მზებუდობაა, მზე ყუჩდება ნისლის ბუდეში და სანამ სხივებს გამოჩეკავს, ჩამოვჯდე უნდა, სკივრი გავხსნა ბინდისფერაი, ზედ მტვრის ჩიტები ვარაყიან ფრთებს შეარხევენ, მობუდარ მზისკენ გაფრინდებიან მონატრებული სტვენა–ჭიკჭიკით.
წინ ზამთარია. ჩამოვჯდე უნდა და სკივრიდან ამოვალაგო: სიკეთე, როგორც ქობაქურის ლურჯი საკაბე, ჩითის ღიმილი – ჭალას ჩამდგარი გარიჟრაჟის ერთი ნაკუწი, მოფერება – ვერცხლის შიბები… დალოცვა – თითბრის სამაჯურზე თრიმლისფერი სერდოლიკები… ნაშალ ყორეზე გადავფინო ბაბოჩემის ნაჩუქარი შალის თავშალიც. სანამ ჩრჩილებმა ზედ ჩადუნა არ ააყვავეს, ვერ გავიმეტე: ვერც სტუმრისათვის, ვერც ბეჩავი მეზობელისთვის, ვერც ლხინისათვის, ვერც ჭირისათვის… არადა, ისე სიყვარულით იყო ნაქსოვი, ისე ღუნღულა, ყველა შემცივნულს გაუთბობდა დამზრალ სულ–სხეულს.
უნდა ჩამოვჯდე, დავამზეურო ყველა სიტყვა, რასაც გულდაგულ ვინახავდი ბინდისფერაი სკივრის ძირში და არ ამოვთქვი. ყველა მომსვლელს და ყველა წამსვლელს – ხეტიალა ბილიკებით სამზეოს მავალთ, გავუნაწილო: ზოგს – ქობაქურის ლურჯი საკაბე, ზოგს გარიჟრაჟი, ზოგს სამაჯური სერდოლიკებით, ვერცხლის შიბები… ბაბოს თავშალსაც ყორეს მაგივრად გზაზე დავაფენ, იქნებ ბაბოს ხმით ადუდუნდნენ ზედ ჩადუნები: “შემოგევლეო, კეთილო და გასახარელო”…
მზებუდობაა, მზე ყუჩდება ნისლის ბუდეში. წინ ზამთარია, ჰაი, როგორი ზამთარიაა… თეთრ ბამბაზიას დაიფარებს ჩემი სათიბი, ბოლო სიტყვამდე გარმონის ერთი გაწელვა დარჩა: “რა ლამაზიაა”… და სანამ სკივრი – ბინდისფერაი, ფესვამნდუკ ფესვს მიწას შეაზრდის, სანამ კალოზე გავილეწები ხორბლის თავთავი, როგორმე უნდა ამოვღერღო ჩემი სათქმელი: სანთელს მიგიკრავ სარკმელზედა, მზეო, ბუდეში ჩამალულო, ყველას ერთნაირად დააყარე შენი თივისფერი ბულულები. სავალიმც დაულოცე შეჭირვებულს, შენი სავალიმც დაგელოცებ, სხივები გამოჩეკე, მობუდარო, მზეო, ერთგულო, მადლიანო…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. დღეს შენი დღე მაქვს... ვერ მოვწყდი ლექსებს! :)
დღეს შენი დღე მაქვს... ვერ მოვწყდი ლექსებს! :)
26. მიჭირს ასეთი სტილის გაგება... აზრი და გადმოცემა შესანიშნავია.
+2 მიჭირს ასეთი სტილის გაგება... აზრი და გადმოცემა შესანიშნავია.
+2
23. შენ გაიხარე! გამათბე ამ ლექსით და ეგაა :-* შენ გაიხარე! გამათბე ამ ლექსით და ეგაა :-*
22. მადლობა, "მელოდია ქარში":) მადლობა, "მელოდია ქარში":)
21. ლამაზად დახატული კადრები....
უნდა ჩამოვჯდე, დავამზეურო ყველა სიტყვა, რასაც გულდაგულ ვინახავდი ბინდისფერაი სკივრის ძირში და არ ამოვთქვი. ყველა მომსვლელს და ყველა წამსვლელს – ხეტიალა ბილიკებით სამზეოს მავალთ, გავუნაწილო: ზოგს – ქობაქურის ლურჯი საკაბე, ზოგს გარიჟრაჟი, ზოგს სამაჯური სერდოლიკებით, ვერცხლის შიბები… ბაბოს თავშალსაც ყორეს მაგივრად გზაზე დავაფენ, იქნებ ბაბოს ხმით ადუდუნდნენ ზედ ჩადუნები: “შემოგევლეო, კეთილო და გასახარელო”…
უთბილესი.... უთბილესი...
ძალიან ვისიამოვნე ამ საღამოს ურაკზე... საუკეთესო ლექსები წავიკთხე.... ლამაზად დახატული კადრები....
უნდა ჩამოვჯდე, დავამზეურო ყველა სიტყვა, რასაც გულდაგულ ვინახავდი ბინდისფერაი სკივრის ძირში და არ ამოვთქვი. ყველა მომსვლელს და ყველა წამსვლელს – ხეტიალა ბილიკებით სამზეოს მავალთ, გავუნაწილო: ზოგს – ქობაქურის ლურჯი საკაბე, ზოგს გარიჟრაჟი, ზოგს სამაჯური სერდოლიკებით, ვერცხლის შიბები… ბაბოს თავშალსაც ყორეს მაგივრად გზაზე დავაფენ, იქნებ ბაბოს ხმით ადუდუნდნენ ზედ ჩადუნები: “შემოგევლეო, კეთილო და გასახარელო”…
უთბილესი.... უთბილესი...
ძალიან ვისიამოვნე ამ საღამოს ურაკზე... საუკეთესო ლექსები წავიკთხე....
20. ხოოოო, ისე რა ხოოოო, ისე რა
19. მშვენიალურია +2 მშვენიალურია +2
18. დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის! :) დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის! :)
17. სავალიმც დაულოცე შეჭირვებულს, შენი სავალიმც დაგელოცებ, სხივები გამოჩეკე, მობუდარო, მზეო, ერთგულო, მადლიანო…
შემოგევლე :) სავალიმც დაულოცე შეჭირვებულს, შენი სავალიმც დაგელოცებ, სხივები გამოჩეკე, მობუდარო, მზეო, ერთგულო, მადლიანო…
შემოგევლე :)
16. გადასარევი,არაჩვეულებრივი!!! ბრავო, ლელ!:-* გადასარევი,არაჩვეულებრივი!!! ბრავო, ლელ!:-*
15. მზებუდობაა ნამდვილად: ))) 55 მზებუდობაა ნამდვილად: ))) 55
14. აი, პოეზია! აი, მშვენიერება! ბედნიერი და სავსე მივდივარ!!! გეფერებით! ეს ლექსი გეყოფათ....და კიდევ! აი, პოეზია! აი, მშვენიერება! ბედნიერი და სავსე მივდივარ!!! გეფერებით! ეს ლექსი გეყოფათ....და კიდევ!
13. ყოველთვის ვიცი, რომ არაჩვეულებრივს წავიკითხავ ამ გვერდზე!
ჰოდა, +2 ყოველთვის ვიცი, რომ არაჩვეულებრივს წავიკითხავ ამ გვერდზე!
ჰოდა, +2
12. ვინც არ უნდა იყოთ სანგვინიკო, არ გეთანხმებით!
ყოველთვის ვიცი, რომ არაჩვეულებრივს წავიკითხავ ამ გვერდზე!
ჰოდა, +5 ვინც არ უნდა იყოთ სანგვინიკო, არ გეთანხმებით!
ყოველთვის ვიცი, რომ არაჩვეულებრივს წავიკითხავ ამ გვერდზე!
ჰოდა, +5
11. გენაცვალეეეეეეე....:-* ესააა პოეზია......უუუუდიდესი და უუუულამაზესი
მზებუდობაა, მზე ყუჩდება ნისლის ბუდეში და სანამ სხივებს გამოჩეკავს, ჩამოვჯდე უნდა, სკივრი გავხსნა ბინდისფერაი, ზედ მტვრის ჩიტები ვარაყიან ფრთებს შეარხევენ, მობუდარ მზისკენ გაფრინდებიან მონატრებული სტვენა–ჭიკჭიკით. დაიწყებ კითხვას და....მინდიასავით...ყველას ენა გესმის...მზის...ყვავილის..ჩიტის...ნისლის... საოცარია...ასე ძალიან, კაი ხანია, არაფერი მომწონებია...5555555555555
ყველა მომსვლელს და ყველა წამსვლელს – ხეტიალა ბილიკებით სამზეოს მავალთ, გავუნაწილო:
მეც მიწილადე ვერცხლის შიბები,ან სამაჯური სერდოლიკებით... მზებუდობისას გამათბობს ცოტას...:-*
მზებუდობაა, მზე ყუჩდება ნისლის ბუდეში. წინ ზამთარია, ჰაი, როგორი ზამთარიაა… თეთრ ბამბაზიას დაიფარებს ჩემი სათიბი, ბოლო სიტყვამდე გარმონის ერთი გაწელვა დარჩა: “რა ლამაზიაა”… და კიდევ გენაცვლეეეე...ასეთი ლამაზი ლექსისთვის...:-* გენაცვალეეეეეეე....:-* ესააა პოეზია......უუუუდიდესი და უუუულამაზესი
მზებუდობაა, მზე ყუჩდება ნისლის ბუდეში და სანამ სხივებს გამოჩეკავს, ჩამოვჯდე უნდა, სკივრი გავხსნა ბინდისფერაი, ზედ მტვრის ჩიტები ვარაყიან ფრთებს შეარხევენ, მობუდარ მზისკენ გაფრინდებიან მონატრებული სტვენა–ჭიკჭიკით. დაიწყებ კითხვას და....მინდიასავით...ყველას ენა გესმის...მზის...ყვავილის..ჩიტის...ნისლის... საოცარია...ასე ძალიან, კაი ხანია, არაფერი მომწონებია...5555555555555
ყველა მომსვლელს და ყველა წამსვლელს – ხეტიალა ბილიკებით სამზეოს მავალთ, გავუნაწილო:
მეც მიწილადე ვერცხლის შიბები,ან სამაჯური სერდოლიკებით... მზებუდობისას გამათბობს ცოტას...:-*
მზებუდობაა, მზე ყუჩდება ნისლის ბუდეში. წინ ზამთარია, ჰაი, როგორი ზამთარიაა… თეთრ ბამბაზიას დაიფარებს ჩემი სათიბი, ბოლო სიტყვამდე გარმონის ერთი გაწელვა დარჩა: “რა ლამაზიაა”… და კიდევ გენაცვლეეეე...ასეთი ლამაზი ლექსისთვის...:-*
10. ეს ლექსი წუხელ ვნახე და ოოო როგორ მომეწონა,ლელა ..ძალიან :)
მზებუდობაა, მზე ყუჩდება ნისლის ბუდეში და სანამ სხივებს გამოჩეკავს, ჩამოვჯდე უნდა, სკივრი გავხსნა ბინდისფერაი, ზედ მტვრის ჩიტები ვარაყიან ფრთებს შეარხევენ, მობუდარ მზისკენ გაფრინდებიან მონატრებული სტვენა–ჭიკჭიკით ულამაზესი :)
უნდა ჩამოვჯდე, დავამზეურო ყველა სიტყვა, რასაც გულდაგულ ვინახავდი ბინდისფერაი სკივრის ძირში და არ ამოვთქვი.
და ჯინას ორივე კომენტარს გავიმეორებ კიდევ :)
ეს ლექსი წუხელ ვნახე და ოოო როგორ მომეწონა,ლელა ..ძალიან :)
მზებუდობაა, მზე ყუჩდება ნისლის ბუდეში და სანამ სხივებს გამოჩეკავს, ჩამოვჯდე უნდა, სკივრი გავხსნა ბინდისფერაი, ზედ მტვრის ჩიტები ვარაყიან ფრთებს შეარხევენ, მობუდარ მზისკენ გაფრინდებიან მონატრებული სტვენა–ჭიკჭიკით ულამაზესი :)
უნდა ჩამოვჯდე, დავამზეურო ყველა სიტყვა, რასაც გულდაგულ ვინახავდი ბინდისფერაი სკივრის ძირში და არ ამოვთქვი.
და ჯინას ორივე კომენტარს გავიმეორებ კიდევ :)
9. მზეო, ბუდეში ჩამალულო, ყველას ერთნაირად დააყარე შენი თივისფერი ბულულები..
კარგია ხო მზეო, ბუდეში ჩამალულო, ყველას ერთნაირად დააყარე შენი თივისფერი ბულულები..
კარგია ხო
8. ულამაზესია :x :x :x ულამაზესია :x :x :x
7. ჩეკა, ჩეკა :D ჩეკა, ჩეკა :D
6. ვახ რაღაც მთვერის ეფექტივითაა... ოღონდ ეხლა არ მკითხოთ ეგ რა არისო.. ჩემთვისაა ეს ასე : )
რაც კარგია კარგია : ) ვახ რაღაც მთვერის ეფექტივითაა... ოღონდ ეხლა არ მკითხოთ ეგ რა არისო.. ჩემთვისაა ეს ასე : )
რაც კარგია კარგია : )
5. კარგია, მომეწონა :) +2 კარგია, მომეწონა :) +2
4. პოეზიაა ეს, პოეზიაააააა!... პოეზიაა ეს, პოეზიაააააა!...
3. უმშვენიერესი ლექსი – ულამაზესი სახე– შედარებებითა და ფოლკლორის სურნელით გაჟღენთილი – სითბოს,სინათლეს სიკეთეს, სიმშვიდეს და მადლიან ლოცვას რომ მოგიტანს ერთდროულად!
ბრწყინვალეა!.... უმშვენიერესი ლექსი – ულამაზესი სახე– შედარებებითა და ფოლკლორის სურნელით გაჟღენთილი – სითბოს,სინათლეს სიკეთეს, სიმშვიდეს და მადლიან ლოცვას რომ მოგიტანს ერთდროულად!
ბრწყინვალეა!....
2. მსგავსი ტიპის ჩანაწერებს პოეზიას რატომ უკავშირებთ ვერ ვხვდები.
+1 :) მსგავსი ტიპის ჩანაწერებს პოეზიას რატომ უკავშირებთ ვერ ვხვდები.
+1 :)
1. ყოველთვის საინტერესო ლელა! 5555 ყოველთვის საინტერესო ლელა! 5555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|