 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 19 ივლისი, 2011 |
...დიდხანს ვიდექი უზარმაზარ რიგში, ფეხები დამეღალა, დერეფანი ხალხით იყო სავსე, ცხელოდა. ბოლოს როცა რიგმა ჩემამდეც მიაღწია, შევედი. კართან გავჩერდი,თვალი მოვავლე ოთახს,სადაც მხოლოდ ერთი მაგიდა და ერთი სკამი იდგა, მას ყვითელპირა, ჩასუქებული სათვალიანი არსება მისჯდომოდა და ეშმაკურად მიყურებდა. --აბა?...რა მოგვიტანეთ?.....რაზეა ლექსები ?.... --არაფერზე... --როგორ თუ არაფერზე?...რას ბრძანებთ!... სულ არაფერზე ?... --სულ არაფერზე. არსება ერთიანად გარდაიქმნა, წამოწითლდა, თვალები იმ უკიდურესობამდე გადმოკარკლა რომ შემიძლია დავიფიცო და გუგები მისი სათვალის მინებს შეეხო!... ორივე ხელი მაგიდას დააბჯინა და ადგა. მან მარდად მოირბინა ჩემთან, ორივე ხელი ჩამომართვა, დიდხანს მიცქერდა, თან ბუტბუტებდა, სახეგაბარწყინებული. ----სულ არაფერზე?...გენიალურია!...დიდებული!... შემდეგ, როცა ჩემი ნჯღრევა მობეზრდა,ანდა უბრალოდ დაიღალა,უცებ მიშვა ხელი, პატარა , კოტიტა თითით სათვალე შეისწორა ცხვირზე,კიდევ ერთხელ დამაშტერდა და შეჰყვირა: --გადავრჩით!...ნამდვილი სასწაულია!...სასწაული!... შემდეგ ოთახში წრიალს მოჰყვა, ხანდახან ჩერდებოდა და პირს აღებდა, მაგრამ არაფერს ამბობდა, მერე კედელზე ავიდა, ჭერთან ცოტა ხნით შეყოვნდა,თავი მოატრიალა და კიდევ ერთხელ დააღო პირი, ამჯერად შედეგიანად. ---როგორ ბრძანეთ?...სულ არაფერზეო?... ჰა-ჰა-ჰა..... რა მაგარია!...როგორც იქნა!... მერე სწრაფად, იმავე გზით დაბრუნდა უკან, სკამზე დაებერტყა და რაღაცის ჯღაბვნა დაიწყო, მე ხელები გულზე დავიკრიფე და მივაჩერდი ერთხანს ასე წერდა, ჯერ მომეჩვენა რომ ჩემი აქ ყოფნა დაავიწყდა,ჩავახველე, შეხტა და შემომცინა. --თქვენს ლექსებს ხვალ დილიდანვე გავუშვებთ ქსელში!...გესმით?...დილიდანვე!...დარწმუნებული ბრძანდებოდეთ!---აქ მან ჩაიცინა....----როგორ ბრძანეთ?...სულ არაფერზეო?...აი ეს გვჭირდებოდა ბატონო ჩემო, ზუსტად......ახლა ის მითხარით, როგორ წერთ?... ---როგორ და.......----პატარა პაუზა გავაკეთე, თან ჩიპი დავუდე მაგიდაზე,----როგორც ახლაა მიღებული, შემთხზველი მანქანით. ---აჰაა...---ჩაილაპარაკა მან და ჩიპი შეათვალიერა----მშვენიერია და მართლა, მართლა არაფერზეა ?... ...მე შუბლი შევიკარი და ისეთი სახე მივიღე, კაციშვილს არ შეეპარებოდა ეჭვი იმაში რომ ეს ნამდვილი არაფრის არაფერი იყო...დიდი არაფრობა!... ---დიახ....დიახ.....---გააგრძელა მან, ცოტა დარცხვენილმა----არა , ეს ისე, უბრალოდ გკითხეთ, მე მჯერა!...როგორ არ მჯერა თქვენი!...აბა ადრე რა იყო ?...ბნელ საუკუნეებში!...წერაც ამას ერქვა რაააა!....შეჰყრიდნენ ერთ მოზრდილ ოთახში ახლადგამოჩეკილ პოეტებს, კარს გადაურაზავდნენ....რა საჭმელი, რა სასმელი!... ან ექიმი და ფსიქოლოგი!...ამას უ რ ა კ უ ლ მეთოდს ეძახდნენ...დიდი ხნის შემდეგ გააღებდნენ კარს და გამოვარდებოდა იქიდან ღრიალით ერთადერთი გადარჩენილი არსება !.... ნამდვილი მხეცი იყო!...ნამდვილი....უუჰ. მაპატიეთ, ნამდვილი პოეტი მინდოდა მეთქვა!....უუნამდვილესი !...თვალები როგორ უელავდა??...იღლიაში ნახევრადშეჭმული თანამოძმის ბარკალი ამოედო...მისი ნაწარმოებები ათასწლეულები არ კარგავდა აქტუალობას!... აბა ახლა?... ჩაყრი სიტყვებს ავტომატში, დაატრიალებ და .......----ის დანაღვლიანდა...----რა საშინელება იყო მაინც , არა ?.... თავი დავუქნიე, დავიჭყანე და შევეცადე აზრები მომეკრიბა!...კედელზე გაკრულ პლაკატებს მივაჩერდი, სამი ცალი იყო, ახლაღა შევამჩნიე...
(1) გასააარაფრებელი კიდევ ბევრია !... (2) გასაბანძებელი უფრო მეტი!.... (3) ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინაა !...
....სრულ ჭკუაზე მყოფს ნამდვილად გაუჭირდებოდა ამის წარმოდგენა!...სანამ პლაკატებს კიდევ და კიდევ ვკითხულობდი და ვცდილობდი აზრი გამომეტანა, ის ამ დროს განუწყვეტლივ ლაყბობდა. --...აღარც დაბეჭდვაა საჭირო!..ყველაფერი უშუალოდ იტვირთება ტერმინალში და გაიტყორცნება ჰაერში ელექტრომაგნიტურ იმპულსებად, ყველას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, მაინც მოუწევს მოსმენა! ...თორემ აბა რა იყო ადრე ?....ქაღალდზე ბეჭდავდნენ!...იდიოტები!...მილიონობით!...მერე წვავდნენ კიდეც, ხანდახან...ხომ მართალია ?....----ამ დროს ამაყად შემომხედა, ნასიამოვნებმა, აი, რა კარგად ვიციო!... ...ზოგი მათგანი ფულსაც აკეთებდა ამით და თანაც მე მგონი მთლად პატიოსნად არ იქცეოდნენ, არა ?... ---ღმერთო ჩემო!....----აღმომხდა უნებლიედ, როცა მესამე პლაკატის არსს ჩავწვდი. ----რა ბრძანეთ?...რაო?... ---ღმერთო ჩემო!... --ეს რა გამოთქმაა?...შეიძლება ჩავინიშნო?....და რას ნიშნავს?... ამ დროს ძალზე გამაღიზიანა მისმა დამცინავმა და ამავე დროს რაფინირებულმა ტონმა... ხელი ვკარი და შევყვირე: ---ეშმაკსაც წაუღიხარ, შე ადამიანის არამსგავსო!....შე ჯოჯოხეთის მაშხალავ!.... შე უმსგავსო, ყვითელპირა არსებავ !...როგორ ბედავ და დასცინი ჩვენს დიდებულ საუკუნეს??...მერე რა რომ ბევრი საშინელება ხდებოდა ?...მერე რა რომ დეიდაშვილობის და ბიძაშვილობის ინსტიტუტი გვმართავდა?...მერე რა რომ დაქალობა და ძმაკაცობა იყო აქ მთავარი!...მერე რააა!!!!!!....განა ამ საუკუნემ არ მოგვცა ამაღლებული და ღვთაებრივი, ფაქიზი პოეზია ???...
----ეი!...რა გაყვირებს!...გაიღვიძე....----ჩამძახა ვიღაცამ ალერსიანად, ---აბა შეხედე, ბათუმში ვართ უკვე...ბათუმში!...ბათუმი...ზღვა !... ..თვალი გავახილე, მატარებლის ფანჯრიდან მართლაც მოსჩანდა ზღვა, თენდებოდა, მატარებელი საამოდ ირწეოდა და ეტყობოდა სიჩქარეს ანელებდა, ისევ დავხუჭე თვალი, გავიღიმე და ზღვის ხმაურს მივუგდე ყური............ მართლაც დიდებულია ზღვა!....სხვა დანარჩენი კი არც ისე მნიშვნელოვანი, როგორც აი მაგალითად ჩემი სიზმრები.... ჰო და კიდევ, სულ დამავიწყდა, მეტი აღარ დავლევ არაყს ძილის წინ...არასდროს!..გპირდებით!...
19.07.2011. სერგეი ნეველი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ერთი კარგი რეჟისორი რამოდენიმე კარგი მსახიობი და უძლიერესი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვა თან რაც მთავარია ძალიან სახალისო იქნება......
კარგი კაცი ხარ შენ მეგობარო ძალიან კარგი..........
პატივისცემით...........+5 ერთი კარგი რეჟისორი რამოდენიმე კარგი მსახიობი და უძლიერესი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვა თან რაც მთავარია ძალიან სახალისო იქნება......
კარგი კაცი ხარ შენ მეგობარო ძალიან კარგი..........
პატივისცემით...........+5
20. მერე კედელზე ავიდა, ჭერთან ცოტა ხნით შეყოვნდა,თავი მოატრიალა და კიდევ ერთხელ დააღო პირი, ამჯერად შედეგიანად. ---როგორ ბრძანეთ?...სულ არაფერზეო?... ჰა-ჰა-ჰა..... რა მაგარია!...როგორც იქნა!..
..ამას უ რ ა კ უ ლ მეთოდს ეძახდნენ..
(1) გასააარაფრებელი კიდევ ბევრია !... (2) გასაბანძებელი უფრო მეტი!.... (3) ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინაა !...=))
----რა ბრძანეთ?...რაო?... ---ღმერთო ჩემო!... --ეს რა გამოთქმაა?...შეიძლება ჩავინიშნო?....და რას ნიშნავს?.
----ეი!...რა გაყვირებს!...გაიღვიძე....----ჩამძახა ვიღაცამ ალერსიანად, ---აბა შეხედე, ბათუმში ვართ უკვე...ბათუმში!...ბათუმი...ზღვა !... ..თვალი გავახილე, მატარებლის ფანჯრიდან მართლაც მოსჩანდა ზღვა, თენდებოდა, მატარებელი საამოდ ირწეოდა და ეტყობოდა სიჩქარეს ანელებდა, ისევ დავხუჭე თვალი, გავიღიმე და ზღვის ხმაურს მივუგდე ყური............ მართლაც დიდებულია ზღვა!....სხვა დანარჩენი კი არც ისე მნიშვნელოვანი, როგორც აი მაგალითად ჩემი სიზმრები.... ჰო და კიდევ, სულ დამავიწყდა, მეტი აღარ დავლევ არაყს ძილის წინ...არასდროს!..გპირდებით!...
ყოჩაღ სერგეი5+
მერე კედელზე ავიდა, ჭერთან ცოტა ხნით შეყოვნდა,თავი მოატრიალა და კიდევ ერთხელ დააღო პირი, ამჯერად შედეგიანად. ---როგორ ბრძანეთ?...სულ არაფერზეო?... ჰა-ჰა-ჰა..... რა მაგარია!...როგორც იქნა!..
..ამას უ რ ა კ უ ლ მეთოდს ეძახდნენ..
(1) გასააარაფრებელი კიდევ ბევრია !... (2) გასაბანძებელი უფრო მეტი!.... (3) ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინაა !...=))
----რა ბრძანეთ?...რაო?... ---ღმერთო ჩემო!... --ეს რა გამოთქმაა?...შეიძლება ჩავინიშნო?....და რას ნიშნავს?.
----ეი!...რა გაყვირებს!...გაიღვიძე....----ჩამძახა ვიღაცამ ალერსიანად, ---აბა შეხედე, ბათუმში ვართ უკვე...ბათუმში!...ბათუმი...ზღვა !... ..თვალი გავახილე, მატარებლის ფანჯრიდან მართლაც მოსჩანდა ზღვა, თენდებოდა, მატარებელი საამოდ ირწეოდა და ეტყობოდა სიჩქარეს ანელებდა, ისევ დავხუჭე თვალი, გავიღიმე და ზღვის ხმაურს მივუგდე ყური............ მართლაც დიდებულია ზღვა!....სხვა დანარჩენი კი არც ისე მნიშვნელოვანი, როგორც აი მაგალითად ჩემი სიზმრები.... ჰო და კიდევ, სულ დამავიწყდა, მეტი აღარ დავლევ არაყს ძილის წინ...არასდროს!..გპირდებით!...
ყოჩაღ სერგეი5+
19. 55555 მაგარი ხარ, სერგუნა! მოგიკითხე, მეგობარო! სატირული სიზმრების დიდოსტატი ხარ, ძმაო! ილუსტრაციამ დაგლიჯა რაა! :)))) იცი, ერთ "ურაკელს" ვამსგვასე ეგ ტიპი - მიხვდები ალბათ შენც, - ვისაც! 55555 მაგარი ხარ, სერგუნა! მოგიკითხე, მეგობარო! სატირული სიზმრების დიდოსტატი ხარ, ძმაო! ილუსტრაციამ დაგლიჯა რაა! :)))) იცი, ერთ "ურაკელს" ვამსგვასე ეგ ტიპი - მიხვდები ალბათ შენც, - ვისაც!
18. ჟანრი არ მომწონს კიდევ... ჟანრი არ მომწონს კიდევ...
17. ეეე, იქ არ წავიდა, სადაც მეგონა წავიდოდა :( მეწყინა... არადა ყვითელპირიანი მაგარი პერსონაჟი იყო...
ერთი ეს "მარდად მოირბინა"... ნწ...
ურაკის ხსენებამ სიტუაცია გააბანძა, ზოგჯერ უნდა შესწირო სიზმარი ლიტ.ღირებულებას და უნდა ამოიღო რამე :D ეეე, იქ არ წავიდა, სადაც მეგონა წავიდოდა :( მეწყინა... არადა ყვითელპირიანი მაგარი პერსონაჟი იყო...
ერთი ეს "მარდად მოირბინა"... ნწ...
ურაკის ხსენებამ სიტუაცია გააბანძა, ზოგჯერ უნდა შესწირო სიზმარი ლიტ.ღირებულებას და უნდა ამოიღო რამე :D
16. ,,ცისფერი მთები ანუ ტიანშანი" :) ,,ცისფერი მთები ანუ ტიანშანი" :)
15. ეს სერიოზული იუმორისტულია სერგეი, გისურვებ წარმატებას, ისე არაყი კი კარგია ძილის წინ, ნამდვილად!, მხოლოდ ცოტა. ეს სერიოზული იუმორისტულია სერგეი, გისურვებ წარმატებას, ისე არაყი კი კარგია ძილის წინ, ნამდვილად!, მხოლოდ ცოტა.
14. საოცარი იუმორის გრძნობა გაქვს! :) 555 საოცარი იუმორის გრძნობა გაქვს! :) 555
13. gulwrfeli xuti gulwrfeli xuti
12. (1) გასააარაფრებელი კიდევ ბევრია !... (2) გასაბანძებელი უფრო მეტი!.... (3) ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინაა !...
გ ე ნ ი ო ს ი ხ ა რ. . . "შე ადამიანის არამსგავსო!....შე ჯოჯოხეთის მაშხალავ!.... შე უმსგავსო, ყვითელპირა არსებავ !... როგორ ბედავ და დასცინი ჩვენს დიდებულ საუკუნეს??... მერე რა რომ ბევრი საშინელება ხდებოდა ?...მერე რა რომ დეიდაშვილობის და ბიძაშვილობის ინსტიტუტი გვმართავდა?... მერე რა რომ დაქალობა და ძმაკაცობა იყო აქ მთავარი!... მერე რააა!!!!!!.... განა ამ საუკუნემ არ მოგვცა ამაღლებული და ღვთაებრივი, ფაქიზი პოეზია ???..."
!!!!!!!!!!!!!! 55555555
(1) გასააარაფრებელი კიდევ ბევრია !... (2) გასაბანძებელი უფრო მეტი!.... (3) ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინაა !...
გ ე ნ ი ო ს ი ხ ა რ. . . "შე ადამიანის არამსგავსო!....შე ჯოჯოხეთის მაშხალავ!.... შე უმსგავსო, ყვითელპირა არსებავ !... როგორ ბედავ და დასცინი ჩვენს დიდებულ საუკუნეს??... მერე რა რომ ბევრი საშინელება ხდებოდა ?...მერე რა რომ დეიდაშვილობის და ბიძაშვილობის ინსტიტუტი გვმართავდა?... მერე რა რომ დაქალობა და ძმაკაცობა იყო აქ მთავარი!... მერე რააა!!!!!!.... განა ამ საუკუნემ არ მოგვცა ამაღლებული და ღვთაებრივი, ფაქიზი პოეზია ???..."
!!!!!!!!!!!!!! 55555555
11. ---როგორ და.......----პატარა პაუზა გავაკეთე, თან ჩიპი დავუდე მაგიდაზე,----როგორც ახლაა მიღებული, შემთხზველი მანქანით. -კარგი იყო!:)სიზმარავ, ცოტა იძინე და ბევრი წერე, რაც მთავარია, არაფერზე!:-* 5 ---როგორ და.......----პატარა პაუზა გავაკეთე, თან ჩიპი დავუდე მაგიდაზე,----როგორც ახლაა მიღებული, შემთხზველი მანქანით. -კარგი იყო!:)სიზმარავ, ცოტა იძინე და ბევრი წერე, რაც მთავარია, არაფერზე!:-* 5
10. გასააარაფრებელი... ჰეე... საინტერესოდ წერთ გასააარაფრებელი... ჰეე... საინტერესოდ წერთ
9. საინტერესო გადასვლა იყო ერთი აღქმიდან მეორე რეალობაში და საერთოდაც, იყო აქ გარკვეული საგულისხმო ნიუანსები!...თუნდაც, ეს: " (1) გასააარაფრებელი კიდევ ბევრია !... (2) გასაბანძებელი უფრო მეტი!.... (3) ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინაა !..." (სამწუხაროდ...მარტო არაყი, ვფიქრობ, არაფერ შუაშია) საინტერესო გადასვლა იყო ერთი აღქმიდან მეორე რეალობაში და საერთოდაც, იყო აქ გარკვეული საგულისხმო ნიუანსები!...თუნდაც, ეს: " (1) გასააარაფრებელი კიდევ ბევრია !... (2) გასაბანძებელი უფრო მეტი!.... (3) ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინაა !..." (სამწუხაროდ...მარტო არაყი, ვფიქრობ, არაფერ შუაშია)
7. ოუუუ.....:) არა არაფერი....უბრალოდ მზადყოფნა შევამოწმე....მშვენიერია!... ასე ოპერატიულად რომ გვემოქმედა ხომ არ დავკარგავდით ტერიტორიებს, მოუშუშებელ ჭრილობად რომ გვადევს....:) ოუუუ.....:) არა არაფერი....უბრალოდ მზადყოფნა შევამოწმე....მშვენიერია!... ასე ოპერატიულად რომ გვემოქმედა ხომ არ დავკარგავდით ტერიტორიებს, მოუშუშებელ ჭრილობად რომ გვადევს....:)
6. აჰა... მოვჰაკერდი :))
რა გავაფუჭო, მითხარი??? :)) აჰა... მოვჰაკერდი :))
რა გავაფუჭო, მითხარი??? :))
5. ...რაღაც დღეს არ სჩანან ჰაკერები ჩემს გვერდზე.....:)
...რაღაც დღეს არ სჩანან ჰაკერები ჩემს გვერდზე.....:)
4. კარგი ვინმე იყო ყვითელპირა...:) გაყვითლებულ ლექსებს თუ ჭამდა...
ახლადგამოჩეკილ პოეტებს, კარს გადაურაზავდნენ....რა საჭმელი, რა სასმელი!... ან ექიმი და ფსიქოლოგი!...ამას უ რ ა კ უ ლ მეთოდს ეძახდნენ...დიდი ხნის შემდეგ გააღებდნენ კარს და გამოვარდებოდა იქიდან ღრიალით ერთადერთი გადარჩენილი არსება !.... ნამდვილი მხეცი იყო!...ნამდვილი....უუჰ. მაპატიეთ, ნამდვილი პოეტი მინდოდა მეთქვა!....უუნამდვილესი !...თვალები როგორ უელავდა??...იღლიაში ნახევრადშეჭმული თანამოძმის ბარკალი ამოედო. გამეცინააა..:))))))) 5 კარგი ვინმე იყო ყვითელპირა...:) გაყვითლებულ ლექსებს თუ ჭამდა...
ახლადგამოჩეკილ პოეტებს, კარს გადაურაზავდნენ....რა საჭმელი, რა სასმელი!... ან ექიმი და ფსიქოლოგი!...ამას უ რ ა კ უ ლ მეთოდს ეძახდნენ...დიდი ხნის შემდეგ გააღებდნენ კარს და გამოვარდებოდა იქიდან ღრიალით ერთადერთი გადარჩენილი არსება !.... ნამდვილი მხეცი იყო!...ნამდვილი....უუჰ. მაპატიეთ, ნამდვილი პოეტი მინდოდა მეთქვა!....უუნამდვილესი !...თვალები როგორ უელავდა??...იღლიაში ნახევრადშეჭმული თანამოძმის ბარკალი ამოედო. გამეცინააა..:))))))) 5
3. და საერთოდ :)
მეტი აღარ დავლევ არაყს ძილის წინ...არასდროს!..გპირდებით!...("ნაკოლკა")
http://www.youtube.com/watch?v=1e9mwpLBlJ8
რავი, აბა? და საერთოდ :)
მეტი აღარ დავლევ არაყს ძილის წინ...არასდროს!..გპირდებით!...("ნაკოლკა")
http://www.youtube.com/watch?v=1e9mwpLBlJ8
რავი, აბა?
2. ეს უკვე მეორე სიზმარი წავიკითხე ბ-ნი სერგეის და გვერიანადაც ვიღიმე და ვიღიმე!
ალეგორიულ სიზმრებს ნახულობთ თქვენ სერგეი-ბატონო :D ეს უკვე მეორე სიზმარი წავიკითხე ბ-ნი სერგეის და გვერიანადაც ვიღიმე და ვიღიმე!
ალეგორიულ სიზმრებს ნახულობთ თქვენ სერგეი-ბატონო :D
1. ნუ ტექსტი რომ დასახვეწია შენ იცი :) და რამდენიმე აი მართლა მაგარი მომენტი იყო:)
ნუ ტექსტი რომ დასახვეწია შენ იცი :) და რამდენიმე აი მართლა მაგარი მომენტი იყო:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|