-ეე, აბა, მოდი ახლა, ჩვენ ქალებს გაუმარჯოთ, სუ კარგად იყვნენ, ჯამრთელადა... ჩვენა მაგათთვინ გაგვეძლოს და მაგათა კიდე ჩვენთვინა. მიდი, გადაჰკარი უცება და ისეთ ამბავს მოგიყვები, როო... ამასწინათა, ბაზრობაზე წავედიი... ესეც თან გამამყვა, ჩემი კნეინაი. მეეო, ათასი პაჭი–პუჭა მააქ საყიდელიო. წავიყვანეი, მა რა მექნა, სუ შემომაგლეჯდა საროჩკასა. ეგრე იცის, რო გაბრაზდება, თავისას კი არ მოჰკიდებს ხელსა, ჩემებსა გლეეჯს. ჰოდა, შევედით ბაზრობაზეე... მე საროჩკას ვეძებ ჩემთვინა, ეგა კიდე პაჭი–პუჭებსა თავითვინა... აქეთური, იქითური, ვიყიდე საროჩკაი, როგორც იქნა. კაი კია, ხო იცი შენა, შავია სულა, არც უთო უნდა, არც არაფერი. რავი, ეგება გარეცხვაც არა ჭირდებოდეს... მოკლედ, კაი რამეა, გაჩვენებ მერე, ალეს გასვენებაში უნდა ჩავიცვა... ჰოდა, გიყვები: ვიყიდე საროჩკაი და გამოვედი გარეთა. ამას უთხარი, ჩემ კნეინასა: ქალოო, სანამ შენა პაჭი–პუჭებსა ბოლომდე აარჩევ, მე იქით გადავალ, პრაკლადკები უნდა გამოვართვა ჯიგაროსა-მეთქი. ახტა-დახტა ვანკა–სტანკასავითა, ოტკის დარდი გაქ შენა, პრაკლადკების კი არაო. -აგე, საცა მემაროჟნე დგაას, ზონტიკიანი, იქ დამელოდეი, თორე, მე ვიცი შენა, სუ წყალში გადაგიყრი მაგ პაჭი–პუჭებსა–მეთქი,- დავუბრიალეი თვალები ჩემებურადა. რაღა ექნა, რაა, ჩემი ნტრედების გაფრენაი არა აქ ნანახი? გაიტრუნა, ჩაყლაპა ენაი. მე კიდე, წავედი ჯიგაროსთანა, პრაკლადკებიც ვიყიდეი, ვილაპარაკეთ კიდეცა, ერთი–ორი ჭიქა ოტკაცა ვხუხეით, ჯიგაროს გამოუხდია სიმამრის თაფლიდანა და დავბრუნდი უკანა. დავბრუნდი და დამიბნელდა თვალებში! აღარც ჩემი კნეინაა იმ ადგილზე, საცა დავტოვეი და აღარც მემაროჟნეი. ეე, რო დამკრა თავშია ურომა, ფეხებში გამიტანა! ემანდ ხო არაფერი იმაიმუნეს–მეთქი? თანა ვფიქრობ, აქამდე არაფერი შემიმჩნევია ჩემი კნეინათვინა და რაღა მემაროჟნეს გაჰყვა,თანაცა, ასე ერთ წამშია,–მეთქი, კაცოო! ამეხადა თავი, შოჩიკივით ვაცეცებ თვალებსა. გაჯეჯგილია იქაურობაი ხალხითა, მიდი–მოდიან, რამე... ხან ვინ შემხვდება, ხან ვინა, ზდრასტი, ვახტანგა, რას აკეთებ აქაო. მეცა, ვითომა არაფერიი, საქმე მაქ-მეთქი, ხელს ვუწევ ყველასა ვაჟნათა, როგორა ვთქვაა, ცოლს ვეძებ, მემაროჟნეს გაჰყვა-მეთქი, კაცოო! ამ შავბნელ ფიქრებში ვაარ და მაროჟნიი, მაროჟნიი! არ გავიგონეი?! ვჭყიტეი თვალები და რასა ვხედავ: დადის მემაროჟნეი თავისი ზონტიკიანი ტაჭკითა, პაკრიშკებიანი არ ყოფილა ის ტაჭკაი?! დადის და უკანა კიდე, მოჰყვება ჩემი კნეინაი, ხვითქი გადასდის სახეზედა, ორივე ხელში პაჭი–პუჭიანი პარკები აქ ჩაბღუჯული, ძლივსღა დალასლასებს თავისი ქუსლიანი ტუფლებითა. - მაროჟნიი, მაროჟნიი! - გააგორებს მემაროჟნეი ტაჭკასა, მოჰყვება ჩემი კნეინაცა, ამოუდგება გვერდში, თან იხედება აქეთ–იქითა, მე მეძებს ნამდვილადა. ამიტყდა სიცილი, ამას უტირებ ყოფის დღესა–მეთქი, მოვეფარეი ბუტკასა და იქიდან დავუწყეი თვალთვალი. -მაროჟნიი! - გაგორდება კიდე ტაჭკაი, მიუგორდება ჩემი კნეინაცა, პარკებსაც რო არ უშვებს ხელსა?! მაგის ჩიტია? ვინ იცის რა პაჭი–პუჭები უყრია შიგა. –მაროჟნიი!- გაგორდება ისევა ტაჩკაი, მიუგორდება ისევა ჩემი კნეინაცა, გასავათებულია უკვე. ასე სდია კარგა ხანსა, ლამის დაიცალა უკვე ბაზარი. შემეცოდა ბოლოსა, ცოლია მაინცა, მივედი და ავეტუზე უკანა. - სადა ხარ, ქალო, ამდენ ხანსა! - დავუყვირე ჩემებურადა. ერთი კი შეხტა შიშისაგანა და მერე ისე გაეხარდა ჩემი დანახვაი, რავი, რო მოვიყვანე ცოლადა, მაშინ არ გახარებია ეგრე. - რაღა სადა ვარ, კაცო! პაკრიშკები ქონია ამ ტაჩკასა. რო წახვედი, ცოტა ხანში მაროჟნიო, დაიძახა ამ დასამიწებელმა მემაროჟნემა, ჰკრა ხელი და არ გააგორა?! გააგორა და აღარ გაჩერდა! ხან ბაზრობის თავში წავიდა, ხან ბოლოშია, ხან თავშია, ხან ბოლოშია... დავყვებოდი უკანა მეცა, მე უბედური. რა უნდა მექნა? რა, განა არ ვიცი, ამასთან რო არ დაგლოდებოდი, სუ გადამიყრიდი ჩემ ნაყიდებსა?! არ გიქნია ეგეთები ჯერა თუ რაა?!- რო ჩაირთოო, აღარ გამოირთო, კაცოო! წამოვედით სახლში და ვკვდები სიცილითა, ახლა მე მომყვება კუდში ჩემი კნეინაი და მდებს მიწაში ცოცხლადაცა და მკვდრადაცა. მე კიდე ვიცინი, ვიცინი, რო სუ ცრემლები მომდის თვალებიდანა. მოვედით სახლში, როგორც იქნა. ესა ისევა მწყევლის, მე ისევ ვიცინი. რავი, იქნება და სიხარულისგანა, რო სხვა საქმითვინ ვრ გაყვა მემაროჟნესა... ამანა კიდე, დაიგულა თავი სახლშია, მოსულიერდა, ჩაიცვა თავისი ახალი პაჭი–პუჭები, დაავლო ბღარებსა ხელი და შენთან გამჩერებელი აღარა ვაარო, დედამისთან გაქუსლა! მე კი ვიცი,რატომაცა, ახალი რამეები უნდა შეახარბოს იქა ხალხსა, მარა, გაუშვი, ვითომა ვერა ვხვდები ვერაფერსა, ვითომა გაბრაზებულია ჩემზე და სუ წავიდა ჩემგანა... ...არა, მართლა სუ კი არ წავიდა, გენა, ვინ დაიჯერებს მაგასა?! აბა ერთი, ნახეი, როგორი თვალებით მიყურებს-ხოლმე, სიყვარულითა... ხო გაგიგონია შენა, მელასა თავისი მახრჩობელაი ქვეყანას ურჩევნიაო?! ეგეც ეგრეა, ჩემი კნეინაი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. არ ვიცი რატო მაგრამ რეზო გამხსენდა, ჩვენი, ინანიშვილი.. მადლობა! არ ვიცი რატო მაგრამ რეზო გამხსენდა, ჩვენი, ინანიშვილი.. მადლობა!
17. :) სოლე:)** :) სოლე:)**
16. ეს როგორ არ მქონდა წაკითხული,თავს ვერ ვპატიობ, როგორი სიამოვნება დამიკარგავს.კიდევ კარგი ახსენე,ლელა ფორუმზე წეღან. ეს როგორ არ მქონდა წაკითხული,თავს ვერ ვპატიობ, როგორი სიამოვნება დამიკარგავს.კიდევ კარგი ახსენე,ლელა ფორუმზე წეღან.
15. ვაიმე ცრემლებამდე ვიცინე .. გაიხარეტ უმაგრესიაააა.. წარმატებები ვაიმე ცრემლებამდე ვიცინე .. გაიხარეტ უმაგრესიაააა.. წარმატებები
14. არც მე მქონდა წაკითხულიიიიიი....ვაიმე რა კაია...:))))) ამანა კიდე, დაიგულა თავი სახლშია, მოსულიერდა, ...მოსულიერებამ ხომ დახურა საერთოდ...:))))))))) არაცვეულებრივად წეეერ...555555555 გაიხარე, რამდენი მაცინეეე...:-* არც მე მქონდა წაკითხულიიიიიი....ვაიმე რა კაია...:))))) ამანა კიდე, დაიგულა თავი სახლშია, მოსულიერდა, ...მოსულიერებამ ხომ დახურა საერთოდ...:))))))))) არაცვეულებრივად წეეერ...555555555 გაიხარე, რამდენი მაცინეეე...:-*
13. ვუიიი , ეს არ მქონდა წაკითხუუულიიიი! =)) =))
ძალიან კოლორიტული, ბუნებრივი ნაწერია... რამდენი ვიციიინეეე!
შემეცოდა კნეინა, მაგრამ მაინც ხომ მიიღო რაც უნდოდა, პაჭი-პუჭები _ ასე, რომ კეთილი ავტორი ხართ თქვენ და პერსონაჟებს იმას აძლევთ, რაც უნდათ! :-* ვუიიი , ეს არ მქონდა წაკითხუუულიიიი! =)) =))
ძალიან კოლორიტული, ბუნებრივი ნაწერია... რამდენი ვიციიინეეე!
შემეცოდა კნეინა, მაგრამ მაინც ხომ მიიღო რაც უნდოდა, პაჭი-პუჭები _ ასე, რომ კეთილი ავტორი ხართ თქვენ და პერსონაჟებს იმას აძლევთ, რაც უნდათ! :-*
12. ძალიან, ძალიან კარგია, ჩემო ლელა!!! 5! ძალიან, ძალიან კარგია, ჩემო ლელა!!! 5!
11. და მერე ისე გაეხარდა ჩემი დანახვა,რავი,რო მოვიყვანე ცოლადა , მაშინ არ გახარებია ეგრე, --- გაიხარე ავტორო კასრგად წერ. +5 და მერე ისე გაეხარდა ჩემი დანახვა,რავი,რო მოვიყვანე ცოლადა , მაშინ არ გახარებია ეგრე, --- გაიხარე ავტორო კასრგად წერ. +5
10. :) კარგი იყო :) :) კარგი იყო :)
9. აუ, მაგრად ვიღიმილე და ვიცინე! აუ, მაგრად ვიღიმილე და ვიცინე!
8. მშვენიერია...ხალისიანი და კოლორიტული!.. მშვენიერია...ხალისიანი და კოლორიტული!..
7. დიდი მადლობა, წაკითხვისთვის. მიხარია, თუ იცინეით:) გივი, სხვებზე მოგიყვები ჯერა და მერე იქნება ამათიც გავიხსენო რამე:) ნინო, მიხარია რომ აქაც გადახედეთ:) კიდევ ერთხელ: გმადლობთ. დიდი მადლობა, წაკითხვისთვის. მიხარია, თუ იცინეით:) გივი, სხვებზე მოგიყვები ჯერა და მერე იქნება ამათიც გავიხსენო რამე:) ნინო, მიხარია რომ აქაც გადახედეთ:) კიდევ ერთხელ: გმადლობთ.
6. რა ვქნა, რამდენჯერაც და სადაც არ უნდა წავიკითხო, მუდამ ვხალისობ.+5
რა ვქნა, რამდენჯერაც და სადაც არ უნდა წავიკითხო, მუდამ ვხალისობ.+5
5. ლელავ, გენა, კიდევ არსად მიდის კნეინაი თავისი ქმრითა, რომ მოგვიყვე მერე?.. :) 555 ლელავ, გენა, კიდევ არსად მიდის კნეინაი თავისი ქმრითა, რომ მოგვიყვე მერე?.. :) 555
4. ლელას დამსახურებული5 ხალასი ნაწერია!:) წარმატებები სითბოთი- ლელას დამსახურებული5 ხალასი ნაწერია!:) წარმატებები სითბოთი-
3. უუუუუმაგრესიაააააა!!! და თან კიდენა, გენავ, რამდენი მაციენი :)) =)) 55555 უუუუუმაგრესიაააააა!!! და თან კიდენა, გენავ, რამდენი მაციენი :)) =)) 55555
1. gaixare, lela, kargi xalisiani ramea...:) gaixare, lela, kargi xalisiani ramea...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|