ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰ ა ნ ა
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2011


სამი: माया / महायान / आत्मन्

माया

მე მაია ვარ,
ვერ იპოვი ჩემში ღვთაებრივს.
ამქვეყნიური ქალის ბუნებას
ვერც თავს დააღწევ,
თუ შეიყვარე.


महायान

ვდგები დაღლიდან.
ჩემი ეტლი-მაჰაიანა
მიერეკება.
გზა-ნირვანისკენ,
აღარ ვჩერდები...


आत्मन्

ჩემი გრძნობები ატმანია
და თუ მოკვდება,
ხელახლა ისევ შენს სხეულში
დაიბადება,
მარადიულად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები