ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
3 სექტემბერი, 2010


ორსული აქლემი–2 (გაგრძელება)

......შორს  სადღაც შორს  მაცდურად ლაპლაპებს აღთქმული მიწა  ( ოჰ, მაპატიეთ  წყალი)
აქლემი რომელიც აქამდე  დაოთხილი  გარბოდა , იჩოქებს.
სიცოცხლე ნელ–ნელა სტოვებს მის სხეულს, თვალები კი ისევ წინ იყურებიან , აი რა დაემართა!...  ვეღარ მოასწრო, აბა რა ეგონა ,ორმოცი დღე რომ მირბოდა და მირბოდა დასვენების გარეშე, თითქოს  რალი-ში მონაწილნობსო,  " პარიზი-დაკარი"
    მშობიარობამ გზაში მოუსწრო, არა და თითქმის მიაღწია მიზანს !...  მის  სხეულში ახლა შეუქცევადი , კვდომის პროცესი იწყება, მხოლოდ  ჯღავის და ადგომას  აღარ ცდილობს , როგორ ლაპლაპებს აღთქმული  მიწა !    (  მაპატიეთ  წყალი) როგორ....
    მორჩა,  ცოტაც  და ყველაფერი  დაიღუპება....
  თავს  ვაქნევ , ზმანება ქრება ,  სიგარეტი ხელში ჩამეწვა და ძირს ვაგდებ ,ამ დროს მუხრუჭების და მერე საშინელი მტვრევის ხმა მესმის  ქუჩიდან.
  გავრბივარ გარეთ ...  ეს რა ხდებაა....    სასწაულია ,  სასწაული!...
მუხლებზე ვეშვები და რამდენიმეჯერ სათუთად  ვიწერ პირჯვარს,  თითები მიკანკალებს.
  უზარმაზარი  ტრაილერია  გადაყირავებული ქუჩაზე მოსახვევთან და მისი მონგრეული კარიდან დაბრაწული თაფლაკვერები ცვივა , ჰაერშიც მოტკბო სუნი ტრიალებს...
    შევრბივარ სახლში ,ვიღებ დიდ ჩანთას ,აი მივირბინე ტრაილერთან ,ბოლი ასდის.... ბორბლები ჯერ ისევ ტრიალებს ,კაბინაში არავინაა ,  რატომ ?..
    ჩანთას ვხსნი და ვყრი ,ვტენი და ვტენი , მიდი...  მიდი ...    ასეე,,,  ასეე!    კიდევ..    თან აქეთ–იქით ვიყურები , არავინ შემეცილოს..    არავინაა,  აბა კიდევ  ცოტაც...      დაიკეტა ძლივს ...      ოოხ  შენი...    რა მძიმეა !..      წავიდაააა....
    მივრბივარ სახლისკენ  მოკაკვული , შევდივარ ,  თუ  სიზმარია  და...    ნეტავ არ გამეღვიძოს ,  არაა !..    ჩავკბიჩე        აუ !  რა გემრიელია  ?...   
      ვჯდები  ძირს  და  ვსანსლავ ,  მერე მახსენდება რომ " იქ " კიდევ  ბევრია .
    ახლა პარკს  ვიღებ  და  ჰაიდა .. ისევ  ქუჩისკენ.
      მივრბივარ ...
      ვყრი...      ვყრი ...    ვყრი...
.......................................................................................................................................................................................................
––ოე !...  ოე !..  გეყო–– ამბობს  ვიღაც.
ვჩერდები , მუჭი ისევ თაფლაკვერებით მაქვს  სავსე,  უკან  ვყრი,  თავზე  გამყიდველი  დამდგომია.
–– მე .....      15  კილო მინდა.....        ვლუღლუღებ დარცხვენილი .
მთელი მაღაზია მე მიყურებს,  ვიბნევი, ორ დიდ პარკს  მივსებენ , არც სასწორს ვუყურებ და არც  ხურდა მახსოვს  ისე გავრბივარ , რომ  გავდივარ  თავშეუკავებელი სიცილი  აზანზარებს  მინის  კარს.
    ჭეშმარიტად...      რაც  სასაცილოა  უკვე  საშინელი აღარ არის !...
ჩემი ხელები  წებოვანი და სველია.
სიცოცხლე გრძელდება და მისთვის წყალი  აუცილებელია.



                                #                                                              #                                                              #



მოსაღამოვდა.
ლა–ლა  ,    ლა–ლა–ლა ....    მღერის ვიღაც  გარეთ.
მოპირდაპირედ კი ფანჯარაში  ოჯახური  ტრაგედია  ღვივდება,  სიტუაცია კრიტიკულია მაგრამ  მართვადი .
  სამზარეულოში უცნაური ფორმის მაგიდას  ქალი მისჯდომია თავდახრილი , თავზე  პარიკი ადევს,  მგონი  წუთის  წინ მაგრად  გაულაწუნეს  და პარიკი გვერდზე  მოექცა .
ბინოკლი თვალებს მტკენს ...  ნაოჭებიც გამიჩნდა შუბლზე  მაგრამ  ვერ  ვწყდები  სანახაობას.
––ხომ  გითხარი  გარეთ არ გაეთრე  მეთქი !... ხომ  გითხარი !...  შენიიიი!....
ფიზიკის  ცნობილი  კანონების მიხედვით  ეგრეა ,  ჯერ  გამოსახულება მოდის ...  ხმა  ცოტა  იგვიანებს.
      მამრი  ყვირის  და  ბრაახ !...  მთელი ძალით  ურტყამს  მაგიდას  თავის  უზარმაზარ  მუშტს ,        ჭურჭელი  თაროებზე  ნაზი ,  მორიდებული  საპროტესტო  წკარუნით  ეხმიანება.
      მამრი ახლა კბილებს  კრეჭს ,  როგორც გაავებული  გორილა  გალიაში  და  კიდევ ერთხელ ,  ამჯერად  სპეციალურად მოულოდნელად ურტყამს  მაგიდას ....      აი  მიზანიც მიღწეულია !... 
    ქალი შეხტა  და  კანკალებს.
    ჩემი  ბინოკლიც  შექანდა  და  რამდენიმე  გრადუსით  გადაიხარა...
  როგორც  ჩანს  მამრს  თავისი როლი  ამ  სამყაროში  აშკარად  მოსწონს,  სახეზე  ისეთი  კმაყოფილება  აწერია  თითქოს    მოზარდია  და მასტურბირებს!...
    მაგიდა...    ჰოო ,  მაგიდა ერთ  დროს  ოთხკუთხედი  იყო  მაგრამ  რად გინდა !...  ეჭვიანმა  ქმარმა  თავისი  ექსკლუზიური  განუმეორებელი დიზაინი შექმნა  უნებლიედ , როცა  ოთხივე  კუთხე  ჩამოამტვრია.
    ეჰ...  ნუთუ  არაფერია  ამ ქვეყანაზე  მუდმივი ?...  სიყვარულიო , ბოროტი ენები  ამბობენ .
––ქალო !...
––ბატონო...
–––გაეთრიე !... ახლავე  დაწექი !...
––დიახ  ბატონო ...
ქალი მორჩილად  დგება  როგორც  მექანიკური  სათამაშო , პარიკს  გრაციოზულად  იხდის  და  მის გადაპარსულ  თავს  არანაკლებ  150  ვატიანი  ნათურის შუქზე  სულ  ლაპლაპი  გაუდის...
    ჰო , აქ  დამავიწყდა მეთქვა,  თავი  ქმარმა  გადაპარსა  რომ  ცოლი  სახლიდან  ვერ  გავიდეს .
      ქმარი იღებს პარიკს ,  ერთხანს  ზიზღით  შეჰყურებს,  ალბათ  პოტენციურ  საყვარელთან  აიგივებს,  ისევ  კბილებს  კრეჭს  და  მერე  ფანჯრიდან  ისვრის.
      ქალი  ამის დანახვაზე  თეატრალურად  იფარებს სახეზე  ორივე  ხელს  და ტირილით  გარბის  საძინებელში .
      ეს მეოთხე  პარიკია  უკვე....  თუ  მეხუთე ?...    სადამდე,  ქართველო ქალო ,  სადამდე ?....
  ბინოკლს  ვიშორებ  და  აცრემლებულ თვალებს  საგანგებოდ  მომარაგებული  სალფეთქით  ვიწმენდ...
არა ... არ ვტირი,  უბრალოდ  ხომ გესმით...  ბინოკლმა  თვალის ატკიება და ცრემლდენა  იცის.


......................................პირველი მოქმედების  დასასრული.........................................................................................................


                                   



                                                  მეორე მოქმედება





            საწყალი  ქალი  ახლა  დედის  გამოტანებულ  ბალიშზეა  გადამხობილი  და ტირის  და ტირის , მან  შეძლო  და კიდევ  ერთხელ გაუძლო  გამოცდას ,  არ გასცა  თავისი  და , რომელსაც    პარიკები მოაქვს  ხოლმე ჩუმად მისთვის.
            აი  თურმე რაა  მუდმივი!....  ჭეშმარიტად  მუდმივი !...  ქალური  სოლიდარობა !....
ერთხელაც    ( მჯერა )    ეს  სპექტაკლი  ცუდად  დამთავრდება  და  პარიკს  ფანჯრიდან  ქალიც  გაყვება.
მაგრამ ...საინტერესოა  მერამდენე  პარიკზე  მოხდება ეს ?...
კამერა მზად მაქვს.    ავტოფოკუსი ...  ზუმი ...   
    ახლა  კი  ყველაფერი  იმაზეა  დამოკიდებული  რამდენი მოთმინება  აქვს  კონკრეტულ მამრს.
ესე იგი ,        ჩემი  აზრით,    მოთმინების  საზომი  ერთეულია  ფიალა.    შევთანხმდით ?...
და ერთი  ფიალა  5  მოთმინებას  უდრის...  ასეე...      ახლა  უბრალო    არითმეტიკა ...        საშუალო  მამრის  მოთმინება  იქნება....        იქნება ....
  სანამ  კალკულატორი  ვიპოვნე  და ჩავრთე    საშინელი  სულისშემძვრელი  კივილი ისმის .
  ...  2 ფიალა  + 4  მოთმინება ,      უდრის ...    --    თავს  ვწევ --        რას    უდრის ?...
არა..    ჯერ  ადრეა ,  ასე მალე  არ უნდა  გადმოეგდო  !...      რა უსინდისობაა !...  ჩემი  გამოთვლებით    ეს იქნებოდა  მმმმ ....
  ეეეჰ  რაღა აზრი აქვს  ახლა?...  ისევ  დაშორდა ჩემი თეორია  პრაქტიკას ....
ან  ვინ იცის  იქნებ  ბოლო  ფიალას  ერთი  წვეთი  აკლდა ?...  ჰოო , აი ეგ  კი ვერ გავთვალე ,  არა უშავს ,  ხვალვე  ფორმულაში  შესწორებას შევიტან.
    გაბრაზებულმა  ბინოკლს წიხლი ვკარი  და კუთხეში მივაგდე.
  გარეთ  აღარ მღერიან , მაგრამ  მაინც  ხმაურია ,  აი  სირენის  ხმაც...  ყოჩაღ!...  ზუსტად  სამ  წუთში მოვიდნენ!  აი კარგი ხელფასი  როგორ ცვლის  ადამიანს ....
რა  საზიზღარია  ცხოვრება ....
რა ხმაურიანები არიან  ადამიანები ....
და ...      რა  გრილი ,  სასიამოვნო  საღამოა ....



03.09.2010.  სერგეი  ნეველი .                                   


                                        (გაგრძელება  ?..... არიიის!...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები