 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 15 დეკემბერი, 2011 |
ყოფნა ცხოვრებისთვის ვითამაშე, როგორც ბავშვობაში ”სახლობანა”. ხსოვნა -მსხვილი ხედით, შავი კაშე, როგორ გაფერმკრთალდა ახლოდანაც... თითქოს ყველაფერი მირაჟია, მხოლოდ ტკივილები ნამდვილობენ! თუმცა, აქ არაფერ შუაშია, გულის ჭკუაზე რომ დავდიოდი... უკვე დავასრულე მელოდრამა, მეტად ყოფითი და ბანალური. ძველი სიყვარულის მონოგრამებს დრო რა უმოწყალოდ ანადგურებს... აწმყო გახდა ისე ფრიგიდული, კაცს რომ დაუკარგავს ყველა ნდომას... ამბობს ჩემი ხსოვნა მოგუდულში, ყველა მოგონების შესანდობარს... მცივა, რა თქმა უნდა, უქაროდაც, განცდა აბზაცს მოჰგავს ნოველიდან. მათ სულ ჩემი კილვა უხაროდათ, ვისი მხილებაც მე მომერიდა... აწყობს ფერთაკვდომის ვერნისაჟებს ჩემი წარბშეკრული წარმოსახვა. გეცვას ”ყავისფერი” ბედის მარშზე ნიშნავს, - საერთო ვერ გამონახე... თავთან საჭადრაკო პარტია მაქვს, ”თავი დაიცავი, ნემცოვიჩო!” მინდა უბრალოდ და მარტივად ვთქვა, მძულს ეს რეალობა, შენც ხომ იცი... ახლა ეს დრო ისე საჩემოა, როგორც ხეიბრისთვის ცეკვა "ტვისტის". ვზივარ ჩემთვის, უცებ თავს შემოყოფს სულში ბუნტარიც და ანარქისტიც... წლებთან საპატიო ვახშამზე ვარ, ხსოვნა - მსხვილი ხედით, შავი კაშე. მგონი, არაფერი არ შავდება, ჩემი ცხოვრება თუ ვითამაშე... 13.12.11.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. აწმყო გახდა ისე ფრიგიდული, კაცს რომ დაუკარგავს ყველა ნდომას... ვახ რა კარგი ლექსია.............2 აწმყო გახდა ისე ფრიგიდული, კაცს რომ დაუკარგავს ყველა ნდომას... ვახ რა კარგი ლექსია.............2
29. "მინდა უბრალოდ და მარტივად ვთქვა", მაგარია. "მინდა უბრალოდ და მარტივად ვთქვა", მაგარია.
28. რა საყვარელია და კარგი და ლამაზი და უფრო კარგია!!! :) რა საყვარელია და კარგი და ლამაზი და უფრო კარგია!!! :)
27. ეხ, ნემცოვიჩ, ნემცოვიჩ! ვისღა სცალია საკუთარ თავთან შენი საჭადრაკო სვლებისთვის... წერე რა, უფრო მეტი "აბდა" და "უბდად" დაგიფასდება... ეხ, ნემცოვიჩ, ნემცოვიჩ! ვისღა სცალია საკუთარ თავთან შენი საჭადრაკო სვლებისთვის... წერე რა, უფრო მეტი "აბდა" და "უბდად" დაგიფასდება...
26. 'შენი მაღალი ქუსლის კაკუნი"...არ ვიცი, რატომ გამახსენდა ანა ახმატოვა. `შენი მაღალი ქუსლის კაკუნი"...არ ვიცი, რატომ გამახსენდა ანა ახმატოვა.
25. ...ასეც ვფიქრობდი... ...ასეც ვფიქრობდი...
24. შემოქმედება ცხოვრების ახირებასა და კაპრიზებზე გამარჯვებაა! არ ვიცი, საბოლოოდ ვინ დარჩება გამარჯვებული, ის კი ვიცი, რომ ცხოვრებასთან "დუელი" ქრონიკულში გადამივიდა... პ.ს. მადლობა ჩემს "სეკუნდანტებს"... შემოქმედება ცხოვრების ახირებასა და კაპრიზებზე გამარჯვებაა! არ ვიცი, საბოლოოდ ვინ დარჩება გამარჯვებული, ის კი ვიცი, რომ ცხოვრებასთან "დუელი" ქრონიკულში გადამივიდა... პ.ს. მადლობა ჩემს "სეკუნდანტებს"...
23. მთელი ცხოვრება ჩავიკითხე... ზუსტი განმარტებებით...5555 მრავალ ნიკოლოზობას დაესწარით...:-*
მთელი ცხოვრება ჩავიკითხე... ზუსტი განმარტებებით...5555 მრავალ ნიკოლოზობას დაესწარით...:-*
22. საინტერესო და ორიგინალური, როგორც ყოველთვის! მოგიკითხეთ! საინტერესო და ორიგინალური, როგორც ყოველთვის! მოგიკითხეთ!
21. ვზივარ ჩემთვის, უცებ თავს შემოყოფს სულში ბუნტარიც და ანარქისტიც... აი ეს ბუნტარობა და ანარქისტობა როგორ მიყვარს შენს ლექსებში და როგორ იხდენ! ძალიან!:* ვზივარ ჩემთვის, უცებ თავს შემოყოფს სულში ბუნტარიც და ანარქისტიც... აი ეს ბუნტარობა და ანარქისტობა როგორ მიყვარს შენს ლექსებში და როგორ იხდენ! ძალიან!:*
20. თითქოს ყველაფერი მირაჟია, მხოლოდ ტკივილები ნამდვილობენ! თუმცა, აქ არაფერ შუაშია, გულის ჭკუაზე რომ დავდიოდი... უკვე დავასრულე მელოდრამა, მეტად ყოფითი და ბანალური. ძველი სიყვარულის მონოგრამებს დრო რა უმოწყალოდ ანადგურებს...
მგონი, არაფერი არ შავდება, ჩემი ცხოვრება თუ ვითამაშე...
გულიანო და აზრიანო ქალბატონო, კარგი ვინმე ხარ ძალიან! გკოცნი! 5 თითქოს ყველაფერი მირაჟია, მხოლოდ ტკივილები ნამდვილობენ! თუმცა, აქ არაფერ შუაშია, გულის ჭკუაზე რომ დავდიოდი... უკვე დავასრულე მელოდრამა, მეტად ყოფითი და ბანალური. ძველი სიყვარულის მონოგრამებს დრო რა უმოწყალოდ ანადგურებს...
მგონი, არაფერი არ შავდება, ჩემი ცხოვრება თუ ვითამაშე...
გულიანო და აზრიანო ქალბატონო, კარგი ვინმე ხარ ძალიან! გკოცნი! 5
19. "მათ სულ ჩემი კილვა უხაროდათ, ვისი მხილებაც მე მომერიდა..." ხშირად ასეა...
ძლიერი ხასიათი, გულწრფელი, ზომიერი "აღსარება" ცოტათი ირონიულ ჭრილში და დახვეწილი პიროვნება – ასეთია ლექს(ებ)ის მიერ შექმნილი პორტრეტი ავტორისა!... ბარბარობას გილოცავთ! "მათ სულ ჩემი კილვა უხაროდათ, ვისი მხილებაც მე მომერიდა..." ხშირად ასეა...
ძლიერი ხასიათი, გულწრფელი, ზომიერი "აღსარება" ცოტათი ირონიულ ჭრილში და დახვეწილი პიროვნება – ასეთია ლექს(ებ)ის მიერ შექმნილი პორტრეტი ავტორისა!... ბარბარობას გილოცავთ!
18. რა შუაშია კონგო და ესკიმოსი :დ რაც არის იმას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის :დ ვაჰ, ეს რა იციან რა :დ არაობიექტური ან მოგზავნილი მაინც ვიყო :დ რა შუაშია კონგო და ესკიმოსი :დ რაც არის იმას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის :დ ვაჰ, ეს რა იციან რა :დ არაობიექტური ან მოგზავნილი მაინც ვიყო :დ
17. აზრიანი და საღი ლექსი, სასწაული განცდებით! აზრიანი და საღი ლექსი, სასწაული განცდებით!
16. რატომღაც ძალიან ქალური პოეზიაა ''ცვეტში''საიტზეც.აქაც. ია ტოჟე გრეშნა - ვედუს ნა ეტო:) რა მომწონს ამ პოეტესაში? მრავალფეროვანია-ქალური მდიდრული სამკაულებიც აქვს თუ უნდა, ''ტონკი''ირონია და თვითირონია დახვეწილი სარკაზმი, ზუსტი და 10-ნში გარტყმული სახებიც...იგროკიცაა,''პროსტო''ქალიცაა,მკაცრად ელეგანტურიცაა ,სუსტიცაა,''სწერვაცაა'':) .ჭკვიანია,ენამწარეა:) აქვს ბასრი და მოქნილი პოეტური ენა და თავისი ხელწერა.არაა სტანდარტული,დაშტამპული ბანალური და ზოგადად ჩარჩობს გარეშაა. პიროვნებაა:)რაც ასე ძნელი საპოვნელია ქალში .ლედიცაა,პასუხის გაცემაც შეუძლია-მამა ნი ვსტავაი ისე:) და ქალია რა დახვეწილი და როგორ ვთქვა იყოს ისევ სლენგით-მაგარი ვიდის:) და თვალები...ოოოოოოო:) რატომღაც ძალიან ქალური პოეზიაა ``ცვეტში``საიტზეც.აქაც. ია ტოჟე გრეშნა - ვედუს ნა ეტო:) რა მომწონს ამ პოეტესაში? მრავალფეროვანია-ქალური მდიდრული სამკაულებიც აქვს თუ უნდა, ``ტონკი``ირონია და თვითირონია დახვეწილი სარკაზმი, ზუსტი და 10-ნში გარტყმული სახებიც...იგროკიცაა,``პროსტო``ქალიცაა,მკაცრად ელეგანტურიცაა ,სუსტიცაა,``სწერვაცაა``:) .ჭკვიანია,ენამწარეა:) აქვს ბასრი და მოქნილი პოეტური ენა და თავისი ხელწერა.არაა სტანდარტული,დაშტამპული ბანალური და ზოგადად ჩარჩობს გარეშაა. პიროვნებაა:)რაც ასე ძნელი საპოვნელია ქალში .ლედიცაა,პასუხის გაცემაც შეუძლია-მამა ნი ვსტავაი ისე:) და ქალია რა დახვეწილი და როგორ ვთქვა იყოს ისევ სლენგით-მაგარი ვიდის:) და თვალები...ოოოოოოო:)
15. ”ყოფნა ცხოვრებისთვის ვითამაშე, როგორც ბავშვობაში ”სახლობანა”
ბრავო!! წარმატებები ავტორს პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) ”ყოფნა ცხოვრებისთვის ვითამაშე, როგორც ბავშვობაში ”სახლობანა”
ბრავო!! წარმატებები ავტორს პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
14. აწმყო გახდა ისე ფრიგიდული, კაცს რომ დაუკარგავს ყველა ნდომას... ამბობს ჩემი ხსოვნა მოგუდულში, ყველა მოგონების შესანდობარს... მცივა, რა თქმა უნდა, უქაროდაც, განცდა აბზაცს მოჰგავს ნოველიდან. მათ სულ ჩემი კილვა უხაროდათ, ვისი მხილებაც მე მომერიდა... 555555555555555555555555555555 აწმყო გახდა ისე ფრიგიდული, კაცს რომ დაუკარგავს ყველა ნდომას... ამბობს ჩემი ხსოვნა მოგუდულში, ყველა მოგონების შესანდობარს... მცივა, რა თქმა უნდა, უქაროდაც, განცდა აბზაცს მოჰგავს ნოველიდან. მათ სულ ჩემი კილვა უხაროდათ, ვისი მხილებაც მე მომერიდა... 555555555555555555555555555555
13. 11. "ყოფნა ცხოვრებისთვის ვითამაშე," <<<ცუდი ფრაზაა, გაცვეთილი, მიშო დადიანი. 2011-12-15 20:54:10
12. მელოდიაც გაცვეთილია (: დავამატებდი. ბექა ეშელონი. 2011-12-15 20:54:40
პატივსაცემო ბექა და მიშო! ყოველთვის მოიძებნება ისეთი ესკიმოსი, კონგოს მცხოვრებს ინსტრუქტაჟს რომ ჩაუტარებს, როგორ იცხოვროს მან პაპანაქება სიცხეში... 11. "ყოფნა ცხოვრებისთვის ვითამაშე," <<<ცუდი ფრაზაა, გაცვეთილი, მიშო დადიანი. 2011-12-15 20:54:10
12. მელოდიაც გაცვეთილია (: დავამატებდი. ბექა ეშელონი. 2011-12-15 20:54:40
პატივსაცემო ბექა და მიშო! ყოველთვის მოიძებნება ისეთი ესკიმოსი, კონგოს მცხოვრებს ინსტრუქტაჟს რომ ჩაუტარებს, როგორ იცხოვროს მან პაპანაქება სიცხეში...
12. მელოდიაც გაცვეთილია (: დავამატებდი. მელოდიაც გაცვეთილია (: დავამატებდი.
11. "ყოფნა ცხოვრებისთვის ვითამაშე," <<<ცუდი ფრაზაა, გაცვეთილი, "ყოფნა ცხოვრებისთვის ვითამაშე," <<<ცუდი ფრაზაა, გაცვეთილი,
10. აწმყო გახდა ისე ფრიგიდული, კაცს რომ დაუკარგავს ყველა ნდომას... ამბობს ჩემი ხსოვნა მოგუდულში, ყველა მოგონების შესანდობარს...
ჰო,ამ ხასიათზე ვარ მე... აწმყო გახდა ისე ფრიგიდული, კაცს რომ დაუკარგავს ყველა ნდომას... ამბობს ჩემი ხსოვნა მოგუდულში, ყველა მოგონების შესანდობარს...
ჰო,ამ ხასიათზე ვარ მე...
9. ძველი სიყვარულის მონოგრამებს დრო რა უმოწყალოდ ანადგურებს...
:) ძალიან კარგი ლექსი ძველი სიყვარულის მონოგრამებს დრო რა უმოწყალოდ ანადგურებს...
:) ძალიან კარგი ლექსი
8. აწმყო გახდა ისე ფრიგიდული, კაცს რომ დაუკარგავს ყველა ნდომას... ამბობს ჩემი ხსოვნა მოგუდულში, ყველა მოგონების შესანდობარს... მცივა, რა თქმა უნდა, უქაროდაც, განცდა აბზაცს მოჰგავს ნოველიდან. მათ სულ ჩემი კილვა უხაროდათ, ვისი მხილებაც მე მომერიდა...
აწმყო გახდა ისე ფრიგიდული, კაცს რომ დაუკარგავს ყველა ნდომას... ამბობს ჩემი ხსოვნა მოგუდულში, ყველა მოგონების შესანდობარს... მცივა, რა თქმა უნდა, უქაროდაც, განცდა აბზაცს მოჰგავს ნოველიდან. მათ სულ ჩემი კილვა უხაროდათ, ვისი მხილებაც მე მომერიდა...
7. ძალიან მომეწონა. +2 ძალიან მომეწონა. +2
5. ეს გარედან ვნახე. მაგრად მოაქვს განწყობა და როგორ ვთქვა...''მუღამიანია''
ეს გარედან ვნახე. მაგრად მოაქვს განწყობა და როგორ ვთქვა...``მუღამიანია``
4. ძალიან მოვიხიბლე! საოცარი რიტმი , აზრი...კადრები.
ძალიან მოვიხიბლე! საოცარი რიტმი , აზრი...კადრები.
3. დიდებულია! და ამიტომ, დღეს "ტანცკლასში" გელოდებით ქალბატონო, "ტვისტზე" ხართ დაპაიჟებული ( ცხადია, 8 ნომერის თანხლებით). :) დიდებულია! და ამიტომ, დღეს "ტანცკლასში" გელოდებით ქალბატონო, "ტვისტზე" ხართ დაპაიჟებული ( ცხადია, 8 ნომერის თანხლებით). :)
2. წლებთან საპატიო ვახშამზე ვარ, ხსოვნა - მსხვილი ხედით, შავი ”კაშე”. მგონი, არაფერი არ შავდება, ჩ ე მ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ა თ უ ვ ი თ ა მ ა შ ე...
ქედს ვიხრი :) წლებთან საპატიო ვახშამზე ვარ, ხსოვნა - მსხვილი ხედით, შავი ”კაშე”. მგონი, არაფერი არ შავდება, ჩ ე მ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ა თ უ ვ ი თ ა მ ა შ ე...
ქედს ვიხრი :)
1. აი, მე ვბედავ და ხმამაღლა ვამბობ: გენაცვალე ლამაზო და ქარბორია ქალბატონო! აი, მე ვბედავ და ხმამაღლა ვამბობ: გენაცვალე ლამაზო და ქარბორია ქალბატონო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|