ასეა ყოველ ლილოჭრელობას: დნება და დნება თვალსდახელსშუა ჩემი სოფელი - მთის კალთაზე შერჩენილი მყიფე ლოლუა, დნება და დნება... ჯერ ერთი სახლი ემსგავსება გატეხილ კოკას, მერე - მეორე... ჯერ ერთი ეზო ჩაცურდება ფერდობებზე ჩალის ზვინივით, მერე - მეორე... დრო რომ უქსოვს ანწლისა და შამბის არშიებს, ეგ რა შვებაა... რაც იყო, ახლა დიაფილმის კადრებია, უხმო კადრები: ”ვისი სული გსურს”, ”ხიდობანა” და ”ბორა-ბორა”, დაბორიალობს ორღობეში ბერიკაცივით ბიის სურნელი და ბიაზე - ზანტი ობობა. უღელში მარტოდ დარჩენილი ნიშა ხარივით, ძლივსღა მოათრევს ცის ძირიდან მთვარეს დაისი, კადრზე კითხულობ გადაძახილს: - ზურია, უუუ! - ვახტია, უუუ! - რუსუდან, უუუ! ეს უკვე ნიშნავს: საღამოა. ასეთ ამინდში, მეტი რა უნდათ ციცინათელებს, ყველაზე კარგად თამაშობენ დახუჭობანას. აჩერებ კადრებს. აქ წაკითხვაც აღარ გჭირდება: ბებია, გობი, გობზე - ფქვილი და კეცზე - მჭადი, დედა, რომელიც ყოველ ღამით შიშზე გილოცავს, მამა, რომელიც ყოველ დილით წყაროზე ჩადის. კედლები, ძველი გაზეთები შპალერის ნაცვლად, წვივებისა და მხალისათვის - თოთო ჭინჭარი, წყალწყალა ღვინო თლილ ჭიქაში, გათვალვა - ნაცრად, თეთრი მაქმანი ”შიფანერზე”, ჭრელი ჭილობი... მეზობლის ლუბა, მეზობლის ნინა, ჟოჟიკა, ბაღდო... ბარდებში - დედის მომლოდინე ბუსუსა ბარტყი, შემოდგომობით - ქარებისგან სილაგაწნული შაფრანი, აუჰ, ზამთარში კი, ბარდნის და ბარდნის... ეს დიაფილმის კადრებია, კადრებს მიღმა კი: ჩვენსავით, ასე, თამაშ-თამაშით, ბედნიერების თამასას წევს მაღლა სიკვდილი და დაცლილ მთაში, მარტოობა მობეზრდება საფთხობელასაც, ჯოხზე დაკიდებს გვიმრის ფუთაში გამოკრულ სოფელს, მხარზე გაიდებს და გაღმა, რკინისმესრიანი სასაფლაოსკენ წაჩანჩალდება. ჩემს დიაფილმზე... ჩემს დიაფილმზე ბოლო, ხმოვანი კადრი დარჩა: ბალახებში კუტკუტებენ კუტკალიები: ”ამის პატრონმა რა ქნას”... ”ამის პატრონმა რა ქნას”... ”ამის პატრონმა რა ქნას”...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
53. მშვენიერ მოგონებებს იწვევს ... მშვენიერ მოგონებებს იწვევს ...
52. მშვენიერია!!!:) მშვენიერია!!!:)
50. ისევ ვისიამოვნე... მადლობა :-* ისევ ვისიამოვნე... მადლობა :-*
49. აქაც მილოცვა ძალიან კარგ ავტორს და დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ლექსისთვის და მთელი მისი პოეზიისთვის!
საუკეთესო სურვილებით! აქაც მილოცვა ძალიან კარგ ავტორს და დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ლექსისთვის და მთელი მისი პოეზიისთვის!
საუკეთესო სურვილებით!
48. მე აქ კიდევ ერთი პოეტი აღმოვაჩინე და მიხარია, უზომოდ მიხარია, რომ თქვენ, ყველანი, ვინც ქართული სიტყვის ძლიერებას ჭედავთ, - არსებობთ, იღწვით... ლექსი კი, ლექსი მოურჩენელი ტკივილია ჩვენი. მე აქ კიდევ ერთი პოეტი აღმოვაჩინე და მიხარია, უზომოდ მიხარია, რომ თქვენ, ყველანი, ვინც ქართული სიტყვის ძლიერებას ჭედავთ, - არსებობთ, იღწვით... ლექსი კი, ლექსი მოურჩენელი ტკივილია ჩვენი.
47. მადლობა ყველას:) მადლობა ყველას:)
46. სახეობრივი სიჭარბე? როგორც მახოვს, არც მასთან მომწონდა ეს. სახეობრივი სიჭარბე? როგორც მახოვს, არც მასთან მომწონდა ეს.
45. ვერ ვხვდები, ეს ავტორი გამუდმებით რატომ მაგონებს მარიამ წიკლაურს : )) ცხადია, კარგი ავტორია : ) ვერ ვხვდები, ეს ავტორი გამუდმებით რატომ მაგონებს მარიამ წიკლაურს : )) ცხადია, კარგი ავტორია : )
44. კადრებად აკინძული სევდა, ბავშვობისა და "გვიმრის ფუთაში გამოკრული სოფლის" ნოსტალგია და ასე სათუთად გადმოცემული ტკივილი... საუკეთესო ლექსია! გილოცავ კონკურსში გამარჯვებას, შენმა ლექსებმა დაიმსახურეს! კადრებად აკინძული სევდა, ბავშვობისა და "გვიმრის ფუთაში გამოკრული სოფლის" ნოსტალგია და ასე სათუთად გადმოცემული ტკივილი... საუკეთესო ლექსია! გილოცავ კონკურსში გამარჯვებას, შენმა ლექსებმა დაიმსახურეს!
43. ბედნიერების თამასას წევს მაღლა სიკვდილი
+5!!!
გილოცავთ! ბედნიერების თამასას წევს მაღლა სიკვდილი
+5!!!
გილოცავთ!
42. ლელა, გილოცავთ.....!!!!!!!!
ლექსი პირადად ჩემთვის, იმდენად საიმგანწყობოა, მე რომ ყველაზე თბილად მომაგონებინებს-ხოლმე სურვილს ბავშვობის დროინდელს, ეს სითბო და კადრები სოფლის, ბავშვობიდან მინდოდა მქონოდა მეც გასათბობ-მოსაგონებლად. ლელა, გილოცავთ.....!!!!!!!!
ლექსი პირადად ჩემთვის, იმდენად საიმგანწყობოა, მე რომ ყველაზე თბილად მომაგონებინებს-ხოლმე სურვილს ბავშვობის დროინდელს, ეს სითბო და კადრები სოფლის, ბავშვობიდან მინდოდა მქონოდა მეც გასათბობ-მოსაგონებლად.
41. დიდი მადლობა:) დიდი მადლობა:)
40. მეც ვუერთდები მილოცვებს...დიდი ხანია ასეთი კარგი ლექსი არ წამიკითხავს...სოფლის სურათი,ბავშვობა,ცოტა სევდა,სიხარული..მოკლედ ყველაფერი დოზირებულადაა ამ ლექსში...აღფრთოვანებული ვარ.. ვკითხულობ,ვკითხულობ და კიდევ მინდება წაკითხვა. მეც ვუერთდები მილოცვებს...დიდი ხანია ასეთი კარგი ლექსი არ წამიკითხავს...სოფლის სურათი,ბავშვობა,ცოტა სევდა,სიხარული..მოკლედ ყველაფერი დოზირებულადაა ამ ლექსში...აღფრთოვანებული ვარ.. ვკითხულობ,ვკითხულობ და კიდევ მინდება წაკითხვა.
39. ძალიან მომეწონა... თვალნათლივ დავინახე ყოველი თითქოს... გილოცავთ :) ძალიან მომეწონა... თვალნათლივ დავინახე ყოველი თითქოს... გილოცავთ :)
38. გუშინაც და დღესაც არაერთხელ წავიკითხე!.. შესანიშნავი ლექსი ყველა პარამეტრით!.. კიდევ ერთხელ გილოცავ, ჩემო კარგო!..
და მკითხველი ისევ დაელოდება შენს მშვენიერ ლექსებს (და არა მარტო ლექსებს...) :) გუშინაც და დღესაც არაერთხელ წავიკითხე!.. შესანიშნავი ლექსი ყველა პარამეტრით!.. კიდევ ერთხელ გილოცავ, ჩემო კარგო!..
და მკითხველი ისევ დაელოდება შენს მშვენიერ ლექსებს (და არა მარტო ლექსებს...) :)
37. ძალიან მომეწონა, წარულის და აწმყოს ასე მხატვრულად და ემოციურად დანახვა,, კომენტარებიდან გავიგე, რომ პირველი ადგილი გერგო კონკურსზე, გილოცავ და მიხარია, შენი ლექსი ყოველთვის ამბობს , იმას, რაც ადამიანს ფარულად სტკივა, გილოცავ და გისურვებ შემდგომ წარმატებას ძალიან მომეწონა, წარულის და აწმყოს ასე მხატვრულად და ემოციურად დანახვა,, კომენტარებიდან გავიგე, რომ პირველი ადგილი გერგო კონკურსზე, გილოცავ და მიხარია, შენი ლექსი ყოველთვის ამბობს , იმას, რაც ადამიანს ფარულად სტკივა, გილოცავ და გისურვებ შემდგომ წარმატებას
36. ვისიამოვნე ამ ლექსით :) :-* და კიდევ ლელას პრიზიორობამ გამახარა ძალიაან!!! :-* ვისიამოვნე ამ ლექსით :) :-* და კიდევ ლელას პრიზიორობამ გამახარა ძალიაან!!! :-*
35. გმადლობ, სოლე:) გმადლობ, სოლე:)
34. არაჩვეულებრივი,მშვენიერი,ემოციური!ძალიან კარგი ავტორი ხარ,ჩემი უსაყვარლესი, ავტორი,ლელ!:-*მეც გილოცავ კონკურსში გამარჯვებას . :-* არაჩვეულებრივი,მშვენიერი,ემოციური!ძალიან კარგი ავტორი ხარ,ჩემი უსაყვარლესი, ავტორი,ლელ!:-*მეც გილოცავ კონკურსში გამარჯვებას . :-*
33. დიდი მადლობა ყველას! არც კი ვიცი, რა ვთქვა... :) დიდი მადლობა ყველას! არც კი ვიცი, რა ვთქვა... :)
32. http://www.urakparaki.com/?m=13&Theme=1055 http://www.urakparaki.com/?m=13&Theme=1055
31. მეტი რა უნდათ ციცინათელებს, ყველაზე კარგად თამაშობენ დახუჭობანას. რა კარგია...:-*
თამაშ-თამაშით, ბედნიერების თამასას წევს მაღლა სიკვდილი და დაცლილ მთაში, მარტოობა მობეზრდება საფთხობელასაც, ჯოხზე დაკიდებს გვიმრის ფუთაში გამოკრულ სოფელს, მხარზე გაიდებს და გაღმა, რკინისმესრიანი სასაფლაოსკენ წაჩანჩალდება. რა უსაშველოა ეს სევდა...და რა კარგი...რა კარგი ავტორია...55555 ღირსეულად აირო პრიზი ამ დიდებულმა ლექსმა..."სოფელმა"...:-*
მეტი რა უნდათ ციცინათელებს, ყველაზე კარგად თამაშობენ დახუჭობანას. რა კარგია...:-*
თამაშ-თამაშით, ბედნიერების თამასას წევს მაღლა სიკვდილი და დაცლილ მთაში, მარტოობა მობეზრდება საფთხობელასაც, ჯოხზე დაკიდებს გვიმრის ფუთაში გამოკრულ სოფელს, მხარზე გაიდებს და გაღმა, რკინისმესრიანი სასაფლაოსკენ წაჩანჩალდება. რა უსაშველოა ეს სევდა...და რა კარგი...რა კარგი ავტორია...55555 ღირსეულად აირო პრიზი ამ დიდებულმა ლექსმა..."სოფელმა"...:-*
30. ძალიან კარგია!
ვუერთდები მილოცვებს! ძალიან კარგია!
ვუერთდები მილოცვებს!
29. არ ვიცოდი ეს ლექსი კონკურსის გამარჯვებული ლექსი თუ იყო, თორემ არ დავტოვებდი აქ საერთოდ კომენტარს... მომიტევეთ მე. წარმატებები სულ. არ ვიცოდი ეს ლექსი კონკურსის გამარჯვებული ლექსი თუ იყო, თორემ არ დავტოვებდი აქ საერთოდ კომენტარს... მომიტევეთ მე. წარმატებები სულ.
28. სულისმიერი, სათუთად შესანახი ლესია ეს!!! სულისმიერი, სათუთად შესანახი ლესია ეს!!!
27. შესანიშნავი ლექსია, მიხარია, რომ ასეთი კარგი პოეტი აღმოვაჩინე. შესანიშნავი ლექსია, მიხარია, რომ ასეთი კარგი პოეტი აღმოვაჩინე.
26. +5 კარგია, ლელი!!! :* +5 კარგია, ლელი!!! :*
25. კიდევ მოვედი:)
უნაკლო ლექსია. რა ვიცი, რა ავხსნა, ვისაც თვალები აქვს ხედავს:) აღფრთოვანებული ვარ ჟიურის კომპეტენტურობით, კიდევ მოვედი:)
უნაკლო ლექსია. რა ვიცი, რა ავხსნა, ვისაც თვალები აქვს ხედავს:) აღფრთოვანებული ვარ ჟიურის კომპეტენტურობით,
24. რა ლამაზია! +5 რა ლამაზია! +5
23. გაწელილია :)
5. გაწელილია :)
5.
22. მერაბ, მართლა ძალიან მაგარი ლექსია , ასე სათუთად ჩამოშლილი სოფლის და ჩავლილი ბავშვობის დახატვა არ გინდა ? თანაც კუტკალიებმა თუ იცოდნენ ,,ამის პატრონმა რა ქნას" თამაში არ ვიცოდი ;) გენაცვალე ლელ... აი, ამიტომ მიყვარხარ :*
ბათუმში ლექსების გამოფენაზეც ლელას ლექსი ყოფილა ჩემი ფავორიტი ლექსი ,,ლილოჭრელო" ... სასწაულია ეს გოგო :) მერაბ, მართლა ძალიან მაგარი ლექსია , ასე სათუთად ჩამოშლილი სოფლის და ჩავლილი ბავშვობის დახატვა არ გინდა ? თანაც კუტკალიებმა თუ იცოდნენ ,,ამის პატრონმა რა ქნას" თამაში არ ვიცოდი ;) გენაცვალე ლელ... აი, ამიტომ მიყვარხარ :*
ბათუმში ლექსების გამოფენაზეც ლელას ლექსი ყოფილა ჩემი ფავორიტი ლექსი ,,ლილოჭრელო" ... სასწაულია ეს გოგო :)
21. ამის პატრონმა უფრო ბევრი ლექსი შექმნას:) ამის პატრონმა უფრო ბევრი ლექსი შექმნას:)
20. აჩერებ კადრებს. აქ წაკითხვაც აღარ გჭირდება: ბებია, გობი, გობზე - ფქვილი და კეცზე - მჭადი, დედა, რომელიც ყოველ ღამით შიშზე გილოცავს, მამა, რომელიც ყოველ დილით წყაროზე ჩადის. კედლები, ძველი გაზეთები შპალერის ნაცვლად, წვივებისა და მხალისათვის - თოთო ჭინჭარი, წყალწყალა ღვინო თლილ ჭიქაში, გათვალვა - ნაცრად, თეთრი მაქმანი ”შიფანერზე”, ჭრელი ჭილობი... ულამაზესი სიტყვსბია მიყვარხარ ლელე შენი ლექსებიანად.... აუ რა გამახარა ამ ლექსმა სენ ვერ წარმოიდგენ. თავი სიზმარში მგონია... სოფელი მომენატრა არაფერი ჯობია სოფელს და ასეთ მყუდროებას და სილამაზეს...ხმაურსა და ეიფორიას.....
აჩერებ კადრებს. აქ წაკითხვაც აღარ გჭირდება: ბებია, გობი, გობზე - ფქვილი და კეცზე - მჭადი, დედა, რომელიც ყოველ ღამით შიშზე გილოცავს, მამა, რომელიც ყოველ დილით წყაროზე ჩადის. კედლები, ძველი გაზეთები შპალერის ნაცვლად, წვივებისა და მხალისათვის - თოთო ჭინჭარი, წყალწყალა ღვინო თლილ ჭიქაში, გათვალვა - ნაცრად, თეთრი მაქმანი ”შიფანერზე”, ჭრელი ჭილობი... ულამაზესი სიტყვსბია მიყვარხარ ლელე შენი ლექსებიანად.... აუ რა გამახარა ამ ლექსმა სენ ვერ წარმოიდგენ. თავი სიზმარში მგონია... სოფელი მომენატრა არაფერი ჯობია სოფელს და ასეთ მყუდროებას და სილამაზეს...ხმაურსა და ეიფორიას.....
19. :) ქალბატონო ნინო მე კონკრეტულად ამ ლექსზე მქონდა საუბარი ჩემს კომენტარში:) ისე კი ზოგადად მეც ვაფასებ ქალბატონი ლელას შემოქმედებას და მისი რამოდენიმე ლექსი ძალიანაც მომწონს.
:) ქალბატონო ნინო მე კონკრეტულად ამ ლექსზე მქონდა საუბარი ჩემს კომენტარში:) ისე კი ზოგადად მეც ვაფასებ ქალბატონი ლელას შემოქმედებას და მისი რამოდენიმე ლექსი ძალიანაც მომწონს.
18. რა მოგვწონს და ჩვენი მონატრებული ქართული ენა ხარობს ლელას ლექსებში. საკუთრივ ამ ლექსის პრობლემა კი ჭარბი დეტალიზაციაა. რა მოგვწონს და ჩვენი მონატრებული ქართული ენა ხარობს ლელას ლექსებში. საკუთრივ ამ ლექსის პრობლემა კი ჭარბი დეტალიზაციაა.
17. მაღტლა მაგარი ლექსია. მაღტლა მაგარი ლექსია.
16. ეს დიაფილმის კადრებია, კადრებს მიღმა კი: ჩვენსავით, ასე, თამაშ-თამაშით, ბედნიერების თამასას წევს მაღლა სიკვდილი და დაცლილ მთაში, მარტოობა მობეზრდება საფთხობელასაც, ჯოხზე დაკიდებს გვიმრის ფუთაში გამოკრულ სოფელს, მხარზე გაიდებს და გაღმა, რკინისმესრიანი სასაფლაოსკენ წაჩანჩალდება.
მაგარია ეს დიაფილმის კადრებია, კადრებს მიღმა კი: ჩვენსავით, ასე, თამაშ-თამაშით, ბედნიერების თამასას წევს მაღლა სიკვდილი და დაცლილ მთაში, მარტოობა მობეზრდება საფთხობელასაც, ჯოხზე დაკიდებს გვიმრის ფუთაში გამოკრულ სოფელს, მხარზე გაიდებს და გაღმა, რკინისმესრიანი სასაფლაოსკენ წაჩანჩალდება.
მაგარია
15. ნამდვილად გასამარჯვებელი ლექსია. გილოცავთ მთელი გულით. დამსახურებულად მიგიღიათ ეს ჯილდო.
ძალიან მომეწონა ლექსი. ძლიერია! ნამდვილად გასამარჯვებელი ლექსია. გილოცავთ მთელი გულით. დამსახურებულად მიგიღიათ ეს ჯილდო.
ძალიან მომეწონა ლექსი. ძლიერია!
14. ..
საუკუნეა ასეთი სიამოვნებით ა(ღა)რაფერი წამიკითხავს.
ძალიან კარგია.
ყველა სიკეთე. ..
საუკუნეა ასეთი სიამოვნებით ა(ღა)რაფერი წამიკითხავს.
ძალიან კარგია.
ყველა სიკეთე.
13. მომწონს, სურათებმა მართლაც კინოკადრებად გაირბინეს. მომწონს, სურათებმა მართლაც კინოკადრებად გაირბინეს.
11. ძალიან კარგია ეს ლექსი ჩემი აზრით. გამართულია ყველანაირად და ემოციური სამკითხველოდ. ძალიან კარგია ეს ლექსი ჩემი აზრით. გამართულია ყველანაირად და ემოციური სამკითხველოდ.
10. კარგი ლექსია.
კარგი ლექსია.
9. გილოცავთ გამარჯვებას! გილოცავთ გამარჯვებას!
8. გილოცავ კონკურსში გამარჯვებას, სულ წარმატებებს გისურვებთ :) :) გილოცავ კონკურსში გამარჯვებას, სულ წარმატებებს გისურვებთ :) :)
7. რენუიარ მართლა მაინტერესებს რატომ მოგწონთ თქვენ ეს ლექსი? და გამიხარდება თუ გამცემთ პასუხს.. რენუიარ მართლა მაინტერესებს რატომ მოგწონთ თქვენ ეს ლექსი? და გამიხარდება თუ გამცემთ პასუხს..
5. ლალი, მადლობა:) ლალი, მადლობა:)
4. დიდი მადლობა, გოგოებო:) ნინ, მეც გილოცავ:) ძალიან მიყვარხართ:) რენ როგორ მიხვედი?:) დიდი მადლობა, გოგოებო:) ნინ, მეც გილოცავ:) ძალიან მიყვარხართ:) რენ როგორ მიხვედი?:)
2. რა უხვი და მდიდარი ლექსია! ფინალი შესანიშნავი!
უხდება ხვარამზეს პირველი კონკურსის გამარჯვებულის გვირგვინი! გაიხარე! ეს ერთი და სხვა მრავალი! რა უხვი და მდიდარი ლექსია! ფინალი შესანიშნავი!
უხდება ხვარამზეს პირველი კონკურსის გამარჯვებულის გვირგვინი! გაიხარე! ეს ერთი და სხვა მრავალი!
1. ლელ, ძალიან მიყვარხარ, გილოცავ პირველ ადგილს ,,ხვარამზეობა" 2011 :) სულით და გულით... წარმატებები და საუკეთესო სურვილები :* ლელ, ძალიან მიყვარხარ, გილოცავ პირველ ადგილს ,,ხვარამზეობა" 2011 :) სულით და გულით... წარმატებები და საუკეთესო სურვილები :*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|