მორჩა, მომწყინდა ასე ცხოვრება, თუ ამას ცხოვრება ჰქვია საერთოდ! დილაადრიან ადექი, უკეთე ერთს - ჰერკულესის ფაფა, მეორეს - ერბო–კვერცხი, მესამე ერბოკვერცხსა და ჰერკულესს ვერ იტანს და აუცილებლად თხლად დაჭრილ პურზე კარაქიც თხლად უნდა გადაუსვა. მეოთხე თვითონ მე ვარ, მაგრამ მე ბევრი არც არაფერი მინდა. უბრალოდ, ცოტა ხნით მაცადონ. ჩემთვის, წყნარად დავჯდე ამოჩემებულ სკამზე, ამოჩემებულ პოზაში. ამოჩემებული ჭიქით შავი, თურქული ყავა დავლიო და მოვწიო ერთი ღერი სიგარეტი. მშიერ-მწყურვალთა დაპურების შემდეგ თავპირისმტვრევით უნდა შევარდე აბაზანაში, რომ ყველას მოასწრო , თორემ სამსახურში ისეთ დროს მოგიწევს მისვლა, როცა წესით, უკან უნდა ბრუნდებოდე. სამსახურსაც იტან რა, იმიტომ, რომ გარეთ გადიხარ და თან შენი ერთი ლარიც გაქვს. მერე უნდა მოვარდე უკან, აკეთო სადილი და ვახშამი, რეცხო ჭურჭელი, ალაგო არეული სახლი, რომელიც მანამდე ირევა, სანამ ბოლომდე დაალაგებ. რეკო ტელეფონზე, რომ შენი ოჯახის გზაარეული ყოჩი ხრამში გადაჩეხვამდე მოაბრუნო უკან. რეკო შვილებთანაც, რომ ისინიც, ოღონდ არა ყოჩები, არამედ გზაარეული ბეკეკოები სახლში მორეკო, დააპურო, მიეფერო, რომ როგორმე დაიძინონ და შენ კი, ცოტა ხნით განმარტოვდე საკუთარ თავთან, როცა აღარც ფიქრია და აღარც ოცნება, აღარც წარსული და აღარც მომავალი და საერთოდაც, გავიწყდება, რომ უნდა გეფიქრა და გეოცნება. დილით კი ყველაფერი იწყება თავიდან. ჰო, ყველაზე მთავარ ოჯახის წევრზე არაფერი მითქვამს. ის უბრალოდ, არც პირველია, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე. ის ურიგოა, უფრო სწორად, ყველა რიგითობა აქვს: პირველიც, მეორეც, მესამეც და მეოთხეც, იმიტომ რომ დედამთილია და თანაც, ისე დაგვაჭენებს ოთხივეს თავის ნებაზე, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მიმიქარავს ჟოკეი, ყველა დოღზე გაიმარჯვებდა. ჰოდა, ამ პროზაულ თუ უმიზეზო მიზეზთა გამო ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ცხოვრება ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი და მოსაწყენია და გადავწყვიტე, რადიკალურად შევცვალო. უფრო ლოგიკური იქნება ვთქვა, რომ მე შევიცვალო. პირველ ეტაპზე, სჯობს, ეს დღეც პროზაულად, მაგრამ ჩემთვის განსხვავებულად გავატარო. დავუტოვო ჟოკეის მოუმზადებელი საუზმე–სადილი–ვახშამი, დაულაგებელი სახლი, მანქანაში შესაყრელი სარეცხი, ორი ინდაურის ჭუკი, ანუ ჩემი შვილი და წავიდე დედაჩემთან. იქაც არაფერს გავაკეთებ, უბრალოდ, წამოვწვები და კარგად გამოვიძინებ. მერე სანამ წვრილშვილ –დედამთილის (ქმრისგან დროებით დაზღვეული ვარ, მივლინებაშია და გასულია ჩემი მომსახურების ზონიდან) ზუზუნა საცეცები მომწვდება, ჩემს ძველ მეგობრებს ჩამოვუქროლო კეთილი ალალივით, ცოტა ხნით ძველი ზანდუკები რომ დავხსნათ და ჩრჩილშეპარული ჭორები დავამზეუროთ… ახალი მეგობრები არ მყავს. ჩემი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა. ომამდე და ომის შემდეგ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, რადგან სწორედ ომის შემდეგ გავთხოვდი და ყველა მეგობარი “ომამდე” დარჩა. ახლები არიან მეზობლები, ჩემი შვილების კლასელების და ჯგუფელების მშობლები, მემაწვნე, რომელიც ყოველ მეორე დღეს ერთგულად მოდის ჩვენთან და უკვე მემაწვნის კი არა, ოპოზიციური და სახელისუფლებო გაზეთების ფუნქციას ითავსებს და ერთი დღეც რომ ჩააგდოს, ისე წუხს, როგორც ჩავარდნილი გაზეთების გამომცემელი. ჰო, ახალი ნათესავები თავისთავად იგულისხმება, რომელთა უმეტესობასთანაც იმავე მიზეზით ვმეგობრობ, რა მიზეზითაც ისინი მეგობრობენ ჩემთან: ნათესაური თავყრილობების შემდეგ ერთმანეთში ვარჩევთ ახალ ნათესაურ ჭორებს. ვიგებთ, შეუძლიათ თუ არა ჩვენს ბედოვლათ ქმრებს ისე დალევა, როგორც ადრე და ა.შ. მოკლედ, მივედი დედაჩემთან, მაგრამ რა გამოძინება, რის გამოძინება… თუ სადმე ბვშვი მოიძებნებოდა, ყველა იქ დამხვდა: ჩემი დის შვილები, ჩემი ძმის შვილები და სანამ ჩემებიც იქ ამოყოფდნენ თავს, ჩემს ძველ მეგობრებთან დავიწყე რეკვა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბედი უფრო ხშირად არ მწყალობს, ვიდრე მწყალობს. ძველი მეგობრებიდან ზოგი სამსახურში იყო, ზოგი საზღვარგარეთ, ზოგი ბაზარში, ზოგს ბავშვი ჰყავდა წაყვანილი სხვაგან… ბოლოს ერთ ნომერსღა ჩავებღაუჭე წყალწაღებულივით. თავის დროზე, ამ გოგოს წესიერად არც კი ვიცნობდი და რაც დღემდე მსმენია მის შესახებ, არის ის, რომ არ გათხოვილა. რაღას ვრეკო და ნერვები ვიშალო, ბარემ პირდაპირ მივადგები და ეგ იქნება, ამასობაში დრო მაინც გავა. ჩემების მრავალშვილიან მონაგარს პაჩი–პუჩებით დავემშვიდობე (ღმერთმა ამრავლოთ) და ჩემი მაღალი ქუსლებით ძველ ნაცნობთან გავქუსლე, დიდი იმედებითა და ცხოვრების ჩემებურად შეცვლის თანმდევი სურვილით. ზარი დიდხანს ვრეკე და ის იყო, უკან კუდქუსლამოძუებული ვაპირებდი გამობრუნებას, რომ კარი ოდნავ გაიღო და ვიღაცის ცხვირის წვერი დავინახე. იმის შიშით, ვინმე სხვა არ იყოს და უკან არ გამაბრუნოს–მეთქი, კარს მივაწექი და ჰოლში შევაჭერი. ხო, თაკო იყო და ცხვირის წვერიც მას ეკუთვნოდა. უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ მომხიბლავი, პატარა ცხვირი ჰქონდა, თვითონაც კატასავით კრუტუნა და მომხიბლავი იყო და ჩვენ, ძველ მეგობრებს, სულ გვიკვირდა, რატომ არ გათხოვდა თაკო აქამდე. –პრივეეტ, ნახე, რა სიურპრიზი ვარ? - გადავკოცნე თაკო და სარკისკენ თვალი გავაპარე. ჩემი დამთრგუნველი ცხოვრების კვალობაზე, ნუ, არა უშავს რა, გამოვიყურებოდი. –ვაა, თიკაა, საიდან? - გულწრფელად გაოცდა თაკო, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა. –აქეთ ვიყავი და უცებ გამახსენდი. ცოტა ხანს დავჯდები, ვიქაქანოთ და მერე ისევე გავქრები, როგორც გამოვჩნდი. – თაკოს პარკი შევაჩეჩე (ხელცარიელი ხომ არ მივიდოდი). –გადიოდი სადმე? - კი ვიკითხე, მაგრამ აშკარად ზრდილობის გულისთვის. სანამ თაკო პასუხს გამცემდა, სასტუმრო ოთახში შევედი, ფუმფულა სავარძელში ჩავეშვი და ფეხი ფეხზე გადავიდე. მორჩა, სანამ სულს არ მოვითქვამ, აქედან წამსვლელი არ ვარ! არა,რა, სულ გამაგიჟა ამ ცხოვრებამ და გაუთავებელმა პრობლემებმა. ადრე თაკოსთან კი არა, უახლოეს მეგობართან არ მოვიქცეოდი ასე. –სულ არ შეცვლილხარ, იცი? - ისევ მე ავრატრატდი. -ხოო? არც შენ, ახლავე ყავას მოვადუღებ და შემოვალ. - თაკო ყავის მოსადუღებლად გავიდა. –პრინციპში, მეც წამოვალ და იქვე დავსხდეთ, სამზარეულოში, არა? - გავყევი კუდში. მოკლედ, როგორც იტყვიან (ან ამბობდნენ) კარგად მოვსხედით, ყავა დავლიეთ, სიგარეტი თავისთავად, გავაფუილეთ, საიდანღაც გაჩენილმა კონიაკმაც თავისი საქმე მოაქუჩქუჩა და ავუშვით ენები აფრებივით. თანაც ზურგის ქარიც აღარ გვჭირდებოდა, ისე მაგრად მივერეკებოდით. ჯერ გავიხსენეთ ჩვენი ძველი ნაცნობები, ცოცხლებიც და გარდაცვლილებიც, ომამდეც და ომის შემდეგაც, მერე მე გავუმხილე, რომ დამღალა ასე ერთფეროვანმა, გიჟურმა, სხვებისთვის შეწირულმა ცხოვბრებამ და რომ დღეიდან სამყარო ჩემთვის სხვანაირი უნდა გახდეს, უნდა შევცვალო და მეც შევიცვალო. რომ ქმარსაც, შვილებსაც და დედმთილსაც შევახსენო, რომ რაღაცას კიდევ წარმოვადგენ და მინდა მანამდე მივიღო ცხოვრებისგან შაქრის ნატეხები ქანცგაწყვეტილი ცხენივით, სანამ ეს უაზრობა არ მომკლავს და ა.შ. თაკომ გამიმხილა, რომ სწორედ ამიტომ არ გათხოვდა, მაგრამ რა ხეირი? სულიერ მეგობარს ეძებდა და შტერი თაგვივით კატა არა და ვიღაც იდიოტი კი გამოთხარა, რომელსაც ვერაფრით ვეღარ იშორებს. ახლაც საძინებელში გდია და მორიგი სადღაცქეიფის მერე სხეულს ასვენებს და იმის მაგივრად, ეფეროს და თბილი სიტყვები უთხრას, დილიდან თხოვს რაიმე საცეკვაო მელოდიის დაკვრას და ეს ყოველი მისი მორიგი ვიზიტის დროს ხდება და ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ აუცილებლად ბოშური უნდა დაუკრას. მე დავამშვიდე, რომ არა უშავს, კიდევ კარგი, შალახოს დაკვრას არ გთხოვს, ასე ემართებათ ზოგადად, კაცებს, და საერთოდაც, ალბათ უყვარს და იმიტომაც არ აგდებს სახლიდან. –არაა, - ამოისლუკუნა თაკომ, – უბრალოდ, საშინელი ხასიათი აქვს. რამდენჯერაც გავაგდე, იმდენჯერ მობრუნდა, სკანდალებსაც არ ერიდება და მაგის თავი აღარ მაქვს, რაა. მითუმეტეს ნასვამზე და მითუმეტეს, "პახმელიაზე". –ვაიმეე, ახლა აქ რომ ვარ, არ გაბრაზდება? - გავიოცე ყალბად. პრინციპში, ან მე რად მინდა სკანდალები? მოკლედ, ამ წმინდად ქალური დარდების ამოხეთქვაში და აფრების აშვებაში ვართ და თაკოს მობილურმა დარეკა. თაკომ ჯერ ნომერს დახედა, მერე მე შემომხედა: - აუ, თიიკ, ხო არ გეწყინება, ცოტა ხნით იქით რომ გავიდე და შენ აქ დაგტოვო? - რა სისულელეა, რა უნდა მეწყინოს, - გავაპროტესტე მე, – და საერთოდაც, თუ გინდა, წავალ. - არაა, სად უნდა წახვიდე, ძლივს აქ მოსულხარ! იჯექი, აი, ყავაც, თუ გინდა. მე ახლა რომ არ გავიდე და არ დავუკრა, აქ ამბავი მოხდებაა… – მგონი მომეჩვენა და კეკლუცად გაიცინა თაკომ და გავიდა. არა, რა! რა ცხოვრების შეცვლა, რის ცხოვრების შეცვლა! დაეტიე რა, შენს სახლში, შენი ქმარი ყოველ დილას ბოშურის დაკვრას მაინც არ გთხოვს, დიდი, დიდი, ბორჯომის მიტანა გთხოვოს საწოლში. გამახსენდა, რომ ოჯახი მყავს და სახლში გადავრეკე. დედამთილი აზუზუნდა, რომ სახლში პური არ აქვთ და დროზე უნდა მივიდე, თორემ დაიხოცნენ ბავშვები შიმშილით და უკმაყოფილოდ დაკიდა ყურმილი. აი, დავლევ ყავას და დავბრუნდები ჩემს სამუდამო განსასვენებელში ხეზე არშემჯდარი მწყერივით, გავიფიქრე პათეტიკურად და ის იყო, ყავა უნდა მომეხარშა, რომ ოთახიდან ისეთი ბოშური მელოდიები მომესმა, რომ ლამის ცეკვა–ცეკვით გავენთე იქით. თაკო უკრავდა. - ასეთი არაფერი გამიგია,- ავბურტყუნდი ჩემთვის,- კაცი ლამაზ ქალთან იყოს მოსული და ცეკვის მეტი არაფერი არ აინტერესებსდეს? რა შერეკილი და იდიოტი უნდა იყო, ხო აზრზე ხარ. არაა, ამის გაძლება არ გინდა? ეს კიდევ მე მაბოლებს, არ მიყვარსო. აბა არ უყვარდეს, როგორ კონცერტს მოუწყობდა, ვნახავდი, რა… რა მეყავებოდა? ვეღარ მოვითმინე, და ფეხისწვერებზე მივუახლოვდი ოთახს, ერთი სული მქონდა, დამენახა, რა ხდებოდა შიგნით. კარგი, თაკო უკრავდა, მაგრამ “ის” რას აკეთებდა ამ დროს?! კარი ოდნავ შევაღე და შევიჭყიტე. ზოგადად, ადამიანებს და ხშირ შემთხვევაში ქალებს, ღუპავთ თავისი ცნობისმოყვარეობა. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად ასე მომივიდა, როცა მისაღებ ოთახში საძინებლიდან ბოშურის ცეკვა–ცეკვით გამოსულ თითქმის შიშველ მამაკაცში ჩემი მივლინებაში წასული ქმარი ამოვიცანი. კი, ის იყო, წყალი არ გაუვიდოდა! იმისი იყო გაფიჩხინებული, ბანჯგვლიანი ფეხებიც, უაზრო ღიპიც გაჩინჩხლულ ტანზე და რაც მთავარია, ჩემი ნაყიდი, სიმპსონიანი ნიფხავიც! სახეზე აღარც შემიხედავს. სწორედ იმ დროს, როცა დავლურს უვლიდა მხრების ქანქარით და ტანცუი–ტანცუი–ს ძახილით ოთახში, კარი შევაღე და იმის მაგივრად, რომ ერთი გემრიელი სკანდალი მომეწყო და გული მაინც მომეფხანა ჩემს გემოზე, ერთს თმებში ვწვდომოდი და მეორესთვის სახე ჩამომეპოტნა წივილ–კივილით, სავარძელში ჩავეზნეყვე და გული წამივიდა. არა, კი არ “ვისიმულიანტე” , როგორც შემდეგ ჟოკეიმ აღნიშნა, მართლა გული წამივიდა. ასე, რომ, ჩემი ქმრის და თაკოს სახეები იმ წუთას ვერც კი დავინახე. მაგაშიც ხომ ბედი გინდა ადამიანს! არადა, ახლა რომ ვუფიქრდები, რა სანახავები იქნებოდნენ! თუმცა, მე ხომ, რას ამბობ, კარგი სანახავი ვიყავი: ვეგდე სავარძელში და ჩემი ბოშურის მოცეკვავე, ფაქტიურად შიშველი ქმარი და ჩემი ქმრის საყვარელი, ფაქტიურად ჩემი ძველი მეგობარი მასულიერებდნენ. თვალი რომ გავახილე და უკვე ასე თუ ისე, ელდაგადავლილ თაკოს (რომელმაც მერე გაიგო, ვის ქმარს აცეკვებდა ბოშურს ხშირი მივლინებების დროს) და ჩემს უკვე ჩაცმულ, მაგრამ ისევ ელდანაცემ ქმარს შევხედე, მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. კარგად თუ ცუდად, ვის აინტერესებს, ან რა მნიშვნელობა აქვს? მე ხომ ისეთი ბოთე ვარ, ცხოვრების შეცვლა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია, კარგად უნდა შემეცვალა თუ ცუდად. მე უბრალოდ, ვითომ წავიოცნებე და ეს ოცნება რატომღაც, იმ დღესვე ამისრულდა. რა მალე სრულდება ოცნებები ხანდახან…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. ძალიან მაგარია.. ძალიან კარგად წერთ.. მომეწონა .. წარმატებები... ძალიან მაგარია.. ძალიან კარგად წერთ.. მომეწონა .. წარმატებები...
35. ძალიან კარგად წერთ. ძალიან კარგად წერთ.
34. ჭაოოოოო, დიდი მადლობა:) ფარაონებზე კარგი იყო:) ჭაოოოოო, დიდი მადლობა:) ფარაონებზე კარგი იყო:)
33. მე დავამშვიდე, რომ არა უშავს, კიდევ კარგი, შალახოს დაკვრას არ გთხოვს, ასე ემართებათ ზოგადად, კაცებს, და საერთოდაც, ალბათ უყვარს და იმიტომაც არ აგდებს სახლიდან. რა კარგი ვინმე ხარ ავტორო..:–* ვაიმე...სად ვიყავი აქამდე...ასეთ ფინალს არ მოველოდი...:–* 5555555555 ფინალამდე სანამ მივიდოდი...გამახსენდა დაქალები, საგალდაგულოდ რომ ვჭორაობთ ხოლმე ქმრებზე...ერთერთმა თქვა ერთხელ: კი ნუ წუწუნებთ, მადლობა თქვით რომ ფარაონების დროში არ ვხოვრობთო, ქმარი რომ კვდებოდა ცოლსაც შიგ ატანდნენო...:))))
ძალიან ვისიამოვნე შენი პროზით ...გაკოცე ბევრიიიი...:–* მე დავამშვიდე, რომ არა უშავს, კიდევ კარგი, შალახოს დაკვრას არ გთხოვს, ასე ემართებათ ზოგადად, კაცებს, და საერთოდაც, ალბათ უყვარს და იმიტომაც არ აგდებს სახლიდან. რა კარგი ვინმე ხარ ავტორო..:–* ვაიმე...სად ვიყავი აქამდე...ასეთ ფინალს არ მოველოდი...:–* 5555555555 ფინალამდე სანამ მივიდოდი...გამახსენდა დაქალები, საგალდაგულოდ რომ ვჭორაობთ ხოლმე ქმრებზე...ერთერთმა თქვა ერთხელ: კი ნუ წუწუნებთ, მადლობა თქვით რომ ფარაონების დროში არ ვხოვრობთო, ქმარი რომ კვდებოდა ცოლსაც შიგ ატანდნენო...:))))
ძალიან ვისიამოვნე შენი პროზით ...გაკოცე ბევრიიიი...:–*
32. აქაც მადლობა:) აქაც მადლობა:)
31. არა, რა! რა ცხოვრების შეცვლა, რის ცხოვრების შეცვლა! დაეტიე რა, შენს სახლში, შენი ქმარი ყოველ დილას ბოშურის დაკვრას მაინც არ გთხოვს, დიდი, დიდი, ბორჯომის მიტანა გთხოვოს საწოლში :)) აუ აქამდე რატომ არ წავიკითხე
კარგი იყო, გავხალისდი ერთობ :)
არა, რა! რა ცხოვრების შეცვლა, რის ცხოვრების შეცვლა! დაეტიე რა, შენს სახლში, შენი ქმარი ყოველ დილას ბოშურის დაკვრას მაინც არ გთხოვს, დიდი, დიდი, ბორჯომის მიტანა გთხოვოს საწოლში :)) აუ აქამდე რატომ არ წავიკითხე
კარგი იყო, გავხალისდი ერთობ :)
30. მომეწონა, ლელა გაიხარე , კარგი თხრობა გაქვს, კარგად ვიხალისე მომეწონა, ლელა გაიხარე , კარგი თხრობა გაქვს, კარგად ვიხალისე
29. :) კარგი ხარ! :) კარგი ხარ!
28. მადლობაა:) ჯინა–განსაკუთრებული მოკითხვა:) მადლობაა:) ჯინა–განსაკუთრებული მოკითხვა:)
27. ძალიან კარგია! ცხოვრება ზომიერირონიულ სპექტრში!... :) ძალიან კარგია! ცხოვრება ზომიერირონიულ სპექტრში!... :)
26. +2 ოღონდ ჩემს ცოლს არ წააკითხოთ, თორე, გლახად წამივა საქმე :) +2 ოღონდ ჩემს ცოლს არ წააკითხოთ, თორე, გლახად წამივა საქმე :)
24. ლელაააა, რა კარგი რამე წამაკითხე ეს!:)გაიხარე შენ,ძალიან ვისიამოვნე!კარგად წერ!ნიჭიერო, შენა:))) ლელაააა, რა კარგი რამე წამაკითხე ეს!:)გაიხარე შენ,ძალიან ვისიამოვნე!კარგად წერ!ნიჭიერო, შენა:)))
23. მადლობაა:) რომ არ დაიზარეთ და ამხელა პროზა წაიკითხეთ:) მადლობაა:) რომ არ დაიზარეთ და ამხელა პროზა წაიკითხეთ:)
22. გაიხარე, ლელა, ასეთი გემრიელი პროზა დიდიხანია არ წამიკითხავს :) 5 გაიხარე, ლელა, ასეთი გემრიელი პროზა დიდიხანია არ წამიკითხავს :) 5
21. ძალიან კარგია, ლელა... :) 5555 ძალიან კარგია, ლელა... :) 5555
20. გადასარევად წერ :) 5 გადასარევად წერ :) 5
19. კარგია, სიამოვნებით ჩავიკითხე :) :) ++ კარგია, სიამოვნებით ჩავიკითხე :) :) ++
18. ნაწერი მომეწონა . მე ხომ ისეთი ბოთე ვარ, ცხოვრების შეცვლა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია, კარგად უნდა შემეცვალა თუ ცუდად-აქ კი ჩემი თავი დავინახე...:( ნაწერი მომეწონა . მე ხომ ისეთი ბოთე ვარ, ცხოვრების შეცვლა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია, კარგად უნდა შემეცვალა თუ ცუდად-აქ კი ჩემი თავი დავინახე...:(
17. კარგა ხანია ასეთი სახალისო რამ არ წამიკითხავს : ))
: DDD
გაიხარე ავტორ!
+ +
კარგა ხანია ასეთი სახალისო რამ არ წამიკითხავს : ))
: DDD
გაიხარე ავტორ!
+ +
16. zalian vixalise, Tumca ra aris saxaliso, ise tvidan megona, me vwerde:))) madloba RmerTs boSuris mocekvave qmars Tavze arasodes davdgomivar, gamimarTla:)))) zalian vixalise, Tumca ra aris saxaliso, ise tvidan megona, me vwerde:))) madloba RmerTs boSuris mocekvave qmars Tavze arasodes davdgomivar, gamimarTla:))))
15. :დ აუ მიყვარს მე როცა მადლობას ისე მიხდიან კომენტარი დატოვებული არ მაქვს. :დ :დ აუ მიყვარს მე როცა მადლობას ისე მიხდიან კომენტარი დატოვებული არ მაქვს. :დ
14. უღრმესი მადლობა, მუსიე არამით:) და ყველას, ყველას დიდი მადლობა, ვისაც არ დაეზარა და ამხელა ტექსტი წაიკითხა:) კარგია, თუ დილიდან კარგი განწყობა შეგიქმენით:)
უღრმესი მადლობა, მუსიე არამით:) და ყველას, ყველას დიდი მადლობა, ვისაც არ დაეზარა და ამხელა ტექსტი წაიკითხა:) კარგია, თუ დილიდან კარგი განწყობა შეგიქმენით:)
13. :)):D:D:D აუ რა მაგარი რამეა ეხლა ეს,მაგრად გავმხიარულდი... განსაკუთრებით კუდქუსლამოძუებული მომეწონა და დედამთილის ზუზუნა საცეცები:D:D:D ნიჭიერი ხართ თქვენ მადამ!...+++++ :)):D:D:D აუ რა მაგარი რამეა ეხლა ეს,მაგრად გავმხიარულდი... განსაკუთრებით კუდქუსლამოძუებული მომეწონა და დედამთილის ზუზუნა საცეცები:D:D:D ნიჭიერი ხართ თქვენ მადამ!...+++++
12. გარედან წავიკითხე და გულმა არ მომითმინა ,არ შემოვსულიყავი.
ლელიკო!ძალიან ლაღი ნაწერია,სევდიანი,მაგრამ სასიამოვნო საკითხავი,
კარგია,რომ პირველი შენი გვერდი გავხსენი. გმადლობ!:) გარედან წავიკითხე და გულმა არ მომითმინა ,არ შემოვსულიყავი.
ლელიკო!ძალიან ლაღი ნაწერია,სევდიანი,მაგრამ სასიამოვნო საკითხავი,
კარგია,რომ პირველი შენი გვერდი გავხსენი. გმადლობ!:)
11. ლელააა, თავიდან რომ დავიწყე, ვიფიქრე ჩემზე წერდი. :) :) :) :) სადილი რომ არ გავაკეთო, სახლში მშივრები მოკვდეიან. :) ოჯახში სამნი ვართ და ორი კომპიუტერი გვაქვს, სულ ამათი ჯერია და სულ მე ვდგავარ რიგში. :) :) :) :)). "ადექი, გოგო!" და "დამსვი, ბიჭო!" ხან ღამის სამ საათამდე გრძელდება. :) :) :) :) ერთი მოთხრობისა და ორი წერილის დაბეჭვდა მინდა და აქამდე ვერ მოვახერხე. :) და რამდენჯერ მიფიქრია "ცხოვრების შეცვლა". :) :) ქმარზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული (რომელსაც ბოშური ცეკვა უყვარს) ამას უცბად გავაკეთებდი. :) :) :)
მოთხრობა ძალიან მომეწონა, ვისიამოვნე. :) :) ძალიან კარგად წერ. :) :) უჰ, ჟოკეი მაინც მოაცილე!!! ეგენი არიან, ვინც არიან! :) :) :) :)
პატივისცემით: ტენდი.
ლელააა, თავიდან რომ დავიწყე, ვიფიქრე ჩემზე წერდი. :) :) :) :) სადილი რომ არ გავაკეთო, სახლში მშივრები მოკვდეიან. :) ოჯახში სამნი ვართ და ორი კომპიუტერი გვაქვს, სულ ამათი ჯერია და სულ მე ვდგავარ რიგში. :) :) :) :)). "ადექი, გოგო!" და "დამსვი, ბიჭო!" ხან ღამის სამ საათამდე გრძელდება. :) :) :) :) ერთი მოთხრობისა და ორი წერილის დაბეჭვდა მინდა და აქამდე ვერ მოვახერხე. :) და რამდენჯერ მიფიქრია "ცხოვრების შეცვლა". :) :) ქმარზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული (რომელსაც ბოშური ცეკვა უყვარს) ამას უცბად გავაკეთებდი. :) :) :)
მოთხრობა ძალიან მომეწონა, ვისიამოვნე. :) :) ძალიან კარგად წერ. :) :) უჰ, ჟოკეი მაინც მოაცილე!!! ეგენი არიან, ვინც არიან! :) :) :) :)
პატივისცემით: ტენდი.
10. ტრაგი-კომიკური ისტორიაა! ოხ ეს ქალური ცნობისმოყვარეობა! :) 555 ტრაგი-კომიკური ისტორიაა! ოხ ეს ქალური ცნობისმოყვარეობა! :) 555
9. როგორ უხარიათ კაცად რომ გაჩნდნენ... :) :) :) როგორ უხარიათ კაცად რომ გაჩნდნენ... :) :) :)
8. ტიტუ ეს მართლა არ არი კაცო ცხოვრება....შემეცოდა მაგრად ეს გოგო :( ყველას ამან როგორ უნდა უპატრონს
+2 კარგი გადმოცემის უნარი გაქ... ტიტუ ეს მართლა არ არი კაცო ცხოვრება....შემეცოდა მაგრად ეს გოგო :( ყველას ამან როგორ უნდა უპატრონს
+2 კარგი გადმოცემის უნარი გაქ...
6. არ რა რა მაგარია კაცად რო გაჩნდები =)) არ რა რა მაგარია კაცად რო გაჩნდები =))
5. მაცია სასაცილოა მითხრესო....გადავიკითხო ერთი აბა....დილით სიცილი კარგია მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიქნები :)) მაცია სასაცილოა მითხრესო....გადავიკითხო ერთი აბა....დილით სიცილი კარგია მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიქნები :))
4. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი ვარ - მაინც არის ამ ტექსტში ისეთი ნიუანსები, რომელსაც წესით ქალბატონები უკეთ იგრძნობენ, მაგრამ მეც ჩამაფიქრა მანდილოსნების ბედზე და ბევრჯერ გავიფიქრე კითხვისას, რომ კიდევ კარგი კაცად დავიბადე...თუნდაც მაღალი ქუსლებით სიარული,უჰ მეეე :)) არა,სად შემიძლია :D მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი ვარ - მაინც არის ამ ტექსტში ისეთი ნიუანსები, რომელსაც წესით ქალბატონები უკეთ იგრძნობენ, მაგრამ მეც ჩამაფიქრა მანდილოსნების ბედზე და ბევრჯერ გავიფიქრე კითხვისას, რომ კიდევ კარგი კაცად დავიბადე...თუნდაც მაღალი ქუსლებით სიარული,უჰ მეეე :)) არა,სად შემიძლია :D
3. მაცია სასაცილოა მითხრესო....გადავიკითხო ერთი აბა....დილით სიცილი კარგია მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიქნები :)) მაცია სასაცილოა მითხრესო....გადავიკითხო ერთი აბა....დილით სიცილი კარგია მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიქნები :))
2. :) დაჩი, პირველ რიგში მადლობა, ამხელა ტექსტი რომ წაიკითხე:) თანაც დილის საათებში და ისე, უნდა გეცინა, აბა რა? :) :) დაჩი, პირველ რიგში მადლობა, ამხელა ტექსტი რომ წაიკითხე:) თანაც დილის საათებში და ისე, უნდა გეცინა, აბა რა? :)
1. ზუზუნა საცეცები :D
კუდქუსლამოძუებული :D
დილიდან თხოვს რაიმე საცეკვაო მელოდიის დაკვრას და ეს ყოველი მისი მორიგი ვიზიტის დროს ხდება და ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ აუცილებლად ბოშური უნდა დაუკრას. :D
არა, კი არ “ვისიმულიანტე” , როგორც შემდეგ ჟოკეიმ აღნიშნა, მართლა გული წამივიდა :D
მე ხომ ისეთი ბოთე ვარ, ცხოვრების შეცვლა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია, კარგად უნდა შემეცვალა თუ ცუდად. :D
ფინალს ვგრძნობდი გუმანით ასეთი რომ იქნებოდა... მე თუ ბოროტი კაცი არ ვარ, რატომ ვიცინე ამდენი?! :D :))
ვისიამოვნე ზუზუნა საცეცები :D
კუდქუსლამოძუებული :D
დილიდან თხოვს რაიმე საცეკვაო მელოდიის დაკვრას და ეს ყოველი მისი მორიგი ვიზიტის დროს ხდება და ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ აუცილებლად ბოშური უნდა დაუკრას. :D
არა, კი არ “ვისიმულიანტე” , როგორც შემდეგ ჟოკეიმ აღნიშნა, მართლა გული წამივიდა :D
მე ხომ ისეთი ბოთე ვარ, ცხოვრების შეცვლა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია, კარგად უნდა შემეცვალა თუ ცუდად. :D
ფინალს ვგრძნობდი გუმანით ასეთი რომ იქნებოდა... მე თუ ბოროტი კაცი არ ვარ, რატომ ვიცინე ამდენი?! :D :))
ვისიამოვნე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|