ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მათე
ჟანრი: საბავშვო
7 ივლისი, 2009


მზესუმზირა

ამ მზისფერმა მზესუმზირამ
უმზირა და მზეს უმზირა....
რას უმზერო? შევეკითხე,
მზეს ვუმზერო, მზესუმზირამ.
მზეთუნახავს კოშკში სძინავს,
მას მივართვი მზესუმზირა.
გაიღვიძა, გაიღიმა,...
და მზე პირზე დაიფინა.
მზესუმზირამ მზეთუნახავს
მზით უმზირა, მზე ანახა,
და მას შემდეგ, რაც მზე ნახა,
აღარ სძინავს მზეთუნახავს.

p.s. ეს ლექსი მრავალი წლის წინ დაიწერა ჩემი მოწაფეებისათვის, დღეს კი თქვენ გთავაზობთ და იხალისეთ....:)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები