ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2009


გეფერები მამიდუნა! \ გვანციოლას\

შენი ხელით მიხატული ყვავილები
გიცინიან კედლებიდან,
ხმელ ტოტებში გაჭედილა მთვარე.
შენთან ვარ და გეფერები მამიდუნა,
მომიყევი შენებურად რამე.

წამიყვანე იმ შენს ყვითელ სამყაროში,
რასაც შ ე ნ ი და ი მ ი ს ი ჰქვია.
ფერებს შევცვლი, უკან უხმოდ მოვბრუდნები...
წამიყვანე! ნუ გგონია გვიან.

ყვითელ მთვარეს მე მზის სხივებს მივახატავ,
გამხმარ ტოტებს გამოვასხამ ფოთლებს.
სულ დავარღვევ იმ გაწელილ მავთულხლართებს.
თან წავიღებ შენს ტკივილს და შფოთვებს.

ტკივილიან სიყვარულს კი დაგიტოვებ,
- ტკბილით შეცვლი, როცა წავა ღამე!..
მე სიზმარშიც შენთანა ვარ, მამიდუნა!..
- სიხარული დამასიზმრე რამე!....





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები