 | ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 23 ოქტომბერი, 2010 |
ი.გ.-ეს მოგწერ უბრალოდ სიყვარულის მზისფერ ფოთოლზე.... ქარს გამოვატან, წვიმანაწურ ღრუბლის მეგობარს... იქნებ მოგაგნოს....მოგაფინოს.... აგამზიანოს ცახცახ- ცახცახით. 22.10.10 თ. გ.-ას იქ, სადღაც ჩუმად დააკვდება ფოთოლი მიწას, წვიმის წვეთებად დაცურდება ციდან მოწყენა... და როცა მზისფერ ბაირაღებს აღმართავს მიწა მაღლა ხეებად.... მომენატრები.... ღიმილების უშორეს სიზმრად. 22.10.10. შენზე... დაიფარება ყველაფერი ფუმფულა საბნით... როცა იქნება..... ჯერ კი წვიმის წვეთს, დაცურებულს სარკმლის მინაზე, თითს გავაყოლებ, როგორც მაშინ, ოქროსფერ თმაში გახლართვია ჭადარს ოცნება, ქარცემული, გაილუმპება... და მზის ათინათს მოპარული, მოფერებული, უცნაურად შეფერილი.... გამზადებული წასასვლელად, მაინც აქ რჩება. 23.10.10. ცა იისფერი დუმილებიდან ოქროსფერ მოსასხამებს იხდიდა, ქარის ყველა ამოსუნთქვაზე... და სადღაც გაწელილი შორეულად, მოირგებდა მოწყენას, წვიმისფერი კაბებით, რომ ცეცხლისფრად აბრდღვიალებულ მიწას არ შერეოდა. 23.10.10.
მზე არ იღიმები....არა და არა! არც მონატრების ვნებიანი კოცნა არ გინდა! დაღლილ მზერას გააყოლებ წითლად გაყვითლებულ ფოთოლს და.... უნდო, უფერო მოსასხამში ჩაიფუთნები. 23.10.10.
ქარი დამღერის უცებ გადამტვრეულ ტოტთა ტკივილებს... უპატრონოდ დარჩენილ შვილებს, ჟანგდადებულ ფოთლებად რომ ყრიან ქუჩებში.... დამღერის სიზმრებს აუხდენელს, ანდა ახდენილს, ზაფხულის ხვატში მთვლემარეს რომ წამოგეწია.... დამღერის და.... გადასახვეწად ამზადებს სულებს. 23.10.10.
ღრუბელი რამდენი ზღვა და რამდენი მთაა გადასავლელი?... რომ დაღლილმა წამოწოლის ნება მივიღო, გავიშოტო და რაც გულში ტკივილი და ღიმილი მქონდა, სულ აქ დავღვარო, დავაფრქვიო,...... გარდავიცვალო! და.... მეორედ მიწის გულში დაბადებულმა, ოქროსფერ ფოთლად დავინახო ისევ სამყარო..... 23.10.10.
აქ და იქ აქ -- ნაცრისფერი ოქროსფერში ირევა და ... იქ -- ყველაფერი მარადიული ნათლით ელვარებს. აქ -- ყველაფერი ოთხ დროში ხდება.... იქ -- ერთადერთში --სამად ნაფერში. აქ -- შემოდგომის მირაჟები გტაცებენ შენს თავს... იქ -- ყველაფერში ის არის და თან მაინც შენ ხარ. 23.10.10.
ჩემზე... ყველაფერი სუფთაა.... მწიფე ფერებად დადუღებული და დამწყვდეული ქვევრში, მაჭარივით.... არა! ჯერ არ დაუგოზო თავი! ჯერ ადრეა დამშვიდება! ჯერ გამოვხეთქავ!.... გადავუვლი ცებს და საბუდრებს... ჯერ არ დამგოზო! ჯერ გულს სიმშვიდის ნეტარებით ვერ ვუგალობებ, წვიმას გავყვები, ან ღრუბელთა გამოახლებას, ან მზის წითელ ჩაღიმილებას... ჯერ არა....ჯერ დასადუღებელი ვარ, ქვევრში მაჭარივით, და ვებრძვი სევდას..... და რარიგ მინდა გადავიქცე იმ ვარდისფერად, ნება-ნება რომ გაიხუნებს წეროს ფრთაზე და.... გაფრინდება! 23.10.10.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ძალიან პოეტურია,! მშვენიერია! ძალიან პოეტურია,! მშვენიერია!
27. "დაიფარება ყველაფერი ფუმფულა საბნით... როცა იქნება..... ჯერ კი წვიმის წვეთს, დაცურებულს სარკმლის მინაზე, თითს გავაყოლებ, როგორც მაშინ, ოქროსფერ თმაში გახლართვია ჭადარს ოცნება, ქარცემული, გაილუმპება... და მზის ათინათს მოპარული, მოფერებული, უცნაურად შეფერილი.... გამზადებული წასასვლელად, მაინც აქ რჩება." განსაკუთრებით მომეწონა. პატივისცემით: ტენდი :) "დაიფარება ყველაფერი ფუმფულა საბნით... როცა იქნება..... ჯერ კი წვიმის წვეთს, დაცურებულს სარკმლის მინაზე, თითს გავაყოლებ, როგორც მაშინ, ოქროსფერ თმაში გახლართვია ჭადარს ოცნება, ქარცემული, გაილუმპება... და მზის ათინათს მოპარული, მოფერებული, უცნაურად შეფერილი.... გამზადებული წასასვლელად, მაინც აქ რჩება." განსაკუთრებით მომეწონა. პატივისცემით: ტენდი :)
26. ყველა მოსაწონია,განსაკუთრებით ეს მომეწონა :
აქ და იქ აქ -- ნაცრისფერი ოქროსფერში ირევა და ... იქ -- ყველაფერი მარადიული ნათლით ელვარებს. აქ -- ყველაფერი ოთხ დროში ხდება.... იქ -- ერთადერთში --სამად ნაფერში. აქ -- შემოდგომის მირაჟები გტაცებენ შენს თავს... იქ -- ყველაფერში ის არის და თან მაინც შენ ხარ.
555 ყველა მოსაწონია,განსაკუთრებით ეს მომეწონა :
აქ და იქ აქ -- ნაცრისფერი ოქროსფერში ირევა და ... იქ -- ყველაფერი მარადიული ნათლით ელვარებს. აქ -- ყველაფერი ოთხ დროში ხდება.... იქ -- ერთადერთში --სამად ნაფერში. აქ -- შემოდგომის მირაჟები გტაცებენ შენს თავს... იქ -- ყველაფერში ის არის და თან მაინც შენ ხარ.
555
25. ორ დღეში ყოფილა:)))) მაგარია ყველა... ორ დღეში ყოფილა:)))) მაგარია ყველა...
24. ულამაზესებია! და ყველა ერთ დღეში? ყოჩაღ! +777 ულამაზესებია! და ყველა ერთ დღეში? ყოჩაღ! +777
23. ;) რამდენი სითბოა......ღიმილები ყველა ჩემს სტუმარს.......:) :) :) :) ;) რამდენი სითბოა......ღიმილები ყველა ჩემს სტუმარს.......:) :) :) :)
22. ქარცემული, გაილუმპება...
როგორი სიტყვაა.. - ქარცემული.. მმ.. ჩემიანიი..
სულ მინდა ხოლმე რომ მოვიდე აქ.. და დავტოვო თბილი პეშვები.. ქარცემული, გაილუმპება...
როგორი სიტყვაა.. - ქარცემული.. მმ.. ჩემიანიი..
სულ მინდა ხოლმე რომ მოვიდე აქ.. და დავტოვო თბილი პეშვები..
21. ვმადლობ უფალს რომ, მზის ჩაწურვაზე წავიკითხე და ისე გამათბო, ისე გამათბო, მზის მოდენაზე მეგონა თავი! 5555! ვმადლობ უფალს რომ, მზის ჩაწურვაზე წავიკითხე და ისე გამათბო, ისე გამათბო, მზის მოდენაზე მეგონა თავი! 5555!
20. აუარებელი სითბო და სინაზე, პოეტური სიტყვის მადლი და გამჭვირვალობა-ეს არის შენი ხიბლი, ეს ხარ თავად შენ და შენი ლამაზი ლირიკა. გაიხარე ლამაზო ქალბატონო. აუარებელი სითბო და სინაზე, პოეტური სიტყვის მადლი და გამჭვირვალობა-ეს არის შენი ხიბლი, ეს ხარ თავად შენ და შენი ლამაზი ლირიკა. გაიხარე ლამაზო ქალბატონო.
19. მოგწერ უბრალოდ სიყვარულის მზისფერ ფოთოლზე.... ქარს გამოვატან, წვიმანაწურ ღრუბლის მეგობარს... იქნებ მოგაგნოს....მოგაფინოს.... აგამზიანოს ცახცახ- ცახცახით. როგორ მომენატრე-მშვიდო!:( მოგწერ უბრალოდ სიყვარულის მზისფერ ფოთოლზე.... ქარს გამოვატან, წვიმანაწურ ღრუბლის მეგობარს... იქნებ მოგაგნოს....მოგაფინოს.... აგამზიანოს ცახცახ- ცახცახით. როგორ მომენატრე-მშვიდო!:(
18. ჰოდა, მეც ვიწყებ შენი შემოქმედების გაცნობას. ძალიან საინტერესო ჩანს... 555 ჰოდა, მეც ვიწყებ შენი შემოქმედების გაცნობას. ძალიან საინტერესო ჩანს... 555
17. +2 ჩემგან მომეწონა:) +2 ჩემგან მომეწონა:)
16. წვიმას გავყვები, ან ღრუბელთა გამოახლებას, ან მზის წითელ ჩაღიმილებას...
ლამაზი პოეზია. მომენატრა მაიკო:) წვიმას გავყვები, ან ღრუბელთა გამოახლებას, ან მზის წითელ ჩაღიმილებას...
ლამაზი პოეზია. მომენატრა მაიკო:)
15. მშვენიერიიი!!! მშვენიერიიი!!! მშვენიერიიი!!! მათე-მაია, მათე-მაია, მათე-მაია არაჩვეულებრივი ხარ!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!! მშვენიერიიი!!! მშვენიერიიი!!! მშვენიერიიი!!! მათე-მაია, მათე-მაია, მათე-მაია არაჩვეულებრივი ხარ!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!!
14. ჰო, ნამდვილი ემოციური და კარგი პოეზიაა აქ:) ჰო, ნამდვილი ემოციური და კარგი პოეზიაა აქ:)
13. ეეჰ, სად არის ახლა ჩემი თანამშრომელი, გუშინ რომ თავი გამაბეზრა გზაში _ ამიხსენი ერთი ბოლოსდაბოლოს რა არის პოეზიაო? _ მე ამდენს საიდან შევძლებდი... აქ იყოს ახლა, წავაკითხებდი ამას და ვეტყოდი _ ეგ უნდა იყოს პოეზია, ჩემი აზრით-თქო და დავამატებდი თუ რათქმა უნდა მოგწვდა შემოდგომის სურნელი მეთქი :) ვფიქრობ გაიგებდა _ სულით ფაქიზი უნდა იყოს, რაკი პოეზიის რაობით დაინტერესდა :) მოკლედ _ ეს ჯერ პოეზიაა და მხოლოდ მერე ლექსი, განხვავებით მრავალ ტექსტთაგან ამ ჟანრში რომ იდება აქ. :) ამას კომენტარების რაოდენობაც ცალსახად ამტკიცებს :)))))) ეეჰ, სად არის ახლა ჩემი თანამშრომელი, გუშინ რომ თავი გამაბეზრა გზაში _ ამიხსენი ერთი ბოლოსდაბოლოს რა არის პოეზიაო? _ მე ამდენს საიდან შევძლებდი... აქ იყოს ახლა, წავაკითხებდი ამას და ვეტყოდი _ ეგ უნდა იყოს პოეზია, ჩემი აზრით-თქო და დავამატებდი თუ რათქმა უნდა მოგწვდა შემოდგომის სურნელი მეთქი :) ვფიქრობ გაიგებდა _ სულით ფაქიზი უნდა იყოს, რაკი პოეზიის რაობით დაინტერესდა :) მოკლედ _ ეს ჯერ პოეზიაა და მხოლოდ მერე ლექსი, განხვავებით მრავალ ტექსტთაგან ამ ჟანრში რომ იდება აქ. :) ამას კომენტარების რაოდენობაც ცალსახად ამტკიცებს :))))))
12. +5 მშვენიერია! +5 მშვენიერია!
11. თ. გ.-ას იქ, სადღაც ჩუმად დააკვდება ფოთოლი მიწას, წვიმის წვეთებად დაცურდება ციდან მოწყენა... და როცა მზისფერ ბაირაღებს აღმართავს მიწა მაღლა ხეებად.... მომენატრები.... ღიმილების უშორეს სიზმრად.
მშვენიერი, პოეტური, მონატრება... მოგიკითხა ლელამო :) თ. გ.-ას იქ, სადღაც ჩუმად დააკვდება ფოთოლი მიწას, წვიმის წვეთებად დაცურდება ციდან მოწყენა... და როცა მზისფერ ბაირაღებს აღმართავს მიწა მაღლა ხეებად.... მომენატრები.... ღიმილების უშორეს სიზმრად.
მშვენიერი, პოეტური, მონატრება... მოგიკითხა ლელამო :)
10. შემოდგომური განწყობისთვის, ესკიზებზე მეტია ეს :) ბევრად მეტი... შემოდგომური განწყობისთვის, ესკიზებზე მეტია ეს :) ბევრად მეტი...
9. გულით მოგიკითხეთ... ძალიან ლამაზი და სადა იყო და სიმშვიდე მომგვარა გულით მოგიკითხეთ... ძალიან ლამაზი და სადა იყო და სიმშვიდე მომგვარა
8. რამდენი ზღვა და რამდენი მთაა გადასავლელი?... რომ დაღლილმა წამოწოლის ნება მივიღო, გავიშოტო და რაც გულში ტკივილი და ღიმილი მქონდა, სულ აქ დავღვარო, დავაფრქვიო,...... გარდავიცვალო! და.... მეორედ მიწის გულში დაბადებულმა, ოქროსფერ ფოთლად დავინახო ისევ სამყარო.....
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ეს ყველაზე მეტად გამოვარჩიე...ყველა სასიამოვნო განწყობისაა რამდენი ზღვა და რამდენი მთაა გადასავლელი?... რომ დაღლილმა წამოწოლის ნება მივიღო, გავიშოტო და რაც გულში ტკივილი და ღიმილი მქონდა, სულ აქ დავღვარო, დავაფრქვიო,...... გარდავიცვალო! და.... მეორედ მიწის გულში დაბადებულმა, ოქროსფერ ფოთლად დავინახო ისევ სამყარო.....
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ეს ყველაზე მეტად გამოვარჩიე...ყველა სასიამოვნო განწყობისაა
7. შემოდგომა... ბუნების დღესასწაული...რა ლამაზად მოგვიტანე მათე...55555555 მოგეფერე მაგ სიფრიფანა სულში...ფოთოლივით რომ დაგვფარფატებს თავზე და გვათბობს...გვათბობს...:-*
შემოდგომა... ბუნების დღესასწაული...რა ლამაზად მოგვიტანე მათე...55555555 მოგეფერე მაგ სიფრიფანა სულში...ფოთოლივით რომ დაგვფარფატებს თავზე და გვათბობს...გვათბობს...:-*
6. ძალიან მომეწონა.55555 ძალიან მომეწონა.55555
5. უჰ,როგორ მომეწონა და მესიამოვნა!აი, პოეზია! ბრავო,ბრავო,ბრავო! უჰ,როგორ მომეწონა და მესიამოვნა!აი, პოეზია! ბრავო,ბრავო,ბრავო!
4. მოგიკითხე ო მთელი გულითო ნინიმ. :) მოგიკითხე ო მთელი გულითო ნინიმ. :)
3. როგორ მომნატრებიხაროოო???!!! :-* შენი ლამაზი ნატიფი სტროფებით! :-* 555! როგორ მომნატრებიხაროოო???!!! :-* შენი ლამაზი ნატიფი სტროფებით! :-* 555!
2. 55555
როგორ ხართ :) 55555
როგორ ხართ :)
1. "რამდენი ზღვა და რამდენი მთაა გადასავლელი?... რომ დაღლილმა წამოწოლის ნება მივიღო, გავიშოტო და რაც გულში ტკივილი და ღიმილი მქონდა, სულ აქ დავღვარო, დავაფრქვიო,...... გარდავიცვალო! და.... მეორედ მიწის გულში დაბადებულმა, ოქროსფერ ფოთლად დავინახო ისევ სამყარო....."
"წვიმას გავყვები, ან ღრუბელთა გამოახლებას, ან მზის წითელ ჩაღიმილებას... ჯერ არა....ჯერ დასადუღებელი ვარ, ქვევრში მაჭარივით, და ვებრძვი სევდას..... და რარიგ მინდა გადავიქცე იმ ვარდისფერად, ნება-ნება რომ გაიხუნებს წეროს ფრთაზე და.... გაფრინდება!"
მშვენიერი შემოდგომაა! "რამდენი ზღვა და რამდენი მთაა გადასავლელი?... რომ დაღლილმა წამოწოლის ნება მივიღო, გავიშოტო და რაც გულში ტკივილი და ღიმილი მქონდა, სულ აქ დავღვარო, დავაფრქვიო,...... გარდავიცვალო! და.... მეორედ მიწის გულში დაბადებულმა, ოქროსფერ ფოთლად დავინახო ისევ სამყარო....."
"წვიმას გავყვები, ან ღრუბელთა გამოახლებას, ან მზის წითელ ჩაღიმილებას... ჯერ არა....ჯერ დასადუღებელი ვარ, ქვევრში მაჭარივით, და ვებრძვი სევდას..... და რარიგ მინდა გადავიქცე იმ ვარდისფერად, ნება-ნება რომ გაიხუნებს წეროს ფრთაზე და.... გაფრინდება!"
მშვენიერი შემოდგომაა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|