ჩარლი მეთევზე იყო, ოკეანის პირას ცხოვრობდა და ზოგჯერ ლექსებსაც წერდა. ოცნება წიგნი რომ გამოეშვა, ჯერჯერობით აუხდენელი რჩებოდა. თავისი ძველი ნავით ხშირად გადიოდა ზღვაში და თევზაობდა. დაჭერილ თევზს ყიდდა და ფულს აგროვებდა წიგნის გამოსაშვებად. ღამღამობით საკუთარი სახლის ვერანდაზე ქანქარა სავარძელში იჯდა მუხლებზე პლედგადაფარებული, ზღვას უყურებდა და რომს წრუპავდა. ხშირად ახსენდებოდა მამამისი, ახოვანი მეზღვაური, რომელსაც სამართლიანი ჩხუბი იზიდავდა. მერე მამა ზღვამ წაართვა.. ჩარლის ოჯახი არ ჰყავდა, ვერ შეეგუა ცოლს და გაშორდა. შვილი არ ჰყოლიათ, თუმცა ჩარლი შვილზე სულ ოცნებობდა. “ როცა ჩემი წიგნის ჰონორარს ავიღებ, დუბლინში წავალ, მომენატრა იქაურობა. სემსაც ვინახულებ.” - გაიფიქრა ჩარლიმ. სემ ტატუმი, მისი ბავშვობის მეგობარი, დიდი ხნის წინ დასახლდა დუბლინში, როცა იქაური გოგო შეირთო. ჩარლი წამოდგა, გაიზმორა და სახლს გახედა, დაეზარა შესვლა ცარიელ სახლში, მაინც მივიდა საწოლამდე...
* * * ჩარლიმ თავის ძველ ნავს ბოლო ფუნჯი საღებავიც წაუსვა და სახლს მიაშურა,”წავალ რედაქციაში, რა იცი რა ხდება” გაიფიქრა და საგარეო ტანსაცმელი ჩაიცვა. ქალაქისკენ წავიდა. რედაქციაში მისულს, ცოტა არ იყოს, ეუცხოვა რედაქციის მუშების მოწიწებული სალამი. რედაქტორის კაბინეტთან შეყოვდა და დააკაკუნა. “მობრძანდით” - გაისმა კარს იქიდან მამაკაცის ბოხი ხმა. ჩარლიმ კარი გაუბედავად შეაღო, ნაცნობი რედაქტორი სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და ჩარლის მივარდა.”ჩარლ ჩემო მეგობარო, ეს-ესაა კაცი გამოვაგზავნე შენთან, გილოცავ!”. ჩარლი გაოცებული შეაჩერდა რედაქტორს, ვერ გაეგო რა მოხდა. “წიგნი ჩარლ, შენი წიგნი დააფინანსეს, და მთელი ტირაჟიც წინასწარ შეისყიდეს. რომ იცოდე ვინ?! გრაფმა მილნერმა ჩარლ, ბედი გქონია, დიდი ფული იშოვე. იმედია ჩვენს რედაქციას არ დაივიწყებ, როცა სახელოვანი კაცი გახდები ჩარლ” - ლამის ემუდარებოდა რედაქტორი. ჩარლმა კარი გამოაღო და რედაქციიდან თითქმის სირბილით წამოვიდა, სახლს მიაშურა და თავის ქანქარა სავარძელში ნახევრად გულწასული ჩაესვენა. დუბლინი, დუბლინი... რეკდა თავში ზარივით. მალე წავალ, ჯანდაბას აქაურობა!..
* * * ჩარლიმ ბანკში ფული აიღო თუ არა, მაშინვე გასამგზავრებლად მზადებას შეუდგა,ყველაფერი ჩაალაგა და ეტლიც გამოიძახა. ეტლის მოსვლამდე გულმა სანაპიროსკენ გაუწია, სანაპიროზე მისი პირქვედამხობილი ძველი ნავი ელოდებოდა. “მშვიდობით, მეგობარო - გაიფიქრა ჩარლიმ და თვალები აუცრემლიანდა - ბევრჯერ გადაგირჩენივარ ტალღებთან ბრძოლაში, მე კი ასე უპატრონოდ გტოვებ”. - ხმამაღლა ელაპარაკებოდა ჩარლი ნავს. -რატომ ტირით ძია? - შემოესმა ჩარლის უცებ. უკან მოიხედა და გაოცებით შეათვალიერა მის წინ მდგომი ჩამოძონძილი ათიოდე წლის ბიჭუნა, რომელიც გაკვირვებული შესცქეროდა მოტირალ კაცს. -ვინა ხარ ბიჭო? აქ საიდან? ადრე არასოდეს შემიმჩნევიხარ!- კითხვას კითხვითვე უპასუხა ჩარლიმ. -ადრე ვერც მნახავდით ძია, მე კენტუკის უპატრონო ბავშვთა სახლიდან გამოვიპარე. იქ გვშიოდა, მე ქურდობა დამაბრალეს და გამოვიპარე! - ბავშვი ცრემლიანი თვალებით ლაპარაკობდა. ჩარლის გული დაეწვა. “ბავშვებს შიათ,მე კი ცხოვრებას ვიწყობ” - თითქოს შერცხვა, ბიჭუნას მხარზე ხელი მოხვია და ჩაიხუტა. -რა გქვია?-ჰკითხა ჩარლიმ ბიჭუნას. -ჯეკ ბრაუნი, ძია!-უპასუხა ბიჭუნამ. ჩარლიმ ბიჭუნა ხელში აიტაცა და ჩქარი ნაბიჯით გაემართა თავისი სახლისაკენ. ეტლი უკვე მოსულიყო. ბიჭუნა ეტლში ჩასვა, თვითონ სახლში შეირბინა და მალე ხელში პატარა ჩანთით გამოვიდა. ბიჭუნას მიუჯდა და მეეტლეს გასძახა: - კენტუკისაკენ!..
* * * დუბლინში ცნობილი პოეტი ცხოვრობდა,რომელიც ბავშვთა სახლებს ყოველწლიურად ძალიან დიდ ფულს ურიცხავდა,მას შვილი ჰყავდა, რომელსაც ჯეკ ბრაუნი ერქვა. პოეტი ხშირად ზღვაზე და თავის ძველ ნავზე ოცნებობდა... ჩარლი მეთევზე იყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ისევ წავიკითხე და ისევ პირველი წაკითხვის ემოცია მოიტანა.
ისევ წავიკითხე და ისევ პირველი წაკითხვის ემოცია მოიტანა.
11. აი, მე კი პირველად ვკითხულობ და ძალიან მომეწონა!
+5! აი, მე კი პირველად ვკითხულობ და ძალიან მომეწონა!
+5!
10. +++++++++++55555555555555555+5+++++5+5555+5++ +++++++++++55555555555555555+5+++++5+5555+5++
9. მიყვარს მინიატურები, მაგრამ ეს ვერ :) მიყვარს მინიატურები, მაგრამ ეს ვერ :)
8. მოკითხვა ირაკლის! 55555 მოკითხვა ირაკლის! 55555
7. მახსოვს და მომწონს მახსოვს და მომწონს
6. მომწონს ეს ნაწერი... : ))) მომწონს ეს ნაწერი... : )))
5. ეს ხომ ადრეც წავიკითხე? კარგია! ეს ხომ ადრეც წავიკითხე? კარგია!
4. მე მახსოვს და მომწონს ეს ნაწერი. მე მახსოვს და მომწონს ეს ნაწერი.
3. კარგი იყო...:) კარგი იყო...:)
2. მიყვარს მე ეს ჩარლი. გიოს მოკითხვა და შენ - :-*
მიყვარს მე ეს ჩარლი. გიოს მოკითხვა და შენ - :-*
1. მომენატრა ეს კაცი და დავდე თავიდან...:) მომენატრა ეს კაცი და დავდე თავიდან...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|