აჰა, მოგლიე, ბინდის ფერო, ვდგავარ სამანთან. რაღა უნდა ვთქვა… რამდენჯერ იყო, უდროო დროს ღამე დაანთე, კუდიანი ვარსკვლავების ჭიაკოკონა გააჩაღე და ჩიტებად გადაქცეულ ჩემიანებს დაუწვი ფრთები… ვერც მოვასწარი, რომ მეყვირა: არული–მეთქი კუდიანებს, არული–მეთქი...
რას ვაკეთებდი? არც არაფერს. სატრფო ვიყავი – კირით ნაგებ კოშკში ვიჯექ და მოვის წითელ, შვიდღილიან პერანგს ვკერავდი. და ვიყავი – ძმის ჭრილობაში ბალახის ბღუჯად ვეფინებოდი. ცოლი ვიყავი – ჩემი კარგი ქმრის სასთუმალთან სანთლად ვდნებოდი. ქვრივი ვიყავი – ყველა ობოლის კვერს ვაცხობდი და თალხ კაბაში რძია–რძიასფერ სხეულს ვკუჭავდი. ბერდედაც ვიყავ – ადგილის დედად გადაქცეული…
ასე ვიარე… გზებს ვკეცავდი და ისევ ვშლიდი, ხანაც საბრალო დედაბრისას ყანასა ვმკიდი, ჭინჭველს ვაცლიდი ალვის ხეებს, მორევს ვხაპავდი, მარტოდდარჩენილთ ვუცელავდი ჯავრის სათიბებს,
და ჰა, მოვედი შენს სამანთან, შე ბინდის ფერო, რაღა უნდა ვთქვა… ერთი იმდენი, ჩემიანების საფლავებზე – მადლის ქვებზე ბროწეულები მახარებინე, რომ ყვავილებით გაგარიჟრაჟონ...
ჩემთვის აღარ, მე – სიპი ქვა, უკვე გამლიე, შვილებისათვის, ბინდის ფერო, წუთისოფელო…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. აუ როგორ მომეწონა+++ მაგარიააა აუ როგორ მომეწონა+++ მაგარიააა
34. და ვიყავი – ძმის ჭრილობაში ბალახის ბღუჯად ვეფინებოდი. ცოლი ვიყავი – ჩემი კარგი ქმრის სასთუმალთან სანთლად ვდნებოდი. ქვრივი ვიყავი – ყველა ობოლის კვერს ვაცხობდი და თალხ კაბაში რძია–რძიასფერ სხეულს ვკუჭავდი. ბერდედაც ვიყავ – ადგილის დედად გადაქცეული…
ქალის ბინდისფერი სრულად და ტკივილიანად.
აქ ვკითხულობ. და ვიყავი – ძმის ჭრილობაში ბალახის ბღუჯად ვეფინებოდი. ცოლი ვიყავი – ჩემი კარგი ქმრის სასთუმალთან სანთლად ვდნებოდი. ქვრივი ვიყავი – ყველა ობოლის კვერს ვაცხობდი და თალხ კაბაში რძია–რძიასფერ სხეულს ვკუჭავდი. ბერდედაც ვიყავ – ადგილის დედად გადაქცეული…
ქალის ბინდისფერი სრულად და ტკივილიანად.
აქ ვკითხულობ.
33. დამნაშავეც ნაპოვნია :)
აქაც 5 ულაპარაკოდ დამნაშავეც ნაპოვნია :)
აქაც 5 ულაპარაკოდ
32. რა ძალიან კარგია!!! მოვიხიბლე :)
რას ვაკეთებდი? არც არაფერს. სატრფო ვიყავი – კირით ნაგებ კოშკში ვიჯექ და მოვის წითელ, შვიდღილიან პერანგს ვკერავდი. და ვიყავი – ძმის ჭრილობაში ბალახის ბღუჯად ვეფინებოდი. ცოლი ვიყავი – ჩემი კარგი ქმრის სასთუმალთან სანთლად ვდნებოდი. ქვრივი ვიყავი – ყველა ობოლის კვერს ვაცხობდი და თალხ კაბაში რძია–რძიასფერ სხეულს ვკუჭავდი. ბერდედაც ვიყავ – ადგილის დედად გადაქცეული…
ულამაზესია!!! ლელ, მიყვარხარ ასე ძალიან კარგი რომ ხარ :-* რა ძალიან კარგია!!! მოვიხიბლე :)
რას ვაკეთებდი? არც არაფერს. სატრფო ვიყავი – კირით ნაგებ კოშკში ვიჯექ და მოვის წითელ, შვიდღილიან პერანგს ვკერავდი. და ვიყავი – ძმის ჭრილობაში ბალახის ბღუჯად ვეფინებოდი. ცოლი ვიყავი – ჩემი კარგი ქმრის სასთუმალთან სანთლად ვდნებოდი. ქვრივი ვიყავი – ყველა ობოლის კვერს ვაცხობდი და თალხ კაბაში რძია–რძიასფერ სხეულს ვკუჭავდი. ბერდედაც ვიყავ – ადგილის დედად გადაქცეული…
ულამაზესია!!! ლელ, მიყვარხარ ასე ძალიან კარგი რომ ხარ :-*
31. +++++ მომეწონა ძალიან. +++++ მომეწონა ძალიან.
30. ვერაფერს გამოვყოფ – ერთიანად ემოციური და სათქმელით გაჯერებული ძლიერი ლექსი!.. ყოჩაღ, ავტორო!.. ვერაფერს გამოვყოფ – ერთიანად ემოციური და სათქმელით გაჯერებული ძლიერი ლექსი!.. ყოჩაღ, ავტორო!..
29. და ჰა, მოვედი შენს სამანთან, შე ბინდის ფერო, რაღა უნდა ვთქვა… ერთი იმდენი, ჩემიანების საფლავებზე – მადლის ქვებზე ბროწეულები მახარებინე, რომ ყვავილებით გაგარიჟრაჟონ...
რა კარგი იყოო:) ვისიამოვნე:) და ჰა, მოვედი შენს სამანთან, შე ბინდის ფერო, რაღა უნდა ვთქვა… ერთი იმდენი, ჩემიანების საფლავებზე – მადლის ქვებზე ბროწეულები მახარებინე, რომ ყვავილებით გაგარიჟრაჟონ...
რა კარგი იყოო:) ვისიამოვნე:)
28. ხალხოო, დიდი მადლობა:) ხალხოო, დიდი მადლობა:)
27. რა მაგარია! ძალიან ძალიან მომეწონა მართლა..
რა მაგარია! ძალიან ძალიან მომეწონა მართლა..
26. მდიდარი, ფილოსოფიური ლექსია! ფოლკლორული ასოციაციები და რემინისცენციები საინტერესოს ხდის! ამ ავტორთან უნდა შეჩერდე და დაფიქრდე, ეგრე, ზერელედ გავლა უპასუხისმგებლობა იქნებოდა! 5555 მდიდარი, ფილოსოფიური ლექსია! ფოლკლორული ასოციაციები და რემინისცენციები საინტერესოს ხდის! ამ ავტორთან უნდა შეჩერდე და დაფიქრდე, ეგრე, ზერელედ გავლა უპასუხისმგებლობა იქნებოდა! 5555
25. ბევრჯერ წასაკითხი ლექსია და ყველა წაკითხვაზე რომ გავსებს ისეთია. ბევრჯერ წასაკითხი ლექსია და ყველა წაკითხვაზე რომ გავსებს ისეთია.
24. ვერც მოვასწარი, რომ მეყვირა: არული–მეთქი კუდიანებს, არული–მეთქი...
შე ბინდის ფერო, რაღა უნდა ვთქვა… ერთი იმდენი, ჩემიანების საფლავებზე – მადლის ქვებზე ბროწეულები მახარებინე, რომ ყვავილებით გაგარიჟრაჟონ...
რა კარგი იყო...ვიწრო კლდეებში რომ გაივლი და მაინც მთელი გახვალ...გაქვს ნაკაწრები, ნაგლეჯები და არ გეტყობა მაინც...ბინდის ფერო ცხოვრებაო..ბინდის ფერო ბედისწერავ...არული-მეთქი... და ხვდები ვერ მოასწარი...
ვერც მოვასწარი, რომ მეყვირა: არული–მეთქი კუდიანებს, არული–მეთქი...
შე ბინდის ფერო, რაღა უნდა ვთქვა… ერთი იმდენი, ჩემიანების საფლავებზე – მადლის ქვებზე ბროწეულები მახარებინე, რომ ყვავილებით გაგარიჟრაჟონ...
რა კარგი იყო...ვიწრო კლდეებში რომ გაივლი და მაინც მთელი გახვალ...გაქვს ნაკაწრები, ნაგლეჯები და არ გეტყობა მაინც...ბინდის ფერო ცხოვრებაო..ბინდის ფერო ბედისწერავ...არული-მეთქი... და ხვდები ვერ მოასწარი...
23. კარგია მართლაც რომ...:) მომეწონა:) კარგია მართლაც რომ...:) მომეწონა:)
22. ძლიერია+777 ძლიერია+777
21. როგორ მიყვარს ეს ავტორი რა... აუ, არ ვიცი, ინტონაციით წამეკითხა რაღაცნაირად, რომელია მთის თუ კახეთის არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირს კი ატარებს, ფაქტია... რა კარგი ლექსები წავიკითხე ღმერთმანი...
ავტორო, პატივისცემა ჩემგან, მორიგად... როგორ მიყვარს ეს ავტორი რა... აუ, არ ვიცი, ინტონაციით წამეკითხა რაღაცნაირად, რომელია მთის თუ კახეთის არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირს კი ატარებს, ფაქტია... რა კარგი ლექსები წავიკითხე ღმერთმანი...
ავტორო, პატივისცემა ჩემგან, მორიგად...
20. ეს უნდა წავიღო ჩემსას და ავტორს მადლობა გადავუხადო ამ ლამაზი ლექსისთვის! ეს უნდა წავიღო ჩემსას და ავტორს მადლობა გადავუხადო ამ ლამაზი ლექსისთვის!
19. ძალიან ემოციური, განცდადი ლექსია, რომ იტყვიან გულიდან ამოსკვნილი, ისე ისამანის გახარება სჯობია საფლავზე ძალიან ემოციური, განცდადი ლექსია, რომ იტყვიან გულიდან ამოსკვნილი, ისე ისამანის გახარება სჯობია საფლავზე
18. ჭა, მადლობაა:) რენუარ, გამახარა შენმა ვერსიამ, ცნობამ მითუმეტეს:) მადლობა:) ჭა, მადლობაა:) რენუარ, გამახარა შენმა ვერსიამ, ცნობამ მითუმეტეს:) მადლობა:)
17. და ჰა, მოვედი შენს სამანთან, შე ბინდის ფერო, რაღა უნდა ვთქვა… ერთი იმდენი, ჩემიანების საფლავებზე – მადლის ქვებზე ბროწეულები მახარებინე, რომ ყვავილებით გაგარიჟრაჟონ...
ჩემთვის აღარ, მე – სიპი ქვა, უკვე გამლიე, შვილებისათვის, ბინდის ფერო, წუთისოფელო… რა ლამაზიააააააა.......ბინდისფერი ლექსი...:-*სოფელი...;-* და ჰა, მოვედი შენს სამანთან, შე ბინდის ფერო, რაღა უნდა ვთქვა… ერთი იმდენი, ჩემიანების საფლავებზე – მადლის ქვებზე ბროწეულები მახარებინე, რომ ყვავილებით გაგარიჟრაჟონ...
ჩემთვის აღარ, მე – სიპი ქვა, უკვე გამლიე, შვილებისათვის, ბინდის ფერო, წუთისოფელო… რა ლამაზიააააააა.......ბინდისფერი ლექსი...:-*სოფელი...;-*
16. ლელა, მე ეს ლექსი წავიკითხე მეზობელ საიტზე და ნახავდი ალბათ ჩემს შეფასებას:) ერთ ჩემს მეგობარს – ნინო სადღობელაშვილის ეგონა. ჩემი ვერსია კი იყავი შენ:)
ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ გიცანი. მდიდარი ლექსია. ორიგინალური. ძალიან კარგი. ლელა, მე ეს ლექსი წავიკითხე მეზობელ საიტზე და ნახავდი ალბათ ჩემს შეფასებას:) ერთ ჩემს მეგობარს – ნინო სადღობელაშვილის ეგონა. ჩემი ვერსია კი იყავი შენ:)
ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ გიცანი. მდიდარი ლექსია. ორიგინალური. ძალიან კარგი.
15. თამრი, როგორ მიყვარხარ:) თამრი, როგორ მიყვარხარ:)
14. და ჰა, მოვედი შენს სამანთან, შე ბინდის ფერო, რაღა უნდა ვთქვა… ერთი იმდენი, ჩემიანების საფლავებზე – მადლის ქვებზე ბროწეულები მახარებინე, რომ ყვავილებით გაგარიჟრაჟონ...
ჩემთვის აღარ, მე – სიპი ქვა, უკვე გამლიე, შვილებისათვის, ბინდის ფერო, წუთისოფელო…
აუუ, გაიხარე, ლელა! დამაჟრიალა... თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე წაიღო... თუ მოიტანა! 5555555555555 და ჰა, მოვედი შენს სამანთან, შე ბინდის ფერო, რაღა უნდა ვთქვა… ერთი იმდენი, ჩემიანების საფლავებზე – მადლის ქვებზე ბროწეულები მახარებინე, რომ ყვავილებით გაგარიჟრაჟონ...
ჩემთვის აღარ, მე – სიპი ქვა, უკვე გამლიე, შვილებისათვის, ბინდის ფერო, წუთისოფელო…
აუუ, გაიხარე, ლელა! დამაჟრიალა... თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე წაიღო... თუ მოიტანა! 5555555555555
13. დიდი მადლობა, მეგობრებო :) დიდი მადლობა, მეგობრებო :)
11. ჩემს თვალში ძალიან მაგარზე ბევრად მაგარი ნაწერია ეს. ჩემს თვალში ძალიან მაგარზე ბევრად მაგარი ნაწერია ეს.
9. სუნთქვა გამიჩერდა კითხვისას! 5 სუნთქვა გამიჩერდა კითხვისას! 5
8. ძლიერი ლექსია და გასანაალიზებელი+2 ძლიერი ლექსია და გასანაალიზებელი+2
6. + 5 5 5 მომეწონა ძალიან! :) + 5 5 5 მომეწონა ძალიან! :)
5. 55555 ძალიან! 55555 ძალიან!
4. სახეებიანი, ძლიერი, ტკივილიანი...
+5 სახეებიანი, ძლიერი, ტკივილიანი...
+5
3. რა კარგია ლელა!ძალიან, ძალიან მომწონს!:) რა კარგია ლელა!ძალიან, ძალიან მომწონს!:)
2. საოცარი ლექსია, ამავსო ემოციით...ჩანს, რომ ავტორი კარგად იცნობს ფოლკლორს და ინტერპრეტირებაც საინტერესოდ შეუძლია...5 საოცარი ლექსია, ამავსო ემოციით...ჩანს, რომ ავტორი კარგად იცნობს ფოლკლორს და ინტერპრეტირებაც საინტერესოდ შეუძლია...5
1. ეს ლიტგეზე არის. ანუ დამამახსოვრა ლექსმა თავი. 5. ალალია . ეს ლიტგეზე არის. ანუ დამამახსოვრა ლექსმა თავი. 5. ალალია .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|