შენი სხეულის ყოველი შეხება ღიმილს მგვრის. სასიამოვნოა, როდესაც შემიძლია სულ ყველა ნაკვთით შეგიგრძნო. მომწონს, როდესაც სიამოვნებით გაიტრუნები, მომადებ თავს და ნეტარებით ტკბები. დილით მუჯლუგუნით მაღვიძებ და მაიძულებ გასაუზმო. საღამოს კი, ისე თბილად შემეყუჟები, გიჟი უნდა ვიყო შენთან ერთად დაძინებაზე უარი ვთქვა. უკვე 5 თვეა, მე და შენ ერთად ვართ. იცი რა ბედნიერი ვარ? სამწუხაროა, რომ შენი აზრი არ ვიცი ამასათან დაკავშირებით. მომწონს ყოველი დილა, რომელიც შენით იწყება. გაღვიძებისთანავე გეხები და კმაყოფილს მეღიმება, რადგან კვლავ ჩემს ლოგინში გგრძნობ. ფიქრიც კი არ მინდა იმაზე, რომ როდესმე მიმატოვებ. ვიცი რომ ეს ძალიან მალე მოხდება. გამომეყოფი და დამოუკიდებლად განაგრძობ არსებობას, თავიდან რაღა თქმა უნდა ჩემი დახმარებით. შემდეგ მოძლიერდები, დაუხმარებლად ფეხზე დგომას ისწავლი და მოგვიანებით ჩემგან გაფრინდები, საკუთარ ბუდეს აიშენებ. მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ როდესმე აღარ დაგჭირდები. ერთხელაც მოხვალ და მეტყვი, რომ მე შენთვის ძალიან ძვირფასი ვარ, მაგრამ სხვა გიყვარს და მასთან ერთად გინდა ცხოვრება... ტკივილის მიუხედავად გაგიღიმებ გულში ჩაგიკრავ და მასთან გაგიშვებ, მე ხომ სიხარულისათვის შენი ბედნიერებაც მეყოფა. მერე ერთად გავზრდით თქვენს შვილებს. გამიხარდება როდესაც რომელიმე მათგანში შენს ნაკვთებს, მიმიკებს აღმოვაჩენ. მაშინ, როდესაც შენს სხეულში მეორე სიცოცხლის დასაწყისს იგრძნობ, მიხვდები თუ რას ვგრძნობ მე ახლა. მიხვდები როგორი ამაღლებული და სათუთი გრძნობაა, როდესაც შენს სისხლსა და ხორცს, შენს ნაშიერს ატარებ სხეულით. როგორ ცდილობ მას არაფერი ავნო, ყველაფერი შეუსრულო და მხოლოდ იმაზე ფიქრობ ჯანმრთელი მოევლინოს ქვეყანას. ფიქრებში ათასფერად ხატავ მის მომავალს, გსურს საუკეთესო ბავშვობა და უზრუნველი მომავალი ჰქონდეს. მის სახეზე მუდამ ბედნიერ ღიმილს ხედავდე, რათა შენც გიხაროდეს ცხოვრება. თუმცა ეს ისეთი მარტივი როდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შენ მაინც ეცდები, ყოველი დაბრკოლება უფრო მებრძოლს გაგხდის, საქმე ხომ შენს შვილს ეხება...
მანამდე დიდი დროა... ახლა შენ ჯერ ისევ ჩემს სხეულში ხარ და მე შენს ყველა ემოციურ შემოტევას ვგრძნობ. ბედნიერი ვარ იმით, რომ შენს ამქვეყნად მოვლინებაში უდიდეს წვლილს შევიტან და გულისფანცქალით ველოდები შენს პირველ ამოსუნთქვას, პირველ ტირილს... შენს თავს ვერევინ ვერასოდეს შემიცვლის და მუდამ ვეცდები ვიყო ისეთი, რომ ყოველთვის ამაყად ამბობდე- "მე საუკეთესო დედიკო მყავს მსოფლიოში..."
ეძღვნება ჩემს პატარა, თავნება ქალბატონს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ნიკის უთქვამს ჩემი სათქმელი...:) მოგიკითხე, კარგი ხარ ძალიან...:-* ნიკის უთქვამს ჩემი სათქმელი...:) მოგიკითხე, კარგი ხარ ძალიან...:-*
9. გაბედნიეროს უფალმა დედობით...
თავიდან რომ წერ, შენი სხეულის შეხებაო....მგონი ეს ფრაზა შესაცვლელია... გაბედნიეროს უფალმა დედობით...
თავიდან რომ წერ, შენი სხეულის შეხებაო....მგონი ეს ფრაზა შესაცვლელია...
8. "მე ხომ სიხარულისათვის შენი ბედნიერებაც მეყოფა."
პრინციპში ესაა ნამდვილი სხვისი სიყვარული და არა საკუთარი თავის :)
ისე, ასეთი რაღაცეები დღიურში უნდა იდებოდეს რაღაც უნდა შეიცვალოს საიტზე ალბათ ამ კუთხით "მე ხომ სიხარულისათვის შენი ბედნიერებაც მეყოფა."
პრინციპში ესაა ნამდვილი სხვისი სიყვარული და არა საკუთარი თავის :)
ისე, ასეთი რაღაცეები დღიურში უნდა იდებოდეს რაღაც უნდა შეიცვალოს საიტზე ალბათ ამ კუთხით
7. ემოციური, გულწრფელი, თბილი სტრიქონებია... ემოციური, გულწრფელი, თბილი სტრიქონებია...
6. მე მეძღვნებააა, რა მაგარიააა :))
კიდევ მინდა, ეს პაწაწუნა არ მეყო უფ...
და საერთოდაც ამის მერე ჩემს აზრს თავად დავაფიქსირებ ხოლმე. აი ასე. მე მეძღვნებააა, რა მაგარიააა :))
კიდევ მინდა, ეს პაწაწუნა არ მეყო უფ...
და საერთოდაც ამის მერე ჩემს აზრს თავად დავაფიქსირებ ხოლმე. აი ასე.
5. გაიხარე დიდი მადლობა ჩვენგან ნინ... :* გაიხარე დიდი მადლობა ჩვენგან ნინ... :*
4. ეს თქვენ .დიდი სითბოთი ეს თქვენ .დიდი სითბოთი
3. მავე ეპიზოდის კოტე ყუბანეიშვილისეული თარგმანი,
"გთხოვთ, ნუ დარჩებით ამის გამო გულნაწყენები თქვენი შვილები არ არიან მხოლოდ თქვენები. უმჯობესია რეალურად შეხედოთ იმათ, როგორც სიყვარულს სიცოცხლისა თავისვე მიმართ. მოსულებს თქვენი საშვალებით და არა თქვენგან, მათ საკუთარი აზრის დაცვა მოუწევთ ყველგან, თუნდ უტოვებდეთ მათ სამკვიდროდ ქონებას ულევს, მაინც ვერ მისცემთ მათ თქვენ აზრებს და ვერც თქვენ სულებს. თუმცა სხვაგვარად ალბათ ფიქრობთ ახლა ამ წუთას, ამჯობინებენ ხვალ ისინი აზრებს საკუთარს და ვერ გაშიფრავთ თქვენ იმათი ტვინის ხვეულებს თუმც შეგიძლიათ უპატრონოთ თქვენ მათ სხეულებს, ხვალე ისინი საპასუხოდ თქვენი სულებით ვერ გახდებიან შეპყრობილნი ალბათ სრულებით, მომავალია მათი სახლი თქვენ კი ხომ ხვდებით, რომ იქ საერთოდ ოცნებაშიც კი ვერ მოხვდებით, ნუ შეეცდებით გავდეთ მათ და რომ არ ინანოთ თქვენზეც ისინი ეცადეთ რომ არ დაიმგვანოთ, რადგან სიცოცხლე სულ წინ მიდის და არ ჩერდება და არასოდეს დღეს გუშინდელს ის არ სჯერდება, გატყორცნილ ისრებს წააგვანან თქვენი შვილები თქვენ კი ვინა ხართ? მოღუნული წელში მშვილდები ფრენის მიზანსაც მიაღწიოს ბოლოს რომელმა, იცის ეს ზუსტად რა თქმა უნდა მხოლოდ მსროლელმა და რადგან ყოვლის შემძლებელიც მხოლოდ ის არი, უყვარს ორივე, როგორც მშვილდი, ისე ისარი." მავე ეპიზოდის კოტე ყუბანეიშვილისეული თარგმანი,
"გთხოვთ, ნუ დარჩებით ამის გამო გულნაწყენები თქვენი შვილები არ არიან მხოლოდ თქვენები. უმჯობესია რეალურად შეხედოთ იმათ, როგორც სიყვარულს სიცოცხლისა თავისვე მიმართ. მოსულებს თქვენი საშვალებით და არა თქვენგან, მათ საკუთარი აზრის დაცვა მოუწევთ ყველგან, თუნდ უტოვებდეთ მათ სამკვიდროდ ქონებას ულევს, მაინც ვერ მისცემთ მათ თქვენ აზრებს და ვერც თქვენ სულებს. თუმცა სხვაგვარად ალბათ ფიქრობთ ახლა ამ წუთას, ამჯობინებენ ხვალ ისინი აზრებს საკუთარს და ვერ გაშიფრავთ თქვენ იმათი ტვინის ხვეულებს თუმც შეგიძლიათ უპატრონოთ თქვენ მათ სხეულებს, ხვალე ისინი საპასუხოდ თქვენი სულებით ვერ გახდებიან შეპყრობილნი ალბათ სრულებით, მომავალია მათი სახლი თქვენ კი ხომ ხვდებით, რომ იქ საერთოდ ოცნებაშიც კი ვერ მოხვდებით, ნუ შეეცდებით გავდეთ მათ და რომ არ ინანოთ თქვენზეც ისინი ეცადეთ რომ არ დაიმგვანოთ, რადგან სიცოცხლე სულ წინ მიდის და არ ჩერდება და არასოდეს დღეს გუშინდელს ის არ სჯერდება, გატყორცნილ ისრებს წააგვანან თქვენი შვილები თქვენ კი ვინა ხართ? მოღუნული წელში მშვილდები ფრენის მიზანსაც მიაღწიოს ბოლოს რომელმა, იცის ეს ზუსტად რა თქმა უნდა მხოლოდ მსროლელმა და რადგან ყოვლის შემძლებელიც მხოლოდ ის არი, უყვარს ორივე, როგორც მშვილდი, ისე ისარი."
2. ჯიბრან ხალილ ჯიბრანი.. ''შვილები''.... წიგნიდან'' წინასწარმეტყველება'' ჯიბრან ხალილ ჯიბრანი.. ``შვილები``.... წიგნიდან`` წინასწარმეტყველება``
1. ,ქალმა, რომელსაც თავისი პატარა ბავშვი მკერდზე მიეკრა, უთხრა: გველაპარაკე შვილებზე. და მან თქვა: თქვენი ბავშვები თქვენ არ გეკუთვნით. ისინი არიან ვაჟიშვილები და ქალიშვილები ცხოვრების სევდისა საკუთარი თავის გამო. ისინი თქვენი საშუალებით მოდიან, მაგრამ არა თქვენგან. და თუმცა თქვენთან ერთად არიან, თქვენს კუთვნილებას არ წარმოადგენენ. შეგიძლიათ მისცეთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ არა აზრები. რადგან მათ თავიანთი ფიქრები აქვთ. შეგიძლიათ შეიკედლოთ მათი სხეულები, მაგრამ არა - სულები, რადგან მათი სულები ხვალინდელი დღის მკვიდრნი არიან, თქვენ კი ოცნებაშიც არ შეგიძლიათ მომავლის მონახულება. შესაძლოა, ესწრაფოდეთ, მიემსგავსოთ მათ, მაგრამ ნუ ეცდებით დაიმსგავსოთ ისინი, რადგან ცხოვრება უკან-უკან არ მიდის და გუშინდელ დღესათან არ ყოვნდება. თქვენ მშვილდები ხართ, რომლიდანაც თქვენი შვილები, როგორც ცოცხალი ისრები, წინ-წინ გაიჭრნენ. მსროლელი ხედავს მიზანს უსასრულობის ბილიკზე და ის გღუნავთ თქვენ თავისი ძალით, რომ მისი ისრები სწრაფად და შორს გაფრინდნენ. იყოს თქვენი მოხრილობა მსროლელის ხელში მხოლოდ სიხარულის მომტანი, რამეთუ, როგორც გაფრენილი ისარი, ისევე უყვარს მას მშვილდი, რომელიც ადგილზე რჩება."
,ქალმა, რომელსაც თავისი პატარა ბავშვი მკერდზე მიეკრა, უთხრა: გველაპარაკე შვილებზე. და მან თქვა: თქვენი ბავშვები თქვენ არ გეკუთვნით. ისინი არიან ვაჟიშვილები და ქალიშვილები ცხოვრების სევდისა საკუთარი თავის გამო. ისინი თქვენი საშუალებით მოდიან, მაგრამ არა თქვენგან. და თუმცა თქვენთან ერთად არიან, თქვენს კუთვნილებას არ წარმოადგენენ. შეგიძლიათ მისცეთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ არა აზრები. რადგან მათ თავიანთი ფიქრები აქვთ. შეგიძლიათ შეიკედლოთ მათი სხეულები, მაგრამ არა - სულები, რადგან მათი სულები ხვალინდელი დღის მკვიდრნი არიან, თქვენ კი ოცნებაშიც არ შეგიძლიათ მომავლის მონახულება. შესაძლოა, ესწრაფოდეთ, მიემსგავსოთ მათ, მაგრამ ნუ ეცდებით დაიმსგავსოთ ისინი, რადგან ცხოვრება უკან-უკან არ მიდის და გუშინდელ დღესათან არ ყოვნდება. თქვენ მშვილდები ხართ, რომლიდანაც თქვენი შვილები, როგორც ცოცხალი ისრები, წინ-წინ გაიჭრნენ. მსროლელი ხედავს მიზანს უსასრულობის ბილიკზე და ის გღუნავთ თქვენ თავისი ძალით, რომ მისი ისრები სწრაფად და შორს გაფრინდნენ. იყოს თქვენი მოხრილობა მსროლელის ხელში მხოლოდ სიხარულის მომტანი, რამეთუ, როგორც გაფრენილი ისარი, ისევე უყვარს მას მშვილდი, რომელიც ადგილზე რჩება."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|