 | ავტორი: თამუ ჟანრი: პროზა 17 ივნისი, 2009 |
უცნაურად აღელვებული მოვედი ბარში, იქ სადაც მელოდი. შემხვედრი მამაკაცების გამოხედვამ მაგრძნობინა, რომ კარგად გამოვიყურებოდი , თამამად გამოვეშურე შენსკენ. ბარში ნახევრად ბნელოდა, აქა იქ ენთო სინათლე, ისიც ოდნავ ბჟუტავდა. თვალებმა თავისით დაგიწყო ძებნა. აი გიპოვე, კუთხეში ზიხარ მაგიდასთან და მელოდები. დამინახე, წამოდექი, ჩემსკენ გამოემართე ნელი ნაბიჯით და ღიმილით. ასეთ სიბნელეშიც კი დავინახე უცნაური ნაპერწკალი შენს თვალებში. - ღმერთო, რა ლამაზი ხარ!- მითხარი და ისევ გამიღიმე. დავიმორცხვე და შენს შემოთავაზებულ სავარძელზე დავჯექი. - რას დალევ?-მკითხე. - რაიმე კოქტეილი, სულ ერთია, - გადამედო შენი სითამამე. - კარგი... - მითხარი და მიმტანს მოუხმე. - დღეს მივიღებ დაპირებულ ცეკვას, ხო? - მკითხე და ისე შემომხედე, მივხვდი, რომ პასუხი უკვე იცოდი. - თუ კი დაგპირდი...მაგრამ, მგონი, ცუდად ვცეკვავ. - ჩემთან კარგად იცეკვებ, უბრალოდ მომენდე, კარგი? -ისევ ის ნაპერწკალი თვალებში. - კარგი, - დაგთანხმდი და პირველად ვინანე გადაწყვეტილება, თითქოს რაღაცის შემეშინდა. მოიტანეს კოქტეილი და რაღაც სასმელი შენთვის. უხერხულობის დასაფარავად სასმელს დავუწყე წრუპვა. შენ წამოდექი. - ორი წუთით დაგტოვებ, კარგი? - რამხელა სითბო იყო შენს თვალებში. - კარგი! - ვთქვი და ვიგრძენი, რომ გავთბი. მართლა ორ წუთში დაბრუნდი, ისევ თბილი გამოხედვით მითხარი, რომ ის სიმღერა შეუკვეთე, რომელიც გიყვარს, რომელზეც უნდა ვიცეკვოთ დღეს. უცებ, დარბაზში სასიამოვნო მუსიკა გაისმა, ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა. ეს სიმღერა, ხომ მეც ძალიან მიყვარს, გავიფიქრე, მაგრამ არ გითხარი. უკრავდა რეი ჩარლზის "Say no more"და ირგვლის საოცარ გარემოს ქმნიდა. შენ წამოდექი, ხელი გამომიწოდე - ვიცეკვოთ, - ისევ ის გამოხედვა... ჩემი ხელი უსუსური ბავშვის მტევანივით დაიკარგა შენს ძლიერ ხელში. მუსიკის გამომწვევი ხმა იფრქვეოდა ირგვლივ და ჩემს სხეულში სითბოდ იღვრებოდა. შენ წელზე შემომხვიე ხელი, ოდნავ ახლოს მიმწიე შენსკენ. რატომღაც, სულ არ ვგრძნობდი ჩვეულ უხერხულობას. მართლაც მივენდე შენს მოძრაობებს. რიტმი შეიჭრა ჩემს სხეულში. თითქოს ჩემი სული ტკივილად აღიქვამდა იმ წამის მეასედსაც კი, როდესაც მუსიკა ჩერდებოდა. მე ვცეკვავდი შენთან! შენს სუნთქვას ყურთან ახლოს ვგრძნობდი და მაღელვებდა, ყურთან წარმოთქმული შენი სიტყვები, თითქმის, არ მესმოდა. თითქოს ტანსაცმელი მეწვოდა ტანზე. ქვეცნობიერად, ალბათ სიამოვნებით მოვიცილებდი კაბას, რომელიც საგულდაგულოდ შევარჩიე და, გავშიშვლდებოდი, რომ უფრო ღრმად განმეცადა მუსიკით და შენი სიხლოვით გამოწვეული ვნება. ღმერთო, რა ლამაზი იყო ირგვლივ ყველაფერი, რამხელა სითბო იყო შენს თვალებში, რა უჩვეულო და თამამი ვიყავი მე. გამეღვიძა და პირველად, სიცოცხლეში რეალობად შევიგრძენი ლამაზი სიზმარი. ის, სითბო და სითამამეც გამომყოლოდა. და, სასწაულ ძალას მატებდა ჩემს სულს.დამენანა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და არასოდეს ახდებოდა. მე ხომ არასოდეს ვიქნებოდი ასეთი. - "Say no more"- რატომღაც ხმამაღლა ვთქვი და წამოვდექი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
45. ღმერთო, რა ლამაზი იყო ირგვლივ ყველაფერი, რამხელა სითბო იყო შენს თვალებში, რა უჩვეულო და თამამი ვიყავი მე. გამეღვიძა და პირველად, სიცოცხლეში რეალობად შევიგრძენი ლამაზი სიზმარი. ის, სითბო და სითამამეც გამომყოლოდა. და, სასწაულ ძალას მატებდა ჩემს სულს.დამენანა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და არასოდეს ახდებოდა. მე ხომ არასოდეს მჯეროდა სიზმრების... Say no more"- აღარ წამოდგე გვიანია მე წავედი.... უბრალოდ კარგად მინდა იყოო...მხოლოდ ეს მინდა..........მხოლოდ ეს
ღმერთო, რა ლამაზი იყო ირგვლივ ყველაფერი, რამხელა სითბო იყო შენს თვალებში, რა უჩვეულო და თამამი ვიყავი მე. გამეღვიძა და პირველად, სიცოცხლეში რეალობად შევიგრძენი ლამაზი სიზმარი. ის, სითბო და სითამამეც გამომყოლოდა. და, სასწაულ ძალას მატებდა ჩემს სულს.დამენანა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და არასოდეს ახდებოდა. მე ხომ არასოდეს მჯეროდა სიზმრების... Say no more"- აღარ წამოდგე გვიანია მე წავედი.... უბრალოდ კარგად მინდა იყოო...მხოლოდ ეს მინდა..........მხოლოდ ეს
44. რა კარგი რამეებია!!! სად ვიყავი აქამდე?! რა კარგი რამეებია!!! სად ვიყავი აქამდე?!
43. ძალიან საყვარელი რამეა. ძალიან საყვარელი რამეა.
42. კაია, ო იცი <:) კაია, ო იცი <:)
41. გამეღვიძა და პირველად, სიცოცხლეში რეალობად შევიგრძენი ლამაზი სიზმარი. ის, სითბო და სითამამეც გამომყოლოდა. და, სასწაულ ძალას მატებდა ჩემს სულს.დამენანა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და არასოდეს ახდებოდა. მე ხომ არასოდეს ვიქნებოდი ასეთი.
კარგია... შენც სიზმარა ხარ? 5 გამეღვიძა და პირველად, სიცოცხლეში რეალობად შევიგრძენი ლამაზი სიზმარი. ის, სითბო და სითამამეც გამომყოლოდა. და, სასწაულ ძალას მატებდა ჩემს სულს.დამენანა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და არასოდეს ახდებოდა. მე ხომ არასოდეს ვიქნებოდი ასეთი.
კარგია... შენც სიზმარა ხარ? 5
40. :) შენი სიზმრრების მინისტრი გამაცანი რაააა :p :) შენი სიზმრრების მინისტრი გამაცანი რაააა :p
39. ეს მაშინვე წაკითხული მქონდა... ახლა აღმოვაჩინე, რომ კომენტარი არ დამიდია... ან რა კომენტარი უნდა - საყვარლად წერ... მოგიკითხე! ეს მაშინვე წაკითხული მქონდა... ახლა აღმოვაჩინე, რომ კომენტარი არ დამიდია... ან რა კომენტარი უნდა - საყვარლად წერ... მოგიკითხე!
38. როცა შენს ლამაზ თვალებს დილის იისფერი სხივები დაეკონება,მაშინ მიგრძენი ქარიშხლიან სამყაროს ველურ ვნებად და ხელოვნებად,რომ სინათლედ ჩავიგვარო შენს მხურვალე სხეულში.ჩემი ლექსია და არა ტარგმანი:)))შენ ვნებიანი სამყაროს ილუზიებს დაეძებ ბნელში იქნებ იპოვო კიდეც მე მომეცონა შენი სიტბო და ილუზიური სიტკბო ქვეცნობიერი და ასახული ამ ქვეყნიერების პირველსაწყისში როცა შენს ლამაზ თვალებს დილის იისფერი სხივები დაეკონება,მაშინ მიგრძენი ქარიშხლიან სამყაროს ველურ ვნებად და ხელოვნებად,რომ სინათლედ ჩავიგვარო შენს მხურვალე სხეულში.ჩემი ლექსია და არა ტარგმანი:)))შენ ვნებიანი სამყაროს ილუზიებს დაეძებ ბნელში იქნებ იპოვო კიდეც მე მომეცონა შენი სიტბო და ილუზიური სიტკბო ქვეცნობიერი და ასახული ამ ქვეყნიერების პირველსაწყისში
37. სიზმარეთში ყოველთვის გვიღიმიან და ყველაფერი ლამაზია, თვით სამყაროც კი. სიზმრები და ოცნებები ეს ის სამყაროა სადაც ბედნიერები ვართ და ალბათ ამიტომაც ვცოცხლობთ, რომ ეს ჩვენი ოცნებები სხვებსაც ვაჩუქოთ და გავაბედნიერით... :) გაიხარე, ძალიან ლამაზია. :) სიზმარეთში ყოველთვის გვიღიმიან და ყველაფერი ლამაზია, თვით სამყაროც კი. სიზმრები და ოცნებები ეს ის სამყაროა სადაც ბედნიერები ვართ და ალბათ ამიტომაც ვცოცხლობთ, რომ ეს ჩვენი ოცნებები სხვებსაც ვაჩუქოთ და გავაბედნიერით... :) გაიხარე, ძალიან ლამაზია. :)
36. მშვენიერია.... :);) :) მშვენიერია.... :);) :)
35. ლამაზია სიზმარიც და ნაწერიც :) თბილი კომენტარისთვის,გმადლობთ ლამაზია სიზმარიც და ნაწერიც :) თბილი კომენტარისთვის,გმადლობთ
34. საინტერესოა ნამდვილად, სწორედ ასეთი სიზმრები მეგონა თუ ექნებოდათ ქალებს :D საინტერესოა ნამდვილად, სწორედ ასეთი სიზმრები მეგონა თუ ექნებოდათ ქალებს :D
32. პირველად, სიცოცხლეში რეალობად შევიგრძენი ლამაზი სიზმარი 5 პირველად, სიცოცხლეში რეალობად შევიგრძენი ლამაზი სიზმარი 5
30. ჩემი სიზმარი, თქვენა! ჩემი სიზმარი თქვენა!!!! :)) :)) ჩემი სიზმარი, თქვენა! ჩემი სიზმარი თქვენა!!!! :)) :))
29. ისე მეც მინდა ლამაზი სიზმარი:)) ისე მეც მინდა ლამაზი სიზმარი:))
28.
ერთი პაწია ლექსი დაგიწერე და მინდა გაიღიმოოოოოოოოოოოოოოო :-*
უსახობა რომ დამალო სახეებში განა ამით აყივლდება მამალი? ღიმილები რომ დაკარგო სხვა თავლაში იმ ქვეყნისთვის რა გაგყვება საგზალი?
ეგ თვალები რომ ჩააქრო სანთელივით, გაანათებს განა კიდევ სხვა რამე? ხასიათი ჭორიკანა ამბებივით, ხშირ-ხშირად და სიხალისით გაცვალე.
თბილი თბილი უთბილესი საყვარელი თამუ ხარ! არ შეგშვენის სევდის ფარა! კარგს იზამ თუ გახუხავ.
მოისროლე ცხრა მთას იქით! მოაშორე ნაღველი! ველი ულევ ულევ ღიმილს! გენაცვალოს დამწერი!
((ხო,ეს ისე თამ ;;) გახალისდი :-* ))
თუ არ მოგეწონა არაუშავს :-* ორი ლექსივითაა :P დებილი ვარ :P
ერთი პაწია ლექსი დაგიწერე და მინდა გაიღიმოოოოოოოოოოოოოოო :-*
უსახობა რომ დამალო სახეებში განა ამით აყივლდება მამალი? ღიმილები რომ დაკარგო სხვა თავლაში იმ ქვეყნისთვის რა გაგყვება საგზალი?
ეგ თვალები რომ ჩააქრო სანთელივით, გაანათებს განა კიდევ სხვა რამე? ხასიათი ჭორიკანა ამბებივით, ხშირ-ხშირად და სიხალისით გაცვალე.
თბილი თბილი უთბილესი საყვარელი თამუ ხარ! არ შეგშვენის სევდის ფარა! კარგს იზამ თუ გახუხავ.
მოისროლე ცხრა მთას იქით! მოაშორე ნაღველი! ველი ულევ ულევ ღიმილს! გენაცვალოს დამწერი!
((ხო,ეს ისე თამ ;;) გახალისდი :-* ))
თუ არ მოგეწონა არაუშავს :-* ორი ლექსივითაა :P დებილი ვარ :P
27. მშვენიერია.....55555 მშვენიერია.....55555
26. მაგარი ხარ, თამრიიიი! მეც მინდა ერთი ასეთი სიზმარი! ძალიან მიყვარხარ... დრო არ მქონდა, რომ შემომეჭყიტა მაინც აქეთ... დიიიდი 5, ჩემო ლამაზო და ნიჭიერო! მაგარი ხარ, თამრიიიი! მეც მინდა ერთი ასეთი სიზმარი! ძალიან მიყვარხარ... დრო არ მქონდა, რომ შემომეჭყიტა მაინც აქეთ... დიიიდი 5, ჩემო ლამაზო და ნიჭიერო!
25. შესანიშნავია!ძალიან მომეწონა,თამრი ძალიან ლამაზად წერ.ძალიან შთამბეჭდავია... შესანიშნავია!ძალიან მომეწონა,თამრი ძალიან ლამაზად წერ.ძალიან შთამბეჭდავია...
24. ძალიან მომეწონაააააა!ზალიან ლამაზად წერ და სიიიიიყვარულიტ სავსე ხარ!წარმატებებიიიიიიი!მიყვარხარ! ძალიან მომეწონაააააა!ზალიან ლამაზად წერ და სიიიიიყვარულიტ სავსე ხარ!წარმატებებიიიიიიი!მიყვარხარ!
23. ხშირად სიზმრები რეალობაზე ლამაზია...მიყვარხარ თამ და სიზმრებზე ბევრად ლამაზ სიცოცხლეს გისურვებ იმიტო რო იმსახურებ!!:) ხშირად სიზმრები რეალობაზე ლამაზია...მიყვარხარ თამ და სიზმრებზე ბევრად ლამაზ სიცოცხლეს გისურვებ იმიტო რო იმსახურებ!!:)
22. ლამაზად და თბილად წერ, ყოჩაღ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ლამაზად და თბილად წერ, ყოჩაღ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
21. დილა მშვიდობისა:) სიზმარა გოგო... :) დილა მშვიდობისა:) სიზმარა გოგო... :)
20. ძალიან კარგი :) გისურვებ ცხადში აგხდენოდეს მალე :) 555 გაიხარე! ძალიან კარგი :) გისურვებ ცხადში აგხდენოდეს მალე :) 555 გაიხარე!
19. მოკითხვა და ყველა სიკეთე.. მოკითხვა და ყველა სიკეთე..
18. გული ჩიტივით არის პაწია, მაგრამ ყველაფრის არის დამტევი... გული ჩიტივით არის პაწია, მაგრამ ყველაფრის არის დამტევი...
17. ღმერთმა კეთილად აგიხდინოს! ღმერთმა კეთილად აგიხდინოს!
16. მოკლედ ეს სიზმრები როგორ უცბად ქრება ,მაგრამ ხშირად ახდებახოლმე,იქნებ ახდეს;)მომეწონა:) მოკლედ ეს სიზმრები როგორ უცბად ქრება ,მაგრამ ხშირად ახდებახოლმე,იქნებ ახდეს;)მომეწონა:)
15. საყვარელია... :) საყვარელია... :)
14. ხანდახან სიზმარიც ახდება ხოლმე! ლამაზი კი იყო, და!
ხანდახან სიზმარიც ახდება ხოლმე! ლამაზი კი იყო, და!
13. და კიდევ დაუჯერე უცას ჭკვიანი კაცია... მოგეფერე ბევრი... და კიდევ დაუჯერე უცას ჭკვიანი კაცია... მოგეფერე ბევრი...
12. ჩემი სიზმარა... 5555 ჩემი სიზმარა... 5555
11. დამენანა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და არასოდეს ახდებოდა. მე ხომ არასოდეს ვიქნებოდი ასეთი.
...არასოდეს თქვა, არასოდეს... შენ ყოველთვის ისეთი ხარ, როგორც შენსავე სიზმარში ხარ... უბრალოდ სხვები სიზმარში ბევრად უკეთესი გგონია, ვიდრე სინამდვილეში არიან. :) დამენანა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო და არასოდეს ახდებოდა. მე ხომ არასოდეს ვიქნებოდი ასეთი.
...არასოდეს თქვა, არასოდეს... შენ ყოველთვის ისეთი ხარ, როგორც შენსავე სიზმარში ხარ... უბრალოდ სხვები სიზმარში ბევრად უკეთესი გგონია, ვიდრე სინამდვილეში არიან. :)
10. ეს სიყვარულიანი ჩანახატი წეღან წავიკითხე შემოსვლამდე
თამუნია მილიონის მერე რომ მილიარდი მოდის?:D მიყვარსხარ მაგდენჯერ:-* ეს სიყვარულიანი ჩანახატი წეღან წავიკითხე შემოსვლამდე
თამუნია მილიონის მერე რომ მილიარდი მოდის?:D მიყვარსხარ მაგდენჯერ:-*
8. კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
7. ახალი იმიჯი გაქვს თამროოო????? იცი როგორ ცრის????იცი რა ცაა???? წვიმს გესმის???? ოხ არაააა შენ ცეკვავ..... ახალი იმიჯი გაქვს თამროოო????? იცი როგორ ცრის????იცი რა ცაა???? წვიმს გესმის???? ოხ არაააა შენ ცეკვავ.....
6. როდის აქეთ უსმენ რეიის???? ხი ხი ხი ხიიიი... ტანგოს ცეკვავდი თუ???? როდის აქეთ უსმენ რეიის???? ხი ხი ხი ხიიიი... ტანგოს ცეკვავდი თუ????
5. "Say no more"- ეს მელოდია დაგედო ბარემ;;)
- ღმერთო, რა ლამაზი ხარ!- როგორ გვსიამოვნებს ქალებს ამ სიტყვების მოსმენა ,არა თამ :-* "Say no more"- ეს მელოდია დაგედო ბარემ;;)
- ღმერთო, რა ლამაზი ხარ!- როგორ გვსიამოვნებს ქალებს ამ სიტყვების მოსმენა ,არა თამ :-*
4. მთავარია მონდომება თორეემ...სიზმრებიც ცხადდემა თამუუ ;) მთავარია მონდომება თორეემ...სიზმრებიც ცხადდემა თამუუ ;)
3. თამუნია,თამუნიააა ;;) თამუნია,თამუნიააა ;;)
2. 555555 რა მშვენიერი სიზმარია ... არა და რა კარგი იქნებოდა ახლა ამ ელვაში და ქარში ერთი კარგი სიზმარი .... :) 555555 რა მშვენიერი სიზმარია ... არა და რა კარგი იქნებოდა ახლა ამ ელვაში და ქარში ერთი კარგი სიზმარი .... :)
1. მეც ძალიან დამენანა,რომ სიზმარი იყო :):) მეც ძალიან დამენანა,რომ სიზმარი იყო :):)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|