 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 3 აგვისტო, 2008 |
საშინელია ჩემი სიზმარი, როგორც სიზმარი შენი და სხვათა, ჩარაზულია ყველა ჭიშკარი და ზრიალია წამლეკავ ქართა, საშინელია ჩემი სიზმარი, როგორც სიზმარი შენი და სხვათა...
არ არის შველა და სიბრალული, ეს სიზმარია ჩემი და სხვათა, აცრემლებული ძველი ფარდული, გახუნებული ცხოვრების ფარდა, არ არის შველა და სიბრალული, ეს სიზმარია ჩემი და სხვათა...
ყინულის კაცის ლანდი და ხმები, ეს სიზმარია ჩემი და სხვათა, დატყვევებული მაღალი მთები, სამარის კართან ქვითინი ჟამთა, ყინულის კაცის ლანდი და ხმები ეს სიზმარია ჩემი და სხვათა...
საშინელია ჩემი სიზმარი, როგორც სიზმარი შენი და სხვათა, ჩარაზულია ყველა ჭიშკარი და ზრიალია წამლეკავ ქართა, საშინელია ჩემი სიზმარი, როგორც სიზმარი შენი და სხვათა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ლამაზად იკითხება და კარგი ლექსიცაა მაგრამ ეს ბევრი გამეორებანი ცოტა მიშლის ხელს
5 ქულა ლამაზად იკითხება და კარგი ლექსიცაა მაგრამ ეს ბევრი გამეორებანი ცოტა მიშლის ხელს
5 ქულა
18. კარგი.. მაგრამ თქვენი სხვები უფრო ;;)
კარგი.. მაგრამ თქვენი სხვები უფრო ;;)
16. ეს მხოლოდ სიზმარია:D
ლამაზი ლექსია ეს მხოლოდ სიზმარია:D
ლამაზი ლექსია
15. რატომ ასეთო უიმედობა? ამ ლექსმა ცუდ ხასიათზე დამაყენა. ყველა თუ არა ერთი ჭიშკარი მაინც აუცილებლად გაიღება. რატომ ასეთო უიმედობა? ამ ლექსმა ცუდ ხასიათზე დამაყენა. ყველა თუ არა ერთი ჭიშკარი მაინც აუცილებლად გაიღება.
13. თუ სიზმარში ცხოვრებას გულისხმობ-მაშინ ერთნაირად საშინელია ჩემი და სხვათა. 5 თუ სიზმარში ცხოვრებას გულისხმობ-მაშინ ერთნაირად საშინელია ჩემი და სხვათა. 5
12. 5 სოსო გაიხარე. 5 სოსო გაიხარე.
10. ერთი შეხედვით ლამაზი და მელოდიურია, მაგრამ თანდათან გიხვევს და გატრიალებს გამეორებებით და ფინალიდან ისევ თავიდან იწყებ. ჩემთვის, ფორმის თვალსაზრისით, ზუსტად მოიტანა ემოცია. 5 ერთი შეხედვით ლამაზი და მელოდიურია, მაგრამ თანდათან გიხვევს და გატრიალებს გამეორებებით და ფინალიდან ისევ თავიდან იწყებ. ჩემთვის, ფორმის თვალსაზრისით, ზუსტად მოიტანა ემოცია. 5
9. საშინელი რატომ? საშინელი რატომ?
6. ლადო ასათიანი
როცა მთვარე შეწყვეტს კაშკაშს და ბნელს შემოიხვევს, ისე, როგორც დაღლილ ვაჟკაცს, მძიმედ სძინავს ციხეს. სძინავს ციხეს, ნატამალი ხმაც არ აკრთობს სმენას, სძინავს ციხეს და თამარის საოცნებო სენაკს. სძინავს, ფიქრებს ალამაზებს და სიზმარში ხედავს, რომ მის ბებერ გალავანზე არწივები სხედან. რომ კვლავ ისმენს ძველთა ველთა ნიავ-ქარის ნანას, რომ მის ბებერ საძირკველთან ქართველები დგანან, რომ დილისკენ, როცა დნება მუქი შუქი მთვარის, გალავანზე გადმოდგება საქართველოს თვალი. იხურება ჯიხურებად დაღრუბლული სივრცე, დედოფალი იყურება არტანუჯის მხრისკენ. სძინავს ციხეს, ჯანიანი თრთის და სიზმრად ხედავს: ეს ქართველთა ჯარი არის თუ უღრანი ხეთა, ეს ნისლია ჩვენებური ― მზესავით რომ მოჩანს, თუ ქართველთა ძველებური ჩალისფერი დროშა. ვისკენ მოაქვთ ეს ალმები, ვის უხდიან ჩაჩქანს. ეს ― თამარი ესალმება საქართველოს ლაშქარს. იხურება ჯიხურებად დაღრუბლული სივრცე, ეს ― თამარი იყურება არტანუჯის მხრისკენ. სძინავს ციხეს, მაგრამ დილით მზე რომ იწყებს კაშკაშს, ეღვიძება, როგორც ძილით დასვენებულ ვაჟკაცს. ეღვიძება, როგორც სისხლით გაგიჟებულ მხედარს. ეღვიძება, მაგრამ ძილში ნახულს ვეღარ ხედავს, ვეღარ ხედავს, გაავდება, აშლის ხავსის ბალანს და გრუხუნებს ნაადრევი გაზაფხულის გვარად. მერე ისევ ალამაზებს სიზმრით თავის სვე-ბედს და ხავსიან გალავანზე არწივები თვლემენ. ლადო ასათიანი
როცა მთვარე შეწყვეტს კაშკაშს და ბნელს შემოიხვევს, ისე, როგორც დაღლილ ვაჟკაცს, მძიმედ სძინავს ციხეს. სძინავს ციხეს, ნატამალი ხმაც არ აკრთობს სმენას, სძინავს ციხეს და თამარის საოცნებო სენაკს. სძინავს, ფიქრებს ალამაზებს და სიზმარში ხედავს, რომ მის ბებერ გალავანზე არწივები სხედან. რომ კვლავ ისმენს ძველთა ველთა ნიავ-ქარის ნანას, რომ მის ბებერ საძირკველთან ქართველები დგანან, რომ დილისკენ, როცა დნება მუქი შუქი მთვარის, გალავანზე გადმოდგება საქართველოს თვალი. იხურება ჯიხურებად დაღრუბლული სივრცე, დედოფალი იყურება არტანუჯის მხრისკენ. სძინავს ციხეს, ჯანიანი თრთის და სიზმრად ხედავს: ეს ქართველთა ჯარი არის თუ უღრანი ხეთა, ეს ნისლია ჩვენებური ― მზესავით რომ მოჩანს, თუ ქართველთა ძველებური ჩალისფერი დროშა. ვისკენ მოაქვთ ეს ალმები, ვის უხდიან ჩაჩქანს. ეს ― თამარი ესალმება საქართველოს ლაშქარს. იხურება ჯიხურებად დაღრუბლული სივრცე, ეს ― თამარი იყურება არტანუჯის მხრისკენ. სძინავს ციხეს, მაგრამ დილით მზე რომ იწყებს კაშკაშს, ეღვიძება, როგორც ძილით დასვენებულ ვაჟკაცს. ეღვიძება, როგორც სისხლით გაგიჟებულ მხედარს. ეღვიძება, მაგრამ ძილში ნახულს ვეღარ ხედავს, ვეღარ ხედავს, გაავდება, აშლის ხავსის ბალანს და გრუხუნებს ნაადრევი გაზაფხულის გვარად. მერე ისევ ალამაზებს სიზმრით თავის სვე-ბედს და ხავსიან გალავანზე არწივები თვლემენ.
4. ცუდი სიზმრების მეშინია,წავედი წყალთან... :) ცუდი სიზმრების მეშინია,წავედი წყალთან... :)
3. ლამაზი ლექსია, სოსო. 9 ლამაზი ლექსია, სოსო. 9
2. ისე პირველი ავრ :D ისე პირველი ავრ :D
1. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|