გყოლოდი, ზღვაო, - რად გამაშვილე?!. - რობერტ მესხი /რობის, ფიქრიას.../
მებადური ხარ, მე-ბა-დუ-რი! წინ ნაპირია, შენი ნაპირი - ცხადზე ცხადი, როგორც მირაჟი, რომელსაც ხედავ ყოველ ღამით და გეშინია, არ წაიშალოს... და როცა ქუჩა იტბორება ლურჯი რიჟრაჟით, იღებ ბადეს, ფეხაკრეფით გადიხარ გარეთ. ჯერ სიჩუმეა, ჯერ ნიჟარაში ისევ ძინავს შენი ქალაქის შორეულ ექოს, ქალაქის, ერთხელ, ცხელ ნაპირზე რომ მიავიწყდათ, მერე რძესავით გადმოვიდა და ზღვას შეერთო.
ზღვაში გადიხარ, მებადური ხარ, მე-ბა-დუ-რი! შორს გემებია. გემები ჰგვანან ნატვრის ხეებს - პაწაწინა, ჭრელი ალმებით. შენ თვალს არიდებ, დიდი ხანია, ასე გგონია, რომ ერთ ალამსაც ვერ შეაბამ გემებს ნატვრისთვის, თუმცა, რა იცი... ხდება ხანდახან, ოცნებები გემებისაკენ გაუგზავნელი ბარათებივით მიაქვთ თოლიებს.
შენ ბადეს ისვრი, რომელიც არ გაქვს. რა საჭიროა... ყოველ დილას გამოდიხარ არა თევზისთვის, არამედ გინდა, თუნდაც ერთხელ შეავლო თვალი, ვინ ხატავს ქვიშის ნაპირებზე ბავშვობის ქალაქს და მერე, ვინ შლის... და მერე, ვინ შლის... და მერე, ვინ შლის... და ბადის ყოველ გადაგდებას მოჰყვება ფიქრი, რომ ზღვის ტალღები ხატავენ ქალაქს და მერე შლიან...
...მთავრდება ეს დღეც, როგორც წინა და იმისწინა, მზის ნიჟარაში გაყურსულან უკვე ტალღები. ფურცლავ ნაპირებს - ბავშვობით სავსე გაცრეცილ დღიურს, ბრუნდები სახლში და დაღლილს, ცოლთან, ბადით მიგაქვს შენი ნადავლი: გახვრეტილი კენჭების მძივი და ზღვა - ლურჯი სევდით ავსებული, გამჭვირვალე აკვარიუმი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ჯინას და შატილიონს მადლობა:) ჯინას და შატილიონს მადლობა:)
27. ქალაქის, ერთხელ, ცხელ ნაპირზე რომ მიავიწყდათ, მერე რძესავით გადმოვიდა და ზღვას შეერთო.
ძალიან ლამაზია!
და ბადის ყოველ გადაგდებას მოჰყვება ფიქრი, რომ ზღვის ტალღები ხატავენ ქალაქს და მერე შლიან.
და ზღვა - ლურჯი სევდით ავსებული, გამჭვირვალე აკვარიუმი.
ლამაზი ლექსია. +555555555555 ქალაქის, ერთხელ, ცხელ ნაპირზე რომ მიავიწყდათ, მერე რძესავით გადმოვიდა და ზღვას შეერთო.
ძალიან ლამაზია!
და ბადის ყოველ გადაგდებას მოჰყვება ფიქრი, რომ ზღვის ტალღები ხატავენ ქალაქს და მერე შლიან.
და ზღვა - ლურჯი სევდით ავსებული, გამჭვირვალე აკვარიუმი.
ლამაზი ლექსია. +555555555555
26. "ფურცლავ ნაპირებს - ბავშვობით სავსე გაცრეცილ დღიურს"
ავტორმა საოცრად ზუსტად დახატა მიძღვნის მებადური ობიექტი თავისი ძვირფასი მოგონებებითა და ტკივილით!.. "ფურცლავ ნაპირებს - ბავშვობით სავსე გაცრეცილ დღიურს"
ავტორმა საოცრად ზუსტად დახატა მიძღვნის მებადური ობიექტი თავისი ძვირფასი მოგონებებითა და ტკივილით!..
25. ... და მადლობა, თენგიზ:) ... და მადლობა, თენგიზ:)
24. მადლობა, ნათია, უმა:) და მოგვიანებით, ყველა გილოცავთ მარიამობას!:) მადლობა, ნათია, უმა:) და მოგვიანებით, ყველა გილოცავთ მარიამობას!:)
23. წარმატებები. წარმატებები.
22. იხარეთ და იბედნიერეთ:) იხარეთ და იბედნიერეთ:)
21. დიდი ინტელექტით, გრძნობით და სისადავით გაჯერებული ლექსია, როგორც საერთოდ, მთელი თქვენი პოეზია, ლელა... ძალიან მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ. წმინდა ღვთისმშობლის მადლი შეგეწიოთ. დიდი ინტელექტით, გრძნობით და სისადავით გაჯერებული ლექსია, როგორც საერთოდ, მთელი თქვენი პოეზია, ლელა... ძალიან მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ. წმინდა ღვთისმშობლის მადლი შეგეწიოთ.
20. "და როცა ქუჩა იტბორება ლურჯი რიჟრაჟით" ____________ აუუუუ......
"გემები ჰგვანან ნატვრის ხეებს - პაწაწინა, ჭრელი ალმებით."_________ წარმოვიდგინე :) ლამაზიაააა.
"თუნდაც ერთხელ შეავლო თვალი, ვინ ხატავს ქვიშის ნაპირებზე ბავშვობის ქალაქს და მერე, ვინ შლის... და მერე, ვინ შლის... და მერე, ვინ შლის... "
აი, აქ რატომღაც ისეთი კადრი დამიდგა თვალწინ:
ქვიშაში ჩახატული ფიგურებიდან, პირველ ტალღას გადარჩენილებს - მეორე ტალღა რომ შლის, მეორეს გადარჩენილებს - მესამე ტალღა რომ გადაუვლის... და ასე, სანამ ზღვა მთლიანად არ წაგიშლის ხოლმე... :( :-S
ძალიან მიყვარს ის ლამაზი სამყარო, რაშიც თქვენ გვამოგზაურებთ -ხოლმე, ლელა. თუნდაც სევდიანი მოგზაურობით.
ადრესატები ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანები. "და როცა ქუჩა იტბორება ლურჯი რიჟრაჟით" ____________ აუუუუ......
"გემები ჰგვანან ნატვრის ხეებს - პაწაწინა, ჭრელი ალმებით."_________ წარმოვიდგინე :) ლამაზიაააა.
"თუნდაც ერთხელ შეავლო თვალი, ვინ ხატავს ქვიშის ნაპირებზე ბავშვობის ქალაქს და მერე, ვინ შლის... და მერე, ვინ შლის... და მერე, ვინ შლის... "
აი, აქ რატომღაც ისეთი კადრი დამიდგა თვალწინ:
ქვიშაში ჩახატული ფიგურებიდან, პირველ ტალღას გადარჩენილებს - მეორე ტალღა რომ შლის, მეორეს გადარჩენილებს - მესამე ტალღა რომ გადაუვლის... და ასე, სანამ ზღვა მთლიანად არ წაგიშლის ხოლმე... :( :-S
ძალიან მიყვარს ის ლამაზი სამყარო, რაშიც თქვენ გვამოგზაურებთ -ხოლმე, ლელა. თუნდაც სევდიანი მოგზაურობით.
ადრესატები ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანები.
19. პირიქით, მადლობა, რომ კითხულობთ:) პირიქით, მადლობა, რომ კითხულობთ:)
18. გასაგებია... დიდი მადლობა ყურადღებისთვის. :) გასაგებია... დიდი მადლობა ყურადღებისთვის. :)
17. 6-ე კომენტარის ავტორს: უკაცრავად, ახლა ვნახე, რომ შეკითხვა გქონდათ:) ”ჯერ ნიჟარაში ისევ ძინავს შენი ქალაქის შორეულ ექოს, ქალაქის, ერთხელ, ცხელ ნაპირზე რომ მიავიწყდათ, მერე რძესავით გადმოვიდა და ზღვას შეერთო” - ამ ლექსს კონკრეტული ადრესატები ჰყავს, მათთვის ეს პასაჟი ადვილად გასაგებია, საუბარია დაკარგულ, ზღვისპირა ქალაქზე... :) 6-ე კომენტარის ავტორს: უკაცრავად, ახლა ვნახე, რომ შეკითხვა გქონდათ:) ”ჯერ ნიჟარაში ისევ ძინავს შენი ქალაქის შორეულ ექოს, ქალაქის, ერთხელ, ცხელ ნაპირზე რომ მიავიწყდათ, მერე რძესავით გადმოვიდა და ზღვას შეერთო” - ამ ლექსს კონკრეტული ადრესატები ჰყავს, მათთვის ეს პასაჟი ადვილად გასაგებია, საუბარია დაკარგულ, ზღვისპირა ქალაქზე... :)
16. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის:) დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის:)
15. ღმერთო ჩემო, რა კარგია !
რა ულევი და სიჩოცხლე ხარ, მართლაც ჩემო! ღმერთო ჩემო, რა კარგია !
რა ულევი და სიჩოცხლე ხარ, მართლაც ჩემო!
14. ...მთავრდება ეს დღეც, როგორც წინა და იმისწინა, მზის ნიჟარაში გაყურსულან უკვე ტალღები. ფურცლავ ნაპირებს - ბავშვობით სავსე გაცრეცილ დღიურს, ბრუნდები სახლში და დაღლილს, ცოლთან, ბადით მიგაქვს შენი ნადავლი: გახვრეტილი კენჭების მძივი და ზღვა - ლურჯი სევდით ავსებული, გამჭვირვალე აკვარიუმი.
გაიხარე, ლელა! ძალიან კარგია! 5 ...მთავრდება ეს დღეც, როგორც წინა და იმისწინა, მზის ნიჟარაში გაყურსულან უკვე ტალღები. ფურცლავ ნაპირებს - ბავშვობით სავსე გაცრეცილ დღიურს, ბრუნდები სახლში და დაღლილს, ცოლთან, ბადით მიგაქვს შენი ნადავლი: გახვრეტილი კენჭების მძივი და ზღვა - ლურჯი სევდით ავსებული, გამჭვირვალე აკვარიუმი.
გაიხარე, ლელა! ძალიან კარგია! 5
12. ლელ, მერამდენედ გამახარე დღეს, მეგობარო!..
მადლობელი ვარ ისევ და ისევ და ღმერთი გფარავდეს!!! ლელ, მერამდენედ გამახარე დღეს, მეგობარო!..
მადლობელი ვარ ისევ და ისევ და ღმერთი გფარავდეს!!!
11. ძალიან გულიანი და თბილი მიძღვნა ორ უსაყვარლეს პიროვნებას, გენაცვალე, ლელა! ლამაზ-სევდიან-ტკივილიანი555 ძალიან გულიანი და თბილი მიძღვნა ორ უსაყვარლეს პიროვნებას, გენაცვალე, ლელა! ლამაზ-სევდიან-ტკივილიანი555
10. ამისთვის მოველ:) ავტორ ადრესატებიანად უძვირფასესნო:)
ლექსად მოფერებული 5 ამისთვის მოველ:) ავტორ ადრესატებიანად უძვირფასესნო:)
ლექსად მოფერებული 5
9. დახვეწილი ნაწერია ჩემი აზრით. მომეწონა. დახვეწილი ნაწერია ჩემი აზრით. მომეწონა.
8. 55555 მაგარია მომეწონა გაიხარე 55555 მაგარია მომეწონა გაიხარე
7. მებადური ხარ, მე-ბა-დუ-რი! წინ ნაპირია, შენი ნაპირი - ცხადზე ცხადი, როგორც მირაჟი, რომელსაც ხედავ ყოველ ღამით და გეშინია, არ წაიშალოს...
ბრუნდები სახლში და დაღლილს, ცოლთან, ბადით მიგაქვს შენი ნადავლი: გახვრეტილი კენჭების მძივი და ზღვა - ლურჯი სევდით ავსებული, გამჭვირვალე აკვარიუმი.
მხოლოდ კარგ ავტორს შუძლია, ასე ლამაზად დაინახოს, მეორე კარგი ავტორი...555 მებადურიოოო....საოცრად ზუსტი მიგნებაა..:-* მებადური ხარ, მე-ბა-დუ-რი! წინ ნაპირია, შენი ნაპირი - ცხადზე ცხადი, როგორც მირაჟი, რომელსაც ხედავ ყოველ ღამით და გეშინია, არ წაიშალოს...
ბრუნდები სახლში და დაღლილს, ცოლთან, ბადით მიგაქვს შენი ნადავლი: გახვრეტილი კენჭების მძივი და ზღვა - ლურჯი სევდით ავსებული, გამჭვირვალე აკვარიუმი.
მხოლოდ კარგ ავტორს შუძლია, ასე ლამაზად დაინახოს, მეორე კარგი ავტორი...555 მებადურიოოო....საოცრად ზუსტი მიგნებაა..:-*
6. კარგის გამორჩევა მინდოდა და ბევრია, ცუდი (ჩემთვის) ცოტაა და აგერ გიჩვენებთ და თუ ამიხსნით ძალიან მესიამოვნება :) -ჯერ ნიჟარაში ისევ ძინავს შენი ქალაქის შორეულ ექოს, ქალაქის, ერთხელ, ცხელ ნაპირზე რომ მიავიწყდათ, მერე რძესავით გადმოვიდა და ზღვას შეერთო. -> მხოლოდ ეს ვერ გავიგე და არამკითხე მოამბეები ნუ ჩაერევიან, მიპასუხოს ავტორმა ^_^ კარგის გამორჩევა მინდოდა და ბევრია, ცუდი (ჩემთვის) ცოტაა და აგერ გიჩვენებთ და თუ ამიხსნით ძალიან მესიამოვნება :) -ჯერ ნიჟარაში ისევ ძინავს შენი ქალაქის შორეულ ექოს, ქალაქის, ერთხელ, ცხელ ნაპირზე რომ მიავიწყდათ, მერე რძესავით გადმოვიდა და ზღვას შეერთო. -> მხოლოდ ეს ვერ გავიგე და არამკითხე მოამბეები ნუ ჩაერევიან, მიპასუხოს ავტორმა ^_^
4. ავტორი: ლელა ცუცქირიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
27 აგვისტო, 2011
ავტორი: ლელა ცუცქირიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
27 აგვისტო, 2011
3. ლალი, დიდი მადლობა:) წერილი, გაუგზავნელიც კი, არ უნდა წაშალო, მე ასე მგონია... ლალი, დიდი მადლობა:) წერილი, გაუგზავნელიც კი, არ უნდა წაშალო, მე ასე მგონია...
2. შენი ნაპირი - ცხადზე ცხადი, როგორც მირაჟი, რომელსაც ხედავ ყოველ ღამით და გეშინია, არ წაიშალოს
საოცარია დღეს წერილი მივწერე ადამიანს,რომელიც ძალიან მენატრება და ზუსტად ეს შეგრძნება მქონდა.
გაუგზავნელი წერილი,წასაშლელი მალე.
შენი ნაპირი - ცხადზე ცხადი, როგორც მირაჟი, რომელსაც ხედავ ყოველ ღამით და გეშინია, არ წაიშალოს
საოცარია დღეს წერილი მივწერე ადამიანს,რომელიც ძალიან მენატრება და ზუსტად ეს შეგრძნება მქონდა.
გაუგზავნელი წერილი,წასაშლელი მალე.
1. ლიტგზეც მომეწონა.
კარგი პოეტესა.მარტლა კარგი.
ლიტგზეც მომეწონა.
კარგი პოეტესა.მარტლა კარგი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|