 | ავტორი: სოლე ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2012 |
დალ, ისევ გწერ და... გამოგიტყდები: მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისე ვარ, როგორც იმ წიგნის ყდები, რომ ამოხიეს ყველა ფურცელი.
ხან იმ ხეს ვგავარ, ადრიანად რომ აყვავდება და გაუძლებს ყინვას... ხან, დედასთან და შინ ყოფნას ვნატრობ, ხან, მეჩვენება, რომ ა ქ ა ც შინ ვარ.
ხან ღელეს ვგავარ, სათავეშივე ჩახერგილი რომ გადიქცა ტბორად. ვერ გამიგია, უკვე ლეში ვარ, თუ ძილში იმედს ვულოკავ ტორებს.
გემახსოვრება, ზურმუხტისფერი მიყვარდა, ახლა, რატომღაც ქარვას უფრო ვიხდენ და უფრო ვიფერებ, თუმც, ჯერაც მიწევს სისუსტის მალვა.
მთას მოსხლეტილი ქვებია წლები... და თითქოს, ბოლო ქვიშის ჩამოცრას ჩქარობს საათი. ისე ვიცლები, სულ მგონია რომ "ვეღარ მოვასწრებ"...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. კარგია, ოღონდ,რამოდენიმე ადგილას "სტიქონები ჩამიტყდა". კარგია, ოღონდ,რამოდენიმე ადგილას "სტიქონები ჩამიტყდა".
17. ასეა სოლე,ასე, წინსვლის მსვლელობა ხომ სხვაგვარად შეუძლებელია, მითუმეტეს მაღლასვლის?!
ასეა სოლე,ასე, წინსვლის მსვლელობა ხომ სხვაგვარად შეუძლებელია, მითუმეტეს მაღლასვლის?!
16. გაიხარე,მეგობარო!ვიცი რომ გაიგებდი ჩემს მინორულ გულისცემას:)ხან ისეა და ხან ასე მურმან, როგორც ცხოვრება,ისე- ლექსები:) გაიხარე,მეგობარო!ვიცი რომ გაიგებდი ჩემს მინორულ გულისცემას:)ხან ისეა და ხან ასე მურმან, როგორც ცხოვრება,ისე- ლექსები:)
15. 5
სოლე, სოლე, მოგესალმება ყველაზე უმცროსი მეგობარი. ლექსი. ლექსი არის თავისუფალი, თავისთავადი, მსუბუქი.-როგორიც უნდა იყოს; გული ძალდაუტანებლად სუნთქავს მასში, რომელსაც ისე ისრუტავს მკითხველის გულისცემა, რომ იფერება მოფერება - შენი, მისი, პოეზიის... მეორე სტროფი გამორჩეულად მომეწონა, გავიმეორებ, რომ უკეთესი ლექსი სწორედ ასეთია - ცეკვავს და მღერის; უკეთეს დასასრულზე იფიქრებდი უკვე.
გენაცვალე.
5
სოლე, სოლე, მოგესალმება ყველაზე უმცროსი მეგობარი. ლექსი. ლექსი არის თავისუფალი, თავისთავადი, მსუბუქი.-როგორიც უნდა იყოს; გული ძალდაუტანებლად სუნთქავს მასში, რომელსაც ისე ისრუტავს მკითხველის გულისცემა, რომ იფერება მოფერება - შენი, მისი, პოეზიის... მეორე სტროფი გამორჩეულად მომეწონა, გავიმეორებ, რომ უკეთესი ლექსი სწორედ ასეთია - ცეკვავს და მღერის; უკეთეს დასასრულზე იფიქრებდი უკვე.
გენაცვალე.
14. გაიხარე, ჩემო მუხავ, რომ ასე შეგიძლია სხვისი განცდილის განცდა:)მადლობა! გაიხარე, ჩემო მუხავ, რომ ასე შეგიძლია სხვისი განცდილის განცდა:)მადლობა!
13. ძალიან შეგრძნებადი და განცდადი ლექსია, როგორც ყოველთვის არავის გევხარ, მიმზიდველი და გულში, რომ დაგივლის ისეთი წერა იცი, , (კაკალ გულში ხვდება, თვითეული სიტყვა ჩანაფიქრი, ვკითხულობ შენ პოეზიას და ისევ მშიერი ვარ, მაკლია შენი ლექსები! ძალიან შეგრძნებადი და განცდადი ლექსია, როგორც ყოველთვის არავის გევხარ, მიმზიდველი და გულში, რომ დაგივლის ისეთი წერა იცი, , (კაკალ გულში ხვდება, თვითეული სიტყვა ჩანაფიქრი, ვკითხულობ შენ პოეზიას და ისევ მშიერი ვარ, მაკლია შენი ლექსები!
12. გემახსოვრება, ზურმუხტისფერი მიყვარდა, ახლა, რატომღაც ქარვას უფრო ვიხდენ და უფრო ვიფერებ... თუმც, ჯერაც მიწევს სისუსტის მალვა.
და ფინალი ხო საერთოდ..... უუუფ...... მთას მოსხლეტილი ქვებია წლები... და თითქოს, ბოლო ქვიშის ჩამოცრას ჩქარობს საათი - - - - - რა მაგარია...........
მოგიკითხე სოლე :) 5. გემახსოვრება, ზურმუხტისფერი მიყვარდა, ახლა, რატომღაც ქარვას უფრო ვიხდენ და უფრო ვიფერებ... თუმც, ჯერაც მიწევს სისუსტის მალვა.
და ფინალი ხო საერთოდ..... უუუფ...... მთას მოსხლეტილი ქვებია წლები... და თითქოს, ბოლო ქვიშის ჩამოცრას ჩქარობს საათი - - - - - რა მაგარია...........
მოგიკითხე სოლე :) 5.
11. 1.ისე ვარ, როგორც იმ წიგნის ყდები, რომ ამოხიეს ყველა ფურცელი.
2.ხან ღელეს ვგავარ, სათავეშივე ჩახერგილი რომ გადიქცა ტბორად.
3.ხან იმ ხეს ვგავარ, ადრიანად რომ აყვავდება და გაუძლებს ყინვას...
სამივე ასე მგონია ჩემი გულიდან ამოძახილია... დიდი გრძნობა და დიდი ტკივილია... ყველა ლექსი დიდებულია, რაშიც ნაღდი გული და გრძნობა დევს. 1.ისე ვარ, როგორც იმ წიგნის ყდები, რომ ამოხიეს ყველა ფურცელი.
2.ხან ღელეს ვგავარ, სათავეშივე ჩახერგილი რომ გადიქცა ტბორად.
3.ხან იმ ხეს ვგავარ, ადრიანად რომ აყვავდება და გაუძლებს ყინვას...
სამივე ასე მგონია ჩემი გულიდან ამოძახილია... დიდი გრძნობა და დიდი ტკივილია... ყველა ლექსი დიდებულია, რაშიც ნაღდი გული და გრძნობა დევს.
10. ძააალიან კარგია! :) ძააალიან კარგია! :)
9. თანანა, მარიოტა, ჭა გმადლობთ, რომ მკითხულობთ და ასე კარგადაც გესმით ჩემი გულისთქმა:) თანანა, მარიოტა, ჭა გმადლობთ, რომ მკითხულობთ და ასე კარგადაც გესმით ჩემი გულისთქმა:)
8. ძალიან კარგად გადმოსცემს ავტორის გაწყობას....5
ხან ფურცლებამოხეული წიგნივით ცარიელია, ხან ადრიანად აყვავებული ყინვაგამძლე ხეა... ხან ფარული სევდა მოეძალება თავისი ქვეყნის, ხან ეჩვენება, რომ იქაც კარგად არის... მაგრამ შიში აქვს...შიში შეგუების...:-* ნუ გეშინია ჩემო სოლე, სისხლში აქვს ქართველს თავისი ქვეყნის სიყვარული ... მაგას ვერსად გაექცევი...:-* ძალიან კარგად გადმოსცემს ავტორის გაწყობას....5
ხან ფურცლებამოხეული წიგნივით ცარიელია, ხან ადრიანად აყვავებული ყინვაგამძლე ხეა... ხან ფარული სევდა მოეძალება თავისი ქვეყნის, ხან ეჩვენება, რომ იქაც კარგად არის... მაგრამ შიში აქვს...შიში შეგუების...:-* ნუ გეშინია ჩემო სოლე, სისხლში აქვს ქართველს თავისი ქვეყნის სიყვარული ... მაგას ვერსად გაექცევი...:-*
7. ლექსს ერთ-ორგან გავასწორებდი.
თანანას კი საჯაროდ ვაფრთხილებ, რომ ამ საოცარ ფრაზას:
..."იმას ვეძებ, რაც არ დამიკარგავს"...
ოდესღაც მოვპარავ. ლექსს ერთ-ორგან გავასწორებდი.
თანანას კი საჯაროდ ვაფრთხილებ, რომ ამ საოცარ ფრაზას:
..."იმას ვეძებ, რაც არ დამიკარგავს"...
ოდესღაც მოვპარავ.
6. საინტერესო წიაღსვლა საკუთარ თავში ძალიან მეახლობლა, რადგან მეც სულ ასე "დავბორიალობ" და იმას ვეძებ, რაც არ დამიკარგავს... "მთას მოსხლეტილი ქვებია წლები..." - გეთანხმები და მომწონს ეს მიგნება... საინტერესო წიაღსვლა საკუთარ თავში ძალიან მეახლობლა, რადგან მეც სულ ასე "დავბორიალობ" და იმას ვეძებ, რაც არ დამიკარგავს... "მთას მოსხლეტილი ქვებია წლები..." - გეთანხმები და მომწონს ეს მიგნება...
5. მადლობა,გაიხარეთ!:-* მადლობა,გაიხარეთ!:-*
4. ისეთი სავსე ხართ, ვერ დაიცლებით, არ დაიცლებით! ქარვისფერი უხდება ალბათ სოლეს:) ისეთი სავსე ხართ, ვერ დაიცლებით, არ დაიცლებით! ქარვისფერი უხდება ალბათ სოლეს:)
3. ძალიან ძლიერია და ლამაზი, ისევე როგორც ყველა შენი ლექსი :) 5 ძალიან ძლიერია და ლამაზი, ისევე როგორც ყველა შენი ლექსი :) 5
1. თუ ძილში ვლოკავ იმედის ტორებს.
ჯერ ისევ დამაქვს სევდა ფარული იმის, რომ ადრე დამემსხვრა ფრთები,
მთას მოსხლეტილი ქვებია წლები...
+5!!!
მოკითხვა სოლეს! :) თუ ძილში ვლოკავ იმედის ტორებს.
ჯერ ისევ დამაქვს სევდა ფარული იმის, რომ ადრე დამემსხვრა ფრთები,
მთას მოსხლეტილი ქვებია წლები...
+5!!!
მოკითხვა სოლეს! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|