 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 15 სექტემბერი, 2011 |
გიას შებინდებულზე შევხვდი,ზუსტად იმ დროს ქალაქი, რომ სუფთა ფილტვებით იწყებს სუნთქვას.აპრილი ანდა სულაც მარტის ბოლო იქნებოდა.ერთი სიტყვით ,ის დრო იყო წელიწადისა, გაზაფხულს რომ მთელი სხეულით შეიგრძნობ,მონატრებული რომ ხარ სიმწვანეს და საოცრად გაფაქიზებული გაქვს ბუნების აღქმა, თუმცა ეს ყველაფერი მოსაყოლ ამბავს ნაკლებად ეხება და ამიტომ მთავარზე გადავედით. შევხვდით , ავედით გიასთან და ცოტა დავლიეთ,ზუსტად იმდენი; "ქეიფს ეხლა ვიწყებთ" რომ უნდა დაიძახო .თანაც , მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე მოსახლეობაც რომ გიყვარს და თვალებს ცრემლი რომ გისველებს. მაგრამ სადღაა სასმელი. დარჩა ღვინო?---ვკითხულობ დადებითი პასუხის 1%-იანი შანსით. ---------გია კი მიყურებს , რაღაცნაიად უცხო , სევდიანი მზერით და ღვინის არ ქონას თავის ქნევით მიდასტურებს, ვატყობ შეთვრა , რასაც მისი უაზრო სიტყვებიც ადასტურებს-------" ფაფუ, აღარ არის და არცაა საჭირო, ჩვენ აქ ვსვამთ და ხალხს როგორ უჭირს" ---------ვის უჭირს?-- ვკითხულობ გაოცებული. --------"ზოგადად ხალხს და კონკრეტულად ჩვენ ძმას, კახას." -----მაიცა , მაიცა, ხალხი თავს მიხედავს და კახას რაც შეეხება ჩემო ძმაო, მაგას მე და შენზე ნაკლებად უჭირს,მოსკოვშია თავის საყვარელ საქმეს აკეთებს( კახა სარეჟისოროზე სწავლობდა და სადიპლომო ფილმს იღებდა მაშინ) და დამიჯერე საყვარელ საქმესთან ერთად, არც საყვარელ ქალების რიცხვს უჩივის , ვიღაც ვიღაცეებისგან განსხვავებით. (რა თქმა უნდა ვიღაცეებში პირველ რიგში გია ვიგულისხმე) ------არანაირ მოსკოვში არ არის, ჩამოსულია თბილისში. -------გარიცხეს? პირველი რაც თავში მომივიდა, მაგრამ სადიპლომო გადაღებების არა რიცხავენ , ------ვინმე ხომ არ გალახა "ზნატნი"?. ეს ვარიანტი კახასგან გამორიცხული არაა. რადგან შარი თვითონ აკითხავდა ხოლმე. ------ "მაიტა მითხარი, რა ხდება რა გულს მიხეთქავ", ვეუბნები გიას. ------ორი Dრეა მგასთან სახლში ცასვლა მინდა და ვერ ჩავდივარ, მოდი ერთად ჩავიდეთ, სახლში ჩავაკითხოთ, გზად კახას ამბავსაც მოგიყვები და მაგიდიდან წამოდგა. ------გამოვედით გარეთ და ბელინსკის ქუჩას დავუყევით. გაურკვევლობისა და შიშის გრძნობა მეუფლება, რა შეიძლება მომხდარიყო? ვერაფრით ვხვდები . გია კი მომყვება დუმილით დამძიმებული და ხმას არ იღებს. გავგიჟდი ---- " ჰა, თქვი რამე კაცი არა ხარ"?--ვყვირი მთელი ქუჩის გასაგონად. -------ჩუმად რა გაღრიალებს , შე ოხერო უბანში ვართ რას იფიქრებენ---- გეგონება უბანს ამისი ღრიალი და გინება ჯერ გაგონილი არა ქონდეს. ----"მოკლედ, კახა ,ის კახა აღარ არის" -----გავოგნდი. -----რას ბოდავ გამაგებინე, არ მინდა ახლა მე "გლახის ნაამბობი" და "მაგდანას ლურჯა" ვატყობ ყვირილს .თუ, არა ხმამაღალ ლაპარაკს ნაღდათ ვაგრძელებ. მოკლედ ძმაო, ეხლა რომ მივალთ მაგასთან და რომ ნახავ რითი დადის , ყველაფერს მიხვდები. ------რა აცვია , რა გჭირს. ჭრელი "საროჩკა" და ფართო ტოტებიანი შარვალი? -------ჯერ ერთი პერანგი ბრიყვო და მეორეც შარვალი აღარ აცვია მაგაშია საქმე. ------აბა , ნიფხვით დადის ქუჩაში? გაგიჟდა ეგ საწყალი? რატომღაც ჩემი უბნელი ვიწია გამახსენდა,(გარეკა საწყალმა) შარვალზე ზემოდან ნიფხავს იცვამდა და ისე დადიოდა ქუჩაში. ------ეჰ, ნეტა ნიფხვით ევლო, კაცურია , ქვედაკაბითა და საბოებით დადის. -------რააააააააა? კინაღამ გული შემიწუხდა , მერე ისტერიული სიცილი ამიტყდა, სული ძლივს მოვითქვი, -------შენ საიდან იცი? -----ვეკითხები გიას. -----ის კი მიყურებს სევდიანი და პირქუში, მწუხარე სახის რაინდივით და თან მკიცხავს. ------რა გაცინებს ამის დედა ვატირე, ფაქტიურად კაცი მოგვიკვდა , შენ კიდე სიცილით კინაღამ გაიგუდე, ეგაა ძმაკაცობა?----შემარცხვინა. ------ დამეზარა ახსნა, რომ ეს სიცილი, გაგიჟებულ ფატიმას სიცილი იყო და კითხვა გავუმეორე-" შენ საიდან იცი, აღარ იტყვი?" ------მამუკამ მითხრა. ------მამუკამ საიდანღა იცის. ------ნახა ბატონო, საკუთარი თვალით ნახა, რუსთაველზე შეხვდა , "მიბაკუნობდა იმ თავის საბოებით და ერთ ადგილსაც გამომწვევად აქნევდა , კაბაცაცმულიო" ------აბა შენა ხარ ძმაო , მაგარი მტვარალი იქნებოდი მაგ სისულელეს რომ მოგიყვებოდა, მამუკასი ბიჭო დედამის არ ჯერა რაც გააჩინა იმის შემდეგ და შენ ამ იდიოტობას უჯერებ?-- გატყუებს." -------"გამორიცხულია, არ ვიყავით მთვრალები , ახალი დამსხდრები ვიყავით სუფრაზე , ბავშვები დაიფიცა და ტიროდა, მაგის დედა ვატირე, ტიროდა ამ ამბავს რომ ყვებოდა დალევით და დატრობით ეს ამბავი რომ მომიყვა მერე გავტყვერით. ეტყობა კახამაც მაგიტომაც არ დაგვირეკა , თორემ როდის ყოფილა ეგ ჩამოსულიყო და აეროპორტში დახვედრა არ ეთხოვა, -------ნამდვილად ყოველთვის გვატყობინებდა ჩამოსვლის ამბავს და , დახვედრას გვთხოვდა, ტაქსის ფული ენანებოდა, 10 მანეთზე ნაკლებად ნაღდად არავინ წამოგიყვანდა, ჰოდა ჩვენც ვხვდებოდით, სამეგობროში ერთი მანქანა გვყავდა, პაატას, ჩვენ ძმას ყვითელი "ოდინნადცეტი" ყავდა , იმენნა "ოდინნადცეტი" ერქვა იმ მანქანას, ჰო , ეს ძაან ლირიული გადახვევა გამომივიდა. ------ერთი სიტყვით , არგუმენტები და ფაქტები ისეთი იყო რომ , სულ ცოტა სევდიან ფიქრებს აღგიძრავდა და ტირილისკენ გაგიწევდა გული , მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ტირილისა და კაეშნების დრო , შეიძლება ბიჭი ახალი ჩათრეული იყო ამ ამბავში და იქნებ ჯერ კიდევ გვეშველა რამე.თუმცა რეპუტაცია , მისი უმწიკვლო რეპუტაცია აქამობამდე ასე ვაჟკაცურად და მტების ჯინაზე შეუბღალავად მოტანილი, ვეღარასოდეს აღდგებოდა , რუსების ნათქვამი: "ადინ რას , ნე პიდარას," ჩვენ ვარიანტში არ ჭრიდა. ------მაგრამ იყო კიდე ერთი ვარიანტი და სასწრაფოდ ჩავებღაუჭე. -------გია ძმაო, მამუკას ხომ არ უთქვამს, რანაირი იყო ის კაბა ? ------ისე შემომხედა მივხვდი , ჩემს აზრთა მსვლელობას ვერ მიყვებოდა , ჰოდა ავუხსენი; -"საქმე რაშია იცი ძმაო? კახას შეიძლება შოტლანდიური კუბოკრული, ეროვნული ქვედაკაბა ეცვა, მაგათთან კიდევ ანუ შოტლანდიელებთან ეგ ამბავი , მაგარი მოსული რამეა, თან შენ რა გონია უწინ კაცებს საქართველოში, სულაც კაბები ეცვათ", სულ ავიშვი. -----ისე შემომხედა , მივხვდი უკვე ჩემს ორიენტაციაზეც მაგრად ეჭვობდა. -----მაიცა , შენ როგორ ფიქრობ კახა შოტლანდიელია?-ეხლა ამან აურია. ----მოიაც დამიგდე ყური კახასნაირებზე , ხომ გაგიგია ,იტყვიან ბოზი კაციაო? -----რა პონტში? -----რა პონტში და ქალების ამბავში. ქალები უყვარს შენზე მეტად? -----ჯერ ერთი უყვარდა და თანაც ჩემზე მეტად არა, მაგრამ შენზე მეტად კი. ------კაი, ეგრე იყოს. აღარ შევეწინააღმდეგე, ჰოდა მისმინე , გამორიცხული არ არი ვინმე შოტლანდიელი "ლედი მაკბეტი" შეუყვარდა, ეგეთი ქალები კიდე , მაგარი საბედისწერო ვინმეები არიან , ასიანი იმ ქალმა მოსთხოვა , ჩვენებური კაბა ჩაიცვიო. ჰოდა , ამანაც ხომ იცი მაგის ამბავი, არ გაუტეხა და ჩაიცვა რა." თითქმის უალტერნატივო და უხინჯო ვარიანტს ჰგავდა. -------"ვაა, ნეტა სწორი იყო ძმაო და მაგარ სუფრას ვკისრულობ". იმედი გამოკრთა გიას ხმაში. ------"სწორი კი არა მართალი" ეხლა მე ვუსწორებ. -"მოიცა დავუშვად და ეგრეა როგორც ამბობ, მაგრამ მოსკოვში ევლო მაგ კაბით ,აქ რას დადის, თანაც მამუკამ თქვა მაგრა გამომწვევად აქნევდაო უკანალს.არა , რა სხვა რაღაცაა მაგის თავს" -----ფუ, მართალი იყო მე მგონი და დამწუხრებულმა ჩავღუნე თავი, მე მეტს ვეღარაფერს ვიგონებდი საშველს, ამასობაში არაგვის ქუჩაზეც ჩავედით კახას სახლთან და მანდ დაგვერხა, აღარ გვინდოდა შესვლა, როგორი სანახავია შენი ძმა, ვისთან ერთადაც გიჩხუბია, ღამეები გაგიტევია ლოთობასა და სიყვარულში, ვისი იმედიც გქონდა, იცოდი თუ საჭირო იქნებოდა შენი გულისთვის გულს ამოიღებდა და მაგიდაზე დადებდა, აი ეგ კაცი მოკლე კაბაში უნდა გენახა, თანაც რა იცი როგორ წახდა და ემანდ ჩვენზეც გამოწეულიყო? ------"მოვკლავ" ამოიხრიალა გიამ , ეგეთს ისევ მკვდარი მირჩევნია. "მოდი ჩემთან, მითხრა თვალცრემლიანმა გიამ, გულში ჩამიკრა თან თავის ვებერთელა ტორებს მიტყაპუყნებდა მხარზე და მამშვიდებდა : -----რას იზამ ძმაო თურმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.. -----მე არ მინდოდა , რომ ყველაფერი მომხდარიყო, მაგრამ რაღას ვიზამდით, კიბეებზე ასვლამდე, კიდევ ჩავეხვიეთ ერთმანეთს და ზლუქუნ -ზლუქუნით ავუყევით ეზოს მხრიდან კიბეებს. იტალიური ეზო იყო , ყველა ყველას იცნობდა, როგორია ეგეთ ეზოში პიდარასტ ძმაკაცთან მისვლა. ნათელია შენზე რასაც იფიქრებენ , მაგრამ დავიკიდეთ ფეხებზე, აივანს გავყევით და კარზე დავაკაკუნეთ . ----კარი კახას ბებიამ, თამარმა გაგვიღო. -"გამარჯობა თამარა ბებია , როგორ ხართ , როგორ ბრძანდებით", ვეფერებით და თან ცრემლებს ვერ ვიკავებთ , ჩვენ ხომ ვიცით როგორ ზრდიდა ბებიამისი , არაფერს აკლებდა , მისით ხარობდა( კახას დედა პატარაობაში გარდაეცვალა და ფაქტიურად დედობას ბებია უწევდა)ეხლა კი ? როგორი საცქერია , ეგრე წვალებაში გაზრდილი ბიჭი, განაზებული ხმით კაბის გაუთოებას რომ მოგთხოვს? ეე, ძნელია ნამდვილად. თამარა ბებია კი ვითომც არაფერი სახლში გვეპატიჟება თან საყვედურს გვეუბნება :-----------"რაა არი ეგრე უნდა დამივიწყოთ? კახა რომ აქ არი მარტო მაშინ უნდა გამიხსენოთ? იქნებ როგორ მჭირდებით, თქვე მაიმუნებო, დამირეკეთ მაინც, მომიკიტხეთ.----- ერთო სიტყვით მაგრად შეგვდგა და ჩვენც თავდახრილი ორი მაიმუნი, ჩუმად ვდგევართ და ვუცდით კახა როდის გამოვა სცენაზე, ის კიდევ არ ჩანს, "კახა სად არი?" კითხულობს გია. ვაიმე, თქვენ რა გითხარით , კახას ველაპარაკებოდი ზუსტად ტელეფონზე თქვენ რომ მოხვედით, კინაღამ დამავიწყდა. სად უნდა იყოს მოსკოვშია, მიდით დაელაპარაკეთ გაუხარდება" -----უხმოდ მივდივარ ტელეფონთან და აკანკალებული ხმით ვკითხულობ : ------კახა შენ ხარ? -----გაუმარჯოს დავით, აბა ვინ ვიქნები, როგორ ხართ როგორ?" ------მე მაინც ვაგრძელებ ინერციით-" რავი ვართ რა , საიდან რეკავ ? მოსკოვში ხარ?" ------ვაა, რა გჭირს ბიჭო მოსკოვში ვარ აბა სად ვიქნები,ხო მშვიდობაა?, ეხლა იმას ეტყობა აღელვება. მე კიდევ გიჟივით :"მოიცა შენ თბილიშში არ ხარ და არც შოტლანდიური ქვედაბოლო გაცვია?" აი მანდ კი გაგიჟდა , ---- " შოტლანდიური კაბაც გაცვია და წითელი ბიკინებიც, ჭკუაზე ხარ ბიჭო,ერთი 15 კაპიკინი დამრჩა , რამე ნორმალური მითხარით თქვე უჯიშოებო" ------"კახა ძმაო" დავიყვირე გახარებულმა , როგორ ხარ ბიჭო, რას შვრები? ------მაგრა ვარ ძმებო ჩამოდით , ხალხი არა ხართ? ისეთ პონტებში გაგჩითავთ მანდ რომ ოცნენობობთ" და გაითიშა კიდევაც , ის ბოლო 15-იანიც მოინელა ეტყობა ტელეფონმა. ------გია , გვერდზე მედგა ამ ხნის განმავლობაში და ხმას არ იღებდა, მაგრად მინდოდა ამ რეგვენოზავრისთვის მეგლიჯა და რამდენიმე კბილი გადამეყლაპებინა, მაგრამ ისეთი საცოდავი სახე ჰქონდა, მოფერება მოგინდებოდა. ------"მამუკა მე შენი" დაჭრილი პითეკანთროპის ხმა გამოსცა და დაუმშვიდობებლად გავარდა კარში, მეც ფართხაფურთხით დავემშვიდობე თამარა ბებიას და უკან მივყევი გიას,ალბათ რამდენიმე დღე გაოგნებული ივლიდა საწყალი ქალი. ეს ვინ გიჟებს გადავეყარეო. -------სულმოუთქმელად ავირბინეთ ბელინსკის აღმართი, მამუკა სახლში არ დაგვხვდა, ეს წუთია სადღაც გავიდა , გვითხრა მისმა ცოლმა, ეტყობა ტანმა ცუდი უგრძნო. მეორე დილით ,სახლთან ჩავუსაფრდით და ღამის 2 საათამდე ველოდით, თან გეგმებს ვაწყობდით, როგორ დაგვესაჯა. გია მკაცრი იყო ძლიერ, "გაუხედნავ ცხენს მოვაბათ და ბელინსკზე ზევით- ქვევით ვათრევინოთ, ძლივს დავაჯერე, რომ ჯერ ერთი , ეგრე სული გასძვრებოდა , თანაც გაუხედნავი ცხენის შოვნაც , მაგარი პრობლემური ამბავი ჩანდა.ბოლოს შვთანხმდით, დაგვეჭირა , ხეზე მიგვება , რამდენიმე ბოთლი ვალერიანი გადაგვესხა და უბნის კატებთან დაგვეტოვებინა ერთი საათით მაინც. გამკეთებლები ვიყავით , გიამ ვალერიანები მოიტანა სახლიდან, თოკი მეზობელ თათრის ბიჭს , თავთიხას ეთხოვა,კარგი, მსხვილი თოკი იყო, მაგრამ ის კატების ლუკმა, მამუკა არ მოეთრა სახლში, ჩვენ კიდე რამდენხანს ვიდგებოდით ეგრე სიბნელეში? თანაც ღამე შეგვცივდა კიდევაც, თანაც მოგვწყინდა და დავიღალეთ სიბნელეში დგომით, ამიტომ მეორე დღისთვის გადავდეთ შურისძიება, არც იმ დღეს გამოჩნდა , ნაღდი ვიღაცამ გააფრთხილა , ცოლი ეტყოდა , დილიდან თოკით და ვალერიანკებით ხელში მაგათ ეზოსთან მობოდიალეს , რომ დაგვინახავდა, ნამდვილად მიხვდებოდა რაღაცას და მამუკას გააგებინებდა.ერთი სიტყვით არ გამოჩნდა , რამდენიმე დღე, მერე ბრაზიც გაგვინელდა და უკვე გვეცინებოდა ჩვენ სიდებილეზე, ბოლოს რა თქმა უნდა ყველაფერი მამუკასთან გაშლილი სუფრითა და თრობით დამთავრდა, სუფრა იყო დიდებული, შერიგებას და ძმობას , რომ ჭირდებოდა ისეთი, პირველი სადღეგძელო განსხვავებულით , კახას გადარჩენისა შევსვით. მერე იქ ქეიფი წავიდა...
--------------------------------------------------------------------------------
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ძალიან კარგი იყო ))) ძალიან კარგი იყო )))
20. სიამოვნებით წავიკითხე. ძალიან კარგია. რეგვენოზავრი- მომწონს ეს სიტყვა!+++++ სიამოვნებით წავიკითხე. ძალიან კარგია. რეგვენოზავრი- მომწონს ეს სიტყვა!+++++
19. "მერე იქ ქეიფი წავიდა..." ჰარირამა, აქ სამი ძახილის ნიშანი. ძალიან კარგია. რასაკვირველია, ცოტა შესწორებაა საჭირო. :) გია შემეცოდა. :) არაჩვეულებრივად წერ ჰარირამა. :)
პატივისცემით: ტენდი და 5 "მერე იქ ქეიფი წავიდა..." ჰარირამა, აქ სამი ძახილის ნიშანი. ძალიან კარგია. რასაკვირველია, ცოტა შესწორებაა საჭირო. :) გია შემეცოდა. :) არაჩვეულებრივად წერ ჰარირამა. :)
პატივისცემით: ტენდი და 5
18. ....საინტერესოა....5 ....საინტერესოა....5
17. ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
15 სექტემბერი, 2011
:):) კარგი იყო ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
15 სექტემბერი, 2011
:):) კარგი იყო
16. ჩემი ჰარიკუნააააააა!!! ჩემი ჰარიკუნააააააა!!!
15. ძალიან მომეწონა. შესანიშნავი ნაწერია... გულიანად ვიცინე და ... "მერე იქ ქეიფი წავიდა"...
ძალიან მომეწონა. შესანიშნავი ნაწერია... გულიანად ვიცინე და ... "მერე იქ ქეიფი წავიდა"...
14. ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა. კარგი იყო ,,ყოლიფერი": თხრობა, ცალკეული ფრაზები, სიუჟეტი ხომ _ თავისთავად. გაიხარე, ავტორო! ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა. კარგი იყო ,,ყოლიფერი": თხრობა, ცალკეული ფრაზები, სიუჟეტი ხომ _ თავისთავად. გაიხარე, ავტორო!
13. ეს სიამოვნებით წავიკითხე:) აქ ერთი ”გადარჩენილი” ნაცნობი პერსონაჟია და ნეტავ ვცდები თუ არა? :) ეს სიამოვნებით წავიკითხე:) აქ ერთი ”გადარჩენილი” ნაცნობი პერსონაჟია და ნეტავ ვცდები თუ არა? :)
12. კარგი იყო ძალიან :) გაიხარეთ თქვენ ბატონო ჰარირამა კარგი იყო ძალიან :) გაიხარეთ თქვენ ბატონო ჰარირამა
11. მოუნიშნავთ უკვე ქვევით საინტერესო მონაკვეთები :) ძალიან კარგი თხრობაა, მართლაც ბევრი ვიცინე :D მოუნიშნავთ უკვე ქვევით საინტერესო მონაკვეთები :) ძალიან კარგი თხრობაა, მართლაც ბევრი ვიცინე :D
10. სუნთქვა შემეკრა! და მერე რომ ამიტყდა სიცილი, კოლეჯში ყველას ეგონა, რომ გავრეკე...
დეიღუპეთ საცხა! დედააა, რა იყო ეს, ააა? კახამ იცის ეს ამბავი თუ სიურპრიზს უმზადებ? :)) :)) :)))))))))))))) სუნთქვა შემეკრა! და მერე რომ ამიტყდა სიცილი, კოლეჯში ყველას ეგონა, რომ გავრეკე...
დეიღუპეთ საცხა! დედააა, რა იყო ეს, ააა? კახამ იცის ეს ამბავი თუ სიურპრიზს უმზადებ? :)) :)) :))))))))))))))
9. მოგიკითხეთ :) მოგიკითხეთ :)
8. -----რა პონტში და ქალების ამბავში. ქალები უყვარს შენზე მეტად? -----ჯერ ერთი უყვარდა და თანაც ჩემზე მეტად არა, მაგრამ შენზე მეტად კი.
მე არ მინდოდა , რომ ყველაფერი მომხდარიყო, მაგრამ რაღას ვიზამდით, კიბეებზე ასვლამდე, კიდევ ჩავეხვიეთ ერთმანეთს და ზლუქუნ -ზლუქუნით ავუყევით ეზოს მხრიდან კიბეებს. იტალიური ეზო იყო , ყველა ყველას იცნობდა, როგორია ეგეთ ეზოში პიდარასტ ძმაკაცთან მისვლა. ნათელია შენზე რასაც იფიქრებენ , მაგრამ დავიკიდეთ ფეხებზე, აივანს გავყევით და კარზე დავაკაკუნეთ .
კახას გადარჩენისა შევსვით. -ვახ,როგორ მომეწონა!რა სილაღით არის მოთხრობილი, ვისიამოვნე:))) -----რა პონტში და ქალების ამბავში. ქალები უყვარს შენზე მეტად? -----ჯერ ერთი უყვარდა და თანაც ჩემზე მეტად არა, მაგრამ შენზე მეტად კი.
მე არ მინდოდა , რომ ყველაფერი მომხდარიყო, მაგრამ რაღას ვიზამდით, კიბეებზე ასვლამდე, კიდევ ჩავეხვიეთ ერთმანეთს და ზლუქუნ -ზლუქუნით ავუყევით ეზოს მხრიდან კიბეებს. იტალიური ეზო იყო , ყველა ყველას იცნობდა, როგორია ეგეთ ეზოში პიდარასტ ძმაკაცთან მისვლა. ნათელია შენზე რასაც იფიქრებენ , მაგრამ დავიკიდეთ ფეხებზე, აივანს გავყევით და კარზე დავაკაკუნეთ .
კახას გადარჩენისა შევსვით. -ვახ,როგორ მომეწონა!რა სილაღით არის მოთხრობილი, ვისიამოვნე:)))
7. შენ გაიხარე ჰარირამა! კარგი რამე დაგიწერია, გემრიელად და თბილად წერ ბებია თამარაზე, , ძმობაზე, მეგობრობაზე , კაცობაზე,, და იუმორით შეზავებულ ტკივილზე! მოკითხვას გითვლის ევროპის პროგრესულად მოაზროვნე მოსახლეობა სიყვარულისთვის! შენ გაიხარე ჰარირამა! კარგი რამე დაგიწერია, გემრიელად და თბილად წერ ბებია თამარაზე, , ძმობაზე, მეგობრობაზე , კაცობაზე,, და იუმორით შეზავებულ ტკივილზე! მოკითხვას გითვლის ევროპის პროგრესულად მოაზროვნე მოსახლეობა სიყვარულისთვის!
6. მაგრია ძაან...კაი ხანია ეგეთი ჩამოყალიბებული ნაწერი არ წამიკითხავს ამ საიტზე... მაგრია ძაან...კაი ხანია ეგეთი ჩამოყალიბებული ნაწერი არ წამიკითხავს ამ საიტზე...
5. ოჰ, ჰარირამა ბატონო, რა გამახალისეთ!.. :) წარმოვიდგინე ეს ყველაფერი და ვიცინე მშვენივრად!...
კაი გადარჩენილა, თქვენივე სიტყვებით თუ ვიტყვით, თქვენი "რეგვენოზავრი" მეგობარი გია კბილების ჩამტვრევას და, რაც მთავარია, მამუკა – ვალერიანკას და კიდევ უარესი – გაუხედნავი ცხენით ბელინსკის ქუჩაზე თრევას... ოჰ, ჰარირამა ბატონო, რა გამახალისეთ!.. :) წარმოვიდგინე ეს ყველაფერი და ვიცინე მშვენივრად!...
კაი გადარჩენილა, თქვენივე სიტყვებით თუ ვიტყვით, თქვენი "რეგვენოზავრი" მეგობარი გია კბილების ჩამტვრევას და, რაც მთავარია, მამუკა – ვალერიანკას და კიდევ უარესი – გაუხედნავი ცხენით ბელინსკის ქუჩაზე თრევას...
2. აღარ გვინდოდა შესვლა, როგორი სანახავია შენი ძმა, ვისთან ერთადაც გიჩხუბია, ღამეები გაგიტევია ლოთობასა და სიყვარულში, ვისი იმედიც გქონდა, იცოდი თუ საჭირო იქნებოდა შენი გულისთვის გულს ამოიღებდა და მაგიდაზე დადებდა, აი ეგ კაცი მოკლე კაბაში უნდა გენახა, თანაც რა იცი როგორ წახდა და ემანდ ჩვენზეც გამოწეულიყო? ------"მოვკლავ" ამოიხრიალა გიამ , ეგეთს ისევ მკვდარი მირჩევნია.
---- " შოტლანდიური კაბაც გაცვია და წითელი ბიკინებიც, ჭკუაზე ხარ ბიჭო,ერთი 15 კაპიკინი დამრჩა , რამე ნორმალური მითხარით თქვე უჯიშოებო"
ძალიან მიყვარხართ.... აღარ გვინდოდა შესვლა, როგორი სანახავია შენი ძმა, ვისთან ერთადაც გიჩხუბია, ღამეები გაგიტევია ლოთობასა და სიყვარულში, ვისი იმედიც გქონდა, იცოდი თუ საჭირო იქნებოდა შენი გულისთვის გულს ამოიღებდა და მაგიდაზე დადებდა, აი ეგ კაცი მოკლე კაბაში უნდა გენახა, თანაც რა იცი როგორ წახდა და ემანდ ჩვენზეც გამოწეულიყო? ------"მოვკლავ" ამოიხრიალა გიამ , ეგეთს ისევ მკვდარი მირჩევნია.
---- " შოტლანდიური კაბაც გაცვია და წითელი ბიკინებიც, ჭკუაზე ხარ ბიჭო,ერთი 15 კაპიკინი დამრჩა , რამე ნორმალური მითხარით თქვე უჯიშოებო"
ძალიან მიყვარხართ....
1. ცოტა კი არა...კარგად ვიცინეეე...:)))))
------აბა , ნიფხვით დადის ქუჩაში? გაგიჟდა ეგ საწყალი? რატომღაც ჩემი უბნელი ვიწია გამახსენდა,(გარეკა საწყალმა) შარვალზე ზემოდან ნიფხავს იცვამდა და ისე დადიოდა ქუჩაში...
შოტლანდიური კაბა საიდან გაახსენდა?...თან შოტლანდიელი ქალი შეუყვარდაოოო...:))))
ამბავი მართლაც ძველია, მაგრამ თავის ხიბლი შენარჩუნებული აქვს, ისე კარგად ყვება ავტორი ჰარირამა...:-* 55555 ცოტა კი არა...კარგად ვიცინეეე...:)))))
------აბა , ნიფხვით დადის ქუჩაში? გაგიჟდა ეგ საწყალი? რატომღაც ჩემი უბნელი ვიწია გამახსენდა,(გარეკა საწყალმა) შარვალზე ზემოდან ნიფხავს იცვამდა და ისე დადიოდა ქუჩაში...
შოტლანდიური კაბა საიდან გაახსენდა?...თან შოტლანდიელი ქალი შეუყვარდაოოო...:))))
ამბავი მართლაც ძველია, მაგრამ თავის ხიბლი შენარჩუნებული აქვს, ისე კარგად ყვება ავტორი ჰარირამა...:-* 55555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|