25. გწამდეს: ''აფსნი'' იარსებებს მანამდე, სანამ ისმის აფხაზური კანტატა.
გაიხარე, ოთარ! გწამდეს: ``აფსნი`` იარსებებს მანამდე, სანამ ისმის აფხაზური კანტატა.
გაიხარე, ოთარ!
24. ჩვენ დავბრუნდებით... დავბრუნდებით გაზაფხულებად!!!
ამინ !!!
იმედია, მოვა დრო და დაგიამდებათ ეს ტკივილი.
ჩვენ დავბრუნდებით... დავბრუნდებით გაზაფხულებად!!!
ამინ !!!
იმედია, მოვა დრო და დაგიამდებათ ეს ტკივილი.
23. არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ ოთარ....ძალიან თბილი და ნიჭიერი...რაც მთავარია იცი რა უნდა დაწერო. :) არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ ოთარ....ძალიან თბილი და ნიჭიერი...რაც მთავარია იცი რა უნდა დაწერო. :)
22. სოხუმო ჩემო
ქალაქს ემოსა პერანგი წვიმის, სისხლისფერ წვეთებს გაევსო მიწა, დღე იყო რაღაც ძალიან ცივი, ცრემლებად იქცა უძირო რიწა... და რძისფერ მთებზე მოწყენილ იებს ჩაატარებენ სულ სხვა ხელები... ილორს მოვავლე თვალები, მღვრიე და მივაბარე ზეცას ცხედრები. დავემშვიდობე ბედიის ლოდებს, კამანში სისხლი ამაოდ ვღვარე, ამაზე მეტი რა უნდა მქონდეს, ან როგორ დავთმო სამოთხის მხარე. საკენ-ჭუბერი, ქართველთა თხემი, ამდენი ცოდვით დამძიმდა მიწა... და იგვიანებს, სად არის გემი, ან, ვინ შეღება სისხლისფრად რიწა. ან ვინ ჩატეხა ხიდი ენგურის, ვინ დაადუმა მოქვის ზარები, რისთვის გაყიდეს ხატი, ჭედური, ფრესკებს მოვავლე ცხელი თვალები. ენგურს გადაღმა გაზაფხულია, თუმცა, არ ყვავის დამწვარი ნუში, ნამგალა მთვარეს სად არ უვლია, დიოსკურია ჩაუკრავს გულში. ასე წამართვეს სიცოცხლის გემო, დამუნჯდა ილორს დედო ზარები ისე ნუ მომკლავ, უფალო, ჩემო, რომ არ მოვავლო სოხუმს თვალები!.....
მამა პეტრე (კვარაცხელია) სოხუმო ჩემო
ქალაქს ემოსა პერანგი წვიმის, სისხლისფერ წვეთებს გაევსო მიწა, დღე იყო რაღაც ძალიან ცივი, ცრემლებად იქცა უძირო რიწა... და რძისფერ მთებზე მოწყენილ იებს ჩაატარებენ სულ სხვა ხელები... ილორს მოვავლე თვალები, მღვრიე და მივაბარე ზეცას ცხედრები. დავემშვიდობე ბედიის ლოდებს, კამანში სისხლი ამაოდ ვღვარე, ამაზე მეტი რა უნდა მქონდეს, ან როგორ დავთმო სამოთხის მხარე. საკენ-ჭუბერი, ქართველთა თხემი, ამდენი ცოდვით დამძიმდა მიწა... და იგვიანებს, სად არის გემი, ან, ვინ შეღება სისხლისფრად რიწა. ან ვინ ჩატეხა ხიდი ენგურის, ვინ დაადუმა მოქვის ზარები, რისთვის გაყიდეს ხატი, ჭედური, ფრესკებს მოვავლე ცხელი თვალები. ენგურს გადაღმა გაზაფხულია, თუმცა, არ ყვავის დამწვარი ნუში, ნამგალა მთვარეს სად არ უვლია, დიოსკურია ჩაუკრავს გულში. ასე წამართვეს სიცოცხლის გემო, დამუნჯდა ილორს დედო ზარები ისე ნუ მომკლავ, უფალო, ჩემო, რომ არ მოვავლო სოხუმს თვალები!.....
მამა პეტრე (კვარაცხელია)
21. აფხაზური კანტატა ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან, ბადეს შლიდა... და მშვილდ ისრით ტყეში ნადირს არბევდა.. ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად, ბეჭზე ორბად შეუფრინეს ,,უარაიდა რაიდა" გადაიფრინეს ყრმობის წლებმა და აფხაზურ–მეგრულით ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გამოტოპა ენგური. ..................................................................... რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები!) და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ. მანდ, აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები. აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს. ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი. ქორი წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა, ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში. ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები. ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქანჩახებს რქებით ეკიდა და მორდუ აქეთ თუ ოდესმე დააცხიკვებდა, – ხვიჩას სიცოცხლე! –ეძახოდნენ აფხაზეთიდან. ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ, ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ–აფხაზეთს. ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდებურგთან ორმოცდახუთში, თურმე აბრსკილის ლექსს მღეროდა, ლექსს სათაყვანოს... შავი ქარალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით, ძიძის კივილმა შესძრა მთელი სამურზაყანო. ...................................................................... ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი, უსაქართველოდ,. მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები... ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები. შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი, ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე–ბედს გისურვებ. ............................................................................................. ოდიშში ვარ, ქორწილში ვარ, ცხენს ვაჭენებ ... ჰაიდა... ,,ოდოიას" გადმოუხტა ,,უარაიდა რაიდა"... ჩანს ანტიკურ არფასთან აივნების რიკული, ზედ სიმებად ლერწებია და სხივები ცისკრული, წაიყვანეს თამარ–ქალი აფხაზეთსი დიელო და... მოწამეი ხარ, შენ საქართველო – ერო ფეხბედნიერო და... ჩანს ოდებზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ–ჯიქურის და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული. შოთა ნიშნიანიძე აფხაზური კანტატა ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან, ბადეს შლიდა... და მშვილდ ისრით ტყეში ნადირს არბევდა.. ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად, ბეჭზე ორბად შეუფრინეს ,,უარაიდა რაიდა" გადაიფრინეს ყრმობის წლებმა და აფხაზურ–მეგრულით ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გამოტოპა ენგური. ..................................................................... რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები!) და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ. მანდ, აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები. აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს. ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი. ქორი წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა, ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში. ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები. ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქანჩახებს რქებით ეკიდა და მორდუ აქეთ თუ ოდესმე დააცხიკვებდა, – ხვიჩას სიცოცხლე! –ეძახოდნენ აფხაზეთიდან. ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ, ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ–აფხაზეთს. ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდებურგთან ორმოცდახუთში, თურმე აბრსკილის ლექსს მღეროდა, ლექსს სათაყვანოს... შავი ქარალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით, ძიძის კივილმა შესძრა მთელი სამურზაყანო. ...................................................................... ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი, უსაქართველოდ,. მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები... ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები. შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი, ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე–ბედს გისურვებ. ............................................................................................. ოდიშში ვარ, ქორწილში ვარ, ცხენს ვაჭენებ ... ჰაიდა... ,,ოდოიას" გადმოუხტა ,,უარაიდა რაიდა"... ჩანს ანტიკურ არფასთან აივნების რიკული, ზედ სიმებად ლერწებია და სხივები ცისკრული, წაიყვანეს თამარ–ქალი აფხაზეთსი დიელო და... მოწამეი ხარ, შენ საქართველო – ერო ფეხბედნიერო და... ჩანს ოდებზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ–ჯიქურის და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული. შოთა ნიშნიანიძე
20. მომეწონა, მუდამ ვკითხულობ თქვენ ჩანაწერებს, და ვაფასებ უმაღლესად, დასანანია,რომ სხვაში მოგითავსებიათ, თქვენეულ პოეზიას იმედიანი და დადებითი ემოცია მოაქვს მომეწონა, მუდამ ვკითხულობ თქვენ ჩანაწერებს, და ვაფასებ უმაღლესად, დასანანია,რომ სხვაში მოგითავსებიათ, თქვენეულ პოეზიას იმედიანი და დადებითი ემოცია მოაქვს
19. ძალიან კარგი ლექსი დაგიწერიათ, ბატონო ოთარ.გილოცავთ დღევანდელ დღეს. გმადლობთ. ძალიან კარგი ლექსი დაგიწერიათ, ბატონო ოთარ.გილოცავთ დღევანდელ დღეს. გმადლობთ.
18. ra sayvarelia:)momewona dzalian!
chanaxatic da lexic tbilia,iseti rogoric chemi de aris:):)tbili da mavdroulad tkiviliani!!! ra sayvarelia:)momewona dzalian!
chanaxatic da lexic tbilia,iseti rogoric chemi de aris:):)tbili da mavdroulad tkiviliani!!!
17. ჩვენ დავბრუნდებით... დავბრუნდებით გაზაფხულებად!!! იმედიანოოო :-* გაიხარე შეენ! :-* ჩვენ დავბრუნდებით... დავბრუნდებით გაზაფხულებად!!! იმედიანოოო :-* გაიხარე შეენ! :-*
16. გაიხარეთ ბატონო თენგიზ... გაიხარეთ ბატონო თენგიზ...
15. საკეთებელ საქმეს აკეთებ ჩემო (უცნობო, მაგრამ ჩემო) ოთარ და მჯერა შენნაირთ გამოუვათ ის, რაც ჩვენ ვერ გაგვიკეთებია... გვერდით მდგომად მიგულვე შენი მონა-მორჩილი. საკეთებელ საქმეს აკეთებ ჩემო (უცნობო, მაგრამ ჩემო) ოთარ და მჯერა შენნაირთ გამოუვათ ის, რაც ჩვენ ვერ გაგვიკეთებია... გვერდით მდგომად მიგულვე შენი მონა-მორჩილი.
14. ,,უსაზღვროა ადამიანთა სევდა, მაგრამ იმედი მაინც არსებობს... იმედი იმისა, რომ ოდესმე ისევ შევძლებთ ბედნიერების მწვერვალზე ასვლას... ჩვენ დავბრუნდებით... დავბრუნდებით გაზაფხულებად!!!"
იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა ,,უსაზღვროა ადამიანთა სევდა, მაგრამ იმედი მაინც არსებობს... იმედი იმისა, რომ ოდესმე ისევ შევძლებთ ბედნიერების მწვერვალზე ასვლას... ჩვენ დავბრუნდებით... დავბრუნდებით გაზაფხულებად!!!"
იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა
13. მოვიწონე ეს მოვიწონე ეს
12. გაიხარე მედე... :-* :-* :-* გაიხარე მედე... :-* :-* :-*
11. უღრმესი მადლობა ოთარ. ყველაზე დიდი ტკივილია ჩემთვის ამ ულამაზესი კუთხის დაკარგვა... ჯინა მადლობა... მართლა ერთადერთი ოცნება მაქვს დავუბრუნდე ჩემს მიწა - წყალს... ისევ სვანეთით წავალ უკან თუნდაც ფეხშიშველი ოღონდ დავბრუნდეთ. ამ ხელისუფლების ხელში დარწმუნებული ვარ ეს შეუძლებელია, მაგრამ დავეთანხმები ოთარ ცისკარიძეს: ,,შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისაგან!" მწამს კიდეც რომ დავბრუნდებით. რუსებისაგან მარიონეტებად გამოყენებული (შეგნებული) აფსუები ნანობენ ამ ომს... უცრემლოდ ვერ წავიკითხე ოთარ... ათასგზის მადლობა ტკივილის გაზიარებისათვის... ვისურვებდი სოხუმში ერთად გვემღეროს როგორც აფხაზური ასევე ქართული მრავალჟამიერი ... (დიდავოი დო ნანა) გვალო შხვარე სქან ოროფა, სქანი ბჟა დო სქანი თუთა, გოლუაფირო აფხაზეთი, გოხუტოლუქ შორშე გურშა.
მუ სქვამი რდი, ვაგმოჭყორდუ, მუქ მოხვადუ ვაი დიდა,,, ართიანიშ ართო ზისხირქ, ვედინტირუ სქანი დიხას,
მიორდანი ართიანი. მა და ვორდა, სი ჩქიმ ჯიმა, სქან დო ჩქიმი ართი რე დო, ვა მოკონა შხვაში ნინა.
მაპატიეთ მხოლოდ მეგრულ ვერსიას რომ ვდებ. ეს ჩემი სიმღერის ტექსტია. კიდევ ერთხელ მადლობა... იმედია, ამ წუთების ტკივილიანი ცრემლები, სიხარულის ცრემლებად შემეცვლება. :-* უღრმესი მადლობა ოთარ. ყველაზე დიდი ტკივილია ჩემთვის ამ ულამაზესი კუთხის დაკარგვა... ჯინა მადლობა... მართლა ერთადერთი ოცნება მაქვს დავუბრუნდე ჩემს მიწა - წყალს... ისევ სვანეთით წავალ უკან თუნდაც ფეხშიშველი ოღონდ დავბრუნდეთ. ამ ხელისუფლების ხელში დარწმუნებული ვარ ეს შეუძლებელია, მაგრამ დავეთანხმები ოთარ ცისკარიძეს: ,,შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისაგან!" მწამს კიდეც რომ დავბრუნდებით. რუსებისაგან მარიონეტებად გამოყენებული (შეგნებული) აფსუები ნანობენ ამ ომს... უცრემლოდ ვერ წავიკითხე ოთარ... ათასგზის მადლობა ტკივილის გაზიარებისათვის... ვისურვებდი სოხუმში ერთად გვემღეროს როგორც აფხაზური ასევე ქართული მრავალჟამიერი ... (დიდავოი დო ნანა) გვალო შხვარე სქან ოროფა, სქანი ბჟა დო სქანი თუთა, გოლუაფირო აფხაზეთი, გოხუტოლუქ შორშე გურშა.
მუ სქვამი რდი, ვაგმოჭყორდუ, მუქ მოხვადუ ვაი დიდა,,, ართიანიშ ართო ზისხირქ, ვედინტირუ სქანი დიხას,
მიორდანი ართიანი. მა და ვორდა, სი ჩქიმ ჯიმა, სქან დო ჩქიმი ართი რე დო, ვა მოკონა შხვაში ნინა.
მაპატიეთ მხოლოდ მეგრულ ვერსიას რომ ვდებ. ეს ჩემი სიმღერის ტექსტია. კიდევ ერთხელ მადლობა... იმედია, ამ წუთების ტკივილიანი ცრემლები, სიხარულის ცრემლებად შემეცვლება. :-*
10. არემარეს-მთვარის შუქით შემოსილს მწუხარების ბინდი გადაეფარა. გულით დაგაქვს დარდი საქართველოსი, გტკივა შენი ნაომარი ქვეყანა. სიყვარული გადაგვარჩენს იცოდე, ომის ღრუბელს ქარი სადმე გაჰფანტავს. გწამდეს: ''აფსნი'' იარსებებს მანამდე, სანამ ისმის აფხაზური კანტატა.
555 არემარეს-მთვარის შუქით შემოსილს მწუხარების ბინდი გადაეფარა. გულით დაგაქვს დარდი საქართველოსი, გტკივა შენი ნაომარი ქვეყანა. სიყვარული გადაგვარჩენს იცოდე, ომის ღრუბელს ქარი სადმე გაჰფანტავს. გწამდეს: ``აფსნი`` იარსებებს მანამდე, სანამ ისმის აფხაზური კანტატა.
555
9. კარგია, ოთარ! შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისაგან! კარგია, ოთარ! შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისაგან!
8. სიყვარული გადაგვარჩენს იცოდე, ომის ღრუბელს ქარი სადმე გაჰფანტავს.
მშვენიერი ჩანახატია...თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, აფსნის ბოლო საუკუნე (შეიძლება მეტიც) საქართველო არ აწუხებდა და დღეს საკუთრი არსებობის ბედი აწუხებს, ეთნოსი პრაქტიკულად აღარ არსებობს სიყვარული გადაგვარჩენს იცოდე, ომის ღრუბელს ქარი სადმე გაჰფანტავს.
მშვენიერი ჩანახატია...თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, აფსნის ბოლო საუკუნე (შეიძლება მეტიც) საქართველო არ აწუხებდა და დღეს საკუთრი არსებობის ბედი აწუხებს, ეთნოსი პრაქტიკულად აღარ არსებობს
7. მაგარია... ულამაზესია ჩანახატიც, ლექსიც... სანამ ისმის აფხაზური კანტატა... მარად ისმოდეს!!! მაგარია... ულამაზესია ჩანახატიც, ლექსიც... სანამ ისმის აფხაზური კანტატა... მარად ისმოდეს!!!
6. გათვალისწინებულია თქვენი შენიშვნა. :) გათვალისწინებულია თქვენი შენიშვნა. :)
5. დიდი მადლობა ჯინა, შენიშვნა მიღებულია და უკვე ათვალისწინებულიც. თქვენი თხოვნით ''აფსუა'' ''აფსნი''-თ შევცვალე. :) დიდი მადლობა ჯინა, შენიშვნა მიღებულია და უკვე ათვალისწინებულიც. თქვენი თხოვნით ``აფსუა`` ``აფსნი``-თ შევცვალე. :)
4. ნაწერის პათოსი გასაგებია, მიძღვნაც გულიანია იმ ადამიანისადმი, რომელსაც "გულით დააქვს დარდი საქართველოსი", იმდენად რამდენადაც მისი განსაკუთრებული ტკივილია იგი...
ერთი შენიშვნა ავტორო, თუ არ მიწყენთ - თქვენ წერთ:
გწამდეს: "მანამ იარსებებს აფსუა, სანამ ისმის აფხაზური კანტატა"
თუ თქვენ გულისხმობდით, რომ აფხაზეთი იარსებებს მანამ, სანამ აფხაზური კანტატა ისმის, მაშინ უნდა დაგეწრათ "აფსნი" და არა "აფსუა". "აფსნი" - აფხაზეთი, "აფსუა" - ერი. პატივისცემით. ნაწერის პათოსი გასაგებია, მიძღვნაც გულიანია იმ ადამიანისადმი, რომელსაც "გულით დააქვს დარდი საქართველოსი", იმდენად რამდენადაც მისი განსაკუთრებული ტკივილია იგი...
ერთი შენიშვნა ავტორო, თუ არ მიწყენთ - თქვენ წერთ:
გწამდეს: "მანამ იარსებებს აფსუა, სანამ ისმის აფხაზური კანტატა"
თუ თქვენ გულისხმობდით, რომ აფხაზეთი იარსებებს მანამ, სანამ აფხაზური კანტატა ისმის, მაშინ უნდა დაგეწრათ "აფსნი" და არა "აფსუა". "აფსნი" - აფხაზეთი, "აფსუა" - ერი. პატივისცემით.
3. გულით დაგაქვს დარდი საქართველოსი, გტკივა შენი ნაომარი ქვეყანა. 5 გულით დაგაქვს დარდი საქართველოსი, გტკივა შენი ნაომარი ქვეყანა. 5
2. ჩვენ დავბრუნდებით! კარგი ჩანახატია... ჩვენ დავბრუნდებით! კარგი ჩანახატია...
1. გენაცვალე ოთარ...აი მიმტევებლური ალალმართლობით დაწერილი ლექსი... გენაცვალე ოთარ...აი მიმტევებლური ალალმართლობით დაწერილი ლექსი...
|