ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2011


განწყობა

დილა უზმოზზე  მზეში ჩაქცეულ სიყვითლეს სვამდა,
გალეულ ღამეს არ ახსოვდა რა მოხდა წუხელ,
ახლა ის დროა ,ჩემზე რომ უნდა იფიქროს სხვამ და
რაც დამრჩა სხვაზე საფიქრებელი,არავის ვუმხელ.
თითო აბს დღეში თვითდაჯერების ვიღებ ვიტამინს,
რომ სულთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ აღარ ვომობდე,
იქნებ განწყობა სეზონებს იქით გადავიტანო,
ეს მზეჩახდილი თვეც ვერ მიატანს კვირის ბოლომდე.
საკუთარ თავსაც დიდი ხანია აღარ ვედრები,
სარკის წინ ვხედავ: სხეულს წარსული ნახევარს აჭრის,
ყრუ ტკივილებით  ჩემზე გადიან სახლის კედლები
და სიმყუდროვეს ვერ იკავებენ  მინები ფანჯრის.


05.03.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები