 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 10 მარტი, 2011 |
ჩემი საათი სიჩუმეზე ოდნავ ხმამაღლა მუშაობს..... ამიტომაც თუ გაისუსები ,გაიგონებ : ტიკ–ტაკ .......... ტიკ–ტაკ ....... ეს ხმები მხოლოდ მე მესმოდა იმ ღამეს, რადგან მარტო ვიყავი... მერე მივხვდი თურმე რაა მარტოობა!... როცა გესმის როგორ მუშაობს საათი. დილით, ქალაქში რომ გამოვედი კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინე , რომ სიყვარული ბრმაა... მეც არ მიკვირდა ? რატომ ვეჯახებოდი კედლებს, მეტროს კარს, ავტობუსებს, ცარიელ ქუჩაზე შენობებს, ლოტოს ჯიხურებს..... მერე ამ აღმოჩენით აფორიაქებული დიდხანს ვიჯექი მეტროს სადგურში ქვის ცივ სკამზე და ვუყურებდი როგორ მოდიოდნენ და მერე მიდიოდნენ მატარებლები, ამან ქვეცნობიერად კიდევ ერთი აღმოჩენისკენ მიბიძგა! თურმე ყველაფერი წარმავალია! და თანაც, აუცილებელი პირობაა--- რომ ჯერ მოვიდეს, სანამ წავა.
** ** ** წარსული ----შენს გონებაში ფეთქებული ემოციის ქალაქის ნანგრევი აწმყოს დაუნდობელი, უხეში ხელით გაჩეხილი , ემოციების ველური ყვავილების ბაღი წარსული, მომავლისგან დაშინებული, დევნილი სუბსტანცია. წარსული სადაც შეიკრა ყველა რგოლი . წარსული-სადაც ბუნდოვანი და ტლანქი ასეა შერწყმული ფაქიზთან და კონკრეტულთან . წარსული----ორმო რომელიც ამოავსე სხვა ორმოდან ამოღებული მიწით!... წარსული რომელიც აღარ არის და მაინც აქაა, გვერდზე, გამოუცნობი და ნოსტალგიური შეგრძნებებით დახუნძლული---საშინელი ძალით გექაჩება და თავის თავში აერთიანებს ყველა ჩახვეულ გორგალს მოგონებების მიერ შეკერილი მოსასხამისა, კიდევ რომ იქსოვება და დროდადრო ამოწმებს კვანძებს და არშიებს, ფერებს, ნახატებს, ყველა გეომეტრიულ ზომას, ფიზიკურ ფორმებს, მერე ისევ აგრძელებს უხილავი ხელებით ამ მარტივ მოძრაობებს----დიახ, მარტივს,( რადგან თავად სამყარო მარტივი საგნებისგან შედგება)... მხოლოდ ჩვენი გონება ართულებს, ამძაფრებს ყველაფერს, და რომ შეიძლებოდეს შეუძახო წარსულს, ბავშვობას, რომელიც ასე შორსაა და მაინც ჩვენი გონების ჩარჩოებშია ჩაკეტილი, რომ შეიძლებოდეს შიგნიდან გახსნა, გამოხრა კიდევ ერთხელ, როგორც ძვალი, ის აღარ მოგვეჩვენება ასე გემრიელი, რადგან გონება ეწინააღმდეგება ეს დაუშვას, თითქოს თავად ჩვენს არსებაშია ჩაწერილი წარსულის შეუქცევადობა და მუდმივი ლტოლვა კიდევ ერთხელ დაინახოს შეიგრძნოს ის დახვეწილი არომატები განშორებული ბავშვობის მიუწვდომელი მშვენიერებისა... აწმყო კი მეფობს, მეფობს და ახალ შეგრძნებებს აშრევებს გონებაში, ახალ სახეებს .ხმებს... წარსული უკან და უკან გადადის, თმობს პოზიციებს, მაგრამ მაინც აქაა, სადღაც გვერდზე, ის ჩნდება მაინც, როცა რაღაც ერთი დეტალი, მსგავსი, იქნება ეს სხვა ბავშვის ხილვა თუ იმ ადგილების მონახულება, რომლებმაც შეინახეს ის წარსულის რხევები, ვიბრაციები, მუხტი.... ისევ გამოიტყორცნება მეხსიერების სარკოფაგიდან, წამიერედ დომინირებს კიდეც აწმყოზე, მაგრამ მერე ისევ უკან ბრუნდება, როგორც საცეცწაკვეთილი მწერი იხევს უკან, ისევ ნაჭუჭში იკეტება თავისი პერსონაჟებით, შეგრძნებებით, სილუეტებით და პროეცირდება უკვე როგორც სევდა, მიუწვდომელისა და დაკარგულისა მაგრამ რატომ დაკარგულისა ?.. ის ხომ აქაა ისევ, არსად არ წასულა თუ დავიძაბებით, ისევ შეგვიძლია გამოვიძახოთ ეს ყველაფერი, ისევ წინა პლანზე დავაყენოთ, სცენაზე, ახლოს, პირველ რიგში დავჯდეთ, ფეხი ფეხზე გადავიდოთ და დავტკბეთ როგორ მოძრაობს , ცახცახებს წარსულის ეს თითქოს შავ-თეთრი კადრები, გაქვავებულნი ყოყმანში... შემდეგ ეს ყველაფერი მთავრდება, ორაზროვანი აღნიშვნები და მეტაფორები, რჩება ისევ აწმყო, რომელიც ფეთქავს, ისევ ქსოვს წარსულს, ზოგ რამეს სიზმრებისთვის ინახავს რომ მერე გაგვაწვალოს, ან გაგვახაროს, ანდა გაგვაკვირვოს მოულოდნელი სიუჟეტებით... ხანდახან შეუთავსებლის ხილვითაც. მომავალი ემზადება, მოცოცავს და ჩვენ მისი არ გვეშინია, რადგან აწმყო---ეს შუამავალი,-- ჩურჩულით გვამცნობს, დაახლოებით როგორია ის, ის უხილავი აუცილებლად რომ დადგება. და მასში ისევ და ისევ წარსულის ნაწილია ჩაბუდებული....
** ** ** .... ამ ყველაფერმა ისე გამიტაცა რომ ავდექი და რაღაც ქმედებისთვის მოვემზადე, ამ დროს პოლიციელი მომიახლოვდა, თურმე აქ იყო და დიდხანს მიყურებდა, ხმაც გავიგონე, კიდევ ერთი მატარებელი შემოდიოდა სადგურში, პოლიციელი ყურადღებით მაკვირდებოდა , მერე მკითხა: ----რას ელოდები ?.. მე არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე, არც ვიცი საიდან მოვიდა სიტყვები, თითქოს სადღაც ეწერა და მე უბრალოდ წავიკითხე. ---13 ნომერს.... პოლიციელმა პირი კი დააღო, მაგრამ ვერაფერის თქმა ვერ მოასწრო, სადგურზე მატარებელი შემოგორდა რომელსაც ... რომელსაც... რომელსაც..... საოცარია, მაგრამ 13 ნომერი ეწერა. პოლიციელის თვალებში გაოცება შიშმა შეცვალა , მერე უკან დაიხია მე ვაგონში შევედი. ყველაფერი თავის ადგილზე იყო, წარსულმა დაიკავა თავისი ადგილი, აწმყო ისევ ბაქანზე იდგა და მასაც წარსული ყლაპავდა, მომავალი ჯერ არ დამდგარიყო... --ფრთხილად, კარები იკეტება, -----გამოაცხადა ავტომატმა----შემდეგი სადგური სოხუმი..... მატარებელი დაიძრა. მერე შექანდა. გამეღვიძა.
10.03.2011. სერგეი ნეველი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. სხრულიად არაჩვეულებრივია, წარსულის აღწერა ხომ ზღაპარი, ფინალიც გულისამაჩუყებელი, კარგად წერთ, შეიძლება პროზაში კიდევ უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე პოეზიაში, რაც ხშირად ხდება... გეფერებით, გაგიმარჯოთ!!! სხრულიად არაჩვეულებრივია, წარსულის აღწერა ხომ ზღაპარი, ფინალიც გულისამაჩუყებელი, კარგად წერთ, შეიძლება პროზაში კიდევ უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე პოეზიაში, რაც ხშირად ხდება... გეფერებით, გაგიმარჯოთ!!!
16. 12. კომენტარი - ცალკე კრიტიკა-პუბლიცისტიკური ნამუშევარია! 12. კომენტარი - ცალკე კრიტიკა-პუბლიცისტიკური ნამუშევარია!
14. უჰ..აი ძალიან ძალიან...ხო მიყვარს თქვენი(შენი) ნაწერების კითხვა ძალიან ჩემიანი,ჩემებური თუ როგორ ვთქვა მოკლედ.... თან კითხვის დროს სულ კარგი ასოციაციები მიჩნდება და რაღაც კარგი პარალელები იკვეთება და აიეს მომწონს ხო აქ კიდე ბევრს ვილაპარაკებ და ამიტომ გავედი ეხლა მე;;)
+2 დავტოვე და ისე უჰ..აი ძალიან ძალიან...ხო მიყვარს თქვენი(შენი) ნაწერების კითხვა ძალიან ჩემიანი,ჩემებური თუ როგორ ვთქვა მოკლედ.... თან კითხვის დროს სულ კარგი ასოციაციები მიჩნდება და რაღაც კარგი პარალელები იკვეთება და აიეს მომწონს ხო აქ კიდე ბევრს ვილაპარაკებ და ამიტომ გავედი ეხლა მე;;)
+2 დავტოვე და ისე
13. ჩემი საათი სიჩუმეზე ოდნავ ხმამაღლა მუშაობს.
როცა ნაწერი იწყება ასე, არ შემიძლია არწაკითხვა :)
მითქვამს, მიყვარს აქ შემოსვლა. ტვინი მუშაობს :) ჩემი საათი სიჩუმეზე ოდნავ ხმამაღლა მუშაობს.
როცა ნაწერი იწყება ასე, არ შემიძლია არწაკითხვა :)
მითქვამს, მიყვარს აქ შემოსვლა. ტვინი მუშაობს :)
12. როგორც ჩანს მხოლოდ ფსევდო-ფილოსოფია აინტერესებს მასას. :) და ალბათ მართალიცაა... ასე უფრო ადვილია ცხოვრება! :) მხოლოდ ეგაა, დროდადრო დისპერსიულ.( გაფანტული მიმიკის) ნიღბებს მოირგებენ, თვალებს მოწკურავენ, სივრცეში გაიხედებიან.... ამოიოხრებენ... და თითქოს ეზიარენ კიდეც ყოფიერების საიდუმლოს, ისე უბრწყინავთ რკინის 2 ლარიანებივით მიბნედილი თვალები. :))) თან ამტკიცებენ , სამყაროს გულში ჩავიხედეო... ვარსკვლავებიანი ცა დავკაწრეო სტროფებით.......მარადიულიო.... უსასრულოო... ღმერთიო... და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე ვერ შეიგრძნობს ფსევდო-ფილოსოფოსი თავის ყოფიერებას. და ვერც სამყაროს მის გარშემო. და ვერც სამყაროს ჩვენს გარშემო. და ვერც სამყაროს საკუთარ თავში. როგორც ჩანს მხოლოდ ფსევდო-ფილოსოფია აინტერესებს მასას. :) და ალბათ მართალიცაა... ასე უფრო ადვილია ცხოვრება! :) მხოლოდ ეგაა, დროდადრო დისპერსიულ.( გაფანტული მიმიკის) ნიღბებს მოირგებენ, თვალებს მოწკურავენ, სივრცეში გაიხედებიან.... ამოიოხრებენ... და თითქოს ეზიარენ კიდეც ყოფიერების საიდუმლოს, ისე უბრწყინავთ რკინის 2 ლარიანებივით მიბნედილი თვალები. :))) თან ამტკიცებენ , სამყაროს გულში ჩავიხედეო... ვარსკვლავებიანი ცა დავკაწრეო სტროფებით.......მარადიულიო.... უსასრულოო... ღმერთიო... და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე ვერ შეიგრძნობს ფსევდო-ფილოსოფოსი თავის ყოფიერებას. და ვერც სამყაროს მის გარშემო. და ვერც სამყაროს ჩვენს გარშემო. და ვერც სამყაროს საკუთარ თავში.
11. ეს ხმები მხოლოდ მე მესმოდა იმ ღამეს, რადგან მარტო ვიყავი... მერე მივხვდი თურმე რაა მარტოობა!... როცა გესმის როგორ მუშაობს საათი.- რა საინტერესო განმარტებაა მარტოობის :) მომეწონა :)
ყველაფერი თავის ადგილზე იყო, წარსულმა დაიკავა თავისი ადგილი, აწმყო ისევ ბაქანზე იდგა და მასაც წარსული ყლაპავდა, მომავალი ჯერ არ დამდგარიყო... :)
შემდეგი სადგური სოხუმი...- უფალმა გისმინოთ! ბოლო სიტყვა არ წამიკითხავს :) არ მინდოდა წაკითხვა და იმიტომ :)
წარმატებები! ეს ხმები მხოლოდ მე მესმოდა იმ ღამეს, რადგან მარტო ვიყავი... მერე მივხვდი თურმე რაა მარტოობა!... როცა გესმის როგორ მუშაობს საათი.- რა საინტერესო განმარტებაა მარტოობის :) მომეწონა :)
ყველაფერი თავის ადგილზე იყო, წარსულმა დაიკავა თავისი ადგილი, აწმყო ისევ ბაქანზე იდგა და მასაც წარსული ყლაპავდა, მომავალი ჯერ არ დამდგარიყო... :)
შემდეგი სადგური სოხუმი...- უფალმა გისმინოთ! ბოლო სიტყვა არ წამიკითხავს :) არ მინდოდა წაკითხვა და იმიტომ :)
წარმატებები!
10. მართლაც რომ კარგია! მართლაც რომ კარგია!
9. სერგეი, მოწოდების სიმაღლეზე დგახარ! 555 სერგეი, მოწოდების სიმაღლეზე დგახარ! 555
8. --ფრთხილად, კარები იკეტება, -----გამოაცხადა ავტომატმა----შემდეგი სადგური სოხუმი..... მატარებელი დაიძრა. მერე შექანდა. გამეღვიძა. აი სარკაზმი! --ფრთხილად, კარები იკეტება, -----გამოაცხადა ავტომატმა----შემდეგი სადგური სოხუმი..... მატარებელი დაიძრა. მერე შექანდა. გამეღვიძა. აი სარკაზმი!
7. ვარკეთილს რომ მოუახლოვდები მაგ მე-13 მატარებლით, ზარი გამოუშვი და... მეც წამოვალ სოხუმში... მ ო მ ე ნ ა ტ რ ა ა ა ა ! :(( ვარკეთილს რომ მოუახლოვდები მაგ მე-13 მატარებლით, ზარი გამოუშვი და... მეც წამოვალ სოხუმში... მ ო მ ე ნ ა ტ რ ა ა ა ა ! :((
6. კარგი იყო...კარგად წერ...საინტერესო თხრობა გაქვს ფილოსოფოსო...5555 :-*
სიყვარული ბრმა რომ იყო ვიცოდი, მაგრამ თუ მაგდენადაც, რომ კედლებს ეჯახებიან...ეგ ეხლა გავიგე...:)
წარსული და მომავალი არ არსებობს...ყველაფერი არის აწმყო!... იმიტომ რომ დროც არ არსებობს!...
მოკლედ ამის იმის თქმა მინდოდა, რომ მიყვარს აქ შემოსვლა...საინტერესოს წაიკითხავს ყოველთვის კაცი.
კარგი იყო...კარგად წერ...საინტერესო თხრობა გაქვს ფილოსოფოსო...5555 :-*
სიყვარული ბრმა რომ იყო ვიცოდი, მაგრამ თუ მაგდენადაც, რომ კედლებს ეჯახებიან...ეგ ეხლა გავიგე...:)
წარსული და მომავალი არ არსებობს...ყველაფერი არის აწმყო!... იმიტომ რომ დროც არ არსებობს!...
მოკლედ ამის იმის თქმა მინდოდა, რომ მიყვარს აქ შემოსვლა...საინტერესოს წაიკითხავს ყოველთვის კაცი.
5. ფილოსოფიაა......... და თითქოს უფრო დრამატურგიათ აგგვიქვი ეს ყველაფერი. საერთოდ ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი დრამაა მე თუ მკითხავთ და ასეთი ფილოსოფიური ნააზრევები კიდევ უფრო დიდი დრამა. +2. ფილოსოფიაა......... და თითქოს უფრო დრამატურგიათ აგგვიქვი ეს ყველაფერი. საერთოდ ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი დრამაა მე თუ მკითხავთ და ასეთი ფილოსოფიური ნააზრევები კიდევ უფრო დიდი დრამა. +2.
4. წარსული უკან და უკან გადადის, თმობს პოზიციებს, მაგრამ მაინც აქაა, სადღაც გვერდზე, ის ჩნდება მაინც, როცა რაღაც ერთი დეტალი, მსგავსი, იქნება ეს სხვა ბავშვის ხილვა თუ იმ ადგილების მონახულება, რომლებმაც შეინახეს ის წარსულის რხევები, ვიბრაციები, მუხტი.... ისევ გამოიტყორცნება მეხსიერების სარკოფაგიდან, წამიერედ დომინირებს კიდეც აწმყოზე, მაგრამ მერე ისევ უკან ბრუნდება, როგორც საცეცწაკვეთილი მწერი იხევს უკან, ისევ ნაჭუჭში იკეტება თავისი პერსონაჟებით, შეგრძნებებით, სილუეტებით და პროეცირდება უკვე როგორც სევდა, მიუწვდომელისა და დაკარგულისა
ასეა...კი...კარგია.. წარსული უკან და უკან გადადის, თმობს პოზიციებს, მაგრამ მაინც აქაა, სადღაც გვერდზე, ის ჩნდება მაინც, როცა რაღაც ერთი დეტალი, მსგავსი, იქნება ეს სხვა ბავშვის ხილვა თუ იმ ადგილების მონახულება, რომლებმაც შეინახეს ის წარსულის რხევები, ვიბრაციები, მუხტი.... ისევ გამოიტყორცნება მეხსიერების სარკოფაგიდან, წამიერედ დომინირებს კიდეც აწმყოზე, მაგრამ მერე ისევ უკან ბრუნდება, როგორც საცეცწაკვეთილი მწერი იხევს უკან, ისევ ნაჭუჭში იკეტება თავისი პერსონაჟებით, შეგრძნებებით, სილუეტებით და პროეცირდება უკვე როგორც სევდა, მიუწვდომელისა და დაკარგულისა
ასეა...კი...კარგია..
3. წარსულის ფილოსოფიური ხედვა... ძალიან საინტერესო ადმიანი ხარ! სიზმრებიც საინტერესო გაქვს! ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ეს დანამდვილებით ნახე! და არა ფანტაზიის ნაყოფია! წერის სიტილიც მომწონს :) მოკლერ ერთი დიიიდი 5 შეენ :) წარსულის ფილოსოფიური ხედვა... ძალიან საინტერესო ადმიანი ხარ! სიზმრებიც საინტერესო გაქვს! ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ეს დანამდვილებით ნახე! და არა ფანტაზიის ნაყოფია! წერის სიტილიც მომწონს :) მოკლერ ერთი დიიიდი 5 შეენ :)
2.
გაიხარე სერგი.........
გაიხარე სერგი.........
1. სასიამოვნოდ უცნაურო:) სასიამოვნოდ უცნაურო:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|