ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დადო
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2008


წვიმდა

წვიმდა და წვიმა წვიმად წვეთავდა,
ლექსის წერისას ცრემლი გათავდა.
ისევ უმზეო განთიადისას
მთვრალი მხატვარი გრძნობებს ხატავდა.

წვიმდა და ცრემლი სდიოდა ფრესკებს,
დღე თენდებოდა ჯერ არ ნახული,
ღვინო მოსწყურდა ბებერ მელექსეს,
დახარჯა ხურდა, შემონახული.

წვიმდა და წვიმა ფიქრს ასველებდა,
განთიადისას მე ამ ლექსს ვწერდი,
ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვანსხვავებდა,
შენ ვერ მიტანდი, მე გაღმერთებდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები