ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2010


ქუჩის ბიჭივით

დღესაც,
განწყობა არის იგივე -
თუ სიცოცხლეა,
იყოს უბელო,
ძვრება ჯიბეში ღამე ჯიბგირი,
მთვრეს იპარავს ცაში ღრუბელი.

თითქოს ვალი მაქვს ასი ათასი,
ეს დედამიწა ისე მიჭყივის,
მე კი - სახეში ვურტყამ ნაფაზებს,
ეს ლექსიც მოდის ქუჩის ბიჭივით.

ახლა არ მითხრას ვინმემ - რათაო,
დღეს ასეთ ხმაზე მინდა ვსუნთქავდე,
ჰო,
ხასიათში დამყვა  -
ვბლატაობ,
შეეძლოთ - ჰაერს ჩამიხუთავდნენ.

ჩემო კარგებო,
აქეთ ღამეა,
სადღაც მეთევზე ხვდება ალიონს,
სიცოცხლე მართლა კაი რამეა,
ჰოდა,
რას ვჩხუბობთ,
ტკბილად გავლიოთ.

ანდაც,
დავლიოთ,
სანამ სხეულში,
სისხლი გადააქვთ ვიწრო სისხლძარღვებს,
არავის,
ნაღდად,
ხელს არ შევუშლი,
რაც თავი მახსოვს ამას ვიძახდი -

რომ ეს ცხოვრება სახრჩობელაა,
დრო დაგვიდგება,
ზედ აგვიყვანენ,
ჰოდა,
ეს გული დღეს იმხელაა,
არ შემიძლია,
რომ არ მიყვარდეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები