/მარიამ წიკლაურს/
თანდათან როგორ დაგემსგავსე! მეც, შენსავით, ჯერ ხმებისგან დავცარიელდი. თითქოს ვიღაცამ ქურდულად გამხსნა ჟრიამულით სავსე ზარდახშა და ყველა ბგერა, რაც მიყვარდა, ერთად წამართვა: მამის სიცილი (წყაროს წყლით თიხის დოქის ავსება), დედის გულის ძალუმი ფეთქვა ( ბუდეზე მჯდარი მოლაღურის შეფრთხიალება), ბავშვის ტიტინი (ნაძვის ხის მინის სათამაშოს გაწკარუნება)...
თანდათან როგორ დაგემსგავსე! გავნაცრისფერდი. დაიმტვერა ნიჟარებით მოქარგული ყურთბალიშები, ზედ თავს რომ ვდებდით უკვე დიდებიც და შორეული ბავშვობის ზღაპრებს ჩუმად ვისმენდით. ან თაროებზე შემოდგმული ქოთნის იები რა უცნაურად გადაიქცა ფერდაკარგულ ჰერბარიუმად...
თანდათან როგორ დაგემსგავსე! შენ – თეატრის გაუქმებული დეკორაცია, ციცინათელას სუსტი ჭრაქი რომ გინათებს სარკმელს. მე – ძაფჩაჭრილი მარიონეტი, ხის თვალებიდან ახლა მხოლოდ სიცარიელე მოცოცავს გარეთ.
ფეხარეული, ხელისცეცებით ვბრუნდები უკან, მოვუყვები ეკალ–ბარდით ამოკაწრულ პრიალა ღამეს, რომ შენს წინკართან მძიმე ქვებივით დავალაგო სიძულვილი, შური, ღალატი და შემოვიდე, ათას ცოდვაში გადარჩეული ფეტვის მარცვალი,
იგივეს გკითხავ: ვინ მიაჭედა სამყაროს ჭიშკარს ნამგალა მთვარე – ბრჭყვიალა ნალი? ვისი დაღლილი ხელი უყრიდა პურის ნამცეცებს წინსაფარზე მიხატულ ჩიტებს? ან ვინ აქსოვდა შენს კიდეებზე ხავსის კი არა, გვირილის მაქმანს?
ნუ მიპასუხებ. ისედაც ვხვდები. ახლა მეც ვხედავ ცასმობჯენილი ანგელოსების მოწყალე თვალებს – წმინდა ვარსკვლავებს, ახლა მეც მესმის, წვიმის წვეთები ამბობენ ძლისპირს და ძველ საფლავებს უნანავებენ.
...თანდათან როგორ მემსგავსები! ორივე ერთად ისევ ვივსებით მონატრებული, ჩუმი ბგერებით. შენ – ჩემი ძველი, ბებერი სახლი. მე – შენს კიბეზე ამოჭრილი ბალახის ღერი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. თანდათან როგორ დაგემსგავსე! შენ – თეატრის გაუქმებული დეკორაცია, ციცინათელას სუსტი ჭრაქი რომ გინათებს სარკმელს. მე – ძაფჩაჭრილი მარიონეტი, ხის თვალებიდან ახლა მხოლოდ სიცარიელე მოცოცავს გარეთ. თანდათან როგორ დაგემსგავსე! შენ – თეატრის გაუქმებული დეკორაცია, ციცინათელას სუსტი ჭრაქი რომ გინათებს სარკმელს. მე – ძაფჩაჭრილი მარიონეტი, ხის თვალებიდან ახლა მხოლოდ სიცარიელე მოცოცავს გარეთ.
26. როგორც პოეზიას ვერ აღვიქვამ ამას ნამდვილად. როგორც პროზას +2 :) როგორც პოეზიას ვერ აღვიქვამ ამას ნამდვილად. როგორც პროზას +2 :)
25. ძალიან კარგი ხარ, ლელა!გენაცვალე!:) ძალიან კარგი ხარ, ლელა!გენაცვალე!:)
22. გამორჩევა მინდოდადა გადავიფიქრე:)მთლიანობაშია ძალიან კაგი და მომეწონა მე:)++ გამორჩევა მინდოდადა გადავიფიქრე:)მთლიანობაშია ძალიან კაგი და მომეწონა მე:)++
21. ეს არის იატორიული ლექსი , ძალიან მომეწონა, საოცარი განცდები, ვერცერთ ფრაზას ვერ გამოვარჩევ, ერთიმეორეზე უკეთესი ეს არის იატორიული ლექსი , ძალიან მომეწონა, საოცარი განცდები, ვერცერთ ფრაზას ვერ გამოვარჩევ, ერთიმეორეზე უკეთესი
20. ვინ მიაჭედა სამყაროს ჭიშკარს ნამგალა მთვარე – ბრჭყვიალა ნალი? ვისი დაღლილი ხელი უყრიდა პურის ნამცეცებს წინსაფარზე მიხატულ ჩიტებს? ან ვინ აქსოვდა შენს კიდეებზე ხავსის კი არა, გვირილის მაქმანს? ვინ მიაჭედა სამყაროს ჭიშკარს ნამგალა მთვარე – ბრჭყვიალა ნალი? ვისი დაღლილი ხელი უყრიდა პურის ნამცეცებს წინსაფარზე მიხატულ ჩიტებს? ან ვინ აქსოვდა შენს კიდეებზე ხავსის კი არა, გვირილის მაქმანს?
19. თითქოს ვიღაცამ ქურდულად გამხსნა ჟრიამულით სავსე ზარდახშა და ყველა ბგერა, რაც მიყვარდა, ერთად წამართვა: მამის სიცილი თითქოს ვიღაცამ ქურდულად გამხსნა ჟრიამულით სავსე ზარდახშა და ყველა ბგერა, რაც მიყვარდა, ერთად წამართვა: მამის სიცილი
18. აქ ვიპოვე ეს ლექსი და ძალიან გამეხარდა. აქ ვიპოვე ეს ლექსი და ძალიან გამეხარდა.
17. ..
მგონი მეც წაკითხული მაქვს..
და ისიც მახსოვს "ყურთბალიშებზე" რაღაც ვთქვი..
სხვა აღარ ვიცი - რა დავწერე მაშინ.. ახლა ვამბობ - სავსე ნაწერია და ჩემზე ძალიან იმოქმედა..
5!
..
მრავალს - ყველა სიკეთით.. ..
მგონი მეც წაკითხული მაქვს..
და ისიც მახსოვს "ყურთბალიშებზე" რაღაც ვთქვი..
სხვა აღარ ვიცი - რა დავწერე მაშინ.. ახლა ვამბობ - სავსე ნაწერია და ჩემზე ძალიან იმოქმედა..
5!
..
მრავალს - ყველა სიკეთით..
16. გეფერებით და დამდეგ შობას გილოცავთ! :) გეფერებით და დამდეგ შობას გილოცავთ! :)
15. ...თანდათან როგორ მემსგავსები! ორივე ერთად ისევ ვივსებით მონატრებული, ჩუმი ბგერებით. შენ – ჩემი ძველი, ბებერი სახლი. მე – შენს კიბეზე ამოჭრილი ბალახის ღერი...
მომეწონა... სევდიანი და ლამაზი ...თანდათან როგორ მემსგავსები! ორივე ერთად ისევ ვივსებით მონატრებული, ჩუმი ბგერებით. შენ – ჩემი ძველი, ბებერი სახლი. მე – შენს კიბეზე ამოჭრილი ბალახის ღერი...
მომეწონა... სევდიანი და ლამაზი
14. ულამაზესია...უფაქიზესი სულის გამოძახილი... მიყვარხარ ასეთი ჩემეული! +555 ულამაზესია...უფაქიზესი სულის გამოძახილი... მიყვარხარ ასეთი ჩემეული! +555
13. იგივევინ მიაჭედა სამყაროს ჭიშკარს ნამგალა მთვარე – ბრჭყვიალა ნალი? ვისი დაღლილი ხელი უყრიდა პურის ნამცეცებს წინსაფარზე მიხატულ ჩიტებს? ან ვინ აქსოვდა შენს კიდეებზე ხავსის კი არა, გვირილის მაქმანს? ულამაზესი...უსათუთესი...:-* 555555 იგივევინ მიაჭედა სამყაროს ჭიშკარს ნამგალა მთვარე – ბრჭყვიალა ნალი? ვისი დაღლილი ხელი უყრიდა პურის ნამცეცებს წინსაფარზე მიხატულ ჩიტებს? ან ვინ აქსოვდა შენს კიდეებზე ხავსის კი არა, გვირილის მაქმანს? ულამაზესი...უსათუთესი...:-* 555555
12. სასიამოვნოდ წავიკითხე... გმადლობთ. +5 სასიამოვნოდ წავიკითხე... გმადლობთ. +5
11. "...თანდათან როგორ მემსგავსები! ორივე ერთად ისევ ვივსებით მონატრებული, ჩუმი ბგერებით. შენ – ჩემი ძველი, ბებერი სახლი. მე – შენს კიბეზე ამოჭრილი ბალახის ღერი..."
საოცრად ფაქიზი, ნოსტალგიური განწყობა და უმთავრესი კითხვა – რანი ვართ?..
ძალიან მომეწონა!
"...თანდათან როგორ მემსგავსები! ორივე ერთად ისევ ვივსებით მონატრებული, ჩუმი ბგერებით. შენ – ჩემი ძველი, ბებერი სახლი. მე – შენს კიბეზე ამოჭრილი ბალახის ღერი..."
საოცრად ფაქიზი, ნოსტალგიური განწყობა და უმთავრესი კითხვა – რანი ვართ?..
ძალიან მომეწონა!
10. იგივეს გკითხავ: ვინ მიაჭედა სამყაროს ჭიშკარს ნამგალა მთვარე – ბრჭყვიალა ნალი? ვისი დაღლილი ხელი უყრიდა პურის ნამცეცებს წინსაფარზე მიხატულ ჩიტებს? ან ვინ აქსოვდა შენს კიდეებზე ხავსის კი არა, გვირილის მაქმანს?...
...თანდათან როგორ მემსგავსები! ორივე ერთად ისევ ვივსებით მონატრებული, ჩუმი ბგერებით. შენ – ჩემი ძველი, ბებერი სახლი. მე – შენს კიბეზე ამოჭრილი ბალახის ღერი...
გაიხარე, ლელა! 5 იგივეს გკითხავ: ვინ მიაჭედა სამყაროს ჭიშკარს ნამგალა მთვარე – ბრჭყვიალა ნალი? ვისი დაღლილი ხელი უყრიდა პურის ნამცეცებს წინსაფარზე მიხატულ ჩიტებს? ან ვინ აქსოვდა შენს კიდეებზე ხავსის კი არა, გვირილის მაქმანს?...
...თანდათან როგორ მემსგავსები! ორივე ერთად ისევ ვივსებით მონატრებული, ჩუმი ბგერებით. შენ – ჩემი ძველი, ბებერი სახლი. მე – შენს კიბეზე ამოჭრილი ბალახის ღერი...
გაიხარე, ლელა! 5
9. იგივეს გკითხავ: ვინ მიაჭედა სამყაროს ჭიშკარს ნამგალა მთვარე – ბრჭყვიალა ნალი?
ნათლად დაგიხატავს!:) იგივეს გკითხავ: ვინ მიაჭედა სამყაროს ჭიშკარს ნამგალა მთვარე – ბრჭყვიალა ნალი?
ნათლად დაგიხატავს!:)
8. :) :) :) არც ახალია, არც ძველი:) :) :) :) არც ახალია, არც ძველი:)
7. არ მახსოვს. არ ვიცი. :) არ მითხრა რო ახალი ნაწერია. :) ისე კარგია ეგ მგონი, მკითხველს რომ ჰგონია თითქოს წაკითხული აქვს უკვე. მაგრამ მე მაინც სადღაც მაქვს ნანახი. :) არ მახსოვს. არ ვიცი. :) არ მითხრა რო ახალი ნაწერია. :) ისე კარგია ეგ მგონი, მკითხველს რომ ჰგონია თითქოს წაკითხული აქვს უკვე. მაგრამ მე მაინც სადღაც მაქვს ნანახი. :)
6. იქნებ გაიხსენო, როდის? მართლა მაინტერესებს. იქნებ გაიხსენო, როდის? მართლა მაინტერესებს.
5. არა ამ წუთას არ წამიკითხავს. არა ამ წუთას არ წამიკითხავს.
4. :) ამ წუთას და ასე სწრაფად, აქაც დიმიტრი და იქაც დიმიტრი? :) :) ამ წუთას და ასე სწრაფად, აქაც დიმიტრი და იქაც დიმიტრი? :)
3. არ ვიცი. ეგ არ მახსოვს. რო ვკითხულობდი აშკარად ნაცნობ რამეს ვკითხულობდი. :)
"იქით" ხო არ იდო? :D არ ვიცი. ეგ არ მახსოვს. რო ვკითხულობდი აშკარად ნაცნობ რამეს ვკითხულობდი. :)
"იქით" ხო არ იდო? :D
2. დიმიტრი, გილოცავ და საიდან?:) დიმიტრი, გილოცავ და საიდან?:)
1. ვიცი მე ეს ნაწერი, მახსოვს. :) ვიცი მე ეს ნაწერი, მახსოვს. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|