ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოლე
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2012


დალ!

დალ, ქარი იყო სამი დღე, მკვლელი;
წუხელ, ძახველმა ისე იბორგა,
დღეს ყვავილების მგონია მორგი
ქუჩა და ვარდსაც ვერ მივეშველე,

ფურცლები თითქოს სისხლად ახველა.
მისი ტუჩებით მიწა იღიმის,
ღიმგაცლილსა და ნაქარალს წვიმა
უხუჭავს თვალებს ღიად დარჩენილს.

იცი?- ცხოვრებას თუ მიენდობი,
(ჯანდაბას!- ცემდეს გული მინორში)-
როგორც ეს სუსტი ალუჩის  მორჩი,
უძლებ სერიულ უამინდობას...

თურმე, შემცდარა მაიას ტომი,
"გადაიდოო" აპოკალიფსი-
თქვეს რადიოში, ფონად,  "Re-mix-ი"
ჟღერდა კრიზისის, შიმშილის, ომის.

-ესეც, მორიგი აბი-პლაცებო!-
გვაყლაპებენ და სნეულ იმედებს
გვირჩენენ... ღმერთი  წელს არ გვიმეტებს!-
ალბათ,  მიზეზი ჯერაც არსებობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს