ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: tigerscinner
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 ივლისი, 2009


მოკლედ ბაიდენის ვიზიტ-ზედ

    ამა წლის 22 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ეწვია საქართველოს, რაც ფრიად მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ ჩემთვის სასებით აღმაშფოთებელი იყო, ქართველთა დახვედის მანერა და ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლით მედიაში გამოწველული და შემდეგ აქიდან ხალხში გავრცელებული აჟიოტაჟი.
    ქართველებს, რომ სტუმარი გვიყვარს, საქვეყნოდ ცნობილია, საპატიო და სასიხარულო სტუმარი- მითუმეტეს, მაგრამ ამ დონეზე ხალიჩად გაგება აღარ შეიძლება.აღარ გავიხსენებ ა.შ.შ. ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტს და დღევენდელობით ვილაპარაკებ. ჯო ბაიდენი, ვიეტნამის ომის გმირი და დიდად დაფასებული პოლიტიკოსი-ამერიკაში, ისე მივიღეთ ქართველებმა, თითქოს მხსენი  და არ მინდა ამ სიტუვის ხმარება-მესია ყოფილიყოს, თითქოს ის არის საქართველოს ბოლო იმედი, მეფესავით ესალმებოდა ხალხი, პოლიტიკოსებზე რომ აღარაფერი ვთქვა და ეს მეფური მისალმება, ჩემსი აზრით, მედიის კარგმა( გადამეტებულმა) რეკლამამ გამოიწვია. ევროკავშირის სპეც-სამიტი რომ ჩატარდა თბილისში მაშინ არ ყოფილა ამხელა აჟიოტაჟი- ნახევარ საქართველოს არც გაუგია და 1 ვიცე პრეზიდენტის ჩამოსვლა, მენიუ და ბოდიშს ვიხდი- საპირფარეშოს განრიგი- მთელ საქართველოს ზეპირად გვასწავლე. უკვე 2 დღეა კაცი წავიდა და კიდევ მაგას აღნიშნავენ, ალბათ მართლაც ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, მაგრამ ამან 1 ფატი გამახსენა: თბილისის დინამომ თასთა მფლობელთა თასი რომ მოიგო, იმის მერე დიდი აჟიოთაჟით ყოველ წელს აღნიშნავენ ამ თარიღს( გახსენება აუცილებელია, მაგრამ ძველი დიდებით ტკბობა არას გვარგებს) ხოდა იმას ვამბობდი, კაცი 3 დღის წასულია და ჯერ ისევ თბილისში მგონია მეთქი, ამ თარიღსაც ყოველ წელს ხომ არ აღგვანიშნინებენ?
    როდის უნდა გავიგოთ ქართველმა ხალხმა, რომ ვერც ამერიკელი აგვაშენებს და ვერც რუსი დაგვანგრევს, სანამ თვითონ არ მოვინდომებთ, ამითომ, ყველამ ჩვენს ქართველობას მივხედოთ და ამერიკელ თუ სხვა ბიძიებს ნუღარ შევციცინებთ თვალებში: დაგვეხმარე ბიძია შენი თვალების წირიმეო... რით ვეღაღ შევიგნეთ, რომ ჩვენი საშველი, ისევ ჩვენ უნდა ვნახოთ და ჩვენი დღევანდელი მდგომარეობაც ჩვენი ბრალია... როგორც კ. გამსახურდია იტყოდა ხოლმე: არც ერთი ერი იმის მეტის ღირსი არ არის, რისთვისას ცავად მიუღწევიაო. მერედა ყველამ იმ ჩვენს საკუთარ თავს ვკითხოთ, მოგვწონს კი ჩვენი დღევანდელი ყოფა? მიგვაჩნია კი თავი ამის ღირსებად? - თუ არა, ძმებო და დებო, ყველამ ჩვენი თითო შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და ბაიდენები აღარ უნდა გვჭირდებოდეს... აი მაშინ თუ ვიქნებით იმის ხირსი, რაც დღეს ასე სანატრელად გვაქვს, სხვების შემყურეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს