 | ავტორი: ლელა ცუცქირიძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 იანვარი, 2011 |
მე, უბრალოდ, დედაშენი ვარ. ჩვეულებრივი დედაშენი. მარგალიტად არ მიქცევია ქვიშის მარცვალი. აქ, მიწაზე, ჩვეულებრივ სახლში ვცხოვრობდი და ჩემს სხეულში შვილად გქარგავდი. ეს ჩხარუნა, ფერადი მძივიც, მარგალიტები არ გეგონოს. ჩვეულებრივი ზღვის კენჭებია – შენთვის ჩათქმული სურვილებით შემოწინწკლული.
მე, უბრალოდ, დედაშენი ვარ. ჩვეულებრივი დედაშენი. ზამთრის ქარიან ღამეებში, შეკრული ძნები გუდიანებად რომ იქცეოდნენ, გადმოვაწყობდი ჩემი სულის ჟივჟივა ფერებს, სიზმრებს გიქსოვდი და გიყვებოდი უცნაურ ამბებს კეთილ მოხუცზე , დილაობით რომ მზეს აფუებდა, (მზე ვარცლიდან გადმოდიოდა და მთელ სამყაროს შუქით ავსებდა), ღამღამობით კი, მის დაღლილ ხელებს კრიალა მთვარე ამოჰყავდა თოთო ყველივით.
მე, უბრალოდ, დედაშენი ვარ. ჩვეულებრივი დედაშენი. მშვიდად ვიცლი სხეულიდან დღეებს, ღამეებს და შენს გარშემო გამჭვირვალე ზღუდეებს ვაგებ. შენ არა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ სუსტი ხარ, ბაბუაწვერა. ყველა ტკივილის წამოქროლვაზე შიშისაგან რომ იფანტება.
და ერთხელაც, დღე–ღამე რომ შემომელევა, არ შეშინდე. არაფერი არ შეიცვლება. მშობლის საფლავი, ეს, უბრალოდ, დაღლილ შვილთა სულმოსათქმელად დადებული თბილი ქვებია, ჩამოჯდები, ჩამოისვენებ…
არაფერი არ შეიცვლება. როგორც ადრე, შენს ბავშვობაში, ღამიან ცაზე ვარსკვლავების თაფლაკვერებს მოგიპირქვავებ, სავსე ღრუბლებსაც გამოგიწურავ… მწვანე ხეებზე ცისარტყელას – საქანელას გამოგიკვანძავ… გაიღიმე? ძალიან კარგი. აქ ვარ. შენთან ვარ. მე – დედაშენი, ჩვეულებრივი დედაშენი და უბრალოდ, ისევ მიყვარხარ…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ეს ლექსიც ძალიან მიყვარს!:-* ეს ლექსიც ძალიან მიყვარს!:-*
24. და ჩემს სხეულში შვილად გქარგავდი.
გადმოვაწყობდი ჩემი სულის ჟივჟივა ფერებს,
ღამიან ცაზე ვარსკვლავების თაფლაკვერებს მოგიპირქვავებ, და ჩემს სხეულში შვილად გქარგავდი.
გადმოვაწყობდი ჩემი სულის ჟივჟივა ფერებს,
ღამიან ცაზე ვარსკვლავების თაფლაკვერებს მოგიპირქვავებ,
23. ძალიან, ძალიან მომეწონა! ძალიან, ძალიან მომეწონა!
22. ეს რაკარგი ლექსია,წაიკითხავ და სავსე გახვალ აუცილებლად :) ეს რაკარგი ლექსია,წაიკითხავ და სავსე გახვალ აუცილებლად :)
21. ყველას, ნინოს თუ არანინოს, გილოცავთ ნინოობას! :) ყველას, ნინოს თუ არანინოს, გილოცავთ ნინოობას! :)
19. ძალიან მომეწონა, ლელა,ძალიააან!!! :) :)
პატივისცემით: ტენდი ძალიან მომეწონა, ლელა,ძალიააან!!! :) :)
პატივისცემით: ტენდი
18. ძალიან მომეწონა :) ძალიან მომეწონა :)
17. მშვენიერი, შთამბეჭდავი და ძალიან თბილი... მშვენიერი, შთამბეჭდავი და ძალიან თბილი...
16. მე, უბრალოდ, დედაშენი ვარ. ჩვეულებრივი დედაშენი. მშვიდად ვიცლი სხეულიდან დღეებს, ღამეებს და შენს გარშემო გამჭვირვალე ზღუდეებს ვაგებ.
დღეგრძელობა ყველა დედას...
მე, უბრალოდ, დედაშენი ვარ. ჩვეულებრივი დედაშენი. მშვიდად ვიცლი სხეულიდან დღეებს, ღამეებს და შენს გარშემო გამჭვირვალე ზღუდეებს ვაგებ.
დღეგრძელობა ყველა დედას...
15. აქ, მიწაზე, ჩვეულებრივ სახლში ვცხოვრობდი და ჩემს სხეულში შვილად გქარგავდი
რა სითბოა!:) აქ, მიწაზე, ჩვეულებრივ სახლში ვცხოვრობდი და ჩემს სხეულში შვილად გქარგავდი
რა სითბოა!:)
14. მადლობაა:) თამრი, მეც მიყვარხარ:) მადლობაა:) თამრი, მეც მიყვარხარ:)
13. მშვენიერია! ლამაზი და აზრიანი. მშვენიერია! ლამაზი და აზრიანი.
12. ლელააა, მიყვარხარ! ამ ლექსისთვის! თუნდაც მხოლოდ ამისთვის! და ხელები მიკანკალებს, ქულას რომ ვერ ვწერ აქ! :–* ლელააა, მიყვარხარ! ამ ლექსისთვის! თუნდაც მხოლოდ ამისთვის! და ხელები მიკანკალებს, ქულას რომ ვერ ვწერ აქ! :–*
11. მიიღე ჩემგან აპლოდისმენტები!ლელა, ისეთი ლექსია, ისეთი...სიტყვები არ მყოფნის.საოცრად მომეწონა!:) მიიღე ჩემგან აპლოდისმენტები!ლელა, ისეთი ლექსია, ისეთი...სიტყვები არ მყოფნის.საოცრად მომეწონა!:)
10. და გიყვებოდი უცნაურ ამბებს კეთილ მოხუცზე , დილაობით რომ მზეს აფუებდა, (მზე ვარცლიდან გადმოდიოდა და მთელ სამყაროს შუქით ავსებდა), ღამღამობით კი, მის დაღლილ ხელებს კრიალა მთვარე ამოჰყავდა თოთო ყველივით.
არაფერი არ შეიცვლება. მშობლის საფლავი, ეს, უბრალოდ, დაღლილ შვილთა სულმოსათქმელად დადებული თბილი ქვებია, ჩამოჯდები, ჩამოისვენებ…
გენაცვალეეეეე!!!! ესაა პოეზია...:–* თბილი.... მართლაც მშობლის ქვასავით...:–* ( ყველაფერი რა ლამაზად გამოგდის ავტორო...საბავშვოც...სადიდოც...სა–მშობლოც...:)))) და გიყვებოდი უცნაურ ამბებს კეთილ მოხუცზე , დილაობით რომ მზეს აფუებდა, (მზე ვარცლიდან გადმოდიოდა და მთელ სამყაროს შუქით ავსებდა), ღამღამობით კი, მის დაღლილ ხელებს კრიალა მთვარე ამოჰყავდა თოთო ყველივით.
არაფერი არ შეიცვლება. მშობლის საფლავი, ეს, უბრალოდ, დაღლილ შვილთა სულმოსათქმელად დადებული თბილი ქვებია, ჩამოჯდები, ჩამოისვენებ…
გენაცვალეეეეე!!!! ესაა პოეზია...:–* თბილი.... მართლაც მშობლის ქვასავით...:–* ( ყველაფერი რა ლამაზად გამოგდის ავტორო...საბავშვოც...სადიდოც...სა–მშობლოც...:))))
9. ძალიან მომეწონა:) დამათბო:) ძალიან მომეწონა:) დამათბო:)
8. ყველას მადლობა, თბილი სიტყვებისთვის:) ყველას მადლობა, თბილი სიტყვებისთვის:)
7. თბილოოო! გეფერები! +5 თბილოოო! გეფერები! +5
6. კარგია! ბევრი ლამაზი სიტყვა ამოვიკითხე :) კარგი ხარ, ლელ :) კარგია! ბევრი ლამაზი სიტყვა ამოვიკითხე :) კარგი ხარ, ლელ :)
5. ყოველთვის ყველაზე თბილი ლექსები დედაზეა ყოველთვის ყველაზე თბილი ლექსები დედაზეა
4. საოცარი ლექსია
ძალიან კარგი და უთბილესი
5 ქულა დაუფიქრებლად ( მერე რა რომ არ იწერება :) )
"მშობლის საფლავი, ეს, უბრალოდ, დაღლილ შვილთა სულმოსათქმელად დადებული თბილი ქვებია, ჩამოჯდები, ჩამოისვენებ…"
საოცარი ლექსია
ძალიან კარგი და უთბილესი
5 ქულა დაუფიქრებლად ( მერე რა რომ არ იწერება :) )
"მშობლის საფლავი, ეს, უბრალოდ, დაღლილ შვილთა სულმოსათქმელად დადებული თბილი ქვებია, ჩამოჯდები, ჩამოისვენებ…"
3. და გიყვებოდი უცნაურ ამბებს კეთილ მოხუცზე , დილაობით რომ მზეს აფუებდა, (მზე ვარცლიდან გადმოდიოდა და მთელ სამყაროს შუქით ავსებდა), ღამღამობით კი, მის დაღლილ ხელებს კრიალა მთვარე ამოჰყავდა თოთო ყველივით. *************
და ერთხელაც, დღე–ღამე რომ შემომელევა, არ შეშინდე. არაფერი არ შეიცვლება. მშობლის საფლავი, ეს, უბრალოდ, *******
აქ ვარ. შენთან ვარ...
მომწონს. და გიყვებოდი უცნაურ ამბებს კეთილ მოხუცზე , დილაობით რომ მზეს აფუებდა, (მზე ვარცლიდან გადმოდიოდა და მთელ სამყაროს შუქით ავსებდა), ღამღამობით კი, მის დაღლილ ხელებს კრიალა მთვარე ამოჰყავდა თოთო ყველივით. *************
და ერთხელაც, დღე–ღამე რომ შემომელევა, არ შეშინდე. არაფერი არ შეიცვლება. მშობლის საფლავი, ეს, უბრალოდ, *******
აქ ვარ. შენთან ვარ...
მომწონს.
2. მე, უბრალოდ, დედაშენი ვარ. ჩვეულებრივი დედაშენი. მარგალიტად არ მიქცევია ქვიშის მარცვალი. აქ, მიწაზე, ჩვეულებრივ სახლში ვცხოვრობდი და ჩემს სხეულში შვილად გქარგავდი.
ძალიან... რატომ "სხვაში"? არადა, ყველაზე ზე-ხუთიანს იმსახურებს მე, უბრალოდ, დედაშენი ვარ. ჩვეულებრივი დედაშენი. მარგალიტად არ მიქცევია ქვიშის მარცვალი. აქ, მიწაზე, ჩვეულებრივ სახლში ვცხოვრობდი და ჩემს სხეულში შვილად გქარგავდი.
ძალიან... რატომ "სხვაში"? არადა, ყველაზე ზე-ხუთიანს იმსახურებს
1. ძალიან თბილია და კარგი.
,,მშობლის საფლავი, ეს, უბრალოდ, დაღლილ შვილთა სულმოსათქმელად დადებული თბილი ქვებია,~
ძალიან თბილია და კარგი.
,,მშობლის საფლავი, ეს, უბრალოდ, დაღლილ შვილთა სულმოსათქმელად დადებული თბილი ქვებია,~
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|