ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2011


ჩემს უფროსს დაიკოს

ეკას

ვისაც შენთვის გულში არ ჩაუხედავს,
არ უნახავს იასამნის ფერები,
ვისაც შენი თვალები არ უნახავს,
დარჩენია ია მოუფერები.

ვისაც შენი ღიმილი არ უნახავს,
ატმის ყვავილს ვერასოდეს იხილავს,
ვისაც ნაზი მიმოზები არ უყვარს,
მათსავით ნაზს შენც ვერასდროს გიხილავს.

გაზაფხულის ყვავილობას გადარებ,
ენძელების სითეთრეში იწყები,
ვინც კი გნახავს იასამნის ფერებით
აბა, როგორ, როგორ დაავიწყდები?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები