ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
24 მარტი, 2014


ორი მოღიმარი მინიატურა


იყო?.. თუ არა იყო რა

მოხდა ერთხელაც, რაც გარდაუვალი იყო.
შეხვდნენ ერთმანეთს სხვადასხვა მხარეს მიმავალნი _ სიმართლე და ზღაპარი.
ღიმილით დაუკრა თავი ზღაპარმა...
კოპები შეკრა სიმართლემ!
მზერა მზერას აჯახეს და  ჯიუტად თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს.
და მაშინ, პირველად თავის ცხოვრებაში... (პირველად  ბატონებო!!!) სიმართლემ მზერა აარიდა მეტოქეს.
და ჩაეღიმა თითქოს
_ კი, როგორ არა…_ ჩაილაპარაკა თავისთვის, თან იქვე დაამატა _ იყოს ეგრე, რაკი არ იშლით.  ვის რა… _ და არ გააგრძელა, გაიფიქრა მხოლოდ.

***

საქმეა ეს?!!

ერთხელაც, ისევ მობეზრდა ყველა და ყველაფერი და გადაწყვიტა წასულიყო…
წასულიყო  საკუთარ თავში.
და წავიდა!
მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის:  “მეო - დაიბარა - საკუთარ თავში მივდივარო . თუ ვინმეს ძალიან, ძალიან მოუნდება შემეხმიანოს,  სიტყვას ვტოვებო. უბრალოს კი არა, ჯადოსნურსო,  როგორც კი წარმოთქვამს ვინმე,  სიტყვას ამას, მაშინვე აქ გავჩნდებიო”
და ისეთი იდუმალი მზერით გადახედა ყველას, ისეთით… მოკლედ, ძალიან  და არაფერიც არ უთქვამს - ჩაიღიმა მხოლოდ.
და წავიდა!..  ამჯერად მართლა.
იმათაც, ვისგანაც წავიდა, ალალი რომ ვთქვა, არც უკითხავთ, რა სიტყვაო, რი ჯადოსნურიო… ეტყობა, ამოუვიდათ  ყელში  მათაც მსგავსი უცნაურობანი... არც თუ უმიზეზოდ კაცმა რომ თქვას,  არამედ ნიუტონის მესამე კანონის თანახმად. 
იქ კი, მოგეხსენებათ, ქმედება იწვევს უკუქმედებას  და აი, შედეგიც _ არ გამოჩენილა მას შემდეგ.
ეტყობა ძალიან ღრმად შეტოპა საკუთარ თავში და მობრუნება უჭირს... ან სიტყვას ელოდება იმას, ჯადოსნურს... ან...
მოკლედ, არ ჩანს მას შემდეგ.
არც არავინ დარდობს ამას, რატომღაც... სულ იმ კანონის ბრალია ყველაფერი _ აღმოაჩენენ უსაქმურები რაღაცას და მერე შენ უნდა იმტვრიო თავი.
საქმეა ეს?!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს