ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2010


###


                                          "რამდენი მთებია,რამდენი მთებია"
                                                             
                                                                                    გაბრიელი

ამ ქუჩებსაც შეველევი შენს გამო,
დავთმობ ყველას,ყოველივეს ირგვლივ,
რომ მომიხმო, შიგადაშიგ მეძახო,
მოდი ჩემთან, მესაუბრე ფიქრით.
ფერდობ-ფერდობ გამოყევი ჩემს მკერდს,
დაისვენე ჩემს მუხლებზე ხშირად,
მე ხომ ვიცი, რაც გინდა და რაც არ,
მე ხომ ვიცი მარტო ყოფნა გინდა.
შენ წმინდა ხარ,წმინდა გული გიძგერს,
არვის იძმობ (თუნდაც) ხათრის გამო,
მალე მოვალ,შენთან მოვალ ბოლოს,
მომენატრე,მომენატრე მთაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები