აქ ხარ და არც ხარ. შენი მინდორი ისეთია, თითქოს ვაჭრებმა, აღმოსავლეთის ცხელი ქვეყნიდან რომ ბრუნდებოდნენ, ჩამოისვენეს, ქიშმირისა და აბრეშუმის ჭრელი თოფები გადაშალეს, გაამზეურეს... და როგორ გინდა, აწურულ მხრებზე მოიხვიო ეს სიჭრელე თავსაფარივით, მივიწყებულ ბაქანზე დადგე.
ხომ ხდება ასეც: ჩამოიაროს მექანიკურმა მატარებელმა და ერთადერთ მგზავრს - ფანჯრისაკენ ზურგშექცეულს, თავსაფარი დაუქნიო. მერე რა მოხდა, თუ ვერ შეგამჩნევს, მშვიდ მგზავრობას მაინც უსურვებ, მალაქიტის ბალახის სურნელს გაატან საგზლად,
მაგრამ იცი, აქ ხარ და არც ხარ. არაა შენი: არც მინდორი - ქიშმირის და აბრეშუმის ჭრელი თოფები, არც ბაქანი - მივიწყებული, არც ბალახი - მალაქიტის... მექანიკურ მატარებელს კი, ჯერ კიდევ როდის, მექანიზმი ჩაუშალე და გააჩერე. მერე დიდხანს გიქნევდა ფრთებს უცხო ფრინველი - სემაფორი, დიდხანს უსტვენდა, შენი მინდორიც (სემაფორის მწვანე თვალი), დიდხანს ენთო და მაშინ ჩაქრა, უსარგებლო ნივთებით და განწყობებით რომ აიწყვე თავი კოლაჟივით, იქ ჩააწებე, სადაც მუდამ მტკნარი ტბა იყო - ძირგახვრეტილი, როგორც სპილენძის ძველი ვარცლი, ობმოდებული.
...და ერთხელაც, ტბის ფსკერიდან, ისე ახლოს მოვიდა მიწა, თითქოს ლუპა გაგიკეთეს სათვალის ნაცვლად და ყველაფერი დაინახე: რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა, რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა, რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა...
არადა, აქ ხარ. შენთან, სულ ახლოს: მინდორი, როგორც ქიშმირის და აბრეშუმის ჭრელი თოფები, ბალახი, როგორც მალაქიტი, მგზავრი, ბაქანი, მექანიკური მატარებელი... სხვა - არაფერი, სხვა - არაფერი, სხვა - არაფერი, სიმშვიდის გარდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. აქ ხარ და არც ხარ. შენი მინდორი ისეთია, თითქოს ვაჭრებმა, აღმოსავლეთის ცხელი ქვეყნიდან რომ ბრუნდებოდნენ, ჩამოისვენეს, ქიშმირისა და აბრეშუმის ჭრელი თოფები გადაშალეს, გაამზეურეს...
ლამაზია. ძალიან მრავალფეროვანი მეტაფორები გაქვთ, ლელა! :-) აქ ხარ და არც ხარ. შენი მინდორი ისეთია, თითქოს ვაჭრებმა, აღმოსავლეთის ცხელი ქვეყნიდან რომ ბრუნდებოდნენ, ჩამოისვენეს, ქიშმირისა და აბრეშუმის ჭრელი თოფები გადაშალეს, გაამზეურეს...
ლამაზია. ძალიან მრავალფეროვანი მეტაფორები გაქვთ, ლელა! :-)
27. ლამაზია.... ლამაზია....
26. ..და ერთხელაც, ტბის ფსკერიდან, ისე ახლოს მოვიდა მიწა, თითქოს ლუპა გაგიკეთეს სათვალის ნაცვლად და ყველაფერი დაინახე: რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა, რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა, რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა...
მგზავრი, ბაქანი, მექანიკური მატარებელი... სხვა - არაფერი, სხვა - არაფერი, სხვა - არაფერი, სიმშვიდის გარდა.
არადა, აქ ხარ. შენთან, სულ ახლოს: ..და ერთხელაც, ტბის ფსკერიდან, ისე ახლოს მოვიდა მიწა, თითქოს ლუპა გაგიკეთეს სათვალის ნაცვლად და ყველაფერი დაინახე: რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა, რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა, რაც არ გინდოდა, რომ დაგენახა...
მგზავრი, ბაქანი, მექანიკური მატარებელი... სხვა - არაფერი, სხვა - არაფერი, სხვა - არაფერი, სიმშვიდის გარდა.
არადა, აქ ხარ. შენთან, სულ ახლოს:
25. გმადლობთ:) გმადლობთ:)
24. მშვენიერია:) მშვენიერია:)
23. დღეს წავიკითხე ლიტ-ზე... აი, ძალიან მრავალფეროვანი განცდები მოგაქვთ, აქაც ვიტყვი, არცერთი ყალბი განცდა არ მხვდება. არც ძალით იგონებთ პეიზაჟებს იმისთვის, რომ წარმოგვადგენინოთ რამე... ბუნებრივობას ძალიან ვაფასებ... დღეს წავიკითხე ლიტ-ზე... აი, ძალიან მრავალფეროვანი განცდები მოგაქვთ, აქაც ვიტყვი, არცერთი ყალბი განცდა არ მხვდება. არც ძალით იგონებთ პეიზაჟებს იმისთვის, რომ წარმოგვადგენინოთ რამე... ბუნებრივობას ძალიან ვაფასებ...
22. ერთი მთლიანი აზრია ჩადებული და ამიტომ მომეწონა, არ არის დაბუნდული სიუჟეტი. ერთი მთლიანი აზრია ჩადებული და ამიტომ მომეწონა, არ არის დაბუნდული სიუჟეტი.
21. მიყვარს ეს ავტორი, ძალიან... ჩანს, რომ მკითხველს აფასებს, იმ გაგებით, რომ არ წერს რაიმე აბდაუბდას... პირიქით - აქ ყველაფერი გასაგებია, მოტანილია, შეიძლება ტყულიცი იყოს, მაგრამ ისეთი - ბევრ სიმართლეზე ”მიმზიდველი”, საინტერესო...
მაღალი პილოტაჟითაა შესრულებული... :) მიყვარს ეს ავტორი, ძალიან... ჩანს, რომ მკითხველს აფასებს, იმ გაგებით, რომ არ წერს რაიმე აბდაუბდას... პირიქით - აქ ყველაფერი გასაგებია, მოტანილია, შეიძლება ტყულიცი იყოს, მაგრამ ისეთი - ბევრ სიმართლეზე ”მიმზიდველი”, საინტერესო...
მაღალი პილოტაჟითაა შესრულებული... :)
20. რამდენჯერმე წავიკითხე სიამოვნებით! რამდენჯერმე წავიკითხე სიამოვნებით!
19. ძალიან მშრალი ნაწერია ეს. გაცილებით უკეთ შეგიძლიათ თქვენ. ძალიან მშრალი ნაწერია ეს. გაცილებით უკეთ შეგიძლიათ თქვენ.
18. ამ მალაქიტის ბალახებზე მეუბნებოდი ? :) მშვენიერია .... შენი მატარებელი გამახსენდა , მიყვარს ის :) ეს ლექსიც ძალიან კარგია და საერთოდ ძალიან კარგი ხარ ყოველთვის :) ამ მალაქიტის ბალახებზე მეუბნებოდი ? :) მშვენიერია .... შენი მატარებელი გამახსენდა , მიყვარს ის :) ეს ლექსიც ძალიან კარგია და საერთოდ ძალიან კარგი ხარ ყოველთვის :)
17. კრავაი, გმადლობ:) ნათია, დიდი მადლობა, ვისიამოვნე კომპოზიციით:) კრავაი, გმადლობ:) ნათია, დიდი მადლობა, ვისიამოვნე კომპოზიციით:)
15. წავიკითხე გუშინ... მერე კიდევ წავიკითხე... დღესაც ისევ...
http://www.youtube.com/watch?v=qvlkHgUqfOc&feature=related
ამ კომპოზიციასთან ერთად.
ს ი მ შ ვ ი დ ე.
ყოველთვის ვიღებ აქ იმას, რაც საოცარ შეგრძნებებს იწვევს ჩემში. წავიკითხე გუშინ... მერე კიდევ წავიკითხე... დღესაც ისევ...
http://www.youtube.com/watch?v=qvlkHgUqfOc&feature=related
ამ კომპოზიციასთან ერთად.
ს ი მ შ ვ ი დ ე.
ყოველთვის ვიღებ აქ იმას, რაც საოცარ შეგრძნებებს იწვევს ჩემში.
14. მაოცებს, მაოცებს ულევი ხედვებით, ფანტაზიით ,მიგნებებით...სულ ბედნიერი ვარ, აქ.
სულ მოფერება მინდა,აქ!
დიდი სულის პიროვნება იტყვის,ასეთ სიტყვას:
,,ხომ ხდება ასეც: ჩამოიაროს მექანიკურმა მატარებელმა და ერთადერთ მგზავრს - ფანჯრისაკენ ზურგშექცეულს, თავსაფარი დაუქნიო. მერე რა მოხდა, თუ ვერ შეგამჩნევს, მშვიდ მგზავრობას მაინც უსურვებ, მალაქიტის ბალახის სურნელს გაატან საგზლად, "
მაოცებს, მაოცებს ულევი ხედვებით, ფანტაზიით ,მიგნებებით...სულ ბედნიერი ვარ, აქ.
სულ მოფერება მინდა,აქ!
დიდი სულის პიროვნება იტყვის,ასეთ სიტყვას:
,,ხომ ხდება ასეც: ჩამოიაროს მექანიკურმა მატარებელმა და ერთადერთ მგზავრს - ფანჯრისაკენ ზურგშექცეულს, თავსაფარი დაუქნიო. მერე რა მოხდა, თუ ვერ შეგამჩნევს, მშვიდ მგზავრობას მაინც უსურვებ, მალაქიტის ბალახის სურნელს გაატან საგზლად, "
13. რენ, აი, გავწითლდი, მართლა:) დანარჩენი-პირადად:) ყველას კი - დიდი მადლობა:) რენ, აი, გავწითლდი, მართლა:) დანარჩენი-პირადად:) ყველას კი - დიდი მადლობა:)
12. მიყვარს ამ გვერდის სტუმრობა.... სასიამოვნო სიურპრიზები მხვდება ხოლმე... დღეს კი სევდანარევი სიამოვნება მიმაქვს საგზლად... მიყვარს ამ გვერდის სტუმრობა.... სასიამოვნო სიურპრიზები მხვდება ხოლმე... დღეს კი სევდანარევი სიამოვნება მიმაქვს საგზლად...
11. მომეწონა კარგია... მომეწონა კარგია...
10. მეტად შთამბეჭდავი ლექსია... 555 მეტად შთამბეჭდავი ლექსია... 555
9. ბაქანი... სულის სიძლიერეს და სიმტკიცეს გისურვებ, ლელა :) ბაქანი... სულის სიძლიერეს და სიმტკიცეს გისურვებ, ლელა :)
8. "მალაქიტის ბალახის სურნელი" და სიმშვიდე...პოეტური, ლამაზი რემინსცენციები ძალიან კარგ ლექსში!... "მალაქიტის ბალახის სურნელი" და სიმშვიდე...პოეტური, ლამაზი რემინსცენციები ძალიან კარგ ლექსში!...
6. ძალიან სევდიანი განწყობა დამეუფლა... ძალიან სევდიანი განწყობა დამეუფლა...
5. ძალიან კარგი ხარ, ლელა!ყოველი შენი ახალი ნაწერი ზეიმია ჩემთვის:-* ძალიან კარგი ხარ, ლელა!ყოველი შენი ახალი ნაწერი ზეიმია ჩემთვის:-*
4. მე მიყვარს ამ ადამიანის ლექსები... მე მიყვარს ამ ადამიანის ლექსები...
3. მე ვეთანხმები რენუარს. და თუ ლელა ამნაირი თანმიმდევრობით გააგრძელებს პოეზიის გზაზე სვლას, დარწმუნებული ვარ, ძალიან ახლოს მივა იმ შორეულ მიჯნასთან, რომელიც გზის ბოლოშია აღმართული. წარმატებას ვუსურვებ ავტორს. მე ვეთანხმები რენუარს. და თუ ლელა ამნაირი თანმიმდევრობით გააგრძელებს პოეზიის გზაზე სვლას, დარწმუნებული ვარ, ძალიან ახლოს მივა იმ შორეულ მიჯნასთან, რომელიც გზის ბოლოშია აღმართული. წარმატებას ვუსურვებ ავტორს.
2. არ ვიცი...სიტყვები არ მყოფნის...ყველა სიტყვა ნამდვილია აქ და ხატოვანი... სწორად და ბრძნულად განსჯილი...და მუხტი ხომ იმდენად დიდი, ლექსშიც ვერ ეტევა... გადმოდის გარეთ... კითხვას ამთავრებ და შიგ რაც წაიკითხე, ის არ მთავრდება...55555555555 არ ვიცი...სიტყვები არ მყოფნის...ყველა სიტყვა ნამდვილია აქ და ხატოვანი... სწორად და ბრძნულად განსჯილი...და მუხტი ხომ იმდენად დიდი, ლექსშიც ვერ ეტევა... გადმოდის გარეთ... კითხვას ამთავრებ და შიგ რაც წაიკითხე, ის არ მთავრდება...55555555555
1. სტაბილურად ძლიერი პოეტია ლელა. ყოველი ახალი ლექსი მიხარია. 5 სტაბილურად ძლიერი პოეტია ლელა. ყოველი ახალი ლექსი მიხარია. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|