ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელოდია ქარში
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2011


ხელმეორედ


მერე…
გავჩუმდი და  მეგონა
სიჩუმე ჯობდა,
როგორც აქამდე ლექსი მქონდა
სულზე დაბმული,
ზაფხულის მტვერს ცა,ვადაგასულ
მაისით მორწყავს,
გულს ხელისმოსმით მოვაცალე 
ლექსის სარუჯი.
მერე....
რა მოხდა,შენ თუ არა, ვიღაც იქნება
ვისაც მოტეხავს ერთგულების
ყველა სინდრომი,
ჩემს ქალურობას უტარებენ 
შარმის ქიმწმენდას,
შენ ხომ ასეთი ქალურობით
დაგამახსოვრდი.
მერე...
დაკუჭულ  დღეებიდან დარდი გავშალე,
სულში ჩასხმული მელანიდან,
ლექსი მდინდება,
ისევ თვალებში ადრენალი უნდა ვიწვეთო,
მეტი ცხოვრების სანახავად,
წლები -გიდებად.
მერე...
ხო, მერე რაც იქნება იმ "მერე"-ს მერე
დარჩება იქვე,
იმ მიწაზე,
იმ ცაზეც,ალბათ,
ჩაგეხუტე და მაგ მკლავებში
გადავნაწილდი.
ოცნება იყო, იმ ლექსებში...
რაც გვერდზე დამრჩა.
მერე...
დაბრუნდი!
მოფერება  ახლა შენ გინდა,
გადასაგდებად სად წავიღო
კარმა წარსულის,
ამოვიყვანე ჩემი გული
სადაც მეწვინა
და ხელმეორედ შენს სიყვარულს
ხელზე დავუსვი...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს