ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: საბავშვო
16 ნოემბერი, 2010


კაჭკაჭები (ენის საკვნეტელა)

სუფრას შლიან კაჭკაჭები,
დაუცხვიათ მაჭკატები,
მგონი, გოგოს ათხოვებენ,
გამოუჩნდათ მაჭანკლები.

_ რა ნისკარტი,  რა თვალები,
რა ფრთები და რა ტან–ფეხი!_
კაჭკაჭელას სილამაზით
აღფრთოვანდნენ მაჭანკლები.

გაშლილ სუფრას შემოუსხდნენ,
სადღა არის მაჭკატები?!
საპატარძლოს შეუსანსლავს,
მყისვე მიხვდნენ კაჭკაჭები.

_ვის რად უნდა ღორმუცელა?_
აბობოქრდნენ მაჭანკლები,
სულ არ დარდობს კაჭკაჭელა,
ხომ მიირთვა მაჭკატები?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები