ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ჯიმშიაშვილი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2010


ჩემს ქვეყანაში

მოვინახულო მე გადავწყვიტე,
ჩემ ქვეყანაში ბევრჯერ ნახული.
მისი მთები და მდინარეები,
საოცრებები გადანახული.
იმერეთს ჩემსას,სულ ხმაურიანს,
გავიგებ რაჭას,სადაურია.
ოდიშის კუთხეს ვათვალიერებ.
მე დიდ პატივს ვცემ აბდალ გურიას.
ფშაველს,ხევსურეთს და ნაქებ სვანეთს,
სხვაგან მშვენებას ვერ ნახავთ ასეთს.
აჭარას ჩვენსას ტურისტით სავსეს,
კვლავ დაულოცავ ჭურ-მარანს კახეთს.
აფხაზთა ნახვას გაგრიდან ვიწყებ,
შემდეგ გადავალ ქართლით ცხინვალში,
ყველაფერს ვნახავ და ყველა კუთხეს,
მე არ დავრჩბი არც სამცხეს ვალში!
გეპატიჟებით და ყველა ერთად
კვლავ გადავირბენთ მთა-ველს ქორიანს.
ჩვენ მამა-პაპას ეს მიწა-წყალი
შემონახული ჩვენთვის ქონიათ!

(ქ.ბათუმი, ''ლექსების გამოფენა'' 2010 წ. აპრილი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები