 | ავტორი: სოლე ჟანრი: პოეზია 6 სექტემბერი, 2010 |
თბილისს იასამნები აქაც ჰყვავიან, თითქოს, იებიც დავკრიფე გუშინ, მაინც არ ვიცი, რისი ბრალია ეს უსაშველო სიცივე გულში. რა მაფიქრებდა, თუკი აპრილი, ოდესმე სულ არ ამაღელვებდა და წელიწადი უშენობისა ასე, ერთბაშად დამაბერებდა.
ქუთაისს თოვს სველი ფიფქით...თოვლის ბრალია, რომ მომენატრე ასე ძალიან. სველია ფიქრიც, და უშენობა თვით არყოფნაზე საზიზღარია. მარტია, ახლა იებს მასპინძლობ, აფორიაქდა რიონიც ვინძლო... თუკი მეღირსა და კიდევ გნახე, როგორც ყოველთვის ლექსს მიკარნახებ. თუ შენს ქუჩებში ისევ მოვხვდები, როცა ყვავიან ბროწეულები, ყველა იარა შემიხორცდება, გამიმრთელდება ძველი წყლულები. ჩემო ქალაქო, თუნდაც მცირედი, შემომინახე სიყრმის ნაცარი! შენ დამიბრუნო უნდა იმედი, და რაც შემძულდა კვლავ შემაყვარო.
ისევ ქუთაისს ღამით ზურმუხტის დედოფალი ჩამოივლიდა, დილით ქალაქი ლივლივებდა მწვანე ფერებად. მის წინაშე რომ ქუთაისი მუხლს მოიყრიდა, მარტი ჩვეული სიდიადით შეიფერებდა. რიონი ქვებზე ცეკვა -ცეკვით გადადიოდა, გულს ვერ ვიჭერდით, იმის ხმაურს რომ გაიგებდა, სიო კოინდარს კურდღელივით მიმოირბენდა, ია ეზოში ფეხაკრეფით შემოდიოდა. გოგონები რომ ნაზამთრალ და ნამალავ ფეხებს, ამზეურებდნენ მოკლე-მოკლე ქვედაკაბებით, -დასათხოვრები არ დამხდარან?-ნადია, შეხე! -აბა, ოლია?!-ქირქილებდნენ დედაკაცები.
*** ღრუბლებო, საით?!. დამიცადეთ, თან წამიყვანეთ, რომ მიმწუხრისას წვიმად ვიშვა საქართველოში, რომ ლურჯ ღიღილოდ ამოვიდე ნაცნობ მდელოზე, რომ დედა-მიწა ჩავიტიო ციცქნა ღეროში... მიწანაცვალი ვეცადე და ვერ შევიყვარე. *** მე ჩემს სამშობლოს გამომგლიჯეს რკინის მაშებით და მიტანჯავენ მზერას უცხო პეიზაჟებით. *** პატარა ხარო. ფუჭ სიდიდეს არად დაგიდევ! მართლაცდა, თუ აქვს ერთი კაცის გულიც დაგიტევს. უგულოთ, ისე გვებევრები გყიდით ბითუმად, მაცხოვარივით ჯვარს გაცვამთ და დაითმენ ჩუმად. *** წლებს გამოუხრავთ, თუმცა ძვლები ნარიყალასი, გული ჯერ უძგერს სიამაყენარევ ტკივილით. სამშობლოსათვის დასაღვრელი სისხლი ხალასი არ დაშრეტილა, ვინძლო, ესმის მისი ყივილი. *** გრიგალი ჰყეფს, თუ საალერსოდ ფრენენ სიონი, ნეტა რისა დგას მომლოდინედ კავკასიონი? როდის გადივლის ბედის სამძღვარს ტატოს მერანი, თუ როდის დასწყვეტს მის ბორკილებს ტყვე ამირანი? ***
ცხრა აპრილს, როცა ამოგორდა თვალების ფშვნეტით და ვერაფერი დაინახა მან სისხლის მეტი, გაოგნებულმა, დაიხუჭა ცხრავე თვალი და საქართველოის ცარგვალიდან, მზე, გადავიდა.
-1997
საიდან ხარ?
გითხრა, როგორ ეცეკვება სიო ტყემლებს ჩემს ქალაქში? ატმებს ალი ვით ედებათ, ნუში როგორ კვდება ქარში? მუხლი როგორ ეკვეთებათ რომ ჩაუვლის მთვარე ალვებს, მზე რომ სიონს ვერ ელევა და ჩასვლის წინ მოჰხვევს მკლავებს? ერთხელ ვნახე, ღმერთს კალთაზე უშბა როგორ ეამბორა... შენთვის უცნობ ქვეყანაზე, სხვაც ხომ არა მეამბო რამ?!
ესპანეთში ქარებო, ნუთუ ვინმეს უთხარით, რომ ახლა ლექსებს ვუძღვნი ესპანეთს?- ხან, მოგონების მომდის უსტარი, ხან, ნოსტალგიის ვიღებ დესპანებს... რადგან შვილი ვარ იბერიათა, დამაწანწალებს თავის ბღარტივით მადრიდ-თბილისი-მადრიდ, ნიადაგ მე “იბერიის“ რკინის არწივი. ვიღრღნი მაჯებზე, ვცდილობ დასხლეტას, მაგრამ მეზრდება კანში ხუნდები. ხომ ჩამისვენებ უბეში დედა უძღებ შვილს, როცა დაგიბრუნდები?! -2005 P.S.ესპანეთს დღემდე იბერიას უწოდებენ(იბერიის ნახევარკუნძული) და "იბერია"-ესპანური ავიაკომპანიაა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. არასოდეს მომბეზრდება შენი ნაწარმოებების კითხვა... შენში ულამაზესი სულია, დიდი ადამიანობა და ღვთისგან უხვად ბოძებული ნიჭი არასოდეს მომბეზრდება შენი ნაწარმოებების კითხვა... შენში ულამაზესი სულია, დიდი ადამიანობა და ღვთისგან უხვად ბოძებული ნიჭი
29. :-*კარგი დედოფალი ხარ! :-*კარგი დედოფალი ხარ!
28. "მე “იბერიის“ რკინის არწივი. ვიღრღნი მაჯებზე, ვცდილობ დასხლეტას, მაგრამ მეზრდება კანში ხუნდები. ხომ ჩამისვენებ უბეში დედა უძღებ შვილს, როცა დაგიბრუნდები?! " + + + გავგიჟდი ისე მომეწონა და თან მეტკინა მაგრად. ისეთი ზუსტია და მტკივნეული როგორც გულში მოხვედრილი შუბისწვერი. "მე “იბერიის“ რკინის არწივი. ვიღრღნი მაჯებზე, ვცდილობ დასხლეტას, მაგრამ მეზრდება კანში ხუნდები. ხომ ჩამისვენებ უბეში დედა უძღებ შვილს, როცა დაგიბრუნდები?! " + + + გავგიჟდი ისე მომეწონა და თან მეტკინა მაგრად. ისეთი ზუსტია და მტკივნეული როგორც გულში მოხვედრილი შუბისწვერი.
27. მე ჩემს სამშობლოს გამომგლიჯეს რკინის მაშებით და მიტანჯავენ მზერას უცხო პეიზაჟებით. +2 :) მოკითხვა! მე ჩემს სამშობლოს გამომგლიჯეს რკინის მაშებით და მიტანჯავენ მზერას უცხო პეიზაჟებით. +2 :) მოკითხვა!
26. ჩემო ქალაქო,თუნდაც მცირედი შემომინახე სიყრმის ნაცარი, შენ დამიბრუნო უნდა იმედი, და რაც შემძულდა კვლავ შემაყვარო.
ძალიან თბილი ხარ! მომეწონა! :) +++++++ ჩემო ქალაქო,თუნდაც მცირედი შემომინახე სიყრმის ნაცარი, შენ დამიბრუნო უნდა იმედი, და რაც შემძულდა კვლავ შემაყვარო.
ძალიან თბილი ხარ! მომეწონა! :) +++++++
25. ვტირი...
ვიღრღნი მაჯებზე ვცდილობ დასხლეტას, მაგრამ მეზრდება კანში ხუნდები. ხომ ჩამისვენებ უბეში დედა უძღებ შვილს, როცა დაგიბრუნდები?! ვტირი...
ვიღრღნი მაჯებზე ვცდილობ დასხლეტას, მაგრამ მეზრდება კანში ხუნდები. ხომ ჩამისვენებ უბეში დედა უძღებ შვილს, როცა დაგიბრუნდები?!
24. გითხრა, როგორ ეცეკვება სიო ტყემლებს ჩემს ქალაქში? ატმებს ალი ვით ედებათ, ნუში როგორ კვდება ქარში? მუხლი როგორ ეკვეთება რომ ჩაუვლის მთვარე ალვებს, მზე რომ სიონს ვერ ელევა და ჩასვლის წინ მოჰხვევს მკლავებს? ერთხელ ვნახე, ღმერთს კალთაზე უშბა როგორ ეამბორა... შენთვის უცნობ ქვეყანაზე, სხვაც ხომ არა მეამბო რამ?! ძალიან ლამაზიააა:):)++++++++++++++++ გითხრა, როგორ ეცეკვება სიო ტყემლებს ჩემს ქალაქში? ატმებს ალი ვით ედებათ, ნუში როგორ კვდება ქარში? მუხლი როგორ ეკვეთება რომ ჩაუვლის მთვარე ალვებს, მზე რომ სიონს ვერ ელევა და ჩასვლის წინ მოჰხვევს მკლავებს? ერთხელ ვნახე, ღმერთს კალთაზე უშბა როგორ ეამბორა... შენთვის უცნობ ქვეყანაზე, სხვაც ხომ არა მეამბო რამ?! ძალიან ლამაზიააა:):)++++++++++++++++
23. აიწონა-დაიწონა ეს ლექსებიც მომეწონა! :) აიწონა-დაიწონა ეს ლექსებიც მომეწონა! :)
22. მმმ არა რა, მართალია, მაქედან ბევრად საყვარელია სამშობლო ალბათ :D +2 თქვენს ამხელა პატრიოტიზმს და ამ ლექსებს :*:*:* მმმ არა რა, მართალია, მაქედან ბევრად საყვარელია სამშობლო ალბათ :D +2 თქვენს ამხელა პატრიოტიზმს და ამ ლექსებს :*:*:*
21. დამასევდიანა, საოცარი განწყობა მომიტანა, სამშობლის სიყვარულით სავსე განწყობა. კარგი გოგო ხარ მართლა და ეს იასამნები... მიხარია, რომ ასე გიყვარს იასამნები. იცი, ორი დღის წინ სახლიდან გამოსულმა შევნიშნე, რომ სექტემბრის სიცხეს აეყვავილებინა ისევ იასამნები:) გაიხარე შენ, მართლა კარგი გოგო ხარ დამასევდიანა, საოცარი განწყობა მომიტანა, სამშობლის სიყვარულით სავსე განწყობა. კარგი გოგო ხარ მართლა და ეს იასამნები... მიხარია, რომ ასე გიყვარს იასამნები. იცი, ორი დღის წინ სახლიდან გამოსულმა შევნიშნე, რომ სექტემბრის სიცხეს აეყვავილებინა ისევ იასამნები:) გაიხარე შენ, მართლა კარგი გოგო ხარ
20. გოგონები რომ ნაზამთრალ და ნამალავ ფეხებს, ამზეურებდნენ მოკლე-მოკლე ქვედაკაბებით
ღრუბლებო,საით? დამიცადეთ თან წამიყვანეთ, რომ მიმწუხრისას, წვიმად ვიშვა საქართველოში, რომ ლურჯ ღიღილოდ ამოვიდე ნაცნობ მდელოზე, რომ დედა-მიწა ჩავიტიო ციცქნა ღეროში... მიწანაცვალი ვეცადე და ვერ შევიყვარე.
შევესწარი ღმერთს კალთაზე უშბა როგორ ეამბორა.
ღმერთო, რამდენი ლამაზი სიტყვა წავიკითხე!!!! :) უზომოდ-უზომოდ მომეწონა!!!!!!!!! +++77777 გოგონები რომ ნაზამთრალ და ნამალავ ფეხებს, ამზეურებდნენ მოკლე-მოკლე ქვედაკაბებით
ღრუბლებო,საით? დამიცადეთ თან წამიყვანეთ, რომ მიმწუხრისას, წვიმად ვიშვა საქართველოში, რომ ლურჯ ღიღილოდ ამოვიდე ნაცნობ მდელოზე, რომ დედა-მიწა ჩავიტიო ციცქნა ღეროში... მიწანაცვალი ვეცადე და ვერ შევიყვარე.
შევესწარი ღმერთს კალთაზე უშბა როგორ ეამბორა.
ღმერთო, რამდენი ლამაზი სიტყვა წავიკითხე!!!! :) უზომოდ-უზომოდ მომეწონა!!!!!!!!! +++77777
19. და წელიწადი უშენობისა ასე ერთბაშად დამაბერებდა. და წელიწადი უშენობისა ასე ერთბაშად დამაბერებდა.
18. აუუ გასდასარევი ლექსები,იავნანასავიტ,ტკბილი საგალობელი, გაიხარე, მოგძალებია ნოსტალგია, აბა ღამით შეხედე ესპანეთსი ცას,, განა ქუთაისისნაირი ცა არის სადმე?საქართველოში,ქარი, რარიშხალიც კი გეალერსება, უცხოეთსი კი ყველაფერი თვალსი გეჩხირება, ასე არ არის? წერე, წერე ლექსები, თავსაც ასიამოვნე და სხვასაც +5555555 ჩემგან აუუ გასდასარევი ლექსები,იავნანასავიტ,ტკბილი საგალობელი, გაიხარე, მოგძალებია ნოსტალგია, აბა ღამით შეხედე ესპანეთსი ცას,, განა ქუთაისისნაირი ცა არის სადმე?საქართველოში,ქარი, რარიშხალიც კი გეალერსება, უცხოეთსი კი ყველაფერი თვალსი გეჩხირება, ასე არ არის? წერე, წერე ლექსები, თავსაც ასიამოვნე და სხვასაც +5555555 ჩემგან
17. აქამდე უნდა წამეკითხე აქამდე უნდა წამეკითხე
16. "ღრუბლებო,საით? დამიცადეთ თან წამიყვანეთ, რომ მიმწუხრისას, წვიმად ვიშვა საქართველოში, რომ ლურჯ ღიღილოდ ამოვიდე ნაცნობ მდელოზე"
"მე ჩემს სამშობლოს გამომგლიჯეს რკინის მაშებით, და მიტანჯავენ მზერას უცხო პეიზაჟებით..."
"...ქარებო,ნუთუ ვინმეს უთხარით, რომ ახლა ლექსებს ვუძღვნი ესპანეთს?- ხან მოგონების მომდის უსტარი, ხან ნოსტალგიის ვიღებ დესპანებს..."
გამაოცე, ნამდვილად გამაოცე! ვერაფერს ვამბობ!.. "ღრუბლებო,საით? დამიცადეთ თან წამიყვანეთ, რომ მიმწუხრისას, წვიმად ვიშვა საქართველოში, რომ ლურჯ ღიღილოდ ამოვიდე ნაცნობ მდელოზე"
"მე ჩემს სამშობლოს გამომგლიჯეს რკინის მაშებით, და მიტანჯავენ მზერას უცხო პეიზაჟებით..."
"...ქარებო,ნუთუ ვინმეს უთხარით, რომ ახლა ლექსებს ვუძღვნი ესპანეთს?- ხან მოგონების მომდის უსტარი, ხან ნოსტალგიის ვიღებ დესპანებს..."
გამაოცე, ნამდვილად გამაოცე! ვერაფერს ვამბობ!..
15. ქარებო,ნუთუ ვინმეს უთხარით, რომ ახლა ლექსებს ვუძღვნი ესპანეთს?- ხან მოგონების მომდის უსტარი, ხან ნოსტალგიის ვიღებ დესპანებს... რადგან შვილი ვარ იბერიათა, დამაწანწალებს თავის ბღარტივით მადრიდ-თბილისი-მადრიდ,ნიადაგ მე “იბერიის“რკინის არწივი. კაპიტალიზმის მადევს ხუნდები, და თუ ოდესმე შევძლე დასხლეტა, უძღები შვილი დავუბრუნდები და მაპატიებს მშობელი დედა.
ცრემლებამდე მიგიყვანს, 555555555555555555555555555555555555555555555 ქარებო,ნუთუ ვინმეს უთხარით, რომ ახლა ლექსებს ვუძღვნი ესპანეთს?- ხან მოგონების მომდის უსტარი, ხან ნოსტალგიის ვიღებ დესპანებს... რადგან შვილი ვარ იბერიათა, დამაწანწალებს თავის ბღარტივით მადრიდ-თბილისი-მადრიდ,ნიადაგ მე “იბერიის“რკინის არწივი. კაპიტალიზმის მადევს ხუნდები, და თუ ოდესმე შევძლე დასხლეტა, უძღები შვილი დავუბრუნდები და მაპატიებს მშობელი დედა.
ცრემლებამდე მიგიყვანს, 555555555555555555555555555555555555555555555
14. ბოლო ნაწილი უფრო მომეწონა ბოლო ნაწილი უფრო მომეწონა
13. კარგი ლექსები გაქვს სოლე...
*** წლებს გამოუხრავთ,თუმცა ძვლები ნარიყალასი, გული კი უძგერს სიამაყენარევ ტკივილით. სამშობლოსათვის დასაღვრელი სისხლი ხალასი არ დაშრეტილა, ვინძლო ესმა მისი ყივილი.
ეს განსაკუთრებით მომეწონა! კარგი ლექსები გაქვს სოლე...
*** წლებს გამოუხრავთ,თუმცა ძვლები ნარიყალასი, გული კი უძგერს სიამაყენარევ ტკივილით. სამშობლოსათვის დასაღვრელი სისხლი ხალასი არ დაშრეტილა, ვინძლო ესმა მისი ყივილი.
ეს განსაკუთრებით მომეწონა!
12. გოგონები რომ ნაზამთრალ და ნამალავ ფეხებს, ამზეურებდნენ მოკლე-მოკლე ქვედაკაბებით, -დასათხოვრები არ დამხდარან?-ციალა,შეხე, -აბა,ოლია!-ქირქილებდნენ დედაკაცები. :))))))))))))))))))))სახალისო:)
მე ჩემს სამშობლოს გამომგლიჯეს რკინის მაშებით, და მიტანჯავენ მზერას უცხო პეიზაჟებით. *** გითხრა,როგორ ეცეკვება სიო ტყემლებს ჩემს ქალაქში? ატმებს ალი ვით ედებათ, ნუში როგორ კვდება ქარში? მუხლი როგორ ეკვეთება რომ ჩაუვლის მთვარე ალვებს, მზე რომ სიონს ვერ ელევა და ჩასვლის წინ მოჰხვევს მკლავებს? შევესწარი ღმერთს კალთაზე უშბა როგორ ეამბორა. შენთვის უცნობ ქვეყანაზე, სხვაც ხომ არა მეამბო რამ..
ესენიმომეწონა+777 გოგონები რომ ნაზამთრალ და ნამალავ ფეხებს, ამზეურებდნენ მოკლე-მოკლე ქვედაკაბებით, -დასათხოვრები არ დამხდარან?-ციალა,შეხე, -აბა,ოლია!-ქირქილებდნენ დედაკაცები. :))))))))))))))))))))სახალისო:)
მე ჩემს სამშობლოს გამომგლიჯეს რკინის მაშებით, და მიტანჯავენ მზერას უცხო პეიზაჟებით. *** გითხრა,როგორ ეცეკვება სიო ტყემლებს ჩემს ქალაქში? ატმებს ალი ვით ედებათ, ნუში როგორ კვდება ქარში? მუხლი როგორ ეკვეთება რომ ჩაუვლის მთვარე ალვებს, მზე რომ სიონს ვერ ელევა და ჩასვლის წინ მოჰხვევს მკლავებს? შევესწარი ღმერთს კალთაზე უშბა როგორ ეამბორა. შენთვის უცნობ ქვეყანაზე, სხვაც ხომ არა მეამბო რამ..
ესენიმომეწონა+777
11. შევესწარი ღმერთს კალთაზე უშბა როგორ ეამბორა. შენთვის უცნობ ქვეყანაზე, სხვაც ხომ არა მეამბო რამ?
სიამოვნებით წავიკითხავ ათასაჯერ ნანახს და განაგონსაც 55555 შევესწარი ღმერთს კალთაზე უშბა როგორ ეამბორა. შენთვის უცნობ ქვეყანაზე, სხვაც ხომ არა მეამბო რამ?
სიამოვნებით წავიკითხავ ათასაჯერ ნანახს და განაგონსაც 55555
10. გაიხარე! მომწონს შენი პოეზია. გაიხარე! მომწონს შენი პოეზია.
9. ჩვენიანო... მეც ქუთაისელი ვარ... მარა შენგან განსხვავებით ახლაც აქ ვარ. ჩვენიანო... მეც ქუთაისელი ვარ... მარა შენგან განსხვავებით ახლაც აქ ვარ.
8. დიახ და ვამაყობ კიდეც იმით.მაგრამ საუკეთესო რაც მქონდა ბავშვობის ჩათვლით იქ დამრჩა,თუმცა მიუსაფარი დედულეთმა შემიფარა-თბილისმა დიახ და ვამაყობ კიდეც იმით.მაგრამ საუკეთესო რაც მქონდა ბავშვობის ჩათვლით იქ დამრჩა,თუმცა მიუსაფარი დედულეთმა შემიფარა-თბილისმა
7. ვახ... ქუთაისელი ხარ? +5 ვახ... ქუთაისელი ხარ? +5
6. ჩემო ქალაქო,თუნდაც მცირედი შემომინახე სიყრმის ნაცარი, შენ დამიბრუნო უნდა იმედი, და რაც შემძულდა კვლავ შემაყვარო.
ძალიან მომეწონა ლექსი! 555 ჩემო ქალაქო,თუნდაც მცირედი შემომინახე სიყრმის ნაცარი, შენ დამიბრუნო უნდა იმედი, და რაც შემძულდა კვლავ შემაყვარო.
ძალიან მომეწონა ლექსი! 555
5. მე ჩემს სამშობლოს გამომგლიჯეს რკინის მაშებით, და მიტანჯავენ მზერას უცხო პეიზაჟებით. გენაცვალე...:(
ღრუბლებო,საით? დამიცადეთ თან წამიყვანეთ, რომ მიმწუხრისას, წვიმად ვიშვა საქართველოში, რომ ლურჯ ღიღილოდ ამოვიდე ნაცნობ მდელოში, რომ დედა-მიწა ჩავიტიო ციცქნა ღეროში... მიწანაცვალი ვეცადე და ვერ შევიყვარე. რა ლამაზია...5
ქარებო,ნუთუ ვინმეს უთხარით, რომ ახლა ლექსებს ვუძღვნი ესპანეთს?-
უძღები შვილი დავუბრუნდები და მაპატიებს მშობელი დედა ვიტირე... მტკივა...55555 მე ჩემს სამშობლოს გამომგლიჯეს რკინის მაშებით, და მიტანჯავენ მზერას უცხო პეიზაჟებით. გენაცვალე...:(
ღრუბლებო,საით? დამიცადეთ თან წამიყვანეთ, რომ მიმწუხრისას, წვიმად ვიშვა საქართველოში, რომ ლურჯ ღიღილოდ ამოვიდე ნაცნობ მდელოში, რომ დედა-მიწა ჩავიტიო ციცქნა ღეროში... მიწანაცვალი ვეცადე და ვერ შევიყვარე. რა ლამაზია...5
ქარებო,ნუთუ ვინმეს უთხარით, რომ ახლა ლექსებს ვუძღვნი ესპანეთს?-
უძღები შვილი დავუბრუნდები და მაპატიებს მშობელი დედა ვიტირე... მტკივა...55555
4. +5!!! მის წინაშე რომ ქუთაისი მუხლს რომ მოიყრიდა,
აქ მეორე რომ ზედმეტია,
ყველა მომეწონა, კარგებია! +5!!! მის წინაშე რომ ქუთაისი მუხლს რომ მოიყრიდა,
აქ მეორე რომ ზედმეტია,
ყველა მომეწონა, კარგებია!
3. მართალი ხარ,გმადლობ!გავასწორებ,სხვა სხვის ლექსებშიც ბრძენია! მართალი ხარ,გმადლობ!გავასწორებ,სხვა სხვის ლექსებშიც ბრძენია!
2. რომ ლურჯ ღიღილოდ ამოვიდე ნაცნობ მდელოში -----> მდელოზე...
* * * მე ჩემს სამშობლოს გამომგლიჯეს რკინის მაშებით, და მიტანჯავენ მზერას უცხო პეიზაჟებით.
*** ცხრა აპრილს, როცა ამოგორდა თვალები ფშვნეტით -----> თვალების და ვერაფერი დაინახა მან სისხლის მეტი, გაოგნებულმა დაიხუჭა ცხრავე თვალი და საქართველოის ცარგვალიდან მზე გადავიდა.
გაიხარე, კარგი გოგო ხარ! 5 რომ ლურჯ ღიღილოდ ამოვიდე ნაცნობ მდელოში -----> მდელოზე...
* * * მე ჩემს სამშობლოს გამომგლიჯეს რკინის მაშებით, და მიტანჯავენ მზერას უცხო პეიზაჟებით.
*** ცხრა აპრილს, როცა ამოგორდა თვალები ფშვნეტით -----> თვალების და ვერაფერი დაინახა მან სისხლის მეტი, გაოგნებულმა დაიხუჭა ცხრავე თვალი და საქართველოის ცარგვალიდან მზე გადავიდა.
გაიხარე, კარგი გოგო ხარ! 5
1. რა კარგია : ) მომეწონა : )
+2 რა კარგია : ) მომეწონა : )
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|