მოგახსენებთ, რომ მე, მოქალაქე, თქვენი ქალაქის პატივცემული მაცხოვრებელი, ამა წლის ერთ დღეს, ჩემი სახლიდან გამოვედი, როგორც ყოველთვის. ქროდა ქარი, მზე ანათებდა. სავსე იყო პროსპექტი ხალხით. იდგნენ ხეები.
ზეაწეული, ხმელი ტოტებით ხეები ჰგავდნენ ხელებაწეულ ადამიანებს. ერთ შემთხვევაში - მავედრებლებს, თითქოს წყალში იხრჩობოდნენ და შველას ითხოვდნენ და მეორე შემთხვევაში - ტყვედჩაბარებულ დამარცხებულებს.
მე არ მეცალა ხეებისთვის, სამსახურში ვაგვიანებდი. მზე ანათებდა, ქროდა ქარი და არც ერთ ხეს, არც ერთი ტოტი არ ერხეოდა. ტოტებზე მშვიდად დგამდნენ ბუდეებს ბუნკერებში დანაყრებული ჭილყვავები, დებდნენ კვერცხებს. კვერცხებიდან ბახალები იჩეკებოდნენ. ბახალები ტოტებს შორის იდგამდნენ ფრთებს და ვარჯიშობდნენ, როგორ დაეკრათ ჯერ კანტი-კუნტად, ჩუმი ტაში, მერე მქუხარე, მერე ხანგრძლივი, ბოლოს - ხანგრძლივი და მქუხარე.
ერთი ხანობა, გავიფიქრე: მოქალაქენო, მოიჭერით ხმელი ტოტები, რომლებზეც ზიხართ, დაყარეთ დაბლა, როგორც ხელები და თავს მიეცით უფლება, რომ იამაყოთ: პრესტიჟული სამსახურით, კარგი მანქანით, კარგი სახლით და აგარაკით, ევრორემონტით, ევროიმიჯით, ევროპიარით... ახალგაზრდა საყვარელით, ბებერი ცოლით, ყოველ საღამოს, დასაქოქი თოჯინასავით მომართული რომ გეუბნებათ: მომეცი ფული ავეჯისთვის, სპა-სალონისთვის, ლიპოსაქცია-ბოტოქსისთვის, კერძო ბაღისთვის, სკოლისათვის, სამკაულისთვის... მომეცი ფული სექსისათვის, მოჩვენებითი სიყვარულისთვის... თქვენც მშვიდად იღებთ მოწყალებას ჯიბეებიდან ან საკრედიტო ბარათებიდან არა ქუჩის ბოლო კახპასთვის, არამედ სახლის და ოჯახის ბოლო ცოლისთვის. ნუ ნერვიულობთ, არავინ განგსჯით: ტოტები უკვე მოჭრილი გაქვთ და დაბლა ყრია.
...მაგრამ მე, ერთი რიგითი და კანონმორჩილი (აქ ხაზს ვუსვამ!) მოქალაქე ვარ და ფიქრის ისე მეშინია, როგორც ჭილყვავის, (ჰიჩკოკის ფილმის ფრინველები დამდევენ უკან). მეშინია, საერთოდ, ფრენის, უფრო საერთოდ: ხმელი ხეების, რომლებიც ჰგვანან უფრთო ფრინველებს. მეშინია მაღლა ახედვის და ტროტუარზე თავჩაღუნული სიარული მირჩევნია. ასე, ადვილად ვამჩნევ წარწერას: ”მიწაზე გადასვლა (როგორც ფრენა), აკრძალულია!”
მე, ყოველ დილით, როცა პროსპექტი სავსეა ხალხით, ჩემი სახლიდან გამოვდივარ, მზე ანათებს, ქრის ცივი ქარი. არ ვიმჩნევ ხეებს - ხელებაწეულთ, არ ვიმჩნევ ფიქრს და უფიქრობას, ჭილყვავებისგან ამოკორტნილ რუხი ღრუბლების ტრანსპარანტებს და ამ და სხვათა მიზეზთა გამო, მოკრძალებით მოგახსენებთ: გთხოვთ, ამირჩიოთ საპატიო მოქალაქედ, მე - ქალაქის ღირსეული მაცხოვრებელი, რჩეული გვამი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ;პროსპექტი; ზოგადად OLD სკოლა :)) ;პროსპექტი; ზოგადად OLD სკოლა :))
23. ძალიან კარგად გადმოცემული....წარმატებას გისურვებ ! ძალიან კარგად გადმოცემული....წარმატებას გისურვებ !
19. არა, ძალიან ძალიან კარგია... არა, ძალიან ძალიან კარგია...
18. ძალიან საინტერესო ლექსია... მარავალპლანიანი....ალეგორიებით და ცალსახა პროტესტით...... ხეები....ჩვენი ალეგორიაა, ჩვენი სულია მავედრებელი....... და ბოლოს ხმელი ხეები --- ამ მოსაწყენ გამანადგურებელ ყოფითობას დანებებული....
,,..მაგრამ მე, ერთი რიგითი და კანონმორჩილი (აქ ხაზს ვუსვამ!) მოქალაქე ვარ და ფიქრის ისე მეშინია, როგორც ჭილყვავის, (ჰიჩკოკის ფილმის ფრინველები დამდევენ უკან). მეშინია, საერთოდ, ფრენის, უფრო საერთოდ: ხმელი ხეების, რომლებიც ჰგვანან უფრთო ფრინველებს. მეშინია მაღლა ახედვის და ტროტუარზე თავჩაღუნული სიარული მირჩევნია. ასე, ადვილად ვამჩნევ წარწერას: ”მიწაზე გადასვლა (როგორც ფრენა), აკრძალულია!” ...................... ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან ეს ლექსი, როგორც ფორმით, ისე განცდით.... ძალიან საინტერესო ლექსია... მარავალპლანიანი....ალეგორიებით და ცალსახა პროტესტით...... ხეები....ჩვენი ალეგორიაა, ჩვენი სულია მავედრებელი....... და ბოლოს ხმელი ხეები --- ამ მოსაწყენ გამანადგურებელ ყოფითობას დანებებული....
,,..მაგრამ მე, ერთი რიგითი და კანონმორჩილი (აქ ხაზს ვუსვამ!) მოქალაქე ვარ და ფიქრის ისე მეშინია, როგორც ჭილყვავის, (ჰიჩკოკის ფილმის ფრინველები დამდევენ უკან). მეშინია, საერთოდ, ფრენის, უფრო საერთოდ: ხმელი ხეების, რომლებიც ჰგვანან უფრთო ფრინველებს. მეშინია მაღლა ახედვის და ტროტუარზე თავჩაღუნული სიარული მირჩევნია. ასე, ადვილად ვამჩნევ წარწერას: ”მიწაზე გადასვლა (როგორც ფრენა), აკრძალულია!” ...................... ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან ეს ლექსი, როგორც ფორმით, ისე განცდით....
17. დიდი მადლობა ყველას... დიდი მადლობა ყველას...
16. როგორი განსხვავებულია ეს თქვენი დანარჩენი ნაწერებისგან!
"...მაგრამ მე, ერთი რიგითი და კანონმორჩილი (აქ ხაზს ვუსვამ!) მოქალაქე ვარ და ფიქრის ისე მეშინია"
"გთხოვთ, ამირჩიოთ საპატიო მოქალაქედ, მე - ქალაქის ღირსეული მაცხოვრებელი, რჩეული გვამი. "
მე ძალიან მომეწონა! განვითარებაც და სასრულიც ისეთი აქვს სწორედ, როგორიც პროტესტისგრძნობაგაჩენილ და პროტესტმიჩქმალულ ადამიანს დაეწერებოდა. როგორი განსხვავებულია ეს თქვენი დანარჩენი ნაწერებისგან!
"...მაგრამ მე, ერთი რიგითი და კანონმორჩილი (აქ ხაზს ვუსვამ!) მოქალაქე ვარ და ფიქრის ისე მეშინია"
"გთხოვთ, ამირჩიოთ საპატიო მოქალაქედ, მე - ქალაქის ღირსეული მაცხოვრებელი, რჩეული გვამი. "
მე ძალიან მომეწონა! განვითარებაც და სასრულიც ისეთი აქვს სწორედ, როგორიც პროტესტისგრძნობაგაჩენილ და პროტესტმიჩქმალულ ადამიანს დაეწერებოდა.
14. საინტერესოა საინტერესოა
13. კარგია. სხვანაირად კარგი. უუფლებო და დაჩაგრული მოქალაქის ჩუმი პროტესტი...ჩვენ მაინც ვიფრენთ:) კარგია. სხვანაირად კარგი. უუფლებო და დაჩაგრული მოქალაქის ჩუმი პროტესტი...ჩვენ მაინც ვიფრენთ:)
12. ძლიერია :) ძლიერია :)
11. ძალიან მძაფრი და მაგარია, აი მესმის პროტესტი+++++ ძალიან მძაფრი და მაგარია, აი მესმის პროტესტი+++++
10. ძალიან მაგარი ლექსია და როგორც დაიწყო ისეც გაგრძელდა, ანუ ძლიერად. მე მგონი ტოტების მოჭრა და ძირს დაყრა არის ღმეღტან კავშირის გაწყვეტის ალეგორია, რადგან ზეაჭეული ხეები მავედრებლის, არის ღმერთის შეღცენილი იმედი, და როცა ამ ტოტს ჭრი ფაქტიურად იმ ტოტს ღომელზეც აგებულია , შენი არსებობის აზრი(რომელ ტოტზეც ზიხარ) ინგრევა და ქრება ის სამყარო , სადაც ფრენა დაშვებულია. მაგრამ იქ არის ერთი მომენტიც ხელებაწეული ტყვედ ჩაბარებულის ალეგორიაცაა , რამაც კითხვები დამიტოვამე , სხვა მიმაღთუელბით სვლის საშუალებაც მომცა, მოკლედ მე , ბევრი შრეები დავინახე და ასე გაგებული(ჩემთვის) ლექსი მომეწონა, სხვამ შეიძლება სხვანაირად აღიქვას და ეს მგონი კიდფევ ეღტი სიძლიერე ამ ლექსისა. ძალიან მაგარი ლექსია და როგორც დაიწყო ისეც გაგრძელდა, ანუ ძლიერად. მე მგონი ტოტების მოჭრა და ძირს დაყრა არის ღმეღტან კავშირის გაწყვეტის ალეგორია, რადგან ზეაჭეული ხეები მავედრებლის, არის ღმერთის შეღცენილი იმედი, და როცა ამ ტოტს ჭრი ფაქტიურად იმ ტოტს ღომელზეც აგებულია , შენი არსებობის აზრი(რომელ ტოტზეც ზიხარ) ინგრევა და ქრება ის სამყარო , სადაც ფრენა დაშვებულია. მაგრამ იქ არის ერთი მომენტიც ხელებაწეული ტყვედ ჩაბარებულის ალეგორიაცაა , რამაც კითხვები დამიტოვამე , სხვა მიმაღთუელბით სვლის საშუალებაც მომცა, მოკლედ მე , ბევრი შრეები დავინახე და ასე გაგებული(ჩემთვის) ლექსი მომეწონა, სხვამ შეიძლება სხვანაირად აღიქვას და ეს მგონი კიდფევ ეღტი სიძლიერე ამ ლექსისა.
9. მოგახსენებთ, რომ მე, მოქალაქე, თქვენი ქალაქის პატივცემული მაცხოვრებელი, ამა წლის ერთ დღეს, ჩემი სახლიდან გამოვედი, როგორც ყოველთვის. ქროდა ქარი, მზე ანათებდა. სავსე იყო პროსპექტი ხალხით. იდგნენ ხეები.
ზეაწეული, ხმელი ტოტებით ხეები ჰგავდნენ ხელებაწეულ ადამიანებს. ერთ შემთხვევაში - მავედრებლებს, თითქოს წყალში იხრჩობოდნენ და შველას ითხოვდნენ და მეორე შემთხვევაში - ტყვედჩაბარებულ დამარცხებულებს.
მეშინია მაღლა ახედვის და ტროტუარზე თავჩაღუნული სიარული მირჩევნია.
-საინტერესო ლექსია,ლელა!თუმცა, თავიდან რაღაც სხვანაირად დაიწყო და უცბად ისე გადაუხვია...ალბათ, მე მომეჩვენა ასე.კიდევ მოვუბრუნდები:) მოგახსენებთ, რომ მე, მოქალაქე, თქვენი ქალაქის პატივცემული მაცხოვრებელი, ამა წლის ერთ დღეს, ჩემი სახლიდან გამოვედი, როგორც ყოველთვის. ქროდა ქარი, მზე ანათებდა. სავსე იყო პროსპექტი ხალხით. იდგნენ ხეები.
ზეაწეული, ხმელი ტოტებით ხეები ჰგავდნენ ხელებაწეულ ადამიანებს. ერთ შემთხვევაში - მავედრებლებს, თითქოს წყალში იხრჩობოდნენ და შველას ითხოვდნენ და მეორე შემთხვევაში - ტყვედჩაბარებულ დამარცხებულებს.
მეშინია მაღლა ახედვის და ტროტუარზე თავჩაღუნული სიარული მირჩევნია.
-საინტერესო ლექსია,ლელა!თუმცა, თავიდან რაღაც სხვანაირად დაიწყო და უცბად ისე გადაუხვია...ალბათ, მე მომეჩვენა ასე.კიდევ მოვუბრუნდები:)
8. ამ ლექსს უნდა მოვუბრუნდე... კარგი ალეგორიებია, მაგრამ მეტად მინდა ჩავუჯდე ამ ლექსს უნდა მოვუბრუნდე... კარგი ალეგორიებია, მაგრამ მეტად მინდა ჩავუჯდე
7. რა კარგად დაიწყო არადა...
მეტ სიუხეშეს ველოდი... რა კარგად დაიწყო არადა...
მეტ სიუხეშეს ველოდი...
6. ლექსი ყვირის, ძალიან კარგია ! თუმცა არ მიკვირს შენთან ძალიან კარგი ლექსები :) ლექსი ყვირის, ძალიან კარგია ! თუმცა არ მიკვირს შენთან ძალიან კარგი ლექსები :)
5. მერაბ კი იხრჩობოდნენ და შველას ითხოვდნენ, მაგრამ მათ ტოტებზე მაინც კეთდებოდა ბუდეები... კვერცხებიდან ბახალებიც იჩეკებოდნე და იზრდებოდნენ... და როცა მოჭრეს და ძირს დაყარეს...ფაქტიურად გაცვალეს პრესტიჟულ სამსახურებზე და ა.შ...
არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება ასე გაშიფრის, მაგრამ მგონია, რომ ძალიან კარგად მესმის ავტორის... ჩვენ რა ვქნათ...ჩვენ...ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, რომლებსაც გვტკიოდა მაშინ და ვიხრჩობოდით... და რომლებიც ეხლა ძირს დაყრილ ტოტებს დავცქერით და არ ვიცით წინ რაღაა...რა გველოდება...ან რაღა უნდა იყოს, როცა იმ... საფიცარს... გიკაფავენ და დაბლა გიყრიან... რაღა დაგვრჩენია ჩვენ...- საპატიო მოქალაქეებს და რჩეულ გვამებს?... მაპატიოს ავტორმა ასე რომ შემოვეჭერი და ჩემი თავიც ზედ მივათვალე...ჩემი ვერსიაც...:-* რა ვქნა, იმდენად კარგად აქვს მოტანილი ეს ტკივილი, მთლად ჩენი გახდა...:-* 55555555 მერაბ კი იხრჩობოდნენ და შველას ითხოვდნენ, მაგრამ მათ ტოტებზე მაინც კეთდებოდა ბუდეები... კვერცხებიდან ბახალებიც იჩეკებოდნე და იზრდებოდნენ... და როცა მოჭრეს და ძირს დაყარეს...ფაქტიურად გაცვალეს პრესტიჟულ სამსახურებზე და ა.შ...
არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება ასე გაშიფრის, მაგრამ მგონია, რომ ძალიან კარგად მესმის ავტორის... ჩვენ რა ვქნათ...ჩვენ...ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, რომლებსაც გვტკიოდა მაშინ და ვიხრჩობოდით... და რომლებიც ეხლა ძირს დაყრილ ტოტებს დავცქერით და არ ვიცით წინ რაღაა...რა გველოდება...ან რაღა უნდა იყოს, როცა იმ... საფიცარს... გიკაფავენ და დაბლა გიყრიან... რაღა დაგვრჩენია ჩვენ...- საპატიო მოქალაქეებს და რჩეულ გვამებს?... მაპატიოს ავტორმა ასე რომ შემოვეჭერი და ჩემი თავიც ზედ მივათვალე...ჩემი ვერსიაც...:-* რა ვქნა, იმდენად კარგად აქვს მოტანილი ეს ტკივილი, მთლად ჩენი გახდა...:-* 55555555
4. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ტოტების მოჭრა რა კავშირშია პრესტიჟული სამსახურით, კარგი მანქანით, კარგი სახლით და აგარაკით, ევრორემონტით, ევროიმიჯით, ევროპიარით... და ა.შ.
თუკი ზემოთ
ზეაწეული, ხმელი ტოტებით ხეები ჰგავდნენ ხელებაწეულ ადამიანებს. ერთ შემთხვევაში - მავედრებლებს, თითქოს წყალში იხრჩობოდნენ და შველას ითხოვდნენ და მეორე შემთხვევაში - ტყვედჩაბარებულ დამარცხებულებს.
დასაწყისი ძალიან მომეწონა, სულ სხვა განვითარებას ველოდებოდი სიუჟეტის... წარმატებები ჩემთვის ცოტა გაუგებარია ტოტების მოჭრა რა კავშირშია პრესტიჟული სამსახურით, კარგი მანქანით, კარგი სახლით და აგარაკით, ევრორემონტით, ევროიმიჯით, ევროპიარით... და ა.შ.
თუკი ზემოთ
ზეაწეული, ხმელი ტოტებით ხეები ჰგავდნენ ხელებაწეულ ადამიანებს. ერთ შემთხვევაში - მავედრებლებს, თითქოს წყალში იხრჩობოდნენ და შველას ითხოვდნენ და მეორე შემთხვევაში - ტყვედჩაბარებულ დამარცხებულებს.
დასაწყისი ძალიან მომეწონა, სულ სხვა განვითარებას ველოდებოდი სიუჟეტის... წარმატებები
3. "გთხოვთ, ამირჩიოთ საპატიო მოქალაქედ, მე - ქალაქის ღირსეული მაცხოვრებელი"
ღირსეული მოქალაქე და ადამიანი ღირსეული სტრიქნებით "გთხოვთ, ამირჩიოთ საპატიო მოქალაქედ, მე - ქალაქის ღირსეული მაცხოვრებელი"
ღირსეული მოქალაქე და ადამიანი ღირსეული სტრიქნებით
2. "ზეაწეული, ხმელი ტოტებით ხეები ჰგავდნენ ხელებაწეულ ადამიანებს. ერთ შემთხვევაში - მავედრებლებს, თითქოს წყალში იხრჩობოდნენ და შველას ითხოვდნენ და მეორე შემთხვევაში - ტყვედჩაბარებულ დამარცხებულებს"
"მიწაზე გადასვლა (როგორც ფრენა), აკრძალულია!".........
"ზეაწეული, ხმელი ტოტებით ხეები ჰგავდნენ ხელებაწეულ ადამიანებს. ერთ შემთხვევაში - მავედრებლებს, თითქოს წყალში იხრჩობოდნენ და შველას ითხოვდნენ და მეორე შემთხვევაში - ტყვედჩაბარებულ დამარცხებულებს"
"მიწაზე გადასვლა (როგორც ფრენა), აკრძალულია!".........
1. საოცრად კარგი ალეგორია და პროტესტი ერთდროულად! საოცრად კარგი ალეგორია და პროტესტი ერთდროულად!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|