროს მიფიქრია... ყოველთვის რეალობით ვცხოვრობდი და ახლა, როდესაც უკვე გავიზარდე, მომინდა ბავშვობის შეგრძნება, უმანკოების დაჯერება და გულწრფელი, თბილი გამოხედვის სხივივით დაჭერა... თოვლის ბაბუას, ან სანტაკლაუსს, ამჯერად მხოლოდ ჩემთვის ჩავუთქვამდი რაიმეს. ახლა ვიფიქრებდი მხოლოდ საკუთარ თავზე და დავივიწყებდი, რომ ამ სამყაროში ჩემ გარდა ვინმე კიდევ ცხოვრობს... ვიქნებოდი საპნის ბუშტი, ვიქნებოდი მზეს ჩახუტებული პატარა, ვიქნებოდი ბედნიერი ბროლის ქოში და უარს ვიტყოდი დღევანდელ რეალურ ოცნებებზე, წარმატებული რეჟიროსული თუ სამუსიკო კარიერის შესახებ...
დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი უბრალო გოგონა, რომელსაც არაფერი უნდა ამ სამყაროსგან გარდა მისი ჯადოსნურობის რწმენისა.. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მყვრებია ალისა და ცისფერი ფერი, სიამოვნებით მოვირგებდი მის კაბას და საათის წიკწიკს გავყვებოდი იქ საიდანაც განსხვავებულები, სახე და გონებაშეცვლილები ბრუნდებიან....
მე რომ შემეძლოს თოვლის ბაბუის, ან სანტაკლაუსის არსებობის დაჯერება, ალბათ ბავშვური გულწრფელობით ავდგებოდი ყველაზე ადრე საწოლიდან და ნაძვის ხის ქვეშ ან სადმე, კარებთან დატოვებულ ლამაზად შეფუთულ ყუთს მოუთმენლად გავხსნიდი.. თუნდაც არ იდოს შიგნიით საყვარელი დათუნია, მე თანახმა ვარ გავიგონო ოქროს მტვრის წკრიალა ხმა... მე თანახმა ვარ, ცოტა ხნით მაინც გავხდე პატარა ბავშვი, არ ვიფიქრო პატივმოყვარეობაზე, მოვალეობასა და უფლებებზე... არსებობდეს მხოლოდ ორი რამ - ჯადოსნური სამყარო და რეალური მე....
ზღაპრები ხომ არ არსებობს... რატომ ატყუებენ ბავშვებს?....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ზღაპრები ხომ არ არსებობს... რატომ ატყუებენ ბავშვებს?.... და რატომ გგონია რომ ბავშვები ტყუვდებიან? კარგია-5 ზღაპრები ხომ არ არსებობს... რატომ ატყუებენ ბავშვებს?.... და რატომ გგონია რომ ბავშვები ტყუვდებიან? კარგია-5
12. კარგი იყო :) კარგი იყო :)
9. გვანტს, როგორ ყოველთვის :-* მომენატრე და გაკოცე :-* გვანტს, როგორ ყოველთვის :-* მომენატრე და გაკოცე :-*
8. ყველას მოგესალმებიტ და დიიიიიიდი სიყვარულიტ მოგიკიტხავტ :-* მომენატრეტ ყველა ყველას მოგესალმებიტ და დიიიიიიდი სიყვარულიტ მოგიკიტხავტ :-* მომენატრეტ ყველა
7. კარგი გვანტსულა ხარ შენ :) კარგი გვანტსულა ხარ შენ :)
6. ფანტაზიაა ეს ცხოვრება და ის რასაც შენ მოტყუებას ეძახი, შეიძლება ფანტაზიის ნაწილიც კი დავარქვათ,
ხანდახან ტყუილი შეიძლება კარგიც კი იყოს,, ხანდახან ტყუილს ვნატრულობთ ხოლმე,, მაგალითად როცა ცუდ ნიუსს გავიგებთ ახლობელზე, გვინდა ეს ტყუილი იყოს და მოგვატყუონ, რომ არ აღმოჩნდეს ეს მართალი,,
ზოგადად, ზღაპრები არსებობს, ის ჩვენს წარმოდგენებშია, :)
გაცილებით რთულია ეს ყველაფერი ვიდრე ჩანს,, სანტა კლაუსი არა მარტო სილამაზისთვისაა, იგი ბიზნესის დიდი წყაროა,, შობა დასავლებთში კომერციული ხასიათის დღესასწაულს ემგვანება, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად,, მილიარდობით ფული იხარჯება აქსესუარებში,, ეს მომგებიანია,, მავანისთვის და მავანისთვის,,
ბავშვებს კი ატყუებენ,, რატომაც არა??,,
მშვიდობიანი დღე,, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ფანტაზიაა ეს ცხოვრება და ის რასაც შენ მოტყუებას ეძახი, შეიძლება ფანტაზიის ნაწილიც კი დავარქვათ,
ხანდახან ტყუილი შეიძლება კარგიც კი იყოს,, ხანდახან ტყუილს ვნატრულობთ ხოლმე,, მაგალითად როცა ცუდ ნიუსს გავიგებთ ახლობელზე, გვინდა ეს ტყუილი იყოს და მოგვატყუონ, რომ არ აღმოჩნდეს ეს მართალი,,
ზოგადად, ზღაპრები არსებობს, ის ჩვენს წარმოდგენებშია, :)
გაცილებით რთულია ეს ყველაფერი ვიდრე ჩანს,, სანტა კლაუსი არა მარტო სილამაზისთვისაა, იგი ბიზნესის დიდი წყაროა,, შობა დასავლებთში კომერციული ხასიათის დღესასწაულს ემგვანება, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად,, მილიარდობით ფული იხარჯება აქსესუარებში,, ეს მომგებიანია,, მავანისთვის და მავანისთვის,,
ბავშვებს კი ატყუებენ,, რატომაც არა??,,
მშვიდობიანი დღე,, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
4. ძალიან კარგი გოგო ხარ შენ! :) ძალიან კარგი გოგო ხარ შენ! :)
3. აუ მეც მინდაააააა ...
ჩესტერფილდის სიტყვებია : " ამ ქვეყნად ერთადერთი სამოთხეა და როცა იქ ვართ ვერ ვამჩნევთ მას , ეს არის ბავშვობა " აუ მეც მინდაააააა ...
ჩესტერფილდის სიტყვებია : " ამ ქვეყნად ერთადერთი სამოთხეა და როცა იქ ვართ ვერ ვამჩნევთ მას , ეს არის ბავშვობა "
1. ძალიან თბილი ნაწერია, ნაცნობი ფიქრებით... კარგი გვანტსულა:-* ძალიან თბილი ნაწერია, ნაცნობი ფიქრებით... კარგი გვანტსულა:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|