ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2011


2 ლექსი (ესმერალდას)

                      მე მოვალ
...............................................................
მელოდე,მე მოვალ ფერადი ზღაპრიდან,
მოგიტან,ფიფქებს და იისფერ მანტიას
მოგახვევ მხრებზე და აგიშლი დალალებს
ამ თბილი თითებით და ფიფქებფანტია
თებერვალს გაგიშლი მაგ ლამაზ ფეხებთან,
თვალებში აგინთებს უცისფრეს აისებს,
და შენი სურნელის მწვერვალებს ვეხები,
ბაგეზე გიყვავის ის ედელვაისი,
რომელიც მოვწყვიტე მე შენთვის მთვარიდან,
და ახლა პლანეტას შენს ფერხთით ვაჩერებ,
გავდივარ სხეულის დახშული კარიდან,
კოსმოსი მაგ მკერდის სურნელით გაჯერდა...
                                      10.02.2011წ.
                  ბეღურა
..................................................
ჩემი შეყვარება განა ადვილია?
შენ ხომ ბეღურა ხარ,მე ვარ გოლიათი,
ახლა დედამიწა სულ სხვა ადგილია,
რაც რომ შენია და ასე მგონია რომ,
ღამე სხვანაირი არის მონატრება,
ღამე ცივია და მთვარე შპიონია,
ახლა კაფეში ვარ სადრაც მონმარტრიზე,
ვთვრები... სევდიანი უკრავს პიანინო.

ჰოდა ახლა სევდის დამაქვს მძიმე ლოდი
ჩემო ესმერალდა! შენი კვაზიმოდო...
                                      2011წ.



პ.ს.  "ორი კაცი საუბრობს:-გუშინ იმდენი დავლიე სახლში რომ მივედი ჩემი ცოლი ქურდი მეგონა და ფანჯრიდან ვაგდებდი.ერთი გენახა რა წივილკივილი ატეხა.
  _ეგ რა არის,შე კაცო,მე ისე დავთვერი,სახლში რომ მივედი,ქურდი ჩემი ცოლი მეგონა და შენ იმის წივილ-კივილი გენახა!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები