ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოლე
ჟანრი: საბავშვო
25 იანვარი, 2011


ლელას ბოსტანი

ზაფხულია, ბოსტანში
უსაშველოდ ცხელა.
ცა წვიმას ვერ ელევა,
საწოლი კი-ლელას.
-ვაი, ვაი ჩამოვჭკნი,
ერთი წვეთი წყალი
მომაწოდეთ ვინმემ.-
ავიშვიშდა ფხალი.
-შენ გცხელა და სხვას არა?!
-შეუტია ხახვმა,
-ვერა ხედავ, ბოლოკი
საცოდავი, გახმა?!
რამეს ხომ არ გვირჩევდი,
საზრიანო ქინძო?!
ქინძმა-ავშრიალდეთო,
იქნებ გავაღვიძოთ.
-აბა, აბა, შრიალით!-
გაეცინა წიწმატს.
-შენ, ჩუ!დაუცაცხანა
ხახვმა, ენაკვიმატს.
ყური ცქვიტა მურიამ-
ვინ ბედავსო ხმაურს?!
-გოგო არ გამიღვიძოთ,
მორჩით აურზაურს!
დედას ეხმარებოდა,
გვიან დაიძინა.
ადგება და მოგხედავთ,
ცოტაც მოითმინეთ!
ლელას გაჰღვიძებოდა,-
(მათ ხმაურზე, ალბათ.)
წამსვე მიურბენინა
მურამ ჭრელი კაბა.
დააცადა ჩაცმა და
ჩამოჰქაჩა კალთა,
ხან წინ გარბის, ხან კიდევ
დაცუცქდება კართან.
"ჩემი ბოსტნეულიო"-
გაახსენდა ლელას,
-მორწყვა დავუგვიანე,
დამიჭკნება, ყველა!
მოიძია სარწყავი
იქვე, თვალხატულამ,
კიტრიც გააგრილა,
ქინძიც დაარწყულა.
-გვეშველაო!-ჭარხალმა...
ამოითქვეს სული.
ყველა პირდაბანილი
დგას და გაპრანჭული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს