ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: იუმორისტული
31 მარტი, 2011


უძილობა(უნიჭო იუმორი)

შემოღამდა,მეზობლებს თვლის მეზობელი გოგიტა,
ვერ ისვენებს ცოლის ხვრინვით  ღიპიანი ბიძინა,
რაც კი ქვეყნად კაქტუსია,დაგიკრეფთ და მოგიტანთ,
თუკი ყველას გააჩუმებთ,მსურს,რომ მშვიდად  ვიძინო.
ჰო,ღამეა,დედალ ჭოტმა ამოიგდო გლანდები,
ახლა ჩემთვის სულ ერთია ამ ცხოვრების ავ-კარგი.
მალე მთვარე უცნაურად ცაში აიბლანდება
და სულ თავზე დამემხობა,რაც აქამდე დავკარგე.
რა ხანია ეს ცხოვრება ერორს მიგდებს,ტუტუცი.
ყველა საქმე გადამწვარი შამფური და მწვადია,
ჰოდა ყველას ერთიანად  ერთ დღეს ხელს რომ დავტაცებ,
მოვისვრი და დავისვენებ,მშვიდი ძილი მწადია.
ფერმკრთალდება გარემოს და შეგრძნებების  შეცნობა,
ვარსკვლავები გასაწყვეტელ ფიქრებს ხელებს უქნევენ,
გულის ტკენას გადარჩება ვინც მიყვარს და მეცნობა,
ვისაც მე არ ვევასები-გააკეთოს ბუქნები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები