ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2011


მე სულ სხვა ვარ

………………………
მე სულ სხვა ვარ,
მე სულ სხვა ვარ,
არც კი ვიცი ვინ ვარ,რა ვარ,
არც ის ვიცი რატომა ვარ,
კარგად ვარ თუ ავადა ვარ.

იქნებ მითხრათ,თუ ვინა ვარ,
უკანა ვარ,თუ წინა ვარ,
გარეთა ვარ,თუ შინა ვარ,
ხე ვარ,ქვა ვარ,თუ რკინა ვარ,
იქნებ მითხრათ,თუ ვინა ვარ?..

თქვენ ვერ მეტყვით,თუ ვინა ვარ,
მეც არ ვიცი თუ ვინა ვარ...
წყალი ვარ,თუ მე ვარ მიწა,
თუ ვამძიმებ დედამიწას?!
თუ გავაწყრე ცაში ღმერთი,
ჩემი ცრემლი თუ ზღვას ერთვის,
ჩემი გული თუა ერთი,
მე ვარ ერთად-ერთად-ერთი...

სად მთავრდება ჩემი ფიქრი?
ჩემი მზერა ცაში მიქრის,
ხან ბრძენი ვარ,ხანაც მიქრის,
მიყვარს ფიქრთა-ფიქრთა-ფიქრი.

ხან მეფე ვარ,ხან ვარ მონა,
ხან სიცოცხლემ შემაღონა,
ხან გრძნობებმა შემაღონა,
ღმერთმა ეს რა მოიგონა.

მე სულ სხვა ვარ,
მე სულ სხვა ვარ,
ყველას ვგავარ...
არვის ვგავარ...
არ მაქვს სახე,
არ ვარ ღმერთი
და მაინც ვარ ერთადერთი.

მე არ ვიცი რა მსურს,რა მრჯის,
ვინ დამინდობს,ან ვინ დამსჯის,
რატომ ვცდილობ უფრთო ფრენას,
რად განვიცდი აღმაფრენას,
რად მიფარავს ცა და მიწა,
რად ვაწუხებ დედამიწას?

მე სულ სხვა ვარ...
მე სულ სხვა ვარ...
არც კი ვიცი,
ვინ ვარ,
          რა ვარ...

  კვაზი უმახინჯესი,ორიათასოცდა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები